საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (8)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
|
| საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
|
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
|
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 15 მარტის №59 ბრძანება.
|
| მუხლი 3 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან. |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1 ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2 1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი. 2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3 დეპარტამენტი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4 დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5 დეპარტამენტს აქვს ბეჭდები, რომლის ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6 დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №85.
თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 7 დეპარტამენტის ამოცანებია: ა) პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით; ბ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების განვითარება ეროვნული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.
მუხლი 8 დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი; ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და კონტროლი; გ) საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საკონსულტაციო და დიაგნოსტიკური უზრუნველყოფა; დ) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში განთავსებულ მსჯავრდებულთა გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება; ე) ბრალდებულთა/მსჯავდებულთათვის დაწესებულებებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლი; ვ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დანერგვა; ზ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მოსამსახურეთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენა; თ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მოსამსახურეთა სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლი მათ მიერ განხორციელებულ საექიმო საქმიანობასთან; ი) დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზება და კონტროლი; კ) სამედიცინო შეცდომების, მედიკამენტების არარაციონალური ან არამიზნობრივი გამოყენების, დაგვიანებული სამედიცინო დახმარების შემთხვევების, ლეტალური შემთხვევების გამოვლენა/განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ლ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ზედამხედველობა და კონტროლი; მ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების სამედიცინო ხელმძღვანელობისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მოსამსახურეთა დროული ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; ნ) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება; ო) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, ეპიდემიოლოგიური და სხვა მონაცემების შეგროვება და დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების შესახებ ანგარიშების მომზადება; პ) სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებების, განცხადებებისა და საჩივრების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი; ჟ) სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული და ტაქტიკური დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება; რ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა; ს) დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ტ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისა მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება. თავი III დეპარტამენტის სტრუქტურული/ტერიტორიული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 9 1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია: ა) პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველო; ბ) სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო; გ) სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო. 2. დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულებია: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტები; ბ) თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტები. გ) ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სამედიცინო ნაწილი; დ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების (შემდგომში – სამკურნალო დაწესებულება) სამედიცინო ნაწილი.
მუხლი 10 პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევას და მათი საქმიანობის საერთო ზედამხედველობას; ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფას; გ) სამედიცინო სტანდარტების დანერგვას; დ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი დახმარების სამედიცინო პუნქტში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) გამოყენების ხელშეწყობას; ე) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტებში მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის რაციონალური და მიზნობრივი გამოყენების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; ვ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზებას; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამის რეაგირებასა და შესრულების კონტროლს; თ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მოსამსახურეთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრას და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენას; ი) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული და ტაქტიკური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ხელშეწყობას; კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას.
მუხლი 11 სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გეგმური და გადაუდებელი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზებას; ბ) მსჯავრდებულთა და ბრალდებულთათვის სპეციალიზებული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების ორგანიზებას სამკურნალო დაწესებულებაში, ცენტრსა და საერთო პროფილის საავადმყოფოში; გ) სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანგარიშების შედგენას; დ) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) გამოყენების ხელშეწყობას; ე) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო პირობების შესრულების ზედამხედველობას; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამის რეაგირებასა და შესრულების კონტროლს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სისტემის ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული და ტაქტიკური დოკუმენტების შემუშავების პროცესის ხელშეწყობას; თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას.
მუხლი 12 სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სამმართველო უზრუნველყოფს: ა) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს; ბ) დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვის სტანდარტების შემუშავებას; გ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მოსამსახურეთა სახელმწიფო სერტიფიკატების შესაბამისობის კონტროლს მათ მიერ განხორციელებულ საექიმო საქმიანობასთან; დ) დაწესებულებებში სამედიცინო შეცდომების, მედიკამენტების არარაციონალური ან არამიზნობრივი გამოყენების, დაგვიანებული სამედიცინო დახმარების შემთხვევების, ლეტალური შემთხვევების გამოვლენას/განხილვას და შესაბამისი რეაგირებას; ე) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით; ვ) ეპიდემიოლოგიური და სხვა მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანალიზს; ზ) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ზედამხედველობა და კონტროლი; თ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების სამედიცინო ხელმძღვანელობისა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტების მოსამსახურეთა დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე; ი) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილებისა და საჩივრების განხილვას, შესაბამის რეაგირებასა და შესრულების კონტროლს; კ) დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავებასა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას; ლ) დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებებში სალიცენზიო/სანებართვო პირობებისა და სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების კონტროლს; მ) უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელების კონტროლი; ნ) დაწესებულებებსა და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ფარმაცევტულ საქმიანობაზე კონტროლს; ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას.
