საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.06.2015 ძალადაკარგული 09.07.2020
ნომერი
№65
სარეგისტრაციო კოდი
010320030.22.038.016480
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (10)

წინა ცვლილებები (8)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №65

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების თანდართული წესი.

 

+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2009 წლის 29 ივნისის №272 ბრძანება.

 

+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
+



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

ეს წესი განსაზღვრავს „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომში – სპეციალური პენიტენციური სამსახურის) მოსამსახურეთათვის, აგრეთვე სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – პრობაციის ეროვნული სააგენტო) მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების (შემდგომში – სპეციალური წოდებები) მინიჭების წესს.

მუხლი 2. სპეციალური წოდებები

1. სამინისტროს სისტემაში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები:

ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი;

ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი;

გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი;

დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.

2. სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის, პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის (შემდგომში – მოსამსახურე) სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.

მუხლი 3. სპეციალური წოდების მინიჭება

1. სპეციალური წოდების მინიჭება ხდება თანამდებობის, ნამსახურების წლების, აგრეთვე დამსახურების შესაბამისად.

2. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მისი არქონის შემთხვევაში მიენიჭება თანამდებობაზე დანიშვნასთან ერთად.

3. ყოფილი მოსამსახურე, სამსახურში ხელახალი მიღების შემთხვევაში, აგრძელებს მუშაობას გათავისუფლებამდე მინიჭებული წოდებით, ხოლო თუ გათავისუფლების შემდეგ მიენიჭა წოდება სხვა სახელმწიფო სამსახურში ყოფნისას, მოხდება წოდებათა გათანაბრება.

4. მოსამსახურეებს უმცროს, საშუალო და უფროს სპეციალურ წოდებებს ანიჭებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი (შემდგომში – მინისტრი), გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით დადგენილი შემთხვევებისა, ხოლო უმაღლეს სპეციალურ წოდებებს – საქართველოს პრეზიდენტი.

5. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებს (გარდა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის მოსამსახურეებისა) პირველად, მორიგ უმცროს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სხვა სპეციალურ წოდებასთან ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას), აგრეთვე ვადამდელ საშუალო სპეციალურ წოდებებს ანიჭებს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი.

6. სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში საშუალო, უფროსი და უმაღლესი სპეციალური წოდება ენიჭება მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე პირებს.

7. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეებს უმცროსს და საშუალო სპეციალურ წოდებებს (მათ შორის, სხვა სპეციალურ წოდებასთან ან სამხედრო წოდებასთან გათანაბრებისას), ანიჭებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი.

8. მოსამსახურეებს თანამდებობაზე დანიშვნისას სპეციალური წოდება ენიჭებათ მათთვის სამხედრო სამსახურში მინიჭებული წოდების შესაბამისად ან თუ მას აქვს სპეციალური წოდება ხდება ამ სპეციალურ წოდებასთან გათანაბრება, ხოლო წოდების არქონის შემთხვევაში მიენიჭებათ პირველადი სპეციალური წოდება „იუსტიციის რიგითი.”

9. ბრძანების პროექტებს სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და საგამოძიებო დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი№1) შესაბამისი ხელმოწერებით, რომელსაც ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

9​​1. ბრძანების პროექტებს სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №3), შესაბამისი ხელმოწერებით, ხოლო საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე – დანართი №2 -ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება, შესაბამისი ხელმოწერებით, რომელსაც ავსებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

10. ბრძანების პროექტებს პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეთათვის უფროსი სპეციალური წოდებების მინიჭების თაობაზე თან ერთვის სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება (დანართი №5) შესაბამისი ხელმოწერით, ხოლო უმცროსს და საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების თაობაზე – დანართი №4-ით გათვალისწინებული სპეციალური წოდების მინიჭების ფურცელი – წარდგინება შესაბამისი ხელმოწერებით.

11. პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურეების უფროს სპეციალურ წოდებათა მინიჭებისათვის პრობაციის ეროვნული სააგენტოს ადმინისტრაცია ავსებს ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ  წარდგინებას (დანართი №5) და წოდების მისანიჭებელი ვადის გასვლამდე ერთი თვით ადრე უგზავნის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურს.

12. მოსამსახურეს, რომლის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ან მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა, ან/და სამსახურებრივი მოკვლევა მის მიერ სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევის ფაქტზე, სპეციალური წოდება არ მიენიჭება დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნამდე, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან სამსახურებრივი მოკვლევის დასრულებამდე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 07.09.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №113  - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.

