საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.06.2015 ბოლო ცვლილება 12.06.2025
ნომერი
№204
სარეგისტრაციო კოდი
360010010.22.023.016327
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

შემდგომი ცვლილებები (4)

წინა ცვლილებები (9)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №204

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.


1. დამტკიცდეს:
ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულება (დანართი №1);

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №34 - ვებგვერდი,07.09.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

ბ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს – შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანდართული დებულება (დანართი №2).

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 14 მაისის №30 ბრძანება.
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 3 ივლისიდან.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
+



დანართი №1
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ზოგიერთი ტერიტორიული ორგანოს თანდართული ტიპური დებულება

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №34 - ვებგვერდი,07.09.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიული ორგანოა დეპარტამენტის რეგიონული სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).
2. სამმართველო თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.
3. სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით,   ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. სამმართველოს აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
5. სამმართველოს დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 07.09.2016წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.


+
მუხლი 2.  სამმართველოები, მათი სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართები
1. სამმართველოების სამოქმედო ტერიტორიები და იურიდიული მისამართებია:

ა) კახეთის რეგიონული სამმართველო:

ა.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თელავის; საგარეჯოს; გურჯაანის; ახმეტის; ყვარლის; სიღნაღის; ლაგოდეხისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები;

ა.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. თელავი, ვარდოშვილის ქუჩა №7;

ბ) ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველო:

ბ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი რუსთავი, წალკის, თეთრიწყაროს, მარნეულის, გარდაბანის, ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტები;

ბ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. რუსთავი,  ფიროსმანის ქუჩა №19;

გ) აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველო:
გ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: მცხეთის; გორის; ხაშურის; კასპის; ქარელის; თიანეთის; ყაზბეგის; დუშეთისა და ახალგორის მუნიციპალიტეტები;
გ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: ქ. მცხეთა, სამხედროს ქუჩა №5; ქ. გორი, ქარხნის ქუჩა №40;
დ) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველო:
დ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ახალციხის, ბორჯომის, ადიგენის, ახალქალაქის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები;
დ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ახალციხე, ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილის მიმდებარედ;
ე) დასავლეთის რეგიონული სამმართველო:
ე.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი, საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონის, ხარაგაულის, ბაღდათის, თერჯოლის, ტყიბულის, წყალტუბოს, ხონის, სამტრედიის, ვანის, ონის, ამბროლაურის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები.
ე.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: ქ. ქუთაისი, სადგურის მოედანი №3ა; ქ. ამბროლაური, ვაჟა ფშაველას ქუჩა;
ვ) სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველო:
ვ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: ზუგდიდის; თვითმმართველი ქალაქი ფოთი; ხობის; აბაშის; სენაკის; ჩხოროწყუს; წალენჯიხის; მარტვილისა და მესტიის მუნიციპალიტეტები.
ვ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართია: ქ. ზუგდიდი, სოფელი ჭითაწყარი.
ზ) აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველო:
ზ.ა) სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, ხელვაჩაურის, ქობულეთის, შუახევის, ქედის, ხულოს, ლანჩხუთის; ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტები.
ზ.ბ) სამმართველოს იურიდიული მისამართებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, პუშკინის ქ. №145; ქ. ოზურგეთი, სოფელი ოზურგეთი.

2. სამსახურებრივი ინტერესებისა და დეპარტამენტის წინაშე დასახული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით, დეპარტამენტის უფროსი უფლებამოსილია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამატებით განსაზღვროს დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელება მათი სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებს (მუდმივ სამუშაოს ადგილს) გარეთ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №34 - ვებგვერდი,07.09.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 22 მარტის ბრძანება №2-262 - ვებგვერდი, 25.03.2019წ.


+
მუხლი 3. სამმართველოს საქმიანობის სფერო და ძირითადი ამოცანები
1. სამოქმედო ტერიტორიების შესაბამისად, სამმართველოს საქმიანობის ძირითადი სფეროა ატმოსფერული ჰაერის, წყლის, მიწის, წიაღისა და ბიომრავალფეროვნების დაცვა, მათ შორის, საქართველოს ტყის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვა, ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, ქიმიური უსაფრთხოების, ნარჩენების მართვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელება (გარდა ბირთვული და რადიაციული ნარჩენებისა), ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენების სფეროში სახელმწიფო კონტროლი, რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულებაზე, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებაზე საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებას და შესაბამისი რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების და  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლს.
2. სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) სახელმწიფო კონტროლის განხორციელება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;
ბ) ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
გ) გარემოს დაბინძურების ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
გ​1) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმება;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლი;
ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია და გამოვლენა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;

  ე​1) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ამოცანების განხორციელება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №43 - ვებგვერდი,19.12.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.