მუხლი 13 1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი უზრუნველყოფს: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვას ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ჩატარებას; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანების შესაბამისად; დ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევას, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ–ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების (მათ შორის მედიკამენტების) გამოყენებით; ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვას და შემდგომ რეაგირებას დადგენილი წესით; ვ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას; თ) სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას. 2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ამბულატორიული ერთეულები და აფთიაქი. 3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს. 6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
მუხლი 14 1. სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს: ა) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ–ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით; ბ) მონაწილეობის მიღებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში და საერთაშორისო პროექტებში; გ) დეპარტამენტის წინაშე საკითხის დაყენებას პაციენტისათვის იმ სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის მიწოდება სცილდება სამკურნალო დაწესებულების შესაძლებლობას/უფლებამოსილებას და საჭიროების შემთხვევაში, დროულ რეფერალს შესაბამის სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებაში; დ) სამკურნალო დაწესებულებაში სიკვდილიანობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისთვის დროულად მიწოდებას; ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას; ვ) სამკურნალო დაწესებულებაში ინფექციის აღმოცენების და/ან გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას; ზ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; თ) სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას. 2. სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს. 5. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
მუხლი 15 1. ცენტრის სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს: ა) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ–ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით; ბ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის „DOTS“-ის, DOTS+ სტრატეგიით გათვალისწინებულ ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ჩატარებას; გ) ცენტრში სიკვდილობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისთვის დროულად მიწოდებას; დ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და ცენტრის ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას; ე) ცენტრში ინფექციის აღმოცენების და/ან გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას; ვ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას; თ) მონაწილეობის მიღებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში და საერთაშორისო პროექტებში; ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას. 2. ცენტრის სამედიცინო ნაწილს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. ცენტრის მთავარი ექიმი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. ცენტრის მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს. 5. ცენტრის მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
მუხლი 16 1. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტი უზრუნველყოფს: ა) მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ-ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით; ბ) მსჯავრდებულთა სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ჩატარებას; გ) მსჯავრდებულის შემოწმებას ტუბერკულოზზე, წელიწადში ერთხელ; დ) მსჯავრდებულისთვის მედიკამენტების გაცემას დადგენილი წესით; ე) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვას და შემდგომ რეაგირებას დადგენილი წესით; ვ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ზ) მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების შესრულებას. 2. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტში ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის რგოლი. 3. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტს ხელმძღვანელობს ექიმი, რომელიც ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე. 4. თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულების პირველადი სამედიცინო დახმარების პუნქტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
თავი IV დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 17 1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 18 1. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე; ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას; გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს შორის; დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს შორის. ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ; ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; თ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად; ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს; კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ლ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას; მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი.
