ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (9 მუხლი)
|
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 |
|
2015 წლის 29 მაისი ქ. ბაღდათი |
|
2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს მოქალაქეს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
3. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება ენიჭება პიროვნებას ბაღდათის მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისათვის, საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის, რომლის საქმიანობა და აქტიური ცხოვრებისეული პოზიცია სამაგალითოა ბაღდათელთა ყველა თაობისათვის.
4. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდება დასტურია: ბაღდათის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობის და ეკოლოგიის, შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარების, აგრეთვე, ადამიანთა უფლებების და თავისუფლების, უანგარო სიქველის და სიმამაცის, პატივგებისა და აღიარებისა.
5. ბაღდათის საპატიო მოქალაქის მინიჭება ხორციელდება პიროვნების თანხმობის შემთხვევაში.
6. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევისა. პიროვნებას უფლება აქვს უარი თქვას ამ წოდებაზე და შესაბამისი განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს განცხადება და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს;
ბ) სპორტულ კავშირებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს;
გ) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს.
2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი სუბიექტები კანდიდატურას წარუდგენენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას , რასაც წერილობითი სახით თან უნდა დაერთოს:
ა) „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები;
გ) კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი.
2. კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული შეიძლება იქნას საზოგადოების, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.
ა) შეისწავლის საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, რაიონის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების ამსახველ მასალებს;
ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებიდან, დაწესებულებებიდან, ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული დაა ფიზიკური პირებიდან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად:
გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და რეკომენდაციას აძლევს გამგებელს კანდიდატურისათვის „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე.
2 „ბაღდათის საპატიო მოქალაქეს“ ამ წოდების მინიჭებისას გადაეცემა საპატიო მოქალაქის მოწმობა (დიპლომი) და მედალი.
3. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება, მოწმობის (დიპლომის) და მედლის გადაცემა ხდება დაწესებულ დღესასწაულზე „ბაღდათობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებით.
4. ბაღდათის საპატიო მოქალაქეს წოდების მინიჭების დღეს, შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან ფულადი ჯილდო.
5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭება საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის მოწმობას (დიპლომს) და მედალს გადასცემს ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
6. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ სახელი შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქეს“ აქვს სრული უფლებამოსილება:
ა) გაერთიანდნენ და დამოუკიდებლად შექმნან ბაღდათის საპატიო მოქალაქეთა საზოგადოებრივი კოლეგიური ორგანო, რომელიც შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების წინადადებებსა და რეკომენდაციებს;
ბ) მონაწილეობა მიიღონ მუნიციპალიტეტის საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებების შემუშავებაში;
გ) ჩაერთონ ბაღდათის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციებში;
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ბაღდათლების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ“ ქვეპუნქტის და 54-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესი (თან ერთვის).
+
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე
+
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
+
მუხლი 2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წარმოდგენა
2. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი სუბიექტები კანდიდატურას წარუდგენენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა დაერთოს:
ა) „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატის ღვაწლი და დამსახურება.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.
+
მუხლი 3. მუნიციპალიტეტის მერიის პატივგების კომისია
1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდებაზე დასახელებული კანდიდატის შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული პატივგების კომისია, რომელსაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ქმნის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.
+
მუხლი 4. პატივგების კომისიაში კანდიდატურების განხილვა
გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და რეკომენდაციას აძლევს მუნიციპალიტეტის მერს კანდიდატურისათვის „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების“ მინიჭების ან უარის თქმის თაობაზე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.
+
მუხლი 5. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება
1. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდებას ანიჭებს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი მერიასთან არსებული პატივგების კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე.
3. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭება, მოწმობის (დიპლომის) და მედლის გადაცემა ხდება დაწესებულ დღესასწაულზე „ბაღდათობის“ ზეიმზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით.
5. მოქალაქეს, რომელსაც მიენიჭება საპატიო მოქალაქის წოდება, შესაბამის მოწმობას (დიპლომს) და მედალს გადასცემს ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერი ან მისი ნდობით აღჭურვილი პირი.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.
+
მუხლი 6. ბაღდათის საპატიო მოქალაქის უფლებები
დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერიის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი ბაღდათლების თვითრეალიზაციისათვის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე.
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 მაისის დადგენილება №39 - ვებგვერდი, 31.05.2018წ.
+
მუხლი 7. „ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
„ბაღდათის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაგენილების საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2018.
- როდის იქნა მიღებული „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 29.05.2015. მიმღები ორგანო — ბაღდათის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №34. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.124.016150.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 29.06.2018.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 29.06.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ბაღდათის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“, №34, 29.05.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.124.016150 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.06.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2856359/