+
მუხლი 4. სამმართველოს უფლება-მოვალეობანი
1. სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამმართველო უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური გარემოსდაცვითი შემოწმებების განხორციელება;
ბ) უფლებამოსილებების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან კანონმდებლობით დადგენილი წესით წერილობით ან სიტყვიერად მოითხოვოს და დაუბრკოლებლად, უსასყიდლოდ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) წერილობითი ინფორმაცია, სხვა საჭირო დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში, ასევე არსებობის შემთხვევაში ლაბორატორიული ანალიზის შედეგები,  ახსნა-განმარტებები და ზეპირი ინფორმაცია;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის  მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემს;
დ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში წარუდგინოს რეგულირების ობიექტებს ადმინისტრაციული მიწერილობა, მოთხოვოს მათ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის აღმოსაფხვრელად სავალდებულო გარემოსდაცვითი ღონისძიებების გატარება, კონტროლი დააწესოს მის განხორციელებაზე;
ე) საჭიროების შემთხვევაში, რეგულირების ობიექტების მიმდებარე ტერიტორიაზე ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად განახორციელოს კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიული სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;
ვ) გარემოსდაცვითი შემოწმების პროცესში დაუბრკოლებლად შევიდეს რეგულირების ობიექტების ტერიტორიაზე, კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიული სინჯების ასაღებად/დასალუქად და გაზომვების ჩასატარებლად, გამოიყენოს კავშირის სპეციალური საშუალებები, ფოტო-ვიდეოაპარატურა, გაზომვებისა და სინჯების აღების მოწყობილობები;
ზ) საჭიროების შემთხვევაში, ინსპექტირების პროცესში მონაწილეობის მისაღებად, მათ შორის, რეგულირების ობიექტების საქმიანობის შესწავლისა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავების, კომპეტენციის ფარგლებში ლაბორატორიული სინჯების აღების/დალუქვის და გაზომვების ჩატარების მიზნით, მიმართოს სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს ან აღნიშნულის თაობაზე დააყენოს საკითხი დეპარტამენტის უფროსთან. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, დააყენოს საკითხი დეპარტამენტის უფროსთან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევის თაობაზე;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;
ი) საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიმართოს პოლიციას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად დაკარგული ბუნებრივი რესურსებისა და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი პირის ძებნასა და დადგენაში;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი, გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და გამოიტანოს დადგენილება ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსათვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;
ლ) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, განახორციელოს დათვალიერება/შესწავლა ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის და სატრანსპორტო  საშუალების, ასევე თანმხლები ბუნებრივი რესურსების, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სპეციალური ფირნიშები, მათ შორის, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მასში მყოფი ნივთები და საგნები;
მ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;
ნ) განახორციელოს რეგულირების ობიექტების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების შესახებ ინფორმაციის მოპოვება (შეგროვება), მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მოპოვება რეგულირების ობიექტების საქმიანობის ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ანგარიშგების უწყვეტი შეგროვება, მათ შორის ლიცენზიის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა) პირობების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;
ო) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
2. სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში სამმართველო ვალდებულია:
ა) განიხილოს რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და თუ წარმოდგენილი ანგარიშებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოს არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის, გონივრულ ვადაში, წარმოდგენა;
ბ) (ამოღებულია - 22.02.2018, №2-97);
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ინსპექტირების პროცესში შეადგინოს ინსპექტირების აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი ან გამოწეროს საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები და სამართალდამრღვევის მიმართ გამოიყენოს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები სასამართლოში;
ე) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;
ვ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დასვას საკითხი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, აღკვეთოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები;
თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში მოქმედი საქართველოს კანონებისა და სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნათა შესრულების კონტროლი;
ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს რეგულირების ობიექტებისა და მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვა;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს წერილობითი მომართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორის „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებები და მათში მოყვანილ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, აცნობოს განმცხადებელს მის მიერ გატარებული ზომების შესახებ („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის).

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 12.01.2017წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №2-882 - ვებგვერდი, 16..09.2019წ.


+
მუხლი 5. სამმართველოს ორგანიზაცია და მართვა
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი).
2. სამმართველოს უფროსი სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე.
3. სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია სამმართველოსთვის გადაცემული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისათვის;
გ) აწარმოებს სამმართველოზე გადაცემული სამსახურებრივი-საშტატო იარაღისა და საბრძოლო მასალის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხვას, შენახვასა და გაცემის ორგანიზებას;
დ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს სამმართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას სამმართველოს თანამშრომლებს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;
ე) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
ვ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;
ზ) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს, რეგულირების ობიექტების გარემოსდაცვითი შემოწმების ჩატარების თაობაზე;
თ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს;
ი) წარუდგენს დეპარტამენტის უფროსს წინადადებებს თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
კ) ახორციელებს სამმართველოსთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;
ლ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს რეგულირების ობიექტს, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
ნ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ო) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს დეპარტამენტის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრიციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირი.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.