მუხლი 19 1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში; ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებისა და სხვა მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს; გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; დ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობებს; ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 20 1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს - სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე; ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს; გ) ზედამხედველობას ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე; დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას; ე) დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ; ზ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
მუხლი 21 1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან: ა) სამმართველოს მრჩეველები; ბ) სამმართველოს მთავარი სპეციალისტები; გ) სპეციალისტები; დ) დაწესებულების მთავარი ექიმები; ე) მთავარი ექიმის მოადგილე; ვ) განყოფილების უფროსი ექიმი; ზ) ლაბორატორიის (განყოფილების) უფროსი; თ) ექიმი-სტომატოლოგი; ი) ფსიქოლოგი; კ) ექიმი; ლ) ექიმი-ლაბორანტი; მ) მრჩეველი; ნ) მთავარი სპეციალისტი ; ო) ფარმაცევტი; პ) სპეციალისტი; ჟ) უფროსი ექთანი; რ) რენტგენ-ლაბორანტი; ს) ექთანი; ტ) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი; უ) ლაბორანტი; ფ) სტატისტიკოსი; ქ) ადიმინისტრაციული ასისტენტი; ღ) ექთნის ასისტენტი; ყ) ფარმაციის ასისტენტი; შ) სანიტარი; ჩ) დიასახლისი; 2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული დეპარტამენტის მოსამსახურეთა ინდივიდუალური სამუშაო აღწერილობებით. 4. დეპარტამენტის საშტატო რიცხობრიობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი. |
+
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
ბრძანება №53
2015 წლის 25 ივნისი
ქ. თბილისი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2013 წლის 15 მარტის №59 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბესიკ დევდარიანი
+
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულება
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სამედიცინო დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
მუხლი 2🔗
1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სამოქალაქო სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.
მუხლი 3🔗
დეპარტამენტი თავის საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 4🔗
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗
დეპარტამენტს აქვს ბეჭდები, რომლის ნიმუშებს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 6🔗
დეპარტამენტის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №85.
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 7🔗
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა)პენიტენციურ დაწესებულებებში (შემდგომში – დაწესებულება) განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უზრუნველყოფა ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით;
ბ) პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის ფუნქციონირების განვითარება ეროვნული და საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
მუხლი 8🔗
1. დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი;
ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება და ქვეყანაში ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვა;
გ) საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კონსულტაციებით და დიაგნოსტიკური გამოკვლევებით უზრუნველყოფა;
დ) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გეგმური და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზება;
ე) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) დანერგვა;
ვ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების მოსამსახურეთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრა და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენა;
ზ) დაწესებულებებში უწყებრივი სანიტარიული ზედამხედველობის, ეპიდსაწინააღმდეგო და პროფილაქტიკური ღონისძიებების დაგეგმვა, ორგანიზება და განხორციელება;
თ) სამედიცინო შეცდომების, მედიკამენტების არარაციონალური ან არამიზნობრივი გამოყენების, დაგვიანებული სამედიცინო დახმარების შემთხვევების, ლეტალური შემთხვევების გამოვლენა/განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
ი) დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში/სამედიცინო ნაწილებში სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოების ზედამხედველობა;
კ) დაწესებულებებში ფარმაცევტული საქმიანობის ზედამხედველობა;
ლ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების სამედიცინო ხელმძღვანელობის დროული ინფორმირება სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;
მ) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ო) სამედიცინო აღრიცხვიანობის, სტატისტიკური, ეპიდემიოლოგიური და სხვა მონაცემების შეგროვება და დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების შესახებ ანგარიშების მომზადება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვა, შესაბამისი რეაგირება და შესრულების კონტროლი;
პ) პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;
ჟ) სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობების დამყარებისა და განვითარების, მათი მხრიდან მატერიალურ-ტექნიკური, საინფორმაციო და მეთოდური დახმარების მიღების მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წარდგენა;
რ) დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით წინადადებების შემუშავება და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ს) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილისა მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეები სამსახურებრივ საქმიანობას ძირითადად პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ეწევიან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 23.12.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
დეპარტამენტის სტრუქტურული/ტერიტორიული ერთეულები და მათი ფუნქციები
მუხლი 9🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველო;
ბ) სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო;
გ) (ამოღებულია - 23.12.16 №161);
2. დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულებია:
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტები;
ბ) (ამოღებულია - 30.01.2018, №7);
გ) ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) სამედიცინო ნაწილი;
დ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების (შემდგომში – სამკურნალო დაწესებულება) სამედიცინო ნაწილი.
