გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
24.06.2015 ძალადაკარგული 13.07.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.161.016241
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №40

2015 წლის 24 ივნისი

ქ. გარდაბანი

 

„გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის“ დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 
 

+
მუხლი 1
დამტკიცდეს „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესი“  (დანართი). 
 
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
+
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში (ქ. რუსთავი, ბოსტანქალაქის ქ. №6), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით. 

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევაჟა გენგაშვილი
+



დანართი
 
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესი

+
მუხლი 1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპოტსმენთა დაჯილდოება ხდება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების, სამოქალაქო აქტიურობის, სპორტის გავრცელებული სახეობებისათვის ტრადიციების შენარჩუნებისა და მათი პოპულარიზაციის მიზნით. 
 
+
მუხლი 2
წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება შესაძლებელია განხორციელდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინიციატივით ან მუნიციპალიტეტის გამგეობის შუამდგომლობით.
 
+
მუხლი 3
გადაწყვეტილებას წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შესახებ  სხდომაზე იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო განკარგულების სახით.

 

 
+
მუხლი 4
წარმატებულ სპორტსმენთა დასაჯილდოებლად განსაზღვრულია შემდეგ ოდენობამდე ფულადი ჯილდოები:

4.1. საქართველოს ჩემპიონატზე

ჭაბუკთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე;

ახალგაზრდებს შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე;

მოზრდილთა შორის პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე.

4.2. ევროპის ჩემპიონატზე (ჭაბუკები)

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე;

მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 600 ლარამდე;

მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 400 ლარამდე.

4.3. ევროპის ჩემპიონატზე (ახალგაზრდები)

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;

მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე;

მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 800 ლარამდე.

4.4. ევროპის ჩემპიონატზე (მოზრდილები)

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე;

მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;

მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე.

4.5. მსოფლიო ჩემპიონატზე (ჭაბუკები)

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;

მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარამდე;

მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1000 ლარამდე.

4.6. მსოფლიო ჩემპიონატზე (ახალგაზრდები)

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე;

მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1500 ლარამდე;

მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 1200 ლარამდე.

4.7. მსოფლიო ჩემპიონატზე (მოზრდილები)

პირველი ადგილის დაკავების შემთხვევაში – 5000 ლარამდე;

მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 3000 ლარამდე;

მესამე ადგილის დაკავების შემთხვევაში – 2000 ლარამდე.

+
მუხლი 5
გრანპრის (Grand Prix) პრიზიორი უთანაბრდება ევროპის პრიზიორს.
 
+
მუხლი 6
ოლიმპიური ჩემპიონების შემთხვევები, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროზე და სხდომაზე განიხილება ინდივიდუალურად.
 
+
მუხლი 7
განკარგულება წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების შესახებ დასაფინანსებლად იგზავნება მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
 
+
მუხლი 8
წარმატებული სპორტსმენის დაჯილდოების შესახებ გამოცემული განკარგულება საჩივრდება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გარდაბნის მუნიციპალიტეტის წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოების წესის დამტკიცების შესახებ“, №40, 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.161.016241 (კონსოლიდირებული რედაქცია 28.12.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2884502-3/