საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.06.2015 ძალადაკარგული 30.09.2020
ნომერი
№61
სარეგისტრაციო კოდი
010240030.22.038.016476
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/06/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №61

2015 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის 2012 წლის 17 დეკემბრის №176 ბრძანება.
+
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ივლისიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
+



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური  დეპარტამენტის დებულება

თავი I

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1

ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და  პრობაციის  სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში - დეპერტამენტი) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

მუხლი 2

1. დეპარტამენტი არის სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში შემავალი სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

2. დეპარტამენტი თავისი ფუნქციებისა და ამოცანების განხორციელებისას წარმოადგენს სამინისტროს.

მუხლი 3

დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით.

მუხლი 4

დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია მინისტრისა და მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე, რომლებიც ახორციელებენ მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 5

დეპარტამენტს აქვს ბეჭედი და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.

თავი II

დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები

მუხლი 6

დეპარტამენტის ამოცანებია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებათა საქმიანობის კოორდინაცია და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის წარმართვის უზრუნველყოფა;

ბ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებული პატიმრობის კოდექსით განსაზღვრული ცალკეული ფუნქციების შესრულების უზრუნველყოფა;

გ) მსჯავრდებულთა რესოციალიზაციაზე ზრუნვა.

მუხლი 7

დეპარტამენტის ფუნქციებია:

ა) პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიანი მართვა;

ბ) პენიტენციურ დაწესებულებათა განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;

გ) პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებების განსაზღვრა და დაგეგმვა;

დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების გეგმის შემუშავება და განხორციელება;

ე) პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების, პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა;

ვ) პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაცია;

ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება;

თ) საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კონსულტაციების შედეგად მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელება;

ი) უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავება, დამტკიცება და განხორციელება;

კ) საჭიროების შემთხვევაში უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელება;

ლ) სამინისტროს სისტემაში იარაღის აღრიცხვა, შენახვა და გაცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

მ) სამინისტროს სისტემაში არსებული მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა განხორციელება და პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის წარმართვა;

ო) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული ვითარებების მართვა და საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების ძალების სპეციალური ინტერვენციების რაზმების გამოყენება;

პ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების უზრუნველყოფა;

ჟ) წვევამდელთა მიერ სამინისტროში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლის ორგანიზება;

რ) მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;

ტ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა;

უ) პენიტენციური დაწესებულებების დღის განრიგის დამტკიცება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა;

ფ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და განხორციელება;

ქ) სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა;

ღ) გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისათვის დახმარება კომპეტენციის ფარგლებში;

ყ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება;

შ) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება და მინისტრისათვის წარდგენა;

ჩ) კომპეტენციის ფარგლებში, სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობა;

ც) პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა ინდივიდუალური სამუშაო აღწერილობების შემუშავება;

ძ) კომპეტენციის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებების, მოთხოვნებისა და საჩივრების განხილვა და მათზე რეაგირება;

წ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სხვა სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობა;

ჭ) დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირადი სრული და არასრული შემოწმების ჩატარების უზრუნველყოფა;

ხ) დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმების უზრუნველყოფა;

ჯ) აკრძალული/არანებადართული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება;

ჰ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა განხორციელება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

თავი III

დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები

მუხლი 8

დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) უსაფრთხოების მთავარი სამმართველო;

ბ) გარე დაცვისა და  ბადრაგირების მთავარი სამმართველო;

გ) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო; 

დ) სპეციალური აღრიცხვის სამმართველო;

ე) სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო;

ე​1) ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილება;

ე​2)  საიარაღო განყოფილება;

ე​3) სპეციალური შემოწმების სამმართველო;

ვ) (ამოღებულია - 18.04.2016 წ. №36).

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
მუხლი 9

1. უსაფრთხოების მთავარი სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის, უსაფრთხოების დაცვას;

ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმებს;

გ)  საჭიროების შემთხვევაში ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს;

დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს  და წარმართავს პენიტენციურ დაწესებულებათა უსაფრთხოების სამსახურების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;

ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში;

ვ) მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობს მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებაში;

თ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას;

ი) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენას, აღკვეთას, პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს პენიტენციური დაწესებულებების დღის განრიგის შემუშავებაში;

ლ) შეიმუშავებს და ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმებს;

მ) დახმარებას უწევს შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში, კომპეტენციის ფარგლებში;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა  ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობასა და კონტროლს;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ჟ) სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა;

რ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს  და ახდენს მათზე რეაგირებას;

ს) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.  უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) სამართლებრივი რეჟიმის სამმართველო;

ა.ა) სამმართლებრივი რეჟიმის განყოფილება;

ა.ბ) კინოლოგიური მომსახურების განყოფილება;

ბ) ოპერატიული სამმართველო;

ბ.ა) ოპერატიული განყოფილება;

ბ.ბ) ოპერატიული აღრიცხვისა და ანალიზის  განყოფილება;

გ) ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობისა და ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველო;

გ.ა) ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განყოფილება;

გ.ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 1 აპრილის ბრძანება №27 - ვებგვერდი, 04.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
მუხლი 10

1. გარე დაცვისა და  ბადრაგირების მთავარი სამმართველო:

ა) შეიმუშავებს და ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებებს;

ბ) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებებს;

ე) იცავს სამინისტროს სისტემაში არსებულ მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ობიექტებს), შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ტექნიკური უსაფრთხოების გეგმებს;

ვ) ორგანიზებას უწევს სამინისტროში სამხედრო სავალდებულო სამსახურის ან საკონტრაქტო სამსახურის გავლას;

ზ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ახორციელებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამის ღონისძიებებს, აგრეთვე უზრუნველყოფს მთავარი სამმართველოს მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანას;

თ) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენას, აღკვეთას, პრევენციასა და უსაფრთხოების დაცვას;

ი) შეიმუშავებს და ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმებს;

კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნას;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;

ო) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.  გარე დაცვისა და  ბადრაგირების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) გარე დაცვის სამმართველო:

ა.ა) ტექნიკური უზრუნველყოფისა და პირადი შემადგენლობის მომზადების განყოფილება;

ა.ბ) (ამოღებულია - 05.02.18 №37);

ა.გ) ორგანიზაციული უზრუნველყოფის განყოფილება;

ა.დ) №1 განყოფილება;

ა.ე) №2 განყოფილება;

ა.ვ) №3 განყოფილება;

ა.ზ) №4  განყოფილება;

ა.თ) №5 განყოფილება;

ა.ი) №6  განყოფილება;

ა.კ) №7 განყოფილება;

ა.ლ) №8 განყოფილება;

ა.მ) №9  განყოფილება;

ა.ნ) №10  განყოფილება;

ა.ო) №11  განყოფილება;

ა.პ) №12  განყოფილება;

ა.ჟ) №13  განყოფილება;

ა.რ) №14  განყოფილება;

ა.ს) №15 განყოფილება;

ა.ტ) №16 განყოფილება;

ა.უ) №17 განყოფილება.

ბ) საბადრაგო სამმართველო;

ბ.ა) შტაბი (განყოფილება);

ბ.ბ) სამორიგეო (განყოფილება);

ბ.გ (ამოღებულია - 18.04.2016 წ. №36);

ბ.დ) ექსტრადიციის განყოფილება;

ბ.ე) თბილისის პირველი განყოფილება;

ბ.ვ) თბილისის მეორე განყოფილება;

ბ.ზ) თბილისის მესამე განყოფილება;

ბ.თ) ქუთაისის განყოფილება;

ბ.ი) ბათუმის განყოფილება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
მუხლი 11

1. სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველო:

ა) მონაწილეობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის, ექსტრადიციისა და მათთან დაკავშირებული დამატებითი უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებათა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობას იღებს უსაფრთხოების ღონისძიებებსა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

დ) საჭიროების შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალურ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, იცავს სამინისტროს სისტემაში არსებულ მატერიალურ ფასეულობებს (მათ შორის, სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ობიექტებს), შეიმუშავებს და ახორციელებს შესაბამის ტექნიკური უსაფრთხოების გეგმებს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვაში;

ზ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა, სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების  დაცვას. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილის/მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირების პირად უსაფრთხოებას;

ი​​1) საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემის სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დაცვას;

კ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დევნაში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2.  სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) სპეციალური დანიშნულების ძალების მთავარი სამმართველოს შტაბი (სამმართველო);

ა​​1) სპეციალური დაცვის სამმართველო;

ბ) №1 სამმართველო;

გ) №2 სამმართველო;

დ)№3 სამმართველო;

ე) №4 სამმართველო;

ვ) №5 სამმართველო;

ზ) №6 სამმართველო.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

მუხლი 12

1. სპეციალური აღრიცხვის სამმართველო:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებისათვის საჭირო სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ბ) ამზადებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანისა და გადაყვანისათვის აუცილებელი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

გ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოებას, აგრეთვე, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავებასა და მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოებას;

დ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ზ) ახორციელებს შეწყალებისა და ამნისტიის აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზებას;

თ) მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ დოკუმენტების მომზადება და გაგზავნა;

ი) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;

ი​​1) ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას;

კ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა.

2.  სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;

ბ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

მუხლი 13

სოციალური უზრუნველყოფის სამმართველო:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებათა განვითარების პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში,  მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებათა საჭიროებების განსაზღვრასა და დაგეგმვაში;

დ) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებების რეალიზაციას;

ე) მონაწილეობს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და სამინისტროს სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კონსულტაციების შედეგად, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში;

ვ) მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების პროცესში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან;

ი) განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების საქმიანობის პოლიტიკას;

კ) შეიმუშავებს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაობისთვის ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიას;

ლ) უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულების სოციალური განყოფილების თანამშრომლების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრას და მათი საქმიანობის პროფესიულ ზედამხედველობასა და კოორდინაციას;

მ) კონსულტაციებს უწევს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, აგრეთვე, მათ ახლო ნათესავებს;

ნ) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;

ო) კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რისკ ჯგუფების გამოვლენას, მათი დაუცველობის, აგრეთვე, თვითდაზიანებისა  და სხვებისთვის საფრთხის შექმნის თვალსაზრისით;

პ) მსჯავრდებულების გათავისუფლების მომზადების პროცესში, უზრუნველყოფს მათი ოჯახში რეინტეგრაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციის მიზნით, დაწესებულების სოციალური განყოფილებებისათვის დახმარების გაწევას;

ჟ) აწარმოებს იმ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მონაცემთა ბაზას, რომელთა ოჯახები დარეგისტრირებულნი არიან  