3. მინისტრის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირების მიზნით, დეპარტამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღება შეიძლება დაეკისროს სამინისტროს შესაბამის მოსამსახურეს, რომლის ფუნქციები და უფლება-მოვალეობები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 23.12.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
მუხლი 10🔗
პირველადი ჯანდაცვის და ამბულატორიული სერვისების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების საქმიანობისათვის კოორდინაციის გაწევას და მათი საქმიანობის საერთო ზედამხედველობას;
ბ) დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელების და ქვეყნის ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებული სტანდარტების დანერგვის ხელშეწყობას;
გ) სამედიცინო სტანდარტების დანერგვას;
დ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) გამოყენების ხელშეწყობას;
ე) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში მედიკამენტებისა და სამედიცინო დანიშნულების საქონლის რაციონალური და მიზნობრივი გამოყენების უზრუნველსაყოფად სათანადო ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების ორგანიზების ხელშეწყობას. დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს;
ვ1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;
ვ2) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების სამედიცინო ხელმძღვანელობის დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამის რეაგირებასა და შესრულების კონტროლს;
თ) დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო პუნქტების/სამედიცინო ნაწილების მოსამსახურეთა ტრენინგების, სპეციალიზაციის, დახელოვნებისა და კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროების განსაზღვრას და შესაბამისი უფლებამოსილი პირისათვის წინადადებების წარდგენას;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას და მათი განხორციელების ხელშეწყობას;
ი1) დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით, წინადადებების შემუშავებას და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 23.12.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
მუხლი 11🔗
სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველო უზრუნველყოფს:
ა) დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გეგმური და გადაუდებელი სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების გაწევის ორგანიზებას;
ა1) დაწესებულებების მთავარი ექიმების მიერ დაწესებულებებში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზსა და დეპარტამენტის უფროსისათვის წარდგენას;
ა2) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებას და ანალიზს;
ბ) ბრალდებულთათვის და მსჯავრდებულთათვის სპეციალიზებული ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების მიწოდების ორგანიზებას სამკურნალო დაწესებულებაში, ცენტრსა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ1) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვას და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;
გ) სპეციალიზებული სამედიცინო დახმარების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და ანგარიშების შედგენას;
დ) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული ან აღიარებული კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციებისა (გაიდლაინის) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების) გამოყენების ხელშეწყობას;
დ1) დაწესებულებების სამედიცინო ნაწილების სამედიცინო ხელმძღვანელობისა და მოსამსახურეთა დროულ ინფორმირებას სამედიცინო მომსახურების კუთხით განხორციელებული ცვლილებებისა და სიახლეების თაობაზე;
ე) კონტრაქტორ სამედიცინო დაწესებულებებთან სახელშეკრულებო პირობების შესრულების ზედამხედველობას;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამედიცინო ხასიათის წერილების, წინადადებებისა და განცხადებების განხილვას, შესაბამის რეაგირებასა და შესრულების კონტროლს;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობას და განხორციელების ხელშეწყობას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 12.07.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 23.12.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
მუხლი 12 ამოღებულია🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 23.12.2016 წ.
მუხლი 13🔗
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი უზრუნველყოფს:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობის დაცვას ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სავალდებულო სამედიცინო შემოწმების ჩატარებას;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებას „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანების შესაბამისად;
დ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო დახმარების გაწევას, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ–ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების (მათ შორის მედიკამენტების) გამოყენებით;
ე) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის განხილვას და შემდგომ რეაგირებას დადგენილი წესით;
ე1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;
ვ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას;
ზ1) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ჯანსაღი გარემოს უზრუნველსაყოფად დაწესებულებებში ეპიდსაწინააღმდეგო, სანიტარიული ზედამხედველობის და პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელებას;
ზ2) ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;
თ) სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში ფუნქციონირებს პირველადი ჯანდაცვის რგოლი, ამბულატორიული ერთეულები და აფთიაქი.
3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.
51) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს, გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.
6. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 12.07.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 23.12.2016 წ.