მუხლი 4. სპეციალურ წოდებათა მინიჭების თანმიმდევრობა

1. მოსამსახურეს სპეციალური წოდება მიენიჭება თანამიმდევრობის პრინციპის დაცვით, გარდა უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურისათვის დადგენილი წესით პირველადი საშუალო სპეციალური წოდების მინიჭების შემთხვევებისა.

2. მოსამსახურეს მორიგი სპეციალური წოდება მიენიჭება მისთვის მინიჭებული სპეციალური წოდების, წოდებით სამსახურის ვადისა და დაკავებული თანამდებობისათვის დადგენილი ზღვრული სპეციალური წოდების გათვალისწინებით.

3. მინიჭებული სპეციალური წოდებები მუდმივია, სამსახურის შეწყვეტის შემდეგ სპეციალურ წოდებას ემატება სიტყვა „გადამდგარი“.

4. მოსამსახურეთათვის თანამდებობათა შესაბამისი ზღვრული სპეციალური წოდებები განისაზღვრება ამ წესის №6 დანართის შესაბამისად.

მუხლი 5. სპეციალური წოდების მინიჭებისთვის დადგენილი ვადები

1. მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად დაწესებულია სპეციალური წოდებით სამსახურის შემდეგი ვადები:

ა) საშუალო სპეციალური წოდებით სამსახურის:

ა.ა) უმცროსი ლეიტენანტი – 1 წელი;

ა.ბ) ლეიტენანტი – 2 წელი;

ა.გ) უფროსი ლეიტენანტი – 3 წელი;

ა.დ) კაპიტანი – 3 წელი;

ბ) უფროსი სპეციალური წოდებით სამსახურის:

ბ.ა) მაიორი – 4 წელი;

ბ.ბ) ვიცე-პოლკოვნიკი – 5 წელი;

ბ.გ) პოლკოვნიკი – 5 წელი;

2. უმცროს და უმაღლეს სპეციალურ წოდებათა მისაღებად სამსახურის გავლის ვადა არ განისაზღვრება.

მუხლი 6. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება

მოსამსახურეს, წახალისების წესით, ვადამდე სპეციალური წოდება ენიჭება:

ა) სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებლისათვის;

ბ) ხანგრძლივი და კეთლისინდისიერი სამსახურისთვის;

გ) განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №113  - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.

მუხლი 7. სპეციალური წოდების მინიჭება სხვა სახელმწიფო სამსახურიდან გადმოსულ მოსამსახურეთათვის

„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დაწესებულებიდან გადმოსულ მოსამსახურეს, რომელსაც განსხვავებული სპეციალური წოდება აქვს, მიენიჭება შესაბამისი სპეციალური წოდება, რის შემდეგაც მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად სამსახურის ვადაში გათვალისწინებული უნდა იქნეს შესაბამისი სპეციალური წოდების მინიჭებამდე მიღებული სპეციალური წოდებით ნამსახურობა.

მუხლი 8. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითების წესი

1. სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის, გამოყენების უფლება აქვს იმ თანამდებობის პირს, რომელმაც მოსამსახურეს მიანიჭა სპეციალური წოდება.

2. იმ მოსამსახურის მიმართ, რომელიც ჩამოქვეითდა სპეციალურ წოდებაში, მორიგი სპეციალური წოდების მისანიჭებლად ვადის ათვლა დაიწყება სპეციალური წოდების ჩამოქვეითების დღიდან.

მუხლი 9. სპეციალური წოდების მინიჭებაზე კონტროლი

ნომენკლატურის ფარგლებში სპეციალური წოდების მინიჭების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას, სპეციალური წოდებების თანმიმდევრულ და დროულ მინიჭებაზე კონტროლს ახორციელებს სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სამსახური.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №113  - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.

მუხლი 10. სოციალური გარანტიები

სპეციალური წოდებისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი, სამსახურებრივი და სოციალური უზრუნველყოფის სხვა გარანტიები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


დანართი №1

 

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეციალური  წოდება:                 

_________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანების შესაბამისად,

    წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

სპეციალური წოდების______________________________________________ მისანიჭებლად

(სახელი, გვარი)

(დაკავებული თანამდებობა)

დაბადების წელი ________________________________________________________

განათლება ____________________________________________________________

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

მინიჭებული წოდება _________________________________________________

___________________________________________________________________

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა _________________________________________

ვადამდე  წოდების მინიჭების საფუძველი__________________________________

                                          ნ ა მ ს ა ხ უ რ ო ბ ი ს   ნ უ ს ხ ა

როდიდან    (რიცხვი, თვე და წელი)

როდემდე  (რიცხვი, თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე:

(ხელს აწერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად

წარდგენილი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს მის საკურატორო ქვედანაყოფში)

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი:

შემსრულებელი:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ____________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 07.09.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №113  - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.

დანართი №2

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეციალური  წოდება:                 

__________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანების შესაბამისად,

    წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

სპეციალური წოდების__________________________________________  მისანიჭებლად

 (სახელი, გვარი)

 (დაკავებული თანამდებობა)

დაბადების წელი _______________________________________________________

განათლება ____________________________________________________________

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

მინიჭებული წოდება _____________________________________________________

_______________________________________________________________________

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა ______________________________________________

ვადამდე  წოდების მინიჭების საფუძველი ______________________________________

ნ ა მ ს ა ხ უ რ ო ბ ი ს   ნ უ ს ხ ა

როდიდან    (რიცხვი, თვე და წელი)

როდემდე  (რიცხვი, თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის

დირექტორის პირველი მოადგილე/მოადგილე:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი:

შემსრულებელი:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის __________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 07.09.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №113  - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.

დანართი №3

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეციალური  წოდება:                 

__________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანების შესაბამისად,

    წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

სპეციალური წოდების________________________________________________მისანიჭებლად

 (სახელი, გვარი)

(დაკავებული თანამდებობა)

დაბადების წელი _______________________________________________________________

განათლება __________________________________________________________________

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

მინიჭებული წოდება __________________________________________________________

____________________________________________________________________________

 სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა __________________________________________________

ვადამდე  წოდების მინიჭების საფუძველი __________________________________________

                                          ნ ა მ ს ა ხ უ რ ო ბ ი ს   ნ უ ს ხ ა

როდიდან    (რიცხვი, თვე და წელი)

როდემდე  (რიცხვი, თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე:

(ხელს აწერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად

წარდგენილი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს მის საკურატორო ქვედანაყოფში)

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის 

სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი:

შემსრულებელი:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ______________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 07.09.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №113  - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.

დანართი №4

 

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეციალური  წოდება:                 

________________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანების შესაბამისად,

    წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

სპეციალური წოდების________________________________მისანიჭებლად

 (სახელი, გვარი)

 (დაკავებული თანამდებობა)

დაბადების წელი __________________________________________________________

განათლება _______________________________________________________________

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

მინიჭებული წოდება _________________________________________________________

___________________________________________________________________________

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა _________________________________________________

 ვადამდე  წოდების მინიჭების საფუძველი ________________________________________

ნ ა მ ს ა ხ უ რ ო ბ ი ს   ნ უ ს ხ ა

როდიდან    (რიცხვი, თვე და წელი)

როდემდე  (რიცხვი, თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის

ეროვნული საგენტოს უფროსის მოადგილე:

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და

პრობაციის ეროვნული საგენტოს

ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი:

შემსრულებელი:

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და

პრობაციის ეროვნული საგენტოს

ადმინისტრაციული სამმართველოს ________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 07.09.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №113  - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.

დანართი №5

 

თანამდებობით გათვალისწინებული ზღვრული სპეციალური  წოდება:                 

_______________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივნისის №65 ბრძანების შესაბამისად,

    წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ა

სპეციალური წოდების_____________________მისანიჭებლად

 (სახელი, გვარი)

 (დაკავებული თანამდებობა)

დაბადების წელი ________________________________________________________

განათლება ______________________________________________________________

(როდის და რომელი სასწავლო დაწესებულება დაამთავრა)

მინიჭებული წოდება _______________________________________________________

_________________________________________________________________________

სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნა ________________________________________________

ვადამდე  წოდების მინიჭების საფუძველი ___________________________________________

ნ ა მ ს ა ხ უ რ ო ბ ი ს   ნ უ ს ხ ა

 

როდიდან    (რიცხვი, თვე და წელი)

როდემდე  (რიცხვი, თვე და წელი)

თანამდებობის დასახელება, ორგანო, დაწესებულება

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის

მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე:

(ხელს აწერს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური წოდების მისანიჭებლად

წარდგენილი მოსამსახურე საქმიანობას ახორციელებს მის საკურატორო ქვედანაყოფში)

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის

ეროვნული საგენტოს უფროსი:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსი:

არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და

პრობაციის ეროვნული საგენტოს

ადმინისტრაციული სამმართველოს უფროსი:

შემსრულებელი:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ______________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №82 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 07.09.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №113  - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.

