1.
საავტომობილო ტრანსპორტი არის საქართველოს სატრანსპორტო სისტემის ნაწილი და მისი მიზანია დააკმაყოფილოს მოსახლეობის და ეროვნული მეურნეობის მოთხოვნილებანი გადაყვანა-გადაზიდვებისა და სატრანსპორტო პროცესთან დაკავშირებულ ყველა სახის მომსახურებაზე.
2.
საავტომობილო ტრანსპორტის ძირითადი ამოცანებია:
ა)
გადაიყვანოს მგზავრები, გადაზიდოს ტვირთი;
ბ)
გაუწიოს ფიზიკურ და იურიდიულ პირებს სატრანსპორტო-საექსპედიციო და სხვა სახეობის მომსახურება;
გ)
უზრუნველყოს გადაზიდვის პროცესში ტვირთის დაცვა;
დ) ავტოსატრანსპორტო გადაყვანისას/გადაზიდვისას ორიენტირებული იყოს მდგრადი მობილობის პრინციპზე.
საქართველოს 1997 წლის 28 ოქტომბრის კანონი №1002 - პარლამენტის უწყებანი №45, 21.11.1997წ., გვ.24
საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3795 – ვებგვერდი, 20.12.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 30.11.2023 კანონი №3795
რედაქციების შედარება
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(2)
- საქმე №3გ/ად-184-კ · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.09.2001
საქართველოს ტრანსპორტის მინისტრის ¹43 ბრძანებით დამტკიცებული «მარშრუტზე გადამზიდავების შერჩევის წესის» I-ლი მუხლის I-ლ პუნქტზე, მე-3 მუხლის მე-9 პუნქტზე მითითებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ადგილობრივი მმართველობის როლი განისაზღვრება კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული და ტექნიკური სამუშაოების შესრულებით და არა კონკურსის ჩატარების წესის დადგენით.
- საქმე №190310016001518365 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 16.04.2019
…არსებობისას, რეგისტრაციის შედეგად ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით ან მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სარეგისტრაციო მონაცემთა ბაზაში ასახული სარეგისტრაციო (სააღრიცხვო) მონაცემებში ცვლილების შეტანა; მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა წარმოადგენს სარეგისტრაციო ნიშანს; მე-8 მუხლის პირველი პუნქტის "დ" და "ვ" ქვეპუნქტის „გ.დ“…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება