კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (15)
შემდგომი ცვლილებები (6)
წინა ცვლილებები (9)
დოკუმენტის ტექსტი
|
| კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
|
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს: ა) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“; ბ) საკონკურსო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულა (დანართი). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება. 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებული კონკურსები ჩატარდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის“ შესაბამისად. 4. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
|
კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები
|
|
|
მუხლი 1. წესის მიზანი
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია კონკურსის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კონკურსი – სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები; ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში; გ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში; დ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი; ე) რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში – მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ; ვ) კონკურსის ჩატარება – კონკურსის მეშვეობით გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებათა და ქმედებათა ერთობლიობა; ზ) საკონკურსო პირობები – საკონკურსო განცხადებითა და საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა; თ) საკონკურსო განცხადება – კონკურსის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი; ი) საკონკურსო დოკუმენტაცია – საკონკურსო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი; კ) საკონკურსო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება; ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში; მ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში; ნ) კონკურსის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – კონკურსის სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონკურსისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ო“–„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კონკურსის სტატუსი, რომელიც ასახავს კონკურსის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს. კონკურსს კონკურსის სტატუსი ენიჭება ქრონოლოგიურად, ამ პუნქტის „ო“–„ღ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხოლოდ კონკურსის მიმდინარეობის წინა ეტაპის სრულყოფილად გავლის შემდგომ; ო) გამოცხადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს საკონკურსო პირობების გამოქვეყნებიდან კონკურსში წინადადებების მიღების დაწყებამდე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საკონკურსო პირობებს, ხოლო საკონკურსო კომისიას – ამ წესის შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება საკონკურსო პირობებში, გარდა შესყიდვის ობიექტისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით; პ) წინადადებების მიღება დაწყებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს საკონკურსო წინადადება და სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით; ჟ) წინადადებების მიღება დასრულებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც დასრულდება საკონკურსო წინადადებების მიღება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით; რ) შერჩევა-შეფასება – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით; ს) გამარჯვებული გამოვლენილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია დაადგენს პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, სისტემის შესაბამის ველებში დააფიქსირებს საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამურ ქულებს, ეს ქულები სისტემის მეშვეობით აგრეგირდება საკონკურსო წინადადებების ფასთან და სისტემის მეშვეობით გამოვლინდება საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტი; ტ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ასევე საკონკურსო კომისია მიიწვევს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად; უ) ხელშეკრულება დადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები; ფ) შეწყვეტილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს კონკურსის შეწყვეტის შესახებ საკონკურსო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება კონკურსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. კონკურსისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსის მინიჭება დასაშვებია კონკურსის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“; ქ) არ შედგა – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭა კონკურსის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ და ამ კონკურსში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია; ღ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტი კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე ან კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას; ყ) კონკურსის საბოლოო სტატუსი – კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“; შ) ხელშეკრულების მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ხელშეკრულების სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ჩ“–„ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს; ჩ) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი ხელშეკრულებას ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“; ც) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია; ძ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში); წ) საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით; ჭ) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა; ხ) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი; ჯ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო; ჰ) საბჭო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო. 2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 15.03.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
მუხლი 3. კონკურსის ჩატარება1. კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია. 2. კონკურსის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები: ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა; ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია; გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა; დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა; ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა. 3. საკონკურსო წინადადების განხილვასა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები. 4. კონკურსი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით CNT. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 4. საკონკურსო კომისია1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილე. 2. საკონკურსო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც. 3. საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები. 5. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება საკონკურსო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე. 6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრი. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საკონკურსო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა საკონკურსო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე. 8. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს: ა) საკონკურსო კომისიის დასახელება; ბ) სხდომის დრო და ადგილი; გ) საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა (მათ შორის, დათქმა იმ წევრებზე, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას); დ) განხილვის საგანი; ე) საკონკურსო კომისიის მსჯელობა; ვ) სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში); ზ) ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომელსაც ეყრდნობა საკონკურსო კომისია; თ) კენჭისყრის შედეგები; ი) მიღებული გადაწყვეტილება. 9. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აგრეთვე აწერს საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი, რომელიც ჩართულია კონკრეტული კონკურსის ჩატარების პროცესში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 15.03.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 41. მიმოწერა შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 5. საკონკურსო განცხადება1. საკონკურსო განცხადება ივსება და ქვეყნდება სისტემის მეშვეობით. 2. საკონკურსო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) შესყიდვის ტიპს; ბ) საკონკურსო განცხადების ნომერს; ბ1) კონკურსის სტატუსს; გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებას; დ) კონკურსის გამოცხადების თარიღს ზუსტი დროის მითითებით; ე) საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით; ე1) საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით; ვ) შესყიდვის დაფინანსებას (წელსა და წყაროს); ზ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას; თ) მითითებას, რომ საკონკურსო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გარეშე; ი) კლასიფიკატორის დანაყოფსა და მის შესაბამის CPV კოდს; კ) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალურ ობიექტსა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს); ლ) შესყიდვის ობიექტის მოცულობას; მ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას; ნ) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები; ო) ელექტრონული გარანტიის ოდენობას; პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადას; ჟ) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და გვარს, რომელმაც განათავსა საკონკურსო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ე“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია საკონკურსო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით. 31. საკონკურსო განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს საკონკურსო პირობების დამატებითი აღწერის მიზნით. 4. კონკურსში საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებისა და საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსების მომდევნო დღიდან. . 5. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია და დააფიქსიროს საკონკურსო წინადადების ფასი. 6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება 10 დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება. 7. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, საკონკურსო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს. 8. წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ, დაუშვებელია საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის შეცვლა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 81. საკონკურსო პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, საკონკურსო პირობების გაცნობის ვადა გრძელდება კონკურსის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკონკურსო პირობებში ცვლილება ეხება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო პირობების გაცნობის ვადის გაზრდას. 9. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საკონკურსო განცხადებაში შეცვალოს შესყიდვის დაფინანსების წყარო, რისთვისაც გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სათანადო ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ წლიურ გეგმაში. 10. საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია სისტემაში საკონკურსო დოკუმენტაციის, აგრეთვე საკონკურსო პირობების დამტკიცების შესახებ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის ატვირთვა. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 6. საკონკურსო დოკუმენტაცია1. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს: ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში); ბ) შესასყიდი მომსახურების მოცულობასა და სრულ აღწერას, მისი გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას; გ) ხელშეკრულების პროექტს; გ1) მითითებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში); დ) დათქმას, საჭიროა თუ არა საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, ასევე, ასეთ შემთხვევაში, მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული საკონკურსო წინადადების ფასი, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც; ე) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები; ვ) საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილ ხარისხის კრიტერიუმებსა და მათ ხვედრით წონებს. შემსყიდველი ორგანიზაცია, მისი საჭიროების შესაბამისად, განსაზღვრავს ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით. ხარისხის შეფასების თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა. ამასთან, ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს; ზ) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) საკონკურსო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ. 2. საკონკურსო დოკუმენტაცია, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნას, რაც უნდა დასაბუთდეს საკონკურსო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 7. ხარისხის შეფასების კრიტერიუმები1. საკონკურსო კომისია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი. 2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით. 3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს ხარისხის შეფასების კრიტერიუმების შემდეგი ტიპები: ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, მისი ტექნიკური დოკუმენტაცია უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას; ბ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად აღემატება საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას; გ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ) საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოთხოვნას; დ) არათვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მაღალ საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს; ე) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას/პირობებს, ტექნიკური დოკუმენტაციის ხარისხის შეფასება კლებულობს საკონკურსო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის ჯამურად განსაზღვროს არაუმეტეს ხუთი კრიტერიუმი, „გ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს ხუთი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს სამი კრიტერიუმი.
მუხლი 8. განმარტების მიღების უფლება 1. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს საკონკურსო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. საკონკურსო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა. 2. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა პრეტენდენტს, ხოლო კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე – საუკეთესო საკონკურსო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში. 3. მიმწოდებელს „კითხვა-პასუხის“ მოდულით სარგებლობის უფლება აგრეთვე აქვს ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულების სტატუსის „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში. 4. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.
მუხლი 9. საკონკურსო წინადადების წარდგენა1. პრეტენდენტს კონკურსში საკონკურსო წინადადების წარდგენა შეუძლია კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე. 2. საკონკურსო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს საკონკურსო განცხადებასა და საკონკურსო დოკუმენტაციას. 3. საკონკურსო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით. 31. აფიდავიტის ფორმა და პირობები განისაზღვრება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით. 4. ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი დღგ-ის გარეშე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. საკონკურსო წინადადების ფასს პრეტენდენტი უთითებს მხოლოდ სისტემის შესაბამის ველში. დაუშვებელია ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკონკურსო წინადადების ფასის მითითება. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს საკონკურსო წინადადების ფასს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 5. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით. 6. საკონკურსო წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი. 7. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და საკონკურსო წინადადების ანონიმურობას კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. პრეტენდენტების ვინაობა და მათი ტექნიკური დოკუმენტაციები საჯარო ხდება კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ხოლო საკონკურსო წინადადებების ფასი საჯარო ხდება პრეტენდენტების საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირებისა და მათი საკონკურსო წინადადებების ფასთან სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირების შემდეგ ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირების შემდეგ, დაუშვებელია ხარისხის ჯამური ქულის ცვლილება, გარდა ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 8. ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას საკონკურსო წინადადებაზე. საკონკურსო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს. 9. კონკურსში ამხანაგობის მონაწილეობის საკითხი, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. 10. საკონკურსო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება საკონკურსო პირობებს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 26.07.2016 წ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.მუხლი 10. ელექტრონული გარანტია1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტია სააგენტოს წარედგინება სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების შემდეგ და საფასურის გადახდამდე. 2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 პროცენტს. 3. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: ა) თუ ელექტრონული გარანტია გაცემულია ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით –კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან არანაკლებ 160 დღე; ბ) კონკურსისთვის კონკურსის საბოლოო სტატუსის მინიჭებიდან 10 დღე, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით. 4. თუ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო პრეტენდენტს ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით დაუბრუნდა ელექტრონული გარანტია, სააგენტო კონკურსის სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს მხოლოდ სააგენტოსთვის ელექტრონული გარანტიის იდენტური პირობებითა და ვადით გაცემული ახალი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სააგენტო კონკურსის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად. 5. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს უბრუნდება: ა) დისკვალიფიკაციიდან 10 დღის გასვლისთანავე, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საბჭოში გაასაჩივრებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ მისი დისკვალიფიკაციიდან გასულია 10 დღე; ბ) კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ პრეტენდენტი წინადადებების მიღების დასრულებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე. 6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე. 7. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
მუხლი 11. საფასური1. საკონკურსო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. 2. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის წარდგენის შემდეგ და ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე. 3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია განსაზღვრულ კანონით განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის. 4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლის მითითებითა და თანდართული დოკუმენტაციით, სააგენტოს წარედგინება თანხის შეცდომით გადახდიდან სამი თვის ვადაში. სააგენტო მოთხოვნას იხილავს ერთი თვის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უბრუნდება ათი სამუშაო დღის ვადაში. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 12. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა1. საუკეთესო საკონკურსო წინადადებისა და გამარჯვებულის გამოვლენისთვის კონკურსში გამოიყენება საკონკურსო პირობებით დადგენილი კრიტერიუმები და მათი წონები. 2. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭების შემდეგ, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები ფასდება ორ ეტაპად, ამ მუხლით დადგენილი წესით. 3. საკონკურსო წინადადების/წინადადებების შეფასების დაწყებამდე, კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკონკურსო კომისია იხილავს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომლის/რომელთა ტექნიკური დოკუმენტაციაც არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 4. საკონკურსო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პრეტენდენტს/პრეტენდენტებს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს საკონკურსო წინადადების არსებით ცვლილებას. საკონკურსო კომისია პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დასაზუსტებლად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. 5. დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს საკონკურსო კომისია აფასებს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/პრეტენდენტები არ დააზუსტებს/არ დააზუსტებენ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს/დააზუსტებენ ან/და არსებითად შეცვლის/შეცვლიან ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს, იგი/ისინი ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 6. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან, ხოლო თუ საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დაზუსტების მოთხოვნით – დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, საკონკურსო კომისია აფასებს ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს. პირველ ეტაპზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საკონკურსო წინადადების ფასის ცოდნის გარეშე, ამ წესის დანართის „ა“–„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ხარისხის შეფასებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა ისარგებლოს სისტემაში განთავსებული ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მატრიცით. პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში. 7. არათვლადი კრიტერიუმების შემთხვევაში, ხარისხის შეფასების მიზნით, საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს და ანიჭებს ტექნიკური დოკუმენტაციის არათვლად კრიტერიუმს შესაბამის ქულას. თითოეულ არათვლად კრიტერიუმში პრეტენდენტის მიერ მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული პრინციპით გამოყვანილი ქულა მიეთითება დანართით გათვალისწინებულ ფორმულაში. საკონკურსო კომისია არ ანიჭებს ქულას ტექნიკური დოკუმენტაციის თვლად კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში, კრიტერიუმის მნიშვნელობად განისაზღვრება პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარდგენილი კრიტერიუმის თვლადი მაჩვენებელი, რაც უცვლელად მიეთითება დანართით გათვალისწინებულ ფორმულაში ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მიზნით. 8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში/ველებში უთითებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების მიერ მიღებულ ხარისხის ჯამურ ქულას/ქულებს, რომელიც სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირდება საკონკურსო წინადადების/წინადადებების ფასთან, ამ წესის დანართის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მეთოდის შესაბამისად. ხარისხის ჯამური ქულა საკონკურსო წინადადების ფასთან აგრეგირდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული ხვედრითი წონების გათვალისწინებით. აგრეგირების შედეგად, სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტების რიგითობის დადგენასა და საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენას. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე პრეტენდენტმა აგრეგირების შედეგად მიიღო თანაბარი ქულა, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა წარადგინა საკონკურსო წინადადების ფასი. ხარისხის ჯამური ქულის/ქულების საკონკურსო წინადადების/წინადადებების ფასთან აგრეგირებისთვის სავალდებულოა პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასების ოქმისა და ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების შევსებული მატრიცის სისტემაში ატვირთვა. 9. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. 10. თუ კონკურსში გათვალისწინებულია საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების სისტემის მეშვეობით წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. წარდგენილ გაანგარიშებას საკონკურსო კომისია აფასებს წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილი გაანგარიშება შეიცავს ხარვეზს, საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს გაანგარიშების დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. დაზუსტებულ გაანგარიშებას საკონკურსო კომისია აფასებს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ პრეტენდენტი არ წარადგენს ან არ დააზუსტებს გაანგარიშებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 101. თუ კონკურსში პრეტენდენტის მიმართ ერთდროულად დადგა ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში აღწერილი დისკვალიფიკაციის საფუძვლები, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშნება და სისტემაში მიეთითება დისკვალიფიკაციის ორივე საფუძველი. 11. საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიმართოს სისტემის მიერ განსაზღვრულ რიგით მომდევნო საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 13. დისკვალიფიკაცია1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ: ა) იგი უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე; ბ) მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს; გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას; დ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს; ე) იგი არ წარადგენს ან, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, არ დააზუსტებს ან არასრულყოფილად დააზუსტებს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშებას; ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე; ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას. 2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე. 3. გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია ენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ ერთ-ერთი ქვეპუნქტის საფუძველზე. 4. თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, იმავდროულად არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №34 - ვებგვერდი, 29.08.2017 წ.
მუხლი 14. კონკურსის შეჩერება ან შეწყვეტა 1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს კონკურსის მიმდინარეობა კანონის 237 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონითა და საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით. 2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული კონკურსის მიმდინარეობა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე. 3. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
მუხლი 15. ხელშეკრულების დადება1. საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას. 2. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარმოდგენა, საკონკურსო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადას განუსაზღვრავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე. 3. თუ კონკურსში მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, იგი შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური სახით ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში. 4. ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში. 41. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე. 5. კონკურსისთვის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება. 6. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №34 - ვებგვერდი, 29.08.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
მუხლი 16. ხელშეკრულების პირობები1. კონკურსის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება იდება საკონკურსო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, საკონკურსო პირობებისა და კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის საკონკურსო წინადადების შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საკონკურსო წინადადების ფასს, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს საკონკურსო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას. 2. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე. 3. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს; ბ) საკონკურსო განცხადების ნომერს; გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს); დ) ხელშეკრულების ღირებულებას; ე) მომსახურების გაწევის ვადას; ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში); ზ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას. 4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული საკონკურსო დოკუმენტაციაში. 5. (ამოღებულია - 19.06.17, №30). 6. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. 7. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 17. ცვლილება ხელშეკრულებაში1. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა. 3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 18. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და ანგარიშსწორების პირობები კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხები და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების პირობები წესრიგდება კანონითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 19. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 37-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 20. ხელშეკრულების სტატუსები1. კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ასახავს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას და ანიჭებს ხელშეკრულებას შესაბამის სტატუსს („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“). 2. ხელშეკრულების ეტაპობრივი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების კონკრეტული ეტაპის შესრულებიდან/შეუსრულებლობიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. 3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.). სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 21. ამოღებულიასახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
მუხლი 22. სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების ტექნიკური კორექტირება 1. სააგენტო კონკურსის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს, ცვლის ან აუქმებს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში: ა) შემსყიდველი ორგანიზაცია არასწორად მიანიჭებს სტატუსს ელექტრონულ კონკურსს ან/და ხელშეკრულებას; ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში არასწორად მიუთითებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს; გ) კონკურსის სტატუსის შეცვლა, ასევე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლა ან გაუქმება გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ: ა) ელექტრონულ კონკურსს არასწორად მიენიჭა კონკურსის სტატუსი, სააგენტო ამ ელექტრონულ კონკურსს უბრუნებს შესაბამის კონკურსის სტატუსს; ბ) ელექტრონულ კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის საბოლოო სტატუსი და არ არის საჭირო საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს ან ცვლის სააგენტო; გ) ელექტრონულ კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის საბოლოო სტატუსი და საჭიროა საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააგენტო ელექტრონულ კონკურსს უბრუნებს შესაბამის კონკურსის სტატუსს და აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი; დ) ელექტრონულ კონკურსს არ აქვს მინიჭებული კონკურსის საბოლოო სტატუსი, სააგენტო აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი; ე) ელექტრონულ კონკურსს არ აქვს მინიჭებული კონკურსის საბოლოო სტატუსი და პრეტენდენტს, რომლის შეფასების ჯერიც არ დამდგარა, მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს სააგენტო; ვ) ხელშეკრულებას არასწორად მიენიჭა ხელშეკრულების სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“, სააგენტო ამ ხელშეკრულებას უბრუნებს ხელშეკრულების სტატუსს „მიმდინარე ხელშეკრულება“. 3. სააგენტო იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მომართვას კონკურსის სტატუსთან დაკავშირებით არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების სტატუსთან დაკავშირებით – არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და ახორციელებს შესაბამის ქმედებას ან უარს ამბობს მის განხორციელებაზე, თუ წერილობითი მომართვა უსაფუძვლოა. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება ან/და დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს დრო მის/მათ გამოსასწორებლად ან/და წარმოსადგენად, რა პერიოდშიც ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
|
+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №7
2015 წლის 22 მაისი ქ. თბილისი| კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს: ა) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“; ბ) საკონკურსო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულა (დანართი). 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება. 3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებული კონკურსები ჩატარდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის“ შესაბამისად. 4. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
|
+
კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები+
მუხლი 1. წესის მიზანი
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია კონკურსის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ. |
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონკურსი – სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;
გ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;
დ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი;
ე) რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში – მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ;
ვ) კონკურსის ჩატარება – კონკურსის მეშვეობით გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებათა და ქმედებათა ერთობლიობა;
ზ) საკონკურსო პირობები – საკონკურსო განცხადებითა და საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა;
თ) საკონკურსო განცხადება – კონკურსის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;
ი) საკონკურსო დოკუმენტაცია – საკონკურსო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;
კ) საკონკურსო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება;
ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;
მ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;
ნ) კონკურსის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – კონკურსის სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონკურსისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ო“–„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კონკურსის სტატუსი, რომელიც ასახავს კონკურსის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს. კონკურსს კონკურსის სტატუსი ენიჭება ქრონოლოგიურად, ამ პუნქტის „ო“–„ღ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხოლოდ კონკურსის მიმდინარეობის წინა ეტაპის სრულყოფილად გავლის შემდგომ;
ო) გამოცხადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს საკონკურსო პირობების გამოქვეყნებიდან კონკურსში წინადადებების მიღების დაწყებამდე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საკონკურსო პირობებს, ხოლო საკონკურსო კომისიას – ამ წესის შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება საკონკურსო პირობებში, გარდა შესყიდვის ობიექტისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
პ) წინადადებების მიღება დაწყებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს საკონკურსო წინადადება და სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
ჟ) წინადადებების მიღება დასრულებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც დასრულდება საკონკურსო წინადადებების მიღება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
რ) შერჩევა-შეფასება – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
ს) გამარჯვებული გამოვლენილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია დაადგენს პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, სისტემის შესაბამის ველებში დააფიქსირებს საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამურ ქულებს, ეს ქულები სისტემის მეშვეობით აგრეგირდება საკონკურსო წინადადებების ფასთან და სისტემის მეშვეობით გამოვლინდება საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტი;
ტ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ასევე საკონკურსო კომისია მიიწვევს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად;
უ) ხელშეკრულება დადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები;
ფ) შეწყვეტილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს კონკურსის შეწყვეტის შესახებ საკონკურსო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება კონკურსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. კონკურსისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსის მინიჭება დასაშვებია კონკურსის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;
ქ) არ შედგა – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭა კონკურსის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ და ამ კონკურსში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია;
ღ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტი კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე ან კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;
ყ) კონკურსის საბოლოო სტატუსი – კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;
შ) ხელშეკრულების მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ხელშეკრულების სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ჩ“–„ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;
ჩ) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი ხელშეკრულებას ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“;
ც) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;
ძ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
წ) საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;
ჭ) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა;
ხ) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი;
ჯ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
ჰ) საბჭო – კანონის 23-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო.
ჰ) საბჭო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
მუხლი 3. კონკურსის ჩატარება
1. კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია.
2. კონკურსის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები:
ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა;
ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია;
გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა;
დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა;
ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.
3. საკონკურსო წინადადების განხილვასა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
4. კონკურსი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით CNT.
მუხლი 4. საკონკურსო კომისია
1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილე.
2. საკონკურსო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც.
3. საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება საკონკურსო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრი. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საკონკურსო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა საკონკურსო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე.
8. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) საკონკურსო კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა (მათ შორის, დათქმა იმ წევრებზე, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას);
დ) განხილვის საგანი;
ე) საკონკურსო კომისიის მსჯელობა;
ვ) სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში);
ზ) ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომელსაც ეყრდნობა საკონკურსო კომისია;
თ) კენჭისყრის შედეგები;
ი) მიღებული გადაწყვეტილება.
9. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აგრეთვე აწერს საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი, რომელიც ჩართულია კონკრეტული კონკურსის ჩატარების პროცესში.
მუხლი 41. მიმოწერა შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის🔗
შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
მუხლი 5. საკონკურსო განცხადება
1. საკონკურსო განცხადება ივსება და ქვეყნდება სისტემის მეშვეობით.
2. საკონკურსო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ტიპს;
ბ) საკონკურსო განცხადების ნომერს;
ბ1) კონკურსის სტატუსს;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებას;
დ) კონკურსის გამოცხადების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;
ე) საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;
ე1) საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;
ვ) შესყიდვის დაფინანსებას (წელსა და წყაროს);
ზ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას;
თ) მითითებას, რომ საკონკურსო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გარეშე;
ი) კლასიფიკატორის დანაყოფსა და მის შესაბამის CPV კოდს;
კ) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალურ ობიექტსა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);
ლ) შესყიდვის ობიექტის მოცულობას;
მ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას;
ნ) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები;
ო) ელექტრონული გარანტიის ოდენობას;
პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადას;
ჟ) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და გვარს, რომელმაც განათავსა საკონკურსო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ე“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია საკონკურსო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.
31. საკონკურსო განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს საკონკურსო პირობების დამატებითი აღწერის მიზნით.
4. კონკურსში საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებისა და საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსების მომდევნო დღიდან. .
5. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია და დააფიქსიროს საკონკურსო წინადადების ფასი.
6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება 10 დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება.
7. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, საკონკურსო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
8. წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ, დაუშვებელია საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის შეცვლა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
81. საკონკურსო პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, საკონკურსო პირობების გაცნობის ვადა გრძელდება კონკურსის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკონკურსო პირობებში ცვლილება ეხება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო პირობების გაცნობის ვადის გაზრდას.
9. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საკონკურსო განცხადებაში შეცვალოს შესყიდვის დაფინანსების წყარო, რისთვისაც გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სათანადო ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ წლიურ გეგმაში.
10. საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია სისტემაში საკონკურსო დოკუმენტაციის, აგრეთვე საკონკურსო პირობების დამტკიცების შესახებ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის ატვირთვა.
მუხლი 6. საკონკურსო დოკუმენტაცია
1. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ბ) შესასყიდი მომსახურების მოცულობასა და სრულ აღწერას, მისი გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) ხელშეკრულების პროექტს;
გ1) მითითებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) დათქმას, საჭიროა თუ არა საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, ასევე, ასეთ შემთხვევაში, მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული საკონკურსო წინადადების ფასი, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც;
ე) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები;
ვ) საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილ ხარისხის კრიტერიუმებსა და მათ ხვედრით წონებს. შემსყიდველი ორგანიზაცია, მისი საჭიროების შესაბამისად, განსაზღვრავს ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით. ხარისხის შეფასების თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა. ამასთან, ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს;
ზ) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) საკონკურსო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.
2. საკონკურსო დოკუმენტაცია, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნას, რაც უნდა დასაბუთდეს საკონკურსო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.
მუხლი 7. ხარისხის შეფასების კრიტერიუმები
1. საკონკურსო კომისია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.
2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს ხარისხის შეფასების კრიტერიუმების შემდეგი ტიპები:
ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, მისი ტექნიკური დოკუმენტაცია უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
ბ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად აღემატება საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას;
გ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ) საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოთხოვნას;
დ) არათვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მაღალ საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს;
ე) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას/პირობებს, ტექნიკური დოკუმენტაციის ხარისხის შეფასება კლებულობს საკონკურსო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის ჯამურად განსაზღვროს არაუმეტეს ხუთი კრიტერიუმი, „გ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს ხუთი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს სამი კრიტერიუმი.
მუხლი 8. განმარტების მიღების უფლება
1. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს საკონკურსო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. საკონკურსო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.
2. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა პრეტენდენტს, ხოლო კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე – საუკეთესო საკონკურსო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.
3. მიმწოდებელს „კითხვა-პასუხის“ მოდულით სარგებლობის უფლება აგრეთვე აქვს ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულების სტატუსის „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.
მუხლი 9. საკონკურსო წინადადების წარდგენა
1. პრეტენდენტს კონკურსში საკონკურსო წინადადების წარდგენა შეუძლია კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე.
2. საკონკურსო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს საკონკურსო განცხადებასა და საკონკურსო დოკუმენტაციას.
3. საკონკურსო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
31. აფიდავიტის ფორმა და პირობები განისაზღვრება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით.
4. ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი დღგ-ის გარეშე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. საკონკურსო წინადადების ფასს პრეტენდენტი უთითებს მხოლოდ სისტემის შესაბამის ველში. დაუშვებელია ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკონკურსო წინადადების ფასის მითითება. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს საკონკურსო წინადადების ფასს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.
6. საკონკურსო წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი.
7. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და საკონკურსო წინადადების ანონიმურობას კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. პრეტენდენტების ვინაობა და მათი ტექნიკური დოკუმენტაციები საჯარო ხდება კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ხოლო საკონკურსო წინადადებების ფასი საჯარო ხდება პრეტენდენტების საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირებისა და მათი საკონკურსო წინადადებების ფასთან სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირების შემდეგ ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირების შემდეგ, დაუშვებელია ხარისხის ჯამური ქულის ცვლილება, გარდა ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას საკონკურსო წინადადებაზე. საკონკურსო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.
9. კონკურსში ამხანაგობის მონაწილეობის საკითხი, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
10. საკონკურსო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება საკონკურსო პირობებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.
მუხლი 10. ელექტრონული გარანტია
1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტია სააგენტოს წარედგინება სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების შემდეგ და საფასურის გადახდამდე.
2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 პროცენტს.
3. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) თუ ელექტრონული გარანტია გაცემულია ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით –კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან არანაკლებ 160 დღე;
ბ) კონკურსისთვის კონკურსის საბოლოო სტატუსის მინიჭებიდან 10 დღე, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.
4. თუ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო პრეტენდენტს ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით დაუბრუნდა ელექტრონული გარანტია, სააგენტო კონკურსის სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს მხოლოდ სააგენტოსთვის ელექტრონული გარანტიის იდენტური პირობებითა და ვადით გაცემული ახალი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სააგენტო კონკურსის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად.
5. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს უბრუნდება:
ა) დისკვალიფიკაციიდან 10 დღის გასვლისთანავე, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საბჭოში გაასაჩივრებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ მისი დისკვალიფიკაციიდან გასულია 10 დღე;
ბ) კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ პრეტენდენტი წინადადებების მიღების დასრულებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.
7. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.
მუხლი 11. საფასური
1. საკონკურსო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
2. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის წარდგენის შემდეგ და ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.
3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია განსაზღვრულ კანონით განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის.
4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლის მითითებითა და თანდართული დოკუმენტაციით, სააგენტოს წარედგინება თანხის შეცდომით გადახდიდან სამი თვის ვადაში. სააგენტო მოთხოვნას იხილავს ერთი თვის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უბრუნდება ათი სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 12. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა
1. საუკეთესო საკონკურსო წინადადებისა და გამარჯვებულის გამოვლენისთვის კონკურსში გამოიყენება საკონკურსო პირობებით დადგენილი კრიტერიუმები და მათი წონები.
2. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭების შემდეგ, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები ფასდება ორ ეტაპად, ამ მუხლით დადგენილი წესით.
3. საკონკურსო წინადადების/წინადადებების შეფასების დაწყებამდე, კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკონკურსო კომისია იხილავს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომლის/რომელთა ტექნიკური დოკუმენტაციაც არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საკონკურსო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პრეტენდენტს/პრეტენდენტებს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს საკონკურსო წინადადების არსებით ცვლილებას. საკონკურსო კომისია პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დასაზუსტებლად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას.
5. დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს საკონკურსო კომისია აფასებს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/პრეტენდენტები არ დააზუსტებს/არ დააზუსტებენ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს/დააზუსტებენ ან/და არსებითად შეცვლის/შეცვლიან ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს, იგი/ისინი ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან, ხოლო თუ საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დაზუსტების მოთხოვნით – დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, საკონკურსო კომისია აფასებს ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს. პირველ ეტაპზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საკონკურსო წინადადების ფასის ცოდნის გარეშე, ამ წესის დანართის „ა“–„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ხარისხის შეფასებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა ისარგებლოს სისტემაში განთავსებული ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მატრიცით. პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.
7. არათვლადი კრიტერიუმების შემთხვევაში, ხარისხის შეფასების მიზნით, საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს და ანიჭებს ტექნიკური დოკუმენტაციის არათვლად კრიტერიუმს შესაბამის ქულას. თითოეულ არათვლად კრიტერიუმში პრეტენდენტის მიერ მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული პრინციპით გამოყვანილი ქულა მიეთითება დანართით გათვალისწინებულ ფორმულაში. საკონკურსო კომისია არ ანიჭებს ქულას ტექნიკური დოკუმენტაციის თვლად კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში, კრიტერიუმის მნიშვნელობად განისაზღვრება პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარდგენილი კრიტერიუმის თვლადი მაჩვენებელი, რაც უცვლელად მიეთითება დანართით გათვალისწინებულ ფორმულაში ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მიზნით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში/ველებში უთითებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების მიერ მიღებულ ხარისხის ჯამურ ქულას/ქულებს, რომელიც სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირდება საკონკურსო წინადადების/წინადადებების ფასთან, ამ წესის დანართის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მეთოდის შესაბამისად. ხარისხის ჯამური ქულა საკონკურსო წინადადების ფასთან აგრეგირდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული ხვედრითი წონების გათვალისწინებით. აგრეგირების შედეგად, სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტების რიგითობის დადგენასა და საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენას. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე პრეტენდენტმა აგრეგირების შედეგად მიიღო თანაბარი ქულა, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა წარადგინა საკონკურსო წინადადების ფასი. ხარისხის ჯამური ქულის/ქულების საკონკურსო წინადადების/წინადადებების ფასთან აგრეგირებისთვის სავალდებულოა პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასების ოქმისა და ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების შევსებული მატრიცის სისტემაში ატვირთვა.
9. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
10. თუ კონკურსში გათვალისწინებულია საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების სისტემის მეშვეობით წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. წარდგენილ გაანგარიშებას საკონკურსო კომისია აფასებს წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილი გაანგარიშება შეიცავს ხარვეზს, საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს გაანგარიშების დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. დაზუსტებულ გაანგარიშებას საკონკურსო კომისია აფასებს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ პრეტენდენტი არ წარადგენს ან არ დააზუსტებს გაანგარიშებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
101. თუ კონკურსში პრეტენდენტის მიმართ ერთდროულად დადგა ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში აღწერილი დისკვალიფიკაციის საფუძვლები, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშნება და სისტემაში მიეთითება დისკვალიფიკაციის ორივე საფუძველი.
11. საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიმართოს სისტემის მიერ განსაზღვრულ რიგით მომდევნო საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს.
მუხლი 13. დისკვალიფიკაცია
1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:
ა) იგი უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე;
ბ) მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს;
გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;
დ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს;
ე) იგი არ წარადგენს ან, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, არ დააზუსტებს ან არასრულყოფილად დააზუსტებს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშებას;
ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე.
3. გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია ენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ ერთ-ერთი ქვეპუნქტის საფუძველზე.
4. თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, იმავდროულად არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.
მუხლი 14. კონკურსის შეჩერება ან შეწყვეტა
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს კონკურსის მიმდინარეობა კანონის 23-ე მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონითა და „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დადგენილი წესით.
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს კონკურსის მიმდინარეობა კანონის 237 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონითა და საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული კონკურსის მიმდინარეობა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
3. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში.
მუხლი 15. ხელშეკრულების დადება
1. საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას.
2. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარმოდგენა, საკონკურსო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადას განუსაზღვრავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე.
3. თუ კონკურსში მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, იგი შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური სახით ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში.
4. ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.
41. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. კონკურსისთვის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება.
6. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).
მუხლი 16. ხელშეკრულების პირობები
1. კონკურსის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება იდება საკონკურსო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, საკონკურსო პირობებისა და კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის საკონკურსო წინადადების შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საკონკურსო წინადადების ფასს, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს საკონკურსო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.
2. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.
3. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ბ) საკონკურსო განცხადების ნომერს;
გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);
დ) ხელშეკრულების ღირებულებას;
ე) მომსახურების გაწევის ვადას;
ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);
ზ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული საკონკურსო დოკუმენტაციაში.
5. (ამოღებულია - 19.06.17, №30).
6. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.
7. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
მუხლი 17. ცვლილება ხელშეკრულებაში
1. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 18. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და ანგარიშსწორების პირობები
კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხები და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების პირობები წესრიგდება კანონითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 19. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი
კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 37-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
მუხლი 20. ხელშეკრულების სტატუსები
1. კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ასახავს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას და ანიჭებს ხელშეკრულებას შესაბამის სტატუსს („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).
2. ხელშეკრულების ეტაპობრივი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების კონკრეტული ეტაპის შესრულებიდან/შეუსრულებლობიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.).
მუხლი 21. კონკურსის გასაჩივრება🔗
მუხლი 21. ამოღებულია
1. შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს ან პრეტენდენტს, დადგენილი წესით, შეუძლია გაასაჩივროს შემსყიდველი ორგანიზაციის ან საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება/ქმედება შემსყიდველ ორგანიზაციაში, საბჭოში ან სასამართლოში, თუ მიაჩნია, რომ კონკურსის ჩატარებისას დაირღვა კანონით ან/და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები ან/და შეილახა მისი უფლებები.
2. საბჭოში გასაჩივრებისა და საბჭოს მიერ საჩივრის განხილვის წესი განისაზღვრება კანონითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 27 თებერვლის №1 ბრძანებით დამტკიცებული „სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს საქმიანობის წესით“.
3. შემსყიდველ ორგანიზაციაში ან სასამართლოში გასაჩივრების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
მუხლი 22. სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების ტექნიკური კორექტირება
1. სააგენტო კონკურსის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს, ცვლის ან აუქმებს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია არასწორად მიანიჭებს სტატუსს ელექტრონულ კონკურსს ან/და ხელშეკრულებას;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში არასწორად მიუთითებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს;
გ) კონკურსის სტატუსის შეცვლა, ასევე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლა ან გაუქმება გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ:
ა) ელექტრონულ კონკურსს არასწორად მიენიჭა კონკურსის სტატუსი, სააგენტო ამ ელექტრონულ კონკურსს უბრუნებს შესაბამის კონკურსის სტატუსს;
ბ) ელექტრონულ კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის საბოლოო სტატუსი და არ არის საჭირო საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს ან ცვლის სააგენტო;
გ) ელექტრონულ კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის საბოლოო სტატუსი და საჭიროა საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააგენტო ელექტრონულ კონკურსს უბრუნებს შესაბამის კონკურსის სტატუსს და აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
დ) ელექტრონულ კონკურსს არ აქვს მინიჭებული კონკურსის საბოლოო სტატუსი, სააგენტო აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ე) ელექტრონულ კონკურსს არ აქვს მინიჭებული კონკურსის საბოლოო სტატუსი და პრეტენდენტს, რომლის შეფასების ჯერიც არ დამდგარა, მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს სააგენტო;
ვ) ხელშეკრულებას არასწორად მიენიჭა ხელშეკრულების სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“, სააგენტო ამ ხელშეკრულებას უბრუნებს ხელშეკრულების სტატუსს „მიმდინარე ხელშეკრულება“.
3. სააგენტო იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მომართვას კონკურსის სტატუსთან დაკავშირებით არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების სტატუსთან დაკავშირებით – არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და ახორციელებს შესაბამის ქმედებას ან უარს ამბობს მის განხორციელებაზე, თუ წერილობითი მომართვა უსაფუძვლოა. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება ან/და დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს დრო მის/მათ გამოსასწორებლად ან/და წარმოსადგენად, რა პერიოდშიც ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.
+
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №7
2015 წლის 22 მაისი
ქ. თბილისი
კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 102 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს:
ა) „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“;
ბ) საკონკურსო წინადადების შეფასებისა და გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენის ფორმულა (დანართი).
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის დამტკიცების თაობაზე“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანება.
3. ამ ბრძანების ამოქმედებამდე გამოცხადებული კონკურსები ჩატარდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის №3 ბრძანებით დამტკიცებული „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის პირობებისა და წესის“ შესაბამისად.
4. ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე ლევან რაზმაძე
+
კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები
+
მუხლი 1. წესის მიზანი
„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესი და პირობები“ (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი) შესაბამისად და მისი მიზანია კონკურსის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგლამენტაცია და მონიტორინგი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება🔗
1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონკურსი – სახელმწიფო შესყიდვის ალტერნატიული საშუალება, რომლითაც შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია შეისყიდოს საპროექტო მომსახურება, მათ შორის, დიზაინერული, დაგეგმარების, ხარჯთაღრიცხვის, არქიტექტურული, საინჟინრო გეგმები ან პროექტები;
ბ) სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა (შემდგომში – სისტემა) – სახელმწიფო შესყიდვების ოფიციალური პორტალი https://tenders.procurement.gov.ge, რომელიც უზრუნველყოფს კონკურსის ჩატარებასთან, ასევე მისი ჩატარების შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელებას ღია, გამჭვირვალე და კონკურენტულ გარემოში;
გ) რეგისტრირებული მომხმარებელი – შემსყიდველი ორგანიზაცია ან შესყიდვებში მონაწილეობის მსურველი/პრეტენდენტი/მიმწოდებელი, რომელიც, დადგენილი წესით, დარეგისტრირდა სისტემაში;
დ) უფლებამოსილი წარმომადგენელი – რეგისტრირებული მომხმარებლის სახელით სისტემაში დადგენილი წესით დარეგისტრირებული (დამატებული) და მოქმედი ფიზიკური პირი;
ე) რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი (შემდგომში – მომხმარებლის პროფილი) – სისტემაში არსებული რეგისტრირებული მომხმარებლის პროფილი, რომელშიც აისახება მონაცემები რეგისტრირებული მომხმარებლისა და მისი უფლებამოსილი წარმომადგენლების შესახებ;
ვ) კონკურსის ჩატარება – კონკურსის მეშვეობით გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენისა და მასთან ხელშეკრულების დადების მიზნით შემსყიდველი ორგანიზაციის გადაწყვეტილებათა და ქმედებათა ერთობლიობა;
ზ) საკონკურსო პირობები – საკონკურსო განცხადებითა და საკონკურსო დოკუმენტაციით გათვალისწინებული ინფორმაცია შესყიდვის შესახებ, აგრეთვე შესყიდვის ობიექტისა და პრეტენდენტის მიმართ შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ დადგენილი მოთხოვნების ერთობლიობა;
თ) საკონკურსო განცხადება – კონკურსის ჩატარების შესახებ შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ სისტემაში განთავსებული განცხადება, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;
ი) საკონკურსო დოკუმენტაცია – საკონკურსო განცხადებას თანდართული დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს ამ წესით განსაზღვრულ ინფორმაციას და არის საკონკურსო პირობების ნაწილი;
კ) საკონკურსო წინადადება – ამ წესის მოთხოვნათა დაცვითა და საკონკურსო პირობების შესაბამისად, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, პრეტენდენტის მიერ წარდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი, აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება;
ლ) ტექნიკური დოკუმენტაცია – დოკუმენტაცია, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტისა და შესყიდვის ობიექტის შესახებ. ტექნიკურ დოკუმენტაციას პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;
მ) სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტი – ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტი, რომელიც შეიცავს საკონკურსო პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას პრეტენდენტის მდგომარეობის/საქმიანობის სამართლებრივ მხარესთან დაკავშირებით (სარეგისტრაციო მონაცემები, უფლებრივი შეზღუდვები, არსებული ფინანსური და სხვა სახის ვალდებულებები და სხვ.). სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს პრეტენდენტი ტვირთავს სისტემის შესაბამის ველში;
ნ) კონკურსის მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – კონკურსის სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით კონკურსისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ო“–„ღ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული კონკურსის სტატუსი, რომელიც ასახავს კონკურსის მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს. კონკურსს კონკურსის სტატუსი ენიჭება ქრონოლოგიურად, ამ პუნქტის „ო“–„ღ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, მხოლოდ კონკურსის მიმდინარეობის წინა ეტაპის სრულყოფილად გავლის შემდგომ;
ო) გამოცხადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს საკონკურსო პირობების გამოქვეყნებიდან კონკურსში წინადადებების მიღების დაწყებამდე კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, გაეცნოს საკონკურსო პირობებს, ხოლო საკონკურსო კომისიას – ამ წესის შესაბამისად, შეიტანოს ცვლილება საკონკურსო პირობებში, გარდა შესყიდვის ობიექტისა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
პ) წინადადებების მიღება დაწყებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც შესყიდვებში მონაწილეობის მსურველს/პრეტენდენტს უფლება აქვს, წარადგინოს საკონკურსო წინადადება და სისტემის შესაბამის ველში მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
ჟ) წინადადებების მიღება დასრულებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს სისტემის მეშვეობით ავტომატურად ენიჭება მას შემდეგ, რაც დასრულდება საკონკურსო წინადადებების მიღება. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
რ) შერჩევა-შეფასება – კონკურსის სტატუსი, რომელიც მოიცავს კონკურსის მიმდინარეობის ეტაპს, რა დროსაც ფასდება პრეტენდენტის მიერ სისტემაში ატვირთული ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსი კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით;
ს) გამარჯვებული გამოვლენილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც საკონკურსო კომისია დაადგენს პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას, სისტემის შესაბამის ველებში დააფიქსირებს საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამურ ქულებს, ეს ქულები სისტემის მეშვეობით აგრეგირდება საკონკურსო წინადადებების ფასთან და სისტემის მეშვეობით გამოვლინდება საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტი;
ტ) მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს, რომლითაც დასტურდება, რომ გამარჯვებული პრეტენდენტის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი (არსებობის შემთხვევაში) და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშება შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ასევე საკონკურსო კომისია მიიწვევს გამარჯვებულ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად;
უ) ხელშეკრულება დადებულია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს მიმწოდებელთან დადებულ ხელშეკრულებას, აგრეთვე სისტემის შესაბამის ველში მიეთითება მიმწოდებლის სახელწოდება და ხელშეკრულების რეკვიზიტები;
ფ) შეწყვეტილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს კონკურსის შეწყვეტის შესახებ საკონკურსო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც მითითებული იქნება კონკურსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი. კონკურსისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსის მინიჭება დასაშვებია კონკურსის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;
ფ) შეწყვეტილია – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც იგი სისტემაში ატვირთავს კონკურსის შეწყვეტის შესახებ საკონკურსო კომისიის დასაბუთებულ სხდომის ოქმს, რომელშიც განმარტებული იქნება კონკურსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი, იმ კონკრეტულ გარემოებებსა და არგუმენტებზე მითითებით, რომლებმაც განაპირობა კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა. კონკურსისთვის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კონკურსის სტატუსის მინიჭება დასაშვებია კონკურსის მიმდინარეობის ნებისმიერ ეტაპზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით;
ქ) არ შედგა – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭა კონკურსის სტატუსი „წინადადებების მიღება დასრულებულია“ და ამ კონკურსში მონაწილეობა არცერთ პრეტენდენტს არ მიუღია;
ღ) დასრულებულია უარყოფითი შედეგით – კონკურსის სტატუსი, რომელიც კონკურსს ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტი კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე ან კონკურსში მონაწილე ყველა პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას;
ყ) კონკურსის საბოლოო სტატუსი – კონკურსის სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“, „არ შედგა“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“;
შ) ხელშეკრულების მიმდინარეობის სტატუსი (შემდგომში – ხელშეკრულების სტატუსი) – შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის ქმედების შედეგად ან სისტემის მეშვეობით ხელშეკრულებისთვის მინიჭებული ამ პუნქტის „ჩ“–„ძ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების მიმდინარეობის კონკრეტულ ეტაპს;
ჩ) მიმდინარე ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ასახავს ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობას. ეს სტატუსი ხელშეკრულებას ავტომატურად ენიჭება სისტემის მეშვეობით, მას შემდეგ, რაც კონკურსს მიენიჭება სტატუსი „ხელშეკრულება დადებულია“;
ც) შესრულებული ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია;
ძ) შეუსრულებელი ხელშეკრულება – ხელშეკრულების სტატუსი, რომელიც ხელშეკრულებას ენიჭება შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, მას შემდეგ, რაც სისტემაში აიტვირთება ხელშეკრულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და აისახება საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია (არსებობის შემთხვევაში);
წ) საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის ელექტრონული გარანტია (შემდგომში – ელექტრონული გარანტია) – საკონკურსო წინადადების უზრუნველყოფის მიზნით, პრეტენდენტის მიერ სააგენტოსთვის სისტემის მეშვეობით წარდგენილი გარანტირების მექანიზმი შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1%-ის ოდენობით;
ჭ) ელექტრონული გარანტიების რეესტრი – საბანკო დაწესებულების ან/და სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული გარანტიების მონაცემთა ბაზა;
ხ) CPV კოდი – „შესყიდვის ობიექტების იდენტიფიცირებისა და ერთგვაროვნების დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2010 წლის 20 სექტემბრის №7 ბრძანებით გათვალისწინებული კლასიფიკატორის 8-ნიშნა კოდი;
ჯ) სააგენტო – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო;
ჰ) საბჭო – სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო.