+
მუხლი 6. სამმართველოს სტრუქტურა
1. სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. სამმართველოს მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

     ა) გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილება;

     ბ) გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილებ(ები)ა.;

3. სამმართველოს მეორად სტრუქტურულ ერთეულს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
4. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს განყოფილების საქმიანობას;
ბ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს;
გ) თვალყურს ადევნებს და აკონტროლებს განყოფილების თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელმოწერით ადასტურებს და ვიზას ადებს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) სამმართველოს უფროსს წარუდგენს ინფორმაციას განყოფილების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;
ვ) წარუდგენს სამმართველოს უფროსს წინადადებებს განყოფილების თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ზ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა განყოფილების ამოცანების შესასრულებლად;
თ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამმართველოს უფროსის სხვა დავალებებსა და კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
5. სამმართველოს შეიძლება ჰყავდეს საშტატო ნუსხით განსაზღვრული მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი  – იურისტი, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი), მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი – ანალიტიკოსი, პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი – საქმისმწარმოებელი და გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ჯგუფის უფროსი).
6. მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – იურისტის კომპეტენციაა:
ა) სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) სამმართველოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით სამმართველოს მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსის, საქმისმწარმოებლის) კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;
ბ) მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა;
გ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;
დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში სამმართველოს მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში  გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის  წარდგენა ან/და გამოთხოვა;
ე) სამმართველოში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;
ვ) სამმართველოს საქმისწარმოებისათვის გადაცემული ბეჭდებისა და შტამპების დადგენილი წესით გამოყენება;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
8. მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის – ანალიტიკოსის კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;
ბ) სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;
გ) სამმართველოს მიერ გამოვლენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მისაწოდებელი ინფორმაციის მომზადების უზრუნველყოფა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
9. პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის – საქმისმწარმოებლის კომპეტენციაა:
ა) სამმართველოში შემოსული კორესპონდეციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;
ბ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება სამმართველოს საქმისწარმოებისათვის;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
10. 10. გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ჯგუფის უფროსი) კომპეტენციაა:

ა) ამ დებულების მე-7 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კომპეტენცია;

ბ) პატრულირების განხორციელების პროცესში ინფორმაციის მიღება საპატრულო ეკიპაჟებისგან, პატრულირების მიმდინარეობის შესახებ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი წინადადებების მომზადება და სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსისათვის ან/და სამმართველოს უფროსისათვის მიწოდება;

გ) სამმართველოს უფროსთან ან/და სამმართველოს გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროსთან ერთობლივად შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და კომპეტენციის ფარგლებში საპატრულო ეკიპაჟებისათვის ოპერატიულად გადაცემა.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 12 ოქტომბრ ის ბრძანება №231 - ვებგვერდი, 13.1 0.2015წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 07.09.2016წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის ბრძანება №2-613 - ვებგვერდი, 30.07.2018წ.


+
მუხლი 7. სამმართველოს სტრუქტურული ერთეულების ძირითადი კომპეტენცია
1. სამმართველოს  სამოქმედო  ტერიტორიის  ფარგლებში  გარემოსდაცვითი  ინსპექტირების  განყოფილების  ძირითადი  კომპეტენციაა:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილებით დადგენილი პირობების შესრულების კონტროლის უზრუნველყოფა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ა​1) საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების შემოწმება;

ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. რეგულირების ობიექტების ინსპექტირების პროცესში დადგენილი წესით ინსპექტირების აქტის შედგენა. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა;

გ) გამოვლენილი დარღვევის საქმეთა მასალების შესაბამის ორგანოში (ან თანამდებობის პირთან) გადაგზავნის უზრუნველყოფა;

დ) სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, რეგულირების ობიექტის მიერ წარმოდგენილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების შესრულების ანგარიშების განხილვა და ანალიზი;

ე) (ამოღებულია - 22.02.2018, №2-97);

ვ) კანონმდებლობით დაგენილი წესით, რეგულირების ობიექტებისაგან ახსნა-განმარტებების, ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაციის დაუბრკოლებლად მიღება, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებებისა და  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საკითხის დაყენების უზრუნველყოფა;

თ) რეგულირების ობიექტის მიერ გარემოსათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში, დადგენილი წესით გარემოსათვის მიყენებული ზიანის განსაზღვრა (გამოანგარიშება);

ი) კომპეტენციის ფარგლებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და სამართალდამრღვევის მიმართ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში შესაბამის სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადება;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, ლაბორატორიული სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

ლ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, დარღვევის აღმოფხვრის   მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე, ლიცენზიის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და  მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გამცემისათვის მიმართვასთან დაკავშირებით მოახდინოს წინადადების მომზადების უზრუნველყოფა;

მ) დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტებისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მიწერილობის განხორციელებაზე კონტროლის განხორციელება;

ნ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, დეპარტამენტის ან/და სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების, ასევე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

 

2.  სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიის ფარგლებში გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების ძირითადი კომპეტენციაა:

ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა თავიდან აცილების (პრევენციულ) ღონისძიებათა განხორციელება, მათი გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე. პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტის, დანადგარის, აგრეგატის ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;

ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოახდინოს უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ჩამორთმევა;

ბ​​1) კომპეტენციის ფარგლებში, ლაბორატორიული სინჯების აღება/დალუქვა და გაზომვების ჩატარება;

გ) დათვალიერება/შესწავლისას დადგენილი წესით შესაბამისი ინსპექტირების აქტის შედგენა, ხოლო დათვალიერება/შესწავლის პროცესში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა ან საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გამოწერა და  სამმართველოს უფროსთან წარდგენის უზრუნველყოფა;

დ) ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსპორტირებისას უსაფრთხოების, ეტიკეტირების, შეფუთვისა და იდენტიფიკაციის პირობების დაცვაზე კონტროლის განხორციელება;

ე) ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის, მათი ტრანსპორტირებისას კანონიერებასთან შესაბამისობის დადგენის, მოპოვებული ბუნებრივი რესურსებისა და გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დაუბრკოლებლად, განახორციელოს დათვალიერება/ შესწავლა ბუნებრივი რესურსების მოპოვების ან პირველადი გადამუშავების ადგილებში, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში, აგრეთვე მისი კომპეტენციისთვის მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას, საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების შესრულების კონტროლის მიზნით გააჩეროს პირი, შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება, მათ შორის, მცურავი სატრანსპორტო საშუალება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოსთხოვოს მოქალაქეს პირადობის და სატრანსპორტო  საშუალების, ასევე თანმხლები ბუნებრივი რესურსების, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტები ან/და სპეციალური ფირნიშები, მათ შორის, ვიზუალურად დაათვალიეროს სატრანსპორტო საშუალება, მასში მყოფი ნივთები და საგნები;

ვ) სატრანსპორტო საშუალებით მოძრავი პირის დაუმორჩილებლობის (გაქცევის) შემთხვევაში მოძრაობის უსაფრთხოების დაცვით სატრანსპორტო საშუალების დევნა მისი დაკავება;

ზ) პატრულირების განხორციელება სამოქმედო ტერიტორიაზე განსაზღვრული სამოძრაო მიმართულებების შესაბამისად;

თ) პატრულირების განხორციელება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს გარემოსდაცვითი სწრაფი რეაგირების შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ შედგენილი ყოველდღიური 24-საათიანი გრაფიკის მიხედვით;

ი) საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას რეგულირების ობიექტებისგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით ან სიტყვიერად მოითხოვოს და დაუბრკოლებლად, უსასყიდლოდ მიიღოს (მათ შორის, ადგილზე გაცნობით) წერილობითი ინფორმაცია, სხვა საჭირო დოკუმენტაცია და მასალები, რომელიც შეეხება მათ განვლილ და მიმდინარე საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;

კ) დეპარტამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი თანამშრომელთათვის თავისი უფლება-მოვალეობის განხორციელებისას დახმარების გაწევა, გარემოსდაცვითი შემოწმების განხორციელების პროცესში მონაწილეობის მიღება;

კ​​1) საპატრულო ეკიპაჟის მიერ, პატრულირების დასრულებისას, იმავე დღესვე, უშუალო ხელმძღვანელისთვის ან სამმართველოს უფროსისთვის განხორციელებული პატრულირების შესახებ ანგარიშის (მოხსენებითი ბარათის სახით) წარდგენა, შესაბამის მასალებთან ერთად (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2015 წლის 12 ოქტომბრ ის ბრძანება №231 - ვებგვერდი, 13.1 0.2015წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №34 - ვებგვერდი,07.09.2016წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 12.01.2017წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 27 ივლისის ბრძანება №2-613 - ვებგვერდი, 30.07.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №2-882 - ვებგვერდი, 16..09.2019წ.


+
მუხლი 8. სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.


+
დანართი №2
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოს შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს დებულება

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.


+
მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველო (შემდგომში – კონვენციური სამმართველო) წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინიტრო) სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) ტერიტორიულ ორგანოს.
2. კონვენციური სამმართველო თავისი ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს დეპარტამენტს.
3. კონვენციური სამმართველო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, სამინისტროს დებულებით, ამ დებულებითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. კონვენციურ სამმართველო აქვს სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი საქართველოს მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, ასევე სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.
5. კონვენციური სამმართველო დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი.
6. კონვენციური სამმართველო ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის უფროსის წინაშე, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7. კონვენციური სამმართველოს იურიდიული მისამართებია: თვითმმართველი ქალაქი ბათუმი, პუშკინის ქ. №145; ქ. ფოთი, აღმაშენებლის ქუჩა №52.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 22 მარტის ბრძანება №2-262 - ვებგვერდი, 25.03.2019წ.


+
მუხლი 2. კონვენციური სამმართველოს სამოქმედო ტერიტორია და ძირითადი ამოცანები
1. კონვენციური სამმართველო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს ძირითადად საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ნავსადგურებში, ტერიტორიულ ზღვაში, კონტინენტურ შელფსა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში.
2. თავისი კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამმართველოს ძირითადი ამოცანებია:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელება;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების კონტროლის განხორციელება;
გ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გაცემული ლიცენზიების (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვების, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
დ) შავი ზღვის დაბინძურებისა და ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე;
ე) რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;

  ე​1) ყოველი კალენდარული წლის ბოლოს დეპარტამენტის უფროსისათვის გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენა;

ვ) ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით მინიჭებული სხვა ამოცანების განხორციელება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №43 - ვებგვერდი,19.12.2016წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.


+
მუხლი 3. კონვენციური სამმართველოს უფლებამოსილებები
 კონვენციური სამმართველო უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლი:
ა.ა) გემმისადგომების, წყალქვეშა მილსადენებისა და სხვა კომუნიკაციების განთავსებასა და ექსპლუატაციაზე;
ა.ბ) სამშენებლო, ფსკერდასაღრმავებელი, ბურღვითი, ასაფეთქებელი და სხვა სამუშაოების წარმოებისას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებაზე;
ა.გ) საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული „ბალასტური წყლების ფორმის“ წარმოებაზე და გემებიდან იზოლირებული ბალასტური წყლების ზღვაში ჩაშვებაზე;
ა.დ) საზღვაო სივრცეში მიწის მასის ჩაყრაზე, ტოქსიკური, რადიაციული ნივთიერებების ან სხვა ნარჩენებისა და მასალების ჩამარხვაზე;
ა.ე) შავი ზღვის ნავთობპროდუქტებითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებაზე;
ა.ვ) ლაბორატორიული კვლევების ჩატარება ზღვაში, ნავსადგურებში, მცურავ საშუალებებზე, საწარმოო ნარჩენების მიმღებ-გადამამუშავებელ ობიექტებზე, დამაბინძურებელ (ნავთობშემცველ, ფეკალურ, საყოფაცხოვრებო-ნახმარ წყლებზე და სხვა) და ბალასტურ წყლებზე;
ა.ზ) რეგულირების ობიექტებზე, რომელთაც ჰყავთ შავ ზღვაში მცურავი საშუალებები ან აწარმოებენ ზღვაზე ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციებს;
ა.თ) რეგულირების ობიექტებზე, რომლებიც ახორციელებენ გამწმენდი ნაგებობებიდან წყლების ზღვაში ჩაშვებას;
ა.ი) შავ ზღვაში თევზჭერის ლიცენზიის პირობებისა და თევზჭერის წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულებაზე;
ა.კ) შავ ზღვაში თევზისა და წყლის რესურსების სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების წარმოებისას გარემოსდაცვითი და სხვა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესრულებაზე;
ბ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების მიზნით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში დადგენილი წესით შეამოწმოს რეგულირების ობიექტები;
გ) შავ ზღვაში ნავთობითა და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურების შემთხვევაში ლაბორატორიული, ინსტრუმენტალური და ვიზუალური მეთოდით განსაზღვროს დაღვრილი ნივთიერებების ოდენობა;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში შეამოწმოს რეგულირების ობიექტები (საკუთრებისა და სამართლებრივი ფორმის მიუხედავად, გარდა სამხედრო და სხვა სპეციალური დანიშნულებისა), ხელოვნური კუნძულები, მეურნეობები, მოწყობილობები და ნაგებობები, რომლებიც საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს ტერიტორიაზე და შეადგინოს შესაბამისი აქტი. ნებისმიერ დროს, კომპეტენციის ფარგლებში, დაუბრკოლებლად შევიდეს საქართველოს საზღვაო ნავსადგურების ტერიტორიაზე, საქართველოს და საერთაშორისო სამართლებრივი აქტების მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების მიზნით, ავიდეს ნავსადგურში მდგომ გემებსა და სხვა მცურავ საშუალებებზე და განახორციელოს ინსპექტირება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩეროს და შეამოწმოს გემები და სხვა მცურავი საშუალებები საქართველოს შიდა საზღვაო წყლებში, ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის ფარგლებში და საჭიროების შემთხევაში აცნობოს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ნავსადგურის კაპიტანს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებს, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გემების და სხვა მცურავი საშუალებების საქმიანობისა და ტვირთის შესახებ;
ვ) შემოწმების პროცესში ფიზიკურ და იურიდიულ პირთაგან, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოითხოვოს ახსნა-განმარტებები, დაუბრკოლებლად მიიღოს ყველა ზეპირი ან/და წერილობითი ინფორმაცია, მათ შორის ცდების, სინჯების, ლაბორატორიული ანალიზის შედეგების, გემის შესაბამისი დოკუმენტების ასლები, ამონაწერები და სხვა მასალები, რომლებიც ახასიათებენ მათ საქმიანობას გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში;
ზ) მიიღოს რეგულირების ობიექტებისაგან ინფორმაცია თევზჭერის მიმდინარეობის შესახებ (მოპოვებული რესურსის შესახებ სახეობებისა და ოდენობების ჩვენებით. აგრეთვე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მის მომსახურებაში მყოფი მცურავი სატრანსპორტო საშუალებების თაობაზე);
თ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს რეგულირების ობიექტების მიერ წარმოდგენილი ანგარიშები და თუ წარმოდგენილი ანგარიშებით ნათლად არ არის დეკლარირებული ან საერთოდ არ არის მითითებული სალიცენზიო პირობების დაცვის (შესრულების) ფაქტი, მოითხოვოს სალიცენზიო პირობების შესრულების დამადასტურებელი ინფორმაციის გონივრულ ვადაში წარმოდგენა;
ი) კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინსპექტირების პროცესში შეადგინოს ინსპექტირების აქტი, ხოლო ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენისას კანონმდებლობით დადგენილი წესით შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი;
კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები ან ამ მიზნით გადააგზავნოს საქმის მასალები შესაბამის სასამართლოში;
ლ) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;
მ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, დააყენოს საკითხი ლიცენზიის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებისა და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე;
ნ) უზრუნველყოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით მინიჭებულ უფლებამოსილებათა საფუძველზე; პიროვნების დადგენის მიზნით და კანონით დადგენილ შემთხვევებში, ადმინისტრაციული დაკავების, ნივთებისა და დოკუმენტების ჩამორთმევის განხორციელება, ასევე, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ობიექტების, დანადგარების, აგრეგატების ან/და თევზსაჭერი მოწყობილობის დალუქვა;
ო) კომპეტენციის ფარგლებში, მოპოვებული ბუნებრივი რესურსის, გამოყენებული იარაღებისა და საშუალებების დათვალიერების, ასევე უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების გამოვლენის მიზნით დღე-ღამის ნებისმიერ დროს დაუბრკოლებლად მოახდინოს დათვალიერება/შესწავლის განხორციელება ბუნებრივი რესურსების მოპოვების, გადატვირთვის ადგილებში ან ტრანსპორტირებისას, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. ამავე მიზნით, კომპეტენციას მიკუთვნებული სხვა სამართალდარღვევების ჩადენის შესახებ მონაცემების არსებობისას უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსების, ასევე სამართალდარღვევის ჩადენის იარაღებისა და საშუალებების ამოღების (ჩამორთმევის) მიზნით, მოახდინოს ნივთებისა და საგნების დათვალიერება, ზღვაში მცურავი ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების გაჩერება-დათვალიერება, მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთების შემოწმება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა რეაგირების ზომების გატარება;
პ) კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მცურავი სატრანსპორტო საშუალების შეჩერების საფუძვლების აღმოჩენისას, მისი შეჩერების საჭიროებისას ვალდებულია, კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომების გატარება ან/და ამ მიზნით დეპარტამენტის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ჩართულობა მათი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით;
ჟ) დადგენილი წესით ადმინისტრაციული მიწერილობის შემუშავებისა და რეგულირების ობიექტისთვის წარდგენის უზრუნველყოფა, ასევე მის განხორციელებაზე კონტროლის გატარება;
რ) იმ შემთხვევაში, როდესაც ჩადენილია ადმინისტრაციული სამართალდარღვევა და დამრღვევი უცნობია, დამრღვევის დადგენისა და შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გონივრული ღონისძიების გატარების უზრუნველყოფა;
ს) გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო და არარაციონალური გამოყენებით გარემოსთვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, მათ შორის გემებიდან, ზღვაში აგებული კონსტრუქციებიდან ან პლატფორმებიდან, ნებისმიერი ობიექტებიდან, ასევე ფიზიკური პირის მიერ მავნე ნივთიერებებით ზღვის წყლის დაბინძურებისას, შავი ზღვის წყლებში მავნე და პათოგენური ორგანიზმების მოხვედრისას, კანონმდებლობით დადგენილი წესით, განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;
ტ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ლიცენზიის (გარდა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების ან  წიაღით სარგებლობის ლიცენზიებისა), ნებართვის, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების და მიმდინარე საქმიანობის გაგრძელების შესახებ გადაწყვეტილების მფლობელის პირობების დარღვევისას, მისი აღმოფხვრის მიზნით გონივრული ვადის განსაზღვრის თაობაზე მიმართოს შესაბამის ორგანოს;
უ) თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას, საჭიროების შემთხვევაში, ისარგებლოს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცენტრალური აპარატის ან ტერიტორიული ორგანოების გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომელთა დახმარებით;
ფ) შავ ზღვაში გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დამრღვევი გემისა და სხვა მცურავი საშუალების დევნისა და დაკავებისას, გადაუდებელი აუცილებლობისას, დადგენილი წესით ისარგებლოს საქართველოს დროშით მცურავი საზღვაო ტრანსპორტით (მიუხედავად მისი საკუთრების და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა) და რადიოკავშირის საშუალებებით, დახმარების მიზნით მიმართოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის საზღვაო ქვედანაყოფებსა და ხომალდებს;
ქ) ქვეყნის და ქვეყნის გარეთ შესაბამის ორგანოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან თავისი კომპეტენციის ფარგლებში ურთიერთობების დამყარების მიზნით შეიმუშავოს და წარუდგინოს შესაბამისი წინადადებები დეპარტამენტის უფროსს;
ღ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა მიიღოს მოქმედი გარემოს დაცვის ნორმებისა და წესების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საქმიანობაში, ასევე იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომელიც უშუალოდ ეხება დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებს;
ყ) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს ლაბორატორიული სინჯების აღება/დალუქვა, გაზომვებისა და ლაბორატორიული ანალიზების ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს ან დამოუკიდებელი ექსპერტებისა და სპეციალისტების მოწვევა ან ამის თაობაზე საკითხის დაყენება დეპარტამენტის უფროსთან;
შ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში განიხილოს წერილობითი მომართვები, განცხადებები და საჩივრები, მათ შორის „ცხელ ხაზზე“ შემოსული შეტყობინებები და მათში მოყვანილ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტებზე მოახდინოს შესაბამისი რეაგირება, აცნობოს განმცხადებელს მის მიერ გატარებული ზომების შესახებ („ცხელ ხაზზე“ შემოსული ანონიმური შეტყობინებების განხილვა სავალდებულო არ არის);
ჩ) კომპეტენციის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილების განხორციელება.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 6 სექტემბრის ბრძანება №34 - ვებგვერდი,07.09.2016წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 13 სექტემბრის ბრძანება №2-882 - ვებგვერდი, 16..09.2019წ.


+
მუხლი 4. კონვენციური სამმართველოს მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია
1. კონვენციურ სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. კონვენციური სამმართველოს უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს კონვენციური სამმართველოს საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია კონვენციურ სამმართველოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე და საქმიანობის სწორად წარმართვისათვის. კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელია კონვენციური სამმართველოს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შენახვის, მიზნობრივად და კანონიერად გამოყენებისათვის;
გ) აწესრიგებს კონვენციური სამმართველოს გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) რწმუნების გარეშე წარმოადგენს კონვენციურ სამმართველოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას, მესამე პირებთან ურთიერთობაში ანიჭებს წარმომადგენლობას კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებს სხვადასხვა სახელმწიფო და სასამართლო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან ურთიერთობისას;
ე) დადგენილი წესით, დეპარტამენტის უფროსთან შეთანხმებით, განსაზღვრავს კონვენციური სამმართველოს საშტატო ნუსხით გათვალისწინებული თანამშრომლების კომპეტენციებს;
ვ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული თანამშრომლების მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ანაწილებს მოვალეობებს თანამშრომლებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს. ახორციელებს შრომის დისციპლინის კონტროლს;
ზ) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;
თ) კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს (გამოიანგარიშოს) გარემოსთვის მიყენებული ზიანი, მოახდინოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სამართალდარღვევის შესახებ ოქმთან ერთად ან შესაბამისი სარჩელის სასამართლოში წარდგენა, ასევე სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალების შესაბამის ორგანოებში გადაგზავნა;
ი) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პროცესში რეგულირების ობიექტის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობის გამოვლენის შემთხვევაში, საქმის მასალები კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცეს შესაბამის ორგანოებს შემდგომი რეაგირებისათვის;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს კონვენციურ სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს და გარემოს დაბინძურებით, ბუნებრივი რესურსების უკანონო გამოყენებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელებს;
ლ) წარუდგენს დეპარტამეტის უფროსს წინადადებებს კონვენციური სამმართველოს თანამშრომლების წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
მ) ახორციელებს კონვენციური სამმართველოსთვის გადაცემული ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების გამოყენებისა და შენახვის კონტროლს;
ნ) შუამდგომლობს იმ სახსრებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა კონვენციური სამმართველოს ამოცანების შესასრულებლად;
ო) დადგენილი წესით, ადმინისტრაციული მიწერილობით აცნობებს რეგულირების ობიექტს, მითითებულ გონივრულ ვადაში აღმოფხვრას დარღვევები ან თავი შეიკავოს რაიმე ქმედებებისაგან;
პ) აბარებს დეპარტამენტის უფროსს კონვენციური სამმართველოს საქმიანობის ანგარიშს;
ჟ) ანაწილებს კონვენციური სამმართველოს უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
რ) კონვენციური სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ობიექტების შემოწმების ჩატარებასთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთაც გააჩნია სავალდებულო იურიდიული ძალა რეგულირების ობიექტებისათვის;
ს) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით, ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
3. კონვენციური სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს კონვენციური სამმართველოს ბათუმის განყოფილების უფროსი, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში ფოთის განყოფილების უფროსი.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №2-97 - ვებგვერდი, 23.02.2018წ.


+
მუხლი 5. კონვენციური სამმართველოს სტრუქტურა
1. კონვენციური სამმართველო თავის საქმიანობას ახორციელებს მასში შემავალი მეორადი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით.
2. კონვენციური სამმართველოს სტრუქტურული ერთეულებია:

    ა) ბათუმის განყოფილება;

    ბ) ფოთის განყოფილება.

3. კონვენციური სამმართველოს მეორად სტრუქტურულ ერთეულს (განყოფილებას) ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.
4. განყოფილების უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას;
ბ) პასუხისმგებელია განყოფილებაზე დაკისრებული ამოცანების შესრულებაზე;
გ) აწესრიგებს განყოფილების გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
დ) თვალყურს ადევნებს დაქვემდებარებული მუშაკების მიერ მათზე დაკისრებული მოვალებების შესრულებას;
ე) განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილების შესაბამისად;
ვ) აბარებს კონვენციური სამმართველოს უფროსს განყოფილების საქმიანობის ანგარიშს;
ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს განყოფილებაში მომზადებულ დოკუმენტებს;
თ) ანაწილებს განყოფილების უფლებამოსილ თანამშრომელთა შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებს განსახილველად;
ი) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულების მიზნით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.
5. კონვენციურ სამმართველოს ჰყავს საშტატო ნუსხით განსაზღვრული, მთავარი სპეციალისტი (იურისტი), უფროსი სპეციალისტი (ანალიტიკოსი, საქმისმწარმოებელი).
6. მთავარი სპეციალისტის (იურისტის) კომპეტენციაა:
ა) კონვენციური სამმართველოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
ბ) კონვენციური სამმართველოს წარმომადგენლობა ყველა ინსტანციის სასამართლოში და სხვა ორგანოებში;
გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეთა და იურიდიულ პირთა საჩივრების, განცხადებების განხილვის უზრუნველყოფა ან/და განხილვაში მონაწილეობა;
დ) კომპეტენციის ფარგლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვა და კანონმდებლობით გათვალისწინებული დადგენილების გამოტანა, კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევაში სასამართლოში წარსადგენად შესაბამისი სარჩელის მომზადება;
ე) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით კონვენციური სამმართველოს მიერ გამოტანილი დადგენილებების აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისა და მის აღსრულებაზე კონტროლის უზრუნველყოფა;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
7. უფროსი სპეციალისტის (ანალიტიკოსის, საქმისმწარმოებლის) კომპეტენციაა:
ა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში ჩადენილი სამართალდარღვევების, შედგენილი ინსპექტირების აქტების აღრიცხვა, ამ მიზნით რეგულირების ობიექტების მონაცემთა ბაზის წარმოება;
ბ) კონვენციური სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის მომზადების ორგანიზება;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღრიცხვის ერთიანი საინფორმაციო ბანკში კონვენციური სამსახურის მიერ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სფეროში გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის წარდგენა ან/და გამოთხოვა;
დ) ამ დებულებით დადგენილ შემთხვევებში კონვენციური სამმართველოს უფროსის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების რეგისტრაცია, შემსრულებლებისათვის დროული გადაცემის უზრუნველყოფა;
ე) კონვენციურ სამმართველოში შემოსული კორესპონდენციებისა და გასული დოკუმენტების აღრიცხვის განხორციელება;
ვ) იმ ბეჭდების, შტამპებისა და მკაცრი აღრიცხვის ფორმების აღრიცხვა, რომლებიც გამოიყენება კონვენციური სამმართველოს საქმისწარმოებისათვის;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში კონვენციური სამმართველოს უფროსის სხვა დავალებების შესრულება.
8. კონვენციური სამმართველოს განყოფილებებს გააჩნია ბეჭედი თავისი სახელწოდებით, რომელიც გამოიყენება დოკუმენტების, ლაბორატორიული სინჯებისა და მიღებული ანალიზის შედეგების, ასევე განყოფილების მიერ შექმნილი დოკუმენტების ასლების დასამოწმებლად.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2017 წლის 26 ოქტომბრის ბრძანება №40 - ვებგვერდი, 27.10.2017წ.


+
მუხლი 6. კონვენციური სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
კონვენციური სამმართველოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ტერიტორიული ორგანოების დებულებების დამტკიცების შესახებ“, №204, 30.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 360010010.22.023.016327 (კონსოლიდირებული რედაქცია 13.09.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2889096-9/