მუხლი 14🔗
1. სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს:
ა) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ–ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით;
ბ) მონაწილეობის მიღებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში და საერთაშორისო პროექტებში;
გ) დეპარტამენტის წინაშე საკითხის დაყენებას პაციენტისათვის იმ სამედიცინო მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის მიწოდება სცილდება სამკურნალო დაწესებულების შესაძლებლობას/უფლებამოსილებას და საჭიროების შემთხვევაში, დროულ რეფერალს შესაბამის სამოქალაქო ჯანდაცვის დაწესებულებაში;
დ) სამკურნალო დაწესებულებაში სიკვდილიანობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისთვის დროულად მიწოდებას;
დ1) დაწესებულებებში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვას და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;
დ2) დაწესებულების სამედიცინო ნაწილის ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;
ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას;
ვ) სამკურნალო დაწესებულებაში ინფექციის აღმოცენების და/ან გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას;
ზ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას.
2. სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.
41) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ სამკურნალო დაწესებულებაში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება სამკურნალო დაწესებულების დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.
5. სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამკურნალო დაწესებულების სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 12.07.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 23.12.2016 წ.
მუხლი 15🔗
1. ცენტრის სამედიცინო ნაწილი უზრუნველყოფს:
ა) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებას კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, მის ხელთ არსებული მატერიალურ–ტექნიკური რესურსისა და სამკურნალო საშუალებების გამოყენებით;
ბ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის „DOTS“-ის, DOTS+ სტრატეგიით გათვალისწინებულ ანტიტუბერკულოზური მკურნალობის ჩატარებას;
გ) ცენტრში სიკვდილობის, დაგვიანებული ჰოსპიტალიზაციის, ინფექციური დაავადების, გართულებული, უბედური და განსაკუთრებული შემთხვევების შესახებ ინფორმაციის დეპარტამენტისთვის დროულად მიწოდებას;
გ1) ცენტრში განთავსებულ პროგნოზულად მძიმე ავადმყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შემთხვევების, კომპეტენციის ფარგლებში, განხილვასა და მათზე რეაგირებას დადგენილი წესით;
გ2) ცენტრის სამედიცინო ნაწილის ეპიდემიოლოგიური და სხვა სტატისტიკური მონაცემების შეგროვებას, დამუშავებასა და სამედიცინო დეპარტამენტისთვის/კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა პირთათვის წარდგენას;
დ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის განკუთვნილი საკვების და ცენტრის ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის შემოწმებას;
ე) ცენტრში ინფექციის აღმოცენების და/ან გავრცელების პრევენციისა და ინფექციის კონტროლის ღონისძიებების განხორციელებას;
ვ) სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ზ) სამედიცინო ნარჩენების შეგროვების, შენახვასა და უტილიზაციასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვას;
თ) მონაწილეობის მიღებას ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში და საერთაშორისო პროექტებში;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულებას.
2. ცენტრის სამედიცინო ნაწილს ხელმძღვანელობს მთავარი ექიმი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. ცენტრის მთავარი ექიმი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და მინისტრის წინაშე.
4. ცენტრის მთავარი ექიმი ადგენს დღის განრიგს და ანაწილებს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობებს.
41) ყოველი კვირის პირველ სამუშაო დღეს ცენტრის მთავარი ექიმი უზრუნველყოფს გასული კვირის განმავლობაში კონსულტანტების მიერ ცენტრში განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ სპეციალიზებული სამედიცინო სერვისების სამმართველოსათვის ინფორმაციის წარდგენას. ინფორმაციაში აღინიშნება ცენტრის დასახელება, კონსულტანტის სახელი, გვარი და საექიმო სპეციალობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი და გვარი, კონსულტაციის თარიღი.
5. ცენტრის მთავარი ექიმი დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს ცენტრის სამედიცინო ნაწილის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 12.07.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 დეკემბრის ბრძანება №161 - ვებგვერდი, 23.12.2016 წ.
მუხლი 16 ამოღებულია🔗
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა და მოსამსახურეები
მუხლი 17🔗
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.
მუხლი 18🔗
1. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;
ა1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით, მინისტრს წარუდგენს დეტალურ ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაწეული სამედიცინო მომსახურების საჭიროებათა და აუცილებლობის შესახებ;
ა2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ყოველი თვის არაუგვიანეს 10 რიცხვისა, კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით, მინისტრს წარუდგენს დეტალურ და გაანალიზებულ ინფორმაციას წინა თვის განმავლობაში პენიტენციურ დაწესებულებებში და თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში კონსულტანტების მიერ განხორციელებული ვიზიტებისა და მათ მიერ ჩატარებული სამედიცინო მომსახურების შესახებ;
ბ) თვალყურს ადევნებს დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ მოვალეობების ჯეროვნად შესრულებას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს შორის;
დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას დეპარტამენტის სტრუქტურულ და ტერიტორიულ ერთეულებს შორის.
ე) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
თ) მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;
ი) პერიოდულად ისმენს დეპარტამენტის სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში წარადგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებასა და გადამზადებასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ;
ლ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას (გარდა სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელფასზე დანამატის დაწესებისათვის წარდგენისა).
მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. დეპარტამენტის უფროსის არყოფნისას დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე, ხოლო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მიერ ამ მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში დეპარტამენტის უფროსის მოვალეობას ასრულებს მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი დეპარტამენტის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი ან სამინისტროს სხვა მოსამსახურე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 ივლისის ბრძანება №90 - ვებგვერდი, 12.07.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 21.03.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 8 აგვისტოს ბრძანება №66 - ვებგვერდი, 09.08.2017 წ.
მუხლი 19🔗
1. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე:
ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის უფროსს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ზედამხედველობს და კონტროლს უწევს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული და ტერიტორიული ერთეულების ხელმძღვანელებისა და სხვა მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, ანაწილებს ფუნქცია-მოვალეობებს, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;
ბ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მინისტრს ან/და კურატორი მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთა წახალისების შესახებ;
ბ2) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
გ) ახორციელებს დეპარტამენტში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას (მათ შორის სამედიცინო დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელფასზე დანამატის დაწესებისათვის წარდგენისა);
დ) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილისა და დეპარტამენტის უფროსის დავალებით სხვა უფლება-მოვალეობებს;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 20 მარტის ბრძანება №16 - ვებგვერდი, 21.03.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
მუხლი 20🔗
1. დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს - სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას, პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას და მოვალეობებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) ზედამხედველობას ახორციელებს სამმართველოს მოსამსახურეების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას;
ე) დეპარტამენტის უფროსის მოადგილესა და დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოს მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებებისა და დავალებების შესრულებას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსის, კურატორი მინისტრის მოადგილის, მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ განსაზღვრული პირის წინაშე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
მუხლი 21🔗
1. დეპარტამენტში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა)კოორდინატორი;
ბ) (ამოღებულია - 30.01.2018, №7);
გ) (ამოღებულია - 30.01.2018, №7);
დ) დაწესებულების მთავარი ექიმები;
ე) მთავარი ექიმის მოადგილე;
ვ) განყოფილების უფროსი ექიმი;
ზ) ლაბორატორიის (განყოფილების) უფროსი;
თ) ექიმი-სტომატოლოგი;
ი) ფსიქოლოგი;
კ) ექიმი;
ლ) ექიმი-ლაბორანტი;
მ) წამყვანი სპეციალისტი;
ნ) უფროსი სპეციალისტი;
ო) ფარმაცევტი;
პ) სპეციალისტი;
ჟ) უფროსი ექთანი;
რ) რენტგენ-ლაბორანტი;
ს) ექთანი;
ტ) წამლების სამარაგოს პასუხისმგებელი პირი;
უ) ლაბორანტი;
ფ) სტატისტიკოსი;
ქ) ადიმინისტრაციული ასისტენტი;
ღ) ექთნის ასისტენტი;
ყ) ფარმაციის ასისტენტი;
შ) სანიტარი;
ჩ) დიასახლისი;
2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები, მოვალეობები და ანგარიშვალდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.
4. დეპარტამენტის საშტატო რიცხობრიობა განისაზღვრება სამინისტროს საშტატო ნუსხით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 3 ნოემბრის ბრძანება №129 - ვებგვერდი, 03.11.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 იანვრის ბრძანება №7 - ვებგვერდი, 31.01.2018 წ.
+
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №53, 25.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016468 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.11.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2886528-5/