2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც კანონში, ასევე, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, კანონის საფუძველზე გამოცემულ სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელ სხვა კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 15.03.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №30 - ვებგვერდი, 09.08.2021 წ.
მუხლი 3. კონკურსის ჩატარება🔗
1. კონკურსის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საკონკურსო კომისია.
2. კონკურსის ჩატარებისას უნდა იყოს დაცული შემდეგი პრინციპები:
ა) სახელმწიფო შესყიდვებისათვის განკუთვნილი ფულადი სახსრების რაციონალური ხარჯვა;
ბ) შესყიდვის მონაწილეთა შორის ჯანსაღი კონკურენცია;
გ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ არადისკრიმინაციული მიდგომა და თანასწორი მოპყრობა;
დ) შესყიდვის მონაწილეთა მიმართ პროპორციული მოთხოვნების დადგენა;
ე) საჯაროობა და გამჭვირვალობა.
3. საკონკურსო წინადადების განხილვასა და კონკურსის მეშვეობით მიმწოდებლის შერჩევაზე ვრცელდება კანონის მე-8 მუხლითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ მე-5 მუხლით გათვალისწინებული ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული დებულებები.
4. კონკურსი სისტემაში აღინიშნება აბრევიატურით CNT.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 4. საკონკურსო კომისია
1. კონკურსს ატარებს საკონკურსო კომისია, რომელსაც, არანაკლებ სამი წევრის შემადგენლობით, ქმნის შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილე.
2. საკონკურსო კომისიის წევრებად ინიშნებიან შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან/და მისი მოადგილეები, ამ ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები. იმ შემთხვევაში, როდესაც ხელმძღვანელ პირთა რაოდენობა არასაკმარისია, კომისიის წევრებად შეიძლება დაინიშნონ შემსყიდველი ორგანიზაციის სხვა თანამშრომლებიც.
3. საკონკურსო კომისიას თავმჯდომარეობს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელი ან მის მიერ დანიშნული პირი.
4. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, კომისიაში ექსპერტებად და კონსულტანტებად, სათათბირო ხმის უფლებით, შეიძლება მოწვეულ იქნენ შესაბამისი დარგის სპეციალისტები.
5. საკონკურსო კომისიის საქმიანობის ტექნიკური და ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით, შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელის ან მის მიერ უფლებამოსილი მისი მოადგილის გადაწყვეტილებით, ამ ორგანიზაციის თანამშრომელთაგან იქმნება საკონკურსო კომისიის აპარატი, რომელსაც ხელმძღვანელობს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარე.
6. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება არანაკლებ სამი წევრი. კომისია გადაწყვეტილებებს იღებს კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. საკონკურსო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას. ხმათა თანაბრად განაწილების შემთხვევაში, გადამწყვეტია საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
7. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმში. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ყველა დამსწრე წევრის მიერ ოქმზე ხელმოწერის შემდეგ. საკონკურსო კომისიის ნებისმიერი სხდომის ოქმი, გარდა საკონკურსო პირობების დამტკიცების შესახებ სხდომის ოქმისა, სისტემაში უნდა აიტვირთოს ხელმოწერისთანავე.
8. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში უნდა მიეთითოს:
ა) საკონკურსო კომისიის დასახელება;
ბ) სხდომის დრო და ადგილი;
გ) საკონკურსო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების ვინაობა (მათ შორის, დათქმა იმ წევრებზე, რომლებიც არ ესწრებიან სხდომას);
დ) განხილვის საგანი;
ე) საკონკურსო კომისიის მსჯელობა;
ვ) სათათბირო ხმის უფლებით მოწვეული ექსპერტებისა და კონსულტანტების მოსაზრება (არსებობის შემთხვევაში);
ზ) ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომელსაც ეყრდნობა საკონკურსო კომისია;
თ) კენჭისყრის შედეგები;
ი) მიღებული გადაწყვეტილება.
9. საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმს ხელს აგრეთვე აწერს საკონკურსო კომისიის აპარატის წევრი, რომელიც ჩართულია კონკრეტული კონკურსის ჩატარების პროცესში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 15.03.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 41. მიმოწერა შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის🔗
შემსყიდველ ორგანიზაციასა და პრეტენდენტს/მიმწოდებელს შორის ნებისმიერი მიმოწერა მიმდინარეობს სისტემის შესაბამისი მოდულის მეშვეობით. სისტემის გამოყენების გარეშე მიმოწერა სავალდებულო არ არის. შეტყობინება ოფიციალურად მიღებულად ჩაითვლება მისი სისტემაში ატვირთვის მომენტიდან.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 5. საკონკურსო განცხადება
1. საკონკურსო განცხადება ივსება და ქვეყნდება სისტემის მეშვეობით.
2. საკონკურსო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) შესყიდვის ტიპს;
ბ) საკონკურსო განცხადების ნომერს;
ბ1) კონკურსის სტატუსს;
გ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელებას;
დ) კონკურსის გამოცხადების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;
ე) საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;
ე1) საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების თარიღს ზუსტი დროის მითითებით;
ვ) შესყიდვის დაფინანსებას (წელსა და წყაროს);
ზ) შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას;
თ) მითითებას, რომ საკონკურსო წინადადება წარმოდგენილ უნდა იქნეს დამატებული ღირებულების გადასახადის (შემდგომში – დღგ) გარეშე;
ი) კლასიფიკატორის დანაყოფსა და მის შესაბამის CPV კოდს;
კ) შესყიდვის შესაძლო ყველაზე დეტალურ ობიექტსა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);
ლ) შესყიდვის ობიექტის მოცულობას;
მ) შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადას;
ნ) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები;
ო) ელექტრონული გარანტიის ოდენობას;
პ) ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადას;
ჟ) შემსყიდველი ორგანიზაციის იმ უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელსა და გვარს, რომელმაც განათავსა საკონკურსო განცხადება სისტემაში, განთავსების თარიღისა და ზუსტი დროის მითითებით.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ე“, „ო“ და „ჟ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ინფორმაცია საკონკურსო განცხადებაში ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.
31. საკონკურსო განცხადებას აქვს დამატებითი ინფორმაციის ველი, რომელიც შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილმა წარმომადგენელმა შესაძლებელია გამოიყენოს საკონკურსო პირობების დამატებითი აღწერის მიზნით.
4. კონკურსში საკონკურსო წინადადებების მიღების დაწყებისა და საკონკურსო წინადადებების მიღების დასრულების ვადის ათვლა იწყება საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსების მომდევნო დღიდან. .
5. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 10 დღეს საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსების მომენტიდან. ამ ვადის დასრულებიდან 5 დღის განმავლობაში პრეტენდენტს შეუძლია სისტემის საშუალებით ატვირთოს ტექნიკური დოკუმენტაცია და დააფიქსიროს საკონკურსო წინადადების ფასი.
6. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გაცნობის ვადა აღემატება 10 დღეს, შემდგომში დაუშვებელია ამ ვადის შემცირება.
7. იმ შემთხვევაში, თუ გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო წინადადების მიღების დასრულების ვადა ემთხვევა შაბათ-კვირას ან უქმე დღეს, საკონკურსო წინადადების მიღების ვადა დასრულდება მომდევნო სამუშაო დღეს.
8. წინადადებების მიღების დაწყების შემდეგ, დაუშვებელია საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის შეცვლა, გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
81. საკონკურსო პირობებში ცვლილების შეტანის შემთხვევაში, საკონკურსო პირობების გაცნობის ვადა გრძელდება კონკურსის გამოცხადებიდან შესაბამისი ცვლილების განხორციელებამდე გასული ვადით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საკონკურსო პირობებში ცვლილება ეხება მხოლოდ საკონკურსო კომისიის ინიციატივით გამოცხადებულ კონკურსში საკონკურსო პირობების გაცნობის ვადის გაზრდას.
9. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საკონკურსო განცხადებაში შეცვალოს შესყიდვის დაფინანსების წყარო, რისთვისაც გადაწყვეტილების მიღებამდე სავალდებულოა სათანადო ცვლილება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ წლიურ გეგმაში.
10. საკონკურსო განცხადების სისტემაში განთავსებისთვის აუცილებელია სისტემაში საკონკურსო დოკუმენტაციის, აგრეთვე საკონკურსო პირობების დამტკიცების შესახებ საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის ატვირთვა.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 6. საკონკურსო დოკუმენტაცია
1. საკონკურსო დოკუმენტაცია უნდა შეიცავდეს:
ა) იმ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი (ასეთი მოთხოვნის არსებობის შემთხვევაში);
ბ) შესასყიდი მომსახურების მოცულობასა და სრულ აღწერას, მისი გაწევის ვადას, ადგილსა და ფორმას;
გ) ხელშეკრულების პროექტს;
გ1) მითითებას ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიაზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
დ) დათქმას, საჭიროა თუ არა საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, ასევე, ასეთ შემთხვევაში, მეთოდებს, რომლებითაც უნდა იყოს გაანგარიშებული საკონკურსო წინადადების ფასი, იმის მითითებით, უნდა შეიცავდეს თუ არა იგი მომსახურების ღირებულების გარდა სხვა ხარჯებსაც;
ე) ხარისხის ჯამური შეფასებისა და საკონკურსო წინადადების ფასის ხვედრით წონებს, რომელთა ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს. ამასთან, ხარისხის ჯამური შეფასების ხვედრითი წონა არ უნდა აღემატებოდეს 80%-ს და არ უნდა იყოს 70%-ზე ნაკლები;
ვ) საუკეთესო საკონკურსო წინადადების გამოვლენისთვის დადგენილ ხარისხის კრიტერიუმებსა და მათ ხვედრით წონებს. შემსყიდველი ორგანიზაცია, მისი საჭიროების შესაბამისად, განსაზღვრავს ხარისხის შეფასების კრიტერიუმებს, ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით. ხარისხის შეფასების თითოეულ კრიტერიუმს უნდა გააჩნდეს ციფრობრივად გამოსახული ხვედრითი წონა. ამასთან, ხარისხის შეფასების კრიტერიუმების ხვედრითი წონების ჯამი უნდა შეადგენდეს ერთ მთელს;
ზ) საკონკურსო დოკუმენტაციის შესახებ დამატებით ინფორმაციას (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) საკონკურსო კომისიის აპარატის იმ წევრის ვინაობასა და საკონტაქტო ინფორმაციას, რომელსაც უფლება აქვს, გასცეს ინფორმაცია და განმარტებები შესყიდვის პროცედურების შესახებ.
2. საკონკურსო დოკუმენტაცია, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე, შესაძლებელია შეიცავდეს პრეტენდენტის მიერ სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარმოდგენის მოთხოვნას, რაც უნდა დასაბუთდეს საკონკურსო დოკუმენტაციაში. ასეთ შემთხვევაში სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტების რაოდენობა უნდა იყოს მინიმალური, კონკრეტული შესყიდვის თავისებურებიდან გამომდინარე.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 7. ხარისხის შეფასების კრიტერიუმები
1. საკონკურსო კომისია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, განსაზღვრავს მოთხოვნებს, რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს პრეტენდენტი და შესყიდვის ობიექტი.
2. პრეტენდენტთა მიმართ მოთხოვნები შესაძლებელია დადგინდეს მათი ცოდნის, გამოცდილების, სანდოობის, ფინანსური და ტექნიკური შესაძლებლობების შეფასების მიზნით.
3. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, განსაზღვროს ხარისხის შეფასების კრიტერიუმების შემდეგი ტიპები:
ა) მოთხოვნები, რომლებსაც შესყიდვის ობიექტი, პრეტენდენტი, მისი ტექნიკური დოკუმენტაცია უპირობოდ უნდა აკმაყოფილებდეს და ამ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას;
ბ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება მაღალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად აღემატება საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მინიმალურ მოთხოვნას;
გ) თვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება დაბალ ციფრობრივ მაჩვენებელს. ასეთ შემთხვევაში, ამ კრიტერიუმში, უმაღლეს შეფასებას ღებულობს ის პრეტენდენტი, რომლის ტექნიკური დოკუმენტაციაც ყველაზე მეტად სცილდება (მეტობიდან ნაკლებობისკენ) საკონკურსო პირობებით განსაზღვრულ ამ კრიტერიუმისთვის დადგენილ მაქსიმალურ მოთხოვნას;
დ) არათვლადი კრიტერიუმები, სადაც უპირატესობა ენიჭება საკონკურსო კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მაღალ საშუალო არითმეტიკულ მაჩვენებელს;
ე) კრიტერიუმები, რომლებიც გულისხმობს საკონკურსო დოკუმენტაციით დადგენილი გარკვეული პირობის/პირობების შესრულებას და პრეტენდენტის მიერ ამ პირობის/პირობების შეუსრულებლობა არ იწვევს მის დისკვალიფიკაციას. ასეთ შემთხვევაში, თუ ტექნიკური დოკუმენტაცია ვერ აკმაყოფილებს აღნიშნულ პირობას/პირობებს, ტექნიკური დოკუმენტაციის ხარისხის შეფასება კლებულობს საკონკურსო დოკუმენტაციაში განსაზღვრული პროცენტული ოდენობის შესაბამისად.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია, ყოველი კონკრეტული კონკურსის შემთხვევაში, უფლებამოსილია, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის ჯამურად განსაზღვროს არაუმეტეს ხუთი კრიტერიუმი, „გ“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს ხუთი, ხოლო „ე“ ქვეპუნქტში მითითებული კრიტერიუმების ცალკეული ტიპისთვის – არაუმეტეს სამი კრიტერიუმი.
მუხლი 8. განმარტების მიღების უფლება🔗
1. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „გამოცხადებულია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე, სისტემაში „მიმწოდებლად“ რეგისტრირებულ ნებისმიერ მომხმარებელს უფლება აქვს, საკონკურსო კომისიას, სისტემაში არსებული „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, მოსთხოვოს საკონკურსო პირობების კონკრეტული ჩანაწერის განმარტება. საკონკურსო კომისია ვალდებულია, კითხვის დასმიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, „კითხვა-პასუხის“ მოდულის მეშვეობით, გააკეთოს შესაბამისი განმარტება, რითაც შესაძლებელია იხელმძღვანელოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა პირმა.
2. კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებამდე საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილების/ქმედების თაობაზე განმარტების მოთხოვნის უფლება აქვს ყველა პრეტენდენტს, ხოლო კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „გამარჯვებული გამოვლენილია“ მინიჭებიდან კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“ მინიჭებამდე – საუკეთესო საკონკურსო წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტს. ასეთ შემთხვევაში საკონკურსო კომისია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.
3. მიმწოდებელს „კითხვა-პასუხის“ მოდულით სარგებლობის უფლება აგრეთვე აქვს ხელშეკრულებისთვის ხელშეკრულების სტატუსის „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“ მინიჭებამდე. ასეთ შემთხვევაში შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია გააკეთოს შესაბამისი განმარტება გონივრულ ვადაში.
4. შემსყიდველი ორგანიზაციის განმარტება არ უნდა იყოს ბუნდოვანი და კონკრეტულად უნდა პასუხობდეს დასმულ კითხვას.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.
მუხლი 9. საკონკურსო წინადადების წარდგენა
1. პრეტენდენტს კონკურსში საკონკურსო წინადადების წარდგენა შეუძლია კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების ეტაპზე.
2. საკონკურსო წინადადების წარდგენამდე, ნებისმიერ რეგისტრირებულ მომხმარებელს უფლება აქვს, გაეცნოს საკონკურსო განცხადებასა და საკონკურსო დოკუმენტაციას.
3. საკონკურსო წინადადების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების, ელექტრონული გარანტიის წარდგენისა და საფასურის გადახდის შემდეგ, ამ პუნქტში გათვალისწინებული თანმიმდევრობით.
31. აფიდავიტის ფორმა და პირობები განისაზღვრება „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით.
4. ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვის შემდეგ, პრეტენდენტმა სისტემის შესაბამის ველში უნდა მიუთითოს საკონკურსო წინადადების ფასი დღგ-ის გარეშე, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულებას. საკონკურსო წინადადების ფასს პრეტენდენტი უთითებს მხოლოდ სისტემის შესაბამის ველში. დაუშვებელია ტექნიკურ დოკუმენტაციაში საკონკურსო წინადადების ფასის მითითება. პრეტენდენტი, რომელიც ტექნიკურ დოკუმენტაციაში მიუთითებს საკონკურსო წინადადების ფასს, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. პრეტენდენტი წინადადების ფასში არ ითვალისწინებს დღგ-ს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იგი დღგ-ის გადამხდელი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, არის დღგ-ის გადამხდელი, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია ხელშეკრულების ღირებულებაში გაითვალისწინოს წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობა. პრეტენდენტის დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ ინფორმაცია ავტომატურად გენერირდება სისტემის მეშვეობით.
6. საკონკურსო წინადადების ფასის მითითების შემდეგ, პრეტენდენტს უფლება არ აქვს, შეცვალოს წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია და საკონკურსო წინადადების ფასი.
7. სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტთა რაოდენობის, მათი ვინაობისა და საკონკურსო წინადადების ანონიმურობას კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებამდე. პრეტენდენტების ვინაობა და მათი ტექნიკური დოკუმენტაციები საჯარო ხდება კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებისთანავე, ხოლო საკონკურსო წინადადებების ფასი საჯარო ხდება პრეტენდენტების საკონკურსო წინადადებების ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირებისა და მათი საკონკურსო წინადადებების ფასთან სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირების შემდეგ ხარისხის ჯამური ქულების სისტემის შესაბამის ველებში დაფიქსირების შემდეგ, დაუშვებელია ხარისხის ჯამური ქულის ცვლილება, გარდა ამ წესის 22-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
8. ხელშეკრულების დასადებად მოწვევამდე, პრეტენდენტს უფლება აქვს, უარი თქვას საკონკურსო წინადადებაზე. საკონკურსო წინადადებაზე უარის თქმა იწვევს ამ წესის მე-10 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შედეგს.
81. პრეტენდენტი უფლებამოსილია, მის მიერ სისტემაში ატვირთული დოკუმენტის/ინფორმაციის გადახაზვით, უარი თქვას აღნიშნულ დოკუმენტზე/ინფორმაციაზე. თუ პრეტენდენტი უარს იტყვის დოკუმენტზე/ინფორმაციაზე:
ა) მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ვადაში, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია არ ჩაითვლება საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად;
ბ) მისი წარდგენისთვის კანონმდებლობით ან/და შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია ჩაითვლება საკონკურსო პირობების დასაკმაყოფილებლად ან/და საკონკურსო წინადადების სახით წარდგენილად.
9. კონკურსში ამხანაგობის მონაწილეობის საკითხი, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 24-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
10. საკონკურსო წინადადების წარდგენით პრეტენდენტი ეთანხმება საკონკურსო პირობებს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 22 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 26.07.2016 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №30 - ვებგვერდი, 09.08.2021 წ.
მუხლი 10. ელექტრონული გარანტია🔗
1. ელექტრონული გარანტიის ბენეფიციარი/მიმღები არის სააგენტო. ელექტრონული გარანტია სააგენტოს წარედგინება სისტემის მეშვეობით, აფიდავიტის პირობებზე დათანხმების შემდეგ და საფასურის გადახდამდე.
2. ელექტრონული გარანტიის ოდენობა შეადგენს შესყიდვის ობიექტის სავარაუდო ღირებულების 1 პროცენტს.
3. ელექტრონული გარანტიის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად:
ა) თუ ელექტრონული გარანტია გაცემულია ელექტრონული გარანტიების რეესტრის მეშვეობით –კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებიდან არანაკლებ 160 დღე;
ბ) კონკურსისთვის კონკურსის საბოლოო სტატუსის მინიჭებიდან 10 დღე, თუ ელექტრონული გარანტია წარდგენილია საბანკო პლასტიკური ბარათის მეშვეობით.
4. თუ სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო პრეტენდენტს ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით დაუბრუნდა ელექტრონული გარანტია, სააგენტო კონკურსის სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს მხოლოდ სააგენტოსთვის ელექტრონული გარანტიის იდენტური პირობებითა და ვადით გაცემული ახალი საბანკო გარანტიის წარდგენის შემდეგ. ასეთ შემთხვევაში სააგენტო კონკურსის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს აუქმებს ამ წესის 22-ე მუხლის შესაბამისად.
5. ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს უბრუნდება:
ა) დისკვალიფიკაციიდან 10 დღის გასვლისთანავე, თუ იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი საბჭოში გაასაჩივრებს საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებას მისი დისკვალიფიკაციის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, პრეტენდენტს ელექტრონული გარანტია დაუბრუნდება საჩივრის დაუშვებლად ცნობის/გახმობის ან საბჭოს მიერ გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა საჩივარი) სისტემაში ატვირთვის შემდეგ, დაუყოვნებლივ, თუ მისი დისკვალიფიკაციიდან გასულია 10 დღე;
ბ) კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „ხელშეკრულება დადებულია“, „შეწყვეტილია“ ან „დასრულებულია უარყოფითი შედეგით“ მინიჭებიდან 10 დღის გასვლისთანავე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი დისკვალიფიცირებულია ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ე“, „ვ“ ან „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ასევე თუ პრეტენდენტი წინადადებების მიღების დასრულებამდე უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე.
6. იმ შემთხვევაში, თუ ელექტრონული გარანტია პრეტენდენტს დაუბრუნდება ამ მუხლით დადგენილი პირობების დარღვევით, პრეტენდენტი ვალდებულია, დაუბრუნოს სააგენტოს საგარანტიო თანხა შესაბამისი მოთხოვნისთანავე.
7. გარანტი ვალდებულია, სააგენტოს მოთხოვნისთანავე, უზრუნველყოს გარანტიების ელექტრონულ სისტემაში რეგისტრირებული ელექტრონული გარანტიის შესრულების ან გარანტიით გათვალისწინებულ უფლებაზე უარის თქმის შესახებ სისტემის მეშვეობით სააგენტოს მიერ ელექტრონული შეტყობინების სახით გაგზავნილი მოთხოვნის შესრულება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
მუხლი 11. საფასური
1. საკონკურსო წინადადების წარდგენის საფასურის ოდენობა შეადგენს 50 ლარს.
2. საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად, სისტემის მეშვეობით, ელექტრონული გარანტიის წარდგენის შემდეგ და ტექნიკური დოკუმენტაციის სისტემაში ატვირთვამდე.
3. გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საფასური შეცდომით გადახდილია განსაზღვრულ კანონით განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის.
4. ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების მოთხოვნა, შესაბამისი საფუძვლის მითითებითა და თანდართული დოკუმენტაციით, სააგენტოს წარედგინება თანხის შეცდომით გადახდიდან სამი თვის ვადაში. სააგენტო მოთხოვნას იხილავს ერთი თვის ვადაში. მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაინტერესებულ პირს უბრუნდება ათი სამუშაო დღის ვადაში.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული სამთვიანი ვადის გასვლის შემდეგ, ზედმეტად გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 12. გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა🔗
1. საუკეთესო საკონკურსო წინადადებისა და გამარჯვებულის გამოვლენისთვის კონკურსში გამოიყენება საკონკურსო პირობებით დადგენილი კრიტერიუმები და მათი წონები.
2. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭების შემდეგ, წარმოდგენილი საკონკურსო წინადადებები ფასდება ორ ეტაპად, ამ მუხლით დადგენილი წესით.
21. ამ წესის მე-9 მუხლის 81 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს/ინფორმაციას შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს მხოლოდ ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის ფაქტის არსებობის/არარსებობის დადგენის მიზნით. დაუშვებელია აღნიშნულ დოკუმენტს/ინფორმაციას დაეფუძნოს შემსყიდველი ორგანიზაციის ისეთი გადაწყვეტილება, რომლის შედეგადაც შეიძლება ამავე პრეტენდენტთან დაიდოს ხელშეკრულება.
3. საკონკურსო წინადადების/წინადადებების შეფასების დაწყებამდე, კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, საკონკურსო კომისია იხილავს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობას. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. პრეტენდენტი/პრეტენდენტები, რომლის/რომელთა ტექნიკური დოკუმენტაციაც არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს, ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
4. საკონკურსო კომისია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში, პრეტენდენტს/პრეტენდენტებს მიმართავს ტექნიკური დოკუმენტაციის დაზუსტების მოთხოვნით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს საკონკურსო წინადადების არსებით ცვლილებას. საკონკურსო კომისია პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დასაზუსტებლად განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას.
5. დაზუსტებულ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს საკონკურსო კომისია აფასებს დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების წარმოდგენისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღეში. მითითებული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 2 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე. იმ შემთხვევაში, თუ პრეტენდენტი/პრეტენდენტები არ დააზუსტებს/არ დააზუსტებენ ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს/დააზუსტებენ ან/და არსებითად შეცვლის/შეცვლიან ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს, იგი/ისინი ექვემდებარება/ექვემდებარებიან დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
6. კონკურსისთვის სტატუსის „წინადადებების მიღება დასრულებულია“ მინიჭებიდან, ხოლო თუ საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს/პრეტენდენტებს ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების დაზუსტების მოთხოვნით – დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, რომელიც მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, საკონკურსო კომისია აფასებს ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს. პირველ ეტაპზე, შემსყიდველი ორგანიზაცია აფასებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკურ დოკუმენტაციას/დოკუმენტაციებს ამ წესის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ხარისხის შეფასების კრიტერიუმების მიხედვით, საკონკურსო წინადადების ფასის ცოდნის გარეშე, ამ წესის დანართის „ა“–„ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად. ხარისხის შეფასებისას შემსყიდველმა ორგანიზაციამ უნდა ისარგებლოს სისტემაში განთავსებული ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მატრიცით. პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასება უნდა აისახოს საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში.
7. არათვლადი კრიტერიუმების შემთხვევაში, ხარისხის შეფასების მიზნით, საკონკურსო კომისიის თითოეული წევრი ცალ-ცალკე აფასებს და ანიჭებს ტექნიკური დოკუმენტაციის არათვლად კრიტერიუმს შესაბამის ქულას. თითოეულ არათვლად კრიტერიუმში პრეტენდენტის მიერ მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკული პრინციპით გამოყვანილი ქულა მიეთითება დანართით გათვალისწინებულ ფორმულაში. საკონკურსო კომისია არ ანიჭებს ქულას ტექნიკური დოკუმენტაციის თვლად კრიტერიუმებს. ასეთ შემთხვევაში, კრიტერიუმის მნიშვნელობად განისაზღვრება პრეტენდენტის მიერ ტექნიკური დოკუმენტაციით წარდგენილი კრიტერიუმის თვლადი მაჩვენებელი, რაც უცვლელად მიეთითება დანართით გათვალისწინებულ ფორმულაში ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების მიზნით.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შეფასებისთანავე, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში/ველებში უთითებს პრეტენდენტის/პრეტენდენტების მიერ მიღებულ ხარისხის ჯამურ ქულას/ქულებს, რომელიც სისტემის მეშვეობით ავტომატურად აგრეგირდება საკონკურსო წინადადების/წინადადებების ფასთან, ამ წესის დანართის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული მეთოდის შესაბამისად. ხარისხის ჯამური ქულა საკონკურსო წინადადების ფასთან აგრეგირდება ამ წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ნ“ და მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტების შესაბამისად განსაზღვრული ხვედრითი წონების გათვალისწინებით. აგრეგირების შედეგად, სისტემა უზრუნველყოფს პრეტენდენტების რიგითობის დადგენასა და საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენას. იმ შემთხვევაში, თუ რამდენიმე პრეტენდენტმა აგრეგირების შედეგად მიიღო თანაბარი ქულა, სისტემა ავტომატურად ანიჭებს უპირატესობას იმ პრეტენდენტს, რომელმაც პირველმა წარადგინა საკონკურსო წინადადების ფასი. ხარისხის ჯამური ქულის/ქულების საკონკურსო წინადადების/წინადადებების ფასთან აგრეგირებისთვის სავალდებულოა პრეტენდენტის/პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაციის/დოკუმენტაციების შეფასების ოქმისა და ხარისხის ჯამური ქულის დაანგარიშების შევსებული მატრიცის სისტემაში ატვირთვა.
9. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
9. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 5 სამუშაო დღის ვადას. პრეტენდენტის მიერ წარსადგენი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი გაცემული უნდა იყოს კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭების შემდეგ, ხოლო არარეზიდენტი პრეტენდენტის შემთხვევაში – კონკურსისთვის კონკურსის სტატუსის „წინადადებების მიღება დაწყებულია“ მინიჭებამდე არაუგვიანეს ოცდაათი დღისა. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, თეთრ სიაში რეგისტრირებულ მიმწოდებელს მოსთხოვოს მხოლოდ ის სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი, რომლის/რომელთა წარდგენა, კანონმდებლობის თანახმად, სავალდებულო არ არის თეთრ სიაში დარეგისტრირების/რეგისტრაციის ვადის გაგრძელების მიზნით. წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის საკონკურსო პირობებთან შესაბამისობა უნდა დადგინდეს მათი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში.
10. თუ კონკურსში გათვალისწინებულია საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარდგენა, საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს მიმართავს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების სისტემის მეშვეობით წარდგენის მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. წარდგენილ გაანგარიშებას საკონკურსო კომისია აფასებს წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ წარდგენილი გაანგარიშება შეიცავს ხარვეზს, საკონკურსო კომისია მიმართავს პრეტენდენტს გაანგარიშების დაზუსტების მოთხოვნით, რისთვისაც განუსაზღვრავს გონივრულ, მაგრამ არაუმეტეს 3 სამუშაო დღის ვადას. დაზუსტებულ გაანგარიშებას საკონკურსო კომისია აფასებს მისი წარდგენიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღის ვადაში. თუ პრეტენდენტი არ წარადგენს ან არ დააზუსტებს გაანგარიშებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
101. თუ კონკურსში პრეტენდენტის მიმართ ერთდროულად დადგა ამ მუხლის მე-9 და მე-10 პუნქტებში აღწერილი დისკვალიფიკაციის საფუძვლები, საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმში აღინიშნება და სისტემაში მიეთითება დისკვალიფიკაციის ორივე საფუძველი.
11. საუკეთესო წინადადების მქონე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, მიმართოს სისტემის მიერ განსაზღვრულ რიგით მომდევნო საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტს.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2016 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №14 - ვებგვერდი, 27.10.2016წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №30 - ვებგვერდი, 09.08.2021 წ.
მუხლი 13. დისკვალიფიკაცია🔗
1. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:
ა) იგი უარს იტყვის საკონკურსო წინადადებაზე;
ბ) მის მიერ წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს;
გ) იგი არ დააზუსტებს ტექნიკურ დოკუმენტაციას დადგენილ ვადაში, არასრულყოფილად დააზუსტებს ან/და დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის მას;
დ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან მის მიერ წარდგენილი სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს;
დ) იგი არ წარადგენს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველ დოკუმენტ(ებ)ს დადგენილ ვადაში ან/და სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემები ან/და სარეგისტრაციო უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს;
ე) იგი არ წარადგენს ან, ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, არ დააზუსტებს ან არასრულყოფილად დააზუსტებს საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშებას;
ვ) იგი უარს ამბობს ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე;
ზ) იგი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას.
2. პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის შესახებ ოქმი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს ატვირთული სისტემაში მისი ხელმოწერისთანავე.
3. გარდა ამ წესის მე-12 მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, პრეტენდენტს დისკვალიფიკაცია ენიჭება ამ მუხლის პირველი პუნქტის მხოლოდ ერთ-ერთი ქვეპუნქტის საფუძველზე.
4. თუ პრეტენდენტი ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას, იგი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მიუხედავად იმისა, იმავდროულად არსებობს თუ არა მისი ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისკვალიფიკაციის სხვა საფუძველი.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №34 - ვებგვერდი, 29.08.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №30 - ვებგვერდი, 09.08.2021 წ.
მუხლი 14. კონკურსის შეჩერება ან შეწყვეტა🔗
1. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, შეაჩეროს კონკურსის მიმდინარეობა კანონის 237 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონითა და საბჭოს რეგლამენტით დადგენილი წესით.
2. საკონკურსო კომისია უფლებამოსილია, ხელშეკრულების დადებამდე შეწყვიტოს ელექტრონული კონკურსის მიმდინარეობა, თუ ეს აუცილებელი გახდება მისგან დამოუკიდებელი და წინასწარ გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზებით, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო ინტერესებიდან ან/და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.
3. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში.
3. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული, მათ შორის, უნდა განიმარტოს კონკურსის შეწყვეტის მიზეზი და საფუძველი იმ კონკრეტულ გარემოებებსა და არგუმენტებზე მითითებით, რომლებმაც განაპირობა კონკურსის შეწყვეტის აუცილებლობა. კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ უნდა აიტვირთოს სისტემაში.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2021 წლის 6 აგვისტოს ბრძანება №30 - ვებგვერდი, 09.08.2021 წ.
მუხლი 15. ხელშეკრულების დადება🔗
1. საუკეთესო საკონკურსო წინადადების მქონე პრეტენდენტის გამოვლენისთანავე, საკონკურსო კომისია ამ პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად განუსაზღვრავს არანაკლებ 6 და არაუმეტეს 15 სამუშაო დღის ვადას.
2. თუ კონკურსში მოთხოვნილია სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების წარმოდგენა, საკონკურსო კომისია პრეტენდენტს ხელშეკრულების დასადებად ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადას განუსაზღვრავს სარეგისტრაციო/უფლებრივი მონაცემების ამსახველი დოკუმენტ(ებ)ის ან/და საკონკურსო წინადადების ფასის გაანგარიშების საკონკურსო პირობებთან შესაბამისობის დადგენისთანავე.
3. თუ კონკურსში მოთხოვნილია ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის წარდგენა, იგი შემსყიდველ ორგანიზაციას წარედგინება მატერიალური სახით ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრულ ვადაში.
4. ხელშეკრულების დასადებად განსაზღვრული ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 5 სამუშაო დღით, მხოლოდ საკონკურსო კომისიის დასაბუთებული ოქმის საფუძველზე, რომელშიც მითითებული იქნება ობიექტური მიზეზ(ებ)ი, რომლის გამოც ვერ ხერხდება ხელშეკრულების დადება დადგენილ ვადაში.
41. პრეტენდენტი, რომელიც არ წარადგენს ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიას დადგენილ ვადაში ან რომლის მიერ წარდგენილი ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია არ შეესაბამება საკონკურსო პირობებს (არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე პრეტენდენტი, რომელიც არ გამოცხადდება ხელშეკრულების დასადებად, უარს იტყვის ან სხვაგვარად გამოხატავს უარს ხელშეკრულების დადებაზე, ექვემდებარება დისკვალიფიკაციას ამ წესის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
5. კონკურსისთვის სტატუსის „მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება“ მინიჭების მომდევნო 5 სამუშაო დღის განმავლობაში დაუშვებელია ხელშეკრულების დადება.
6. ხელშეკრულება შემსყიდველმა ორგანიზაციამ სისტემაში უნდა აიტვირთოს მისი დადებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში. ხელშეკრულებასთან ერთად შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია, სისტემაში ატვირთოს ხელშეკრულების დადებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, მათ შორის, ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია (არსებობის შემთხვევაში) და წინასწარ გადასახდელი თანხის შესაბამისი ოდენობის გარანტია (არსებობის შემთხვევაში).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 25 აგვისტოს ბრძანება №34 - ვებგვერდი, 29.08.2017 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2018 წლის 7 მარტის ბრძანება №6 - ვებგვერდი, 07.03.2018 წ.
მუხლი 16. ხელშეკრულების პირობები
1. კონკურსის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება იდება საკონკურსო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, საკონკურსო პირობებისა და კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის საკონკურსო წინადადების შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საკონკურსო წინადადების ფასს, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს საკონკურსო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.
2. ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ენაზე. ხელშეკრულების უცხოურ ენაზე დადების შემთხვევაში იგი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უნდა ითარგმნოს ქართულ ენაზე. ხელშეკრულებას არ სჭირდება თარგმნა, თუ იგი იდება ერთ დოკუმენტად, პარალელურად ქართულ და უცხოურ ენებზე.
3. ხელშეკრულება იდება წერილობითი ფორმით და უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) მხარეთა ზუსტ დასახელებასა და რეკვიზიტებს;
ბ) საკონკურსო განცხადების ნომერს;
გ) შესყიდვის ობიექტის დასახელებასა და მის შესაბამის CPV კოდს (კლასიფიკატორის კატეგორია, კლასი, ჯგუფი ან დანაყოფი. კლასიფიკატორის დაბალი იერარქიული დონის მითითების შეუძლებლობის შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია უთითებს მის მომდევნო ზედა იერარქიულ დონეს);
დ) ხელშეკრულების ღირებულებას;
ე) მომსახურების გაწევის ვადას;
ვ) ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის პირობებს (გამოყენების შემთხვევაში);
ზ) ხელშეკრულების მოქმედების კონკრეტულ ვადას.
4. შემსყიდველი ორგანიზაცია უფლებამოსილია, ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს დამატებითი პირობები. დაუშვებელია ხელშეკრულებაში ისეთი დამატებითი პირობების გათვალისწინება, რომლებიც არ ყოფილა მითითებული საკონკურსო დოკუმენტაციაში.
5. (ამოღებულია - 19.06.17, №30).
6. ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით უნდა აღემატებოდეს მომსახურების გაწევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.
7. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 17. ცვლილება ხელშეკრულებაში
1. კონკურსის შედეგად დადებულ ხელშეკრულებაში ნებისმიერი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, აღნიშნული ცვლილება უნდა გაფორმდეს წერილობითი ფორმით და აიტვირთოს სისტემაში ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
2. ხელშეკრულების პირობების შეცვლა დაუშვებელია, თუ ამ ცვლილების შედეგად იზრდება ხელშეკრულების ჯამური ღირებულება ან უარესდება ხელშეკრულების პირობები შემსყიდველი ორგანიზაციისათვის, გარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით დადგენილი შემთხვევებისა.
3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების დადგომის შემთხვევაში, დაუშვებელია თავდაპირველად დადებული ხელშეკრულების ჯამური ღირებულების 10%-ზე მეტი ოდენობით გაზრდა.
მუხლი 18. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია და ანგარიშსწორების პირობები🔗
კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხები და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანგარიშსწორების პირობები წესრიგდება კანონითა და, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 34-ე და 35-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 19. ხელშეკრულების შესრულების კონტროლი🔗
კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების კონტროლთან დაკავშირებული საკითხები, ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, წესრიგდება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 14 ივნისის №12 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 37-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 20. ხელშეკრულების სტატუსები
1. კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს 10 დღის ვადაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას, ასახავს საბოლოო ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას და ანიჭებს ხელშეკრულებას შესაბამის სტატუსს („შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“).
2. ხელშეკრულების ეტაპობრივი შესრულების შემთხვევაში, შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემის შესაბამის ველში ტვირთავს ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციას და ასახავს ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში) ხელშეკრულების კონკრეტული ეტაპის შესრულებიდან/შეუსრულებლობიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში.
3. ხელშეკრულების შესრულების/შეუსრულებლობის დამადასტურებელ დოკუმენტაციად ჩაითვლება ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც დაკავშირებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან/შეუსრულებლობასთან (მათ შორის, მიღება-ჩაბარების აქტი, ზედნადები, ანგარიშფაქტურა, ხელშეკრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის დასკვნა, ექსპერტიზის დასკვნა, კორესპონდენცია, ფოტოსურათი და სხვ.).
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
მუხლი 21. ამოღებულია
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2020 წლის 29 დეკემბრის ბრძანება №19 - ვებგვერდი, 30.12.2020 წ.
მუხლი 22. სისტემაში შემსყიდველი ორგანიზაციის არასწორი ქმედების ტექნიკური კორექტირება🔗
1. სააგენტო კონკურსის ან/და ხელშეკრულების სტატუსს ცვლის, ასევე სისტემაში პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს, ცვლის ან აუქმებს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებული წერილობითი მომართვის საფუძველზე, ერთ-ერთ ქვემოთ ჩამოთვლილ შემთხვევაში:
ა) შემსყიდველი ორგანიზაცია არასწორად მიანიჭებს სტატუსს ელექტრონულ კონკურსს ან/და ხელშეკრულებას;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაცია სისტემაში არასწორად მიუთითებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს;
გ) კონკურსის სტატუსის შეცვლა, ასევე პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლა ან გაუქმება გამოწვეულია საბჭოს გადაწყვეტილების აღსრულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ:
ა) ელექტრონულ კონკურსს არასწორად მიენიჭა კონკურსის სტატუსი, სააგენტო ამ ელექტრონულ კონკურსს უბრუნებს შესაბამის კონკურსის სტატუსს;
ბ) ელექტრონულ კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის საბოლოო სტატუსი და არ არის საჭირო საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს ან ცვლის სააგენტო;
გ) ელექტრონულ კონკურსს მინიჭებული აქვს კონკურსის საბოლოო სტატუსი და საჭიროა საკონკურსო კომისიის მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, სააგენტო ელექტრონულ კონკურსს უბრუნებს შესაბამის კონკურსის სტატუსს და აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
დ) ელექტრონულ კონკურსს არ აქვს მინიჭებული კონკურსის საბოლოო სტატუსი, სააგენტო აუქმებს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს, ხოლო ახალ საფუძველს სისტემაში უთითებს თავად შემსყიდველი ორგანიზაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
ე) ელექტრონულ კონკურსს არ აქვს მინიჭებული კონკურსის საბოლოო სტატუსი და პრეტენდენტს, რომლის შეფასების ჯერიც არ დამდგარა, მიეცა დისკვალიფიკაცია ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის გამო, ამ პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს მიუთითებს სააგენტო;
ვ) ხელშეკრულებას არასწორად მიენიჭა ხელშეკრულების სტატუსი „შესრულებული ხელშეკრულება“ ან „შეუსრულებელი ხელშეკრულება“, სააგენტო ამ ხელშეკრულებას უბრუნებს ხელშეკრულების სტატუსს „მიმდინარე ხელშეკრულება“.
3. სააგენტო იხილავს შემსყიდველი ორგანიზაციის დასაბუთებულ წერილობით მომართვას კონკურსის სტატუსთან დაკავშირებით არაუმეტეს 7 სამუშაო დღის ვადაში, ხოლო ხელშეკრულების სტატუსთან დაკავშირებით – არაუმეტეს 10 სამუშაო დღის ვადაში და ახორციელებს შესაბამის ქმედებას ან უარს ამბობს მის განხორციელებაზე, თუ წერილობითი მომართვა უსაფუძვლოა. სააგენტო უფლებამოსილია, მოსთხოვოს შემსყიდველ ორგანიზაციას ხარვეზის გამოსწორება ან/და დამატებითი ინფორმაცია და განუსაზღვროს დრო მის/მათ გამოსასწორებლად ან/და წარმოსადგენად, რა პერიოდშიც ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება ჩერდება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 2 ივლისის ბრძანება №8 - ვებგვერდი, 03.07.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 29 ოქტომბრის ბრძანება №17 - ვებგვერდი, 30.10.2015 წ.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017 წლის 19 ივნისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 22.06.2017 წ.
როგორ დავიმოწმოთ
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“, №7, 22.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 040170030.57.069.016061 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.12.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2850051-9/