საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (18 მუხლი)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №56 |
|
2015 წლის 25 ივნისი ქ. თბილისი |
|
ზოგადი დებულებანი
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ანალიტიკური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპერტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, სანდრო ეულის ქ. №3.
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) სამინისტროს სისტემის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;
ბ) სასჯელაღსრულების სფეროში მონაცემთა დამუშავებისა და სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;
გ) სამინისტროს სტრატეგიის შემუშავების უზრუნველყოფა.
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მსჯავრდებულების (შემდგომში – პირობით მსჯავრდებული) შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებათა საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავება, ანალიზი და დანიშნულებისამებრ მიწოდება;
ბ) სამინისტროს სისტემაში მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და მათ განვითარებაზე ზრუნვა;
გ) სამინისტროს სისტემაში არსებული ვითარების ანალიზი და ანალიტიკური ბიულეტენების მომზადება;
დ) სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და დამუშავება;
ე) სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული გამოწვევების/რისკების იდენტიფიცირება და შეფასება;
ვ) სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სტრატეგიის შემუშავება და სამოქმედო და სამუშაო გეგმებში ასახვის კოორდინაცია;
ზ) სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების უზრუნველყოფა;
თ) სამინისტროს სისტემის კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ი) სამინისტროს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
კ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველო;
ბ) სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველო.
1. მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველო:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა, მსჯავრდებულთა და პირობით მსჯავრდებულთა შესახებ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ინფორმაციის, მათ შორის პენიტენციურ დაწესებულებათა საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო მუშაობის შედეგად მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, ანალიზს და დანიშნულებისამებრ მიწოდებას;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფუნქციონირებას და მათ განვითარებაზე ზრუნვას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის კიბერუსაფრთხოებას;
ე) სამინისტროს უზრუნველყოფს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
2. მონაცემთა დამუშავებისა და ბაზების ოპერირების სამმართველოს შემადგენლობაშია პირველი განყოფილება, მეორე განყოფილება და მესამე განყოფილება, რომელთა შორის ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.
სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველო:
ა) ახორციელებს სამინისტროს სისტემაში არსებული ვითარების ანალიზს და ამზადებს ანალიტიკურ ბიულეტენებს;
ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებას;
გ) ახორციელებს სამინისტროს გამგებლობის სფეროში არსებული გამოწვევების/რისკების იდენტიფიცირებასა და შეფასებას;
დ) მონაწილეობს სამინისტროს სისტემის განვითარების მიზნით სტრატეგიული და სამუშაო გეგმების შემუშავებაში;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წინაშე.
3. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
დ) მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების წახალისების თაობაზე;
ე) მიმართავს სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სამმართველოებს შორის;
ზ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
თ) წარადგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში – მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ერთი მოადგილე, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) ასრულებს მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის ცალკეულ დავალებებს და მითითებებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
1. დეპარტამენტის სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
გ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის უფროსისა და მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
1. სამმართველოში შემავალ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას, წყვეტს განყოფილების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დაცვას;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
დ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), დეპარტამენტის უფროსის და სამმართველოს უფროსის წინაშე.
1. დეპარტამენტში სამსახურს ეწევიან სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები:
ა) მთავარი ინსპექტორი;
ბ) უფროსი ინსპექტორი;
გ) ინსპექტორი.
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.
+
(ძალადაკარგულია 2019 წლის 15 თებერვლიდან - 22.12.18 №366)
+
+
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ დევდარიანი
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დევდარიანი
+
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია: ქ. თბილისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. №27.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №127 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
დ) სამინისტროს საინფორმაციო-ტექნოლოგიური უზრუნველყოფა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №93 - ვებგვერდი, 27.08.2015 წ.
ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ხელშეწყობა;
ა2) ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი მონაცემების, დოკუმენტებისა და წყაროების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამუშავება;
დ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, რისკების შეფასების გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილების, მათ შორის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-12 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული სხდომის ოქმის, ელექტრონული სახით აღრიცხვა და სისტემატიზაცია;
ი) კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა და მათი ადმინისტრირება;
ლ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელება;
ნ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) ვებგვერდზე განთავსება;
ო) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
პ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
ჟ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
რ) სამინისტროს სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ს) სამინისტროს სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ტ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
ტ1) პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის საერთო ზედამხედველობა, კოორდინაცია და ანალიზი;
უ) სამინისტროს სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ფ) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ქ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 23 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 23.07.2015წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №93 - ვებგვერდი, 27.08.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 04.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №114 - ვებგვერდი, 19.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №127 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;
ბ) სტატისტიკის, კვლევისა და ანალიზის სამმართველო;
გ) საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო.
2. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №93 - ვებგვერდი, 27.08.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 04.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
1. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო:
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებისათვის ხელშეწყობას;
გ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მონაცემთა ელექტრონული ბაზების ფუნქციონირებას და მათ განვითარებაზე ზრუნვას;
დ) უზრუნველყოფს სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების და პროგრამული საშუალებების გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნებას;
ე) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის კიბერუსაფრთხოებას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სამინისტროს თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფასა და მათ ადმინისტრირებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლის მიზნით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრებზე კონტროლის განხორციელებას;
თ1) პენიტენციურ სისტემაში ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის საერთო ზედამხედველობა, კოორდინაცია და ანალიზი;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებულ დავალებებს.
2. ოპერატიულ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველოს შემადგენლობაშია პირველი განყოფილება, მეორე განყოფილება და მესამე განყოფილება, რომელთა შორის ამ მუხლით განსაზღვრულ ფუნქციებს ანაწილებს სამმართველოს უფროსი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 23 ივლისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 23.07.2015წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №93 - ვებგვერდი, 27.08.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 04.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 17 აგვისტოს ბრძანება №114 - ვებგვერდი, 19.08.2016 წ.
ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს რისკების შეფასების გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილების, მათ შორის მინისტრის 2015 წლის 9 ივლისის №70 ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის“ მე-12 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული სხდომის ოქმის, ელექტრონული სახით აღრიცხვასა და სისტემატიზაციას;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №127 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
მუხლი 111🔗
საინფორმაციო ტექნოლოგიების სამმართველო:
ა) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მოწოდებული ინფორმაციის (მასალის) ვებგვერდზე განთავსება;
ბ) ინტერნეტთან კავშირის უზრუნველყოფა და სამინისტროს პერსონალის ინტერნეტრესურსებზე დაშვების უფლების განსაზღვრა;
გ) სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის, აგრეთვე სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში და პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მოსამსახურის სამსახურში მოსვლისა და სამსახურიდან წასვლის აღრიცხვის ელექტრონული სისტემის ადმინისტრირება;
დ) სამინისტროს პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიებზე სასაშვო-გამშვები პუნქტების ფუნქციონირების ტექნიკური უზრუნველყოფა და სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;
ე) სამინისტროს სისტემაში კომპიუტერული ქსელების გამართული მუშაობის, კომპიუტერული ტექნიკის გამართულ მდგომარეობაში ყოფნისა და კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) სამინისტროს სისტემის თანამედროვე კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
ზ) სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მონაცემთა ელექტრონული ბაზების ოპერირება, მათზე დაშვების ტექნიკური უზრუნველყოფა და კონტროლი;
თ) სამინისტროს სისტემაში პროგრამული საშუალებების პერიოდული შემოწმება მათი გამართულ მდგომარეობაში შენარჩუნების მიზნით;
ი) კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №93 - ვებგვერდი, 27.08.2015 წ.
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 აპრილის ბრძანება №28 - ვებგვერდი, 04.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
3. სამმართველოს უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
3. განყოფილების უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია სამმართველოს უფროსის, დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის (ასეთის არსებობის შემთხვევაში), მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №18 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
+
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 14.02.2019.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 25.06.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №56. სარეგისტრაციო კოდი — 010340020.22.038.016471.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 8 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 14.02.2019.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 18 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 14.02.2019 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №56, 25.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016471 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.02.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2885613/