იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №255 |
|
2015 წლის 5 ივნისი ქ. თბილისი |
|
იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
შენიშვნები: 1. დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება. 2. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მიერ გაცემული პირადობის მოწმობის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი. 3. საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება აქვთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ან მისი სპეციალიზებული სააგენტოების მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტის - ლესე-პასეს (Laissez-Passer) მფლობელ უცხოელებს. 4. უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში. |
1
+
იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა
+
მუხლი 1🔗
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტისა და მე-10 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“.
+
მუხლი 2🔗
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ძალადაკარგულად გამოცხადდეს „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №522 დადგენილება.
+
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი
+
+
1
ავსტრალიის თანამეგობრობა2
ავსტრიის რესპუბლიკა3
აზერბაიჯანის რესპუბლიკა4
ალბანეთის რესპუბლიკა5
ამერიკის შეერთებული შტატები6
ანდორის სამთავრო7
ანტიგუა და ბარბუდა8
არაბთა გაერთიანებული საამიროები9
არგენტინის რესპუბლიკა10
ახალი ზელანდია11
ბარბადოსი12
ბაჰრეინის სამეფო13
ბაჰამის თანამეგობრობა14
ბელარუსის რესპუბლიკა15
ბელგიის სამეფო16
ბელიზი17
ბოსნია და ჰერცეგოვინა18
ბოტსვანის რესპუბლიკა19
ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკა20
ბრუნეი-დარუსალამი21
ბულგარეთის რესპუბლიკა22
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა23
დანიის სამეფო24
დანიის სამეფოს ტერიტორიები – ფარერის კუნძულები და გრენლანდია25
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო26
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვარგარეთის ტერიტორიები – ბერმუდის კუნძულები, კაიმანის კუნძულები, ბრიტანეთის ვირჯინის კუნძულები, ფოლკლენდის კუნძულები, ტერკსის და კაიკოსის კუნძულები, გიბრალტარი27
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დამოკიდებული ტერიტორიები – ჯერზი, გერნზი, კუნძული მენი28
დომინიკის რესპუბლიკა29
ელ-სალვადორი30
ეკვადორის რესპუბლიკა31
ესპანეთის სამეფო32
ესტონეთის რესპუბლიკა33
თურქეთის რესპუბლიკა34
თურქმენეთი35
იაპონია36
ირლანდიის რესპუბლიკა37
ისლანდია38
ისრაელის სახელმწიფო39
იტალიის რესპუბლიკა40
კანადა41
კატარის სახელმწიფო42
კვიპროსის რესპუბლიკა43
კოლუმბიის რესპუბლიკა44
კორეის რესპუბლიკა45
კოსტა-რიკის რესპუბლიკა46
ლატვიის რესპუბლიკა47
ლიტვის რესპუბლიკა48
ლიბანის რესპუბლიკა49
ლიხტენშტაინის სამთავრო50
ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო51
მავრიკის რესპუბლიკა52
მალაიზია53
მალტის რესპუბლიკა54
მექსიკის შეერთებული შტატები55
მონაკოს სამთავრო56
მოლდოვის რესპუბლიკა57
მონტენეგრო58
ნიდერლანდების სამეფო59
ნიდერლანდის სამეფოს ტერიტორიები – არუბის და ნიდერლანდის ანტილის კუნძულები60
ნორვეგიის სამეფო61
ომანის სასულთნო62
პანამის რესპუბლიკა63
პოლონეთის რესპუბლიკა64
პორტუგალიის რესპუბლიკა65
რუმინეთი66
რუსეთის ფედერაცია67
საბერძნეთის რესპუბლიკა68
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა69
სან-მარინოს რესპუბლიკა70
საუდის არაბეთის სამეფო71
საფრანგეთის რესპუბლიკა72
საფრანგეთის რესპუბლიკის ტერიტორიები – საფრანგეთის პოლინეზია და ახალი კალედონია73
სეიშელის კუნძულები74
სენტ-ვისენტი და გრენადინები75
სერბეთის რესპუბლიკა76
სინგაპურის რესპუბლიკა77
სლოვაკეთის რესპუბლიკა78
სლოვენიის რესპუბლიკა79
სომხეთის რესპუბლიკა80
ტაილანდის სამეფო81
ტაჯიკეთის რესპუბლიკა82
უზბეკეთის რესპუბლიკა83
უკრაინა84
უნგრეთი85
ფინეთის რესპუბლიკა86
ქუვეითის სახელმწიფო87
ყირგიზეთის რესპუბლიკა88
ყაზახეთის რესპუბლიკა89
შვედეთის სამეფო90
შვეიცარიის კონფედერაცია91
ჩეხეთის რესპუბლიკა92
წმინდა საყდარი93
ხორვატიის რესპუბლიკა94
ჰონდურასის რესპუბლიკა95
იორდანიის ჰაშიმიტური სამეფო
96 ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა
1. დანართში მითითებული ქვეყნების მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება, გარდა უკრაინისა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებისა.
11. (ამოღებბულია - 02.04.2025, №98).
12. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 30 დღის ვადით ყოფნის უფლება, მხოლოდ ტურისტული მიზნებისთვის.
21. შვეიცარიის კონფედერაციის მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
22. ლიხტენშტაინის სამთავროს მოქალაქეებს საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ სამგზავრო დოკუმენტის, ასევე პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც აღნიშნულია პირის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და დატანილია ფოტოსურათი.
4. უცხოელს (რომელიც საჭიროებს ვიზას), განსაკუთრებულ შემთხვევებში, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით უვიზოდ ყოფნის უფლება შესაძლებელია, მიეცეს ამავე გადაწყვეტილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
5. უკრაინის მოქალაქეებს აქვთ საქართველოში უვიზოდ შემოსვლისა და სრული 1 წლის ვადით ყოფნის უფლება.
6. უკრაინის იმ მოქალაქეებს, რომლებიც 2025 წლის 24 თებერვლამდე შემოვიდნენ და იმყოფებოდნენ საქართველოში, ყოფნის უფლება გაუგრძელდეთ 2026 წლის 24 თებერვლამდე.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 იანვრის დადგენილება №27 - ვებგვერდი, 26.01.2017წ.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 28 ნოემბრის დადგენილება №578 – ვებგვერდი, 29.11.2019წ.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 26 იანვრის დადგენილება №43 – ვებგვერდი, 28.01.2022წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 თებერვლის დადგენილება №81 – ვებგვერდი, 24.02.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2023 წლის 11 სექტემბრის დადგენილება №359 – ვებგვერდი, 12.09.2023წ.
საქართველოს მთავრობის 2024 წლის 23 აპრილის დადგენილება №147 - ვებგვერდი, 23.04.2024წ.
საქართველოს მთავრობის 2025 წლის 2 აპრილის დადგენილება №98 - ვებგვერდი, 03.04.2025წ.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“?
- დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2026.
- როდის იქნა მიღებული „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“?
- „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“ მიღებულია 05.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №255. სარეგისტრაციო კოდი — 010120000.10.003.018640.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.02.2026.
- რამდენი მუხლისგან შედგება „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.02.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „იმ ქვეყნების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა“, №255, 05.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010120000.10.003.018640 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2867361/