კანონმდებლობა საავტომობილო ტრანსპორტის დარგში შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონების, ამ კანონის და სხვა ნორმატიული აქტებისაგან.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1778 - სსმ I, №40, 18.07.2005წ., მუხ.267
საქართველოს 2006 წლის 25 მაისის კანონი №3178 - სსმ I, №17, 30.05.2006წ., მუხ.123
საქართველოს 2007 წლის 30 მარტის კანონი №4594 - სსმ I, №11, 10.04.2007წ., მუხ.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს.
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(3)
- საქმე №ას-773-722-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.07.2017
…შეეხება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლს,...აღნიშნულ მუხლში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 17 ივლისს, რომელიც „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ “ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში კი გამოქვეყნდა 2012 წლის 3 აგვისტოს.“ 23.
- საქმე №ას-971-912-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.07.2012
რაც შეეხება „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლს, აღნიშნულთან დაკავშირებით პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებები და დასკვნები და მიუთითა, რომ აღნიშნულ მუხლში ცვლილება განხორციელდა 2009 წლის 17 ივლისს, რომელიც „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში დამატების შეტანის თაობაზე“ კანონის მე-2 მუხლის მიხედვით, ძალაში შევიდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს, საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში კი გამოქვეყნდა 2012 წლის 3 აგვისტოს.
- საქმე №3გ/ად-184-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2001
«საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ» კანონის პრეამბულის, კანონის მე-2 და მე-4 მუხლის «ბ» ქვეპუნქტის თანახმად, ტრანსპორტის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესები სავალდებულოა შესასრულებლად ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება