ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას ქირის საფასურის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
+
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2015 წლის 1 ივნისი
ქ. თერჯოლა
ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას, ქირის საფასურის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე.გ“ ქვეპუნქტის, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესის“ 36-ე მუხლის პირველი პუნქტისა და ,,თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 30 იანვრის №9 დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (არასაცხოვრებელი ფართი) სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირა განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
1. ქალაქ თერჯოლის ტერიტორიაზე მდებარე 1 მ2 არასაცხოვრებელი ფართი - 30 ლარი.
2. მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ტერიტორიაზე 1 მ2 არასაცხოვრებელი ფართი - 15 ლარი.
3. იმ შემთხვევაში თუკი ქალაქ თერჯოლის ტერიტორიაზე მდებარე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (არასაცხოვრებელი ფართი) გამოყენებული იქნება საგანმანათლებლო საქმიანობისათვის, სარგებლობის ფორმით გადაცემის საწყისი წლიური ქირა 1 მ² არასაცხოვრებელი ფართისათვის შეადგენს - 7 ლარს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 29 აგვისტოს დადგენილება №22 - ვებგვერდი, 30.08.2017წ.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 7 ივნისის დადგენილება №11 - ვებგვერდი, 08.06.2023წ.
+
მუხლი 2.🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ნინო ჯანელიძე
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ქონების სასყიდლით სარგებლობის უფლებით, პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემისას ქირის საფასურის საწყისი წლიური ოდენობის განსაზღვრის შესახებ“, №20, 01.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.126.016154 (კონსოლიდირებული რედაქცია 29.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2858571-1/