დანართი №6

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში თანამდებობების შესაბამისი ზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდებები

ა) პენიტენციურ დეპარტამენტში:

1. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი – იუსტიციის გენერალ-მაიორი;

2. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე – იუსტიციის გენერალ-მაიორი;

3. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;

4. მთავარი სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

5. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

5​​1. პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის მრჩეველი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

6. მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

6​​1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს პროფესიული ზედამხედველი – იუსტიციის მაიორი;

7. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

8. (ამოღებულია - 23.06.16 წ, №79);

9. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

10. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველოს) უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

11. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

12. (ამოღებულია - 23.06.16 წ, №79);

13. სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

14. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბის (სამმართველოს) უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

15. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს სამმართველოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

16. განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

17. განყოფილების უფროსი (შტაბის უფროსი) – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

18. (ამოღებულია - 23.06.16 წ, №79);

19. განყოფილების უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

20. (ამოღებულია - 05.02.18 №44);

21. ასეულის მეთაური – იუსტიციის მაიორი;

22. ასეულის მეთაურის მოადგილე – იუსტიციის კაპიტანი;

23. მთავარი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

24. ოცეულის მეთაური – იუსტიციის მაიორი;

25. მებრძოლი – იუსტიციის კაპიტანი;

26. უფროსი მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

27. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

28. გუშაგთა ცვლის უფროსი – იუსტიციის კაპიტანი;

29. გუშაგთა ცვლის უფროსის მოადგილე – იუსტიციის კაპიტანი;

30. ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი;

31. უმცროსი მორიგე ინსპექტორი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;

32. ოცეულის მეთაურის მოადგილე – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;

33. უმცროსი ინსპექტორი – იუსტიციის ზემდეგი;

34. ყარაული – იუსტიციის ზემდეგი.

ა​1) ანალიტიკურ დეპარტამენტში:

1. დეპარტამენტის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;

3. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

4. განყოფილების უფროსი  – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

5. მთავარი  ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

6. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

7. ინსპექტორი - კაპიტანი.

ბ) პენიტენციურ დაწესებულებებში:

1. დაწესებულების დირექტორი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

2. დაწესებულების დირექტორის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

3. დაწესებულების განყოფილების უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

4. სექტორის მენეჯერი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

5. მთავარი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

6. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

7. ოპერატიული მორიგე – იუსტიციის მაიორი;

8. კორპუსის ოფიცერი – იუსტიციის მაიორი;

9. ინსპექტორი – იუსტიციის კაპიტანი;

10. პრობაციის ბიუროს სოციალური მუშაკი – იუსტიციის კაპიტანი;

11. პრობაციის ბიუროს ფსიქოლოგი – იუსტიციის კაპიტანი;

12. ინსპექტორი-კონტროლიორი – იუსტიციის კაპიტანი.

13. პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციული ასისტენტი – იუსტიციის კაპიტანი;

14. ინსპექტორი-მძღოლი – იუსტიციის კაპიტანი.

გ) გენერალურ ინსპექციაში:

1. გენერალური ინსპექციის უფროსი – იუსტიციის გენერალ-მაიორი;

2. გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;

3. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

4. უფროსი ინსპექტორი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

5. ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

6. უმცროსი ინსპექტორი – იუსტიციის მაიორი;

7. (ამოღებულია - 05.02.18 №44);

8. სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი;

დ) საგამოძიებო დეპარტამენტში:

1. დეპარტამენტის უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

2. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

3. სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

4. გამომძიებელი – იუსტიციის მაიორი;

5. უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი – იუსტიციის მაიორი;

6. ინსპექტორ-გამომძიებელი – იუსტიციის კაპიტანი;

ე) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში:

1. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი – იუსტიციის გენერალ-მაიორი;

2. პრობაციის ბიუროს უფროსი – იუსტიციის პოლკოვნიკი;

3. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე – იუსტიციის პოლკოვნიკი;

4. პრობაციის ბიუროს უფროსის მოადგილე – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

5. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სამმართველოს უფროსი – იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი;

6. პრობაციის ეროვნული სააგენტოს წამყვანი სპეციალისტი – იუსტიციის მაიორი;

7. პრობაციის ბიუროს ოფიცერი – იუსტიციის მაიორი;

8. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბუღალტერი – იუსტიციის კაპიტანი;

9. პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი სპეციალისტი – იუსტიციის კაპიტანი;

10. პრობაციის ეროვნული სააგენტოს სოციალური მუშაკი – იუსტიციის კაპიტანი;

11. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ფსიქოლოგი – იუსტიციის კაპიტანი;

12. პრობაციის ეროვნული სააგენტოს არქივარიუსი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;

13. პრობაციის ბიუროს სპეციალისტი – იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი;

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 26 აგვისტოს ბრძანება №99 - ვებგვერდი, 27.08.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 7 სექტემბრის ბრძანება №122 - ვებგვერდი, 07.09.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 23 ივნისის ბრძანება №79 - ვებგვერდი, 24.06.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №44 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 23.02.2018 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 30 მაისის ბრძანება №108 - ვებგვერდი, 31.05.2018 წ.

 


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“, №65, 30.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320030.22.038.016480 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2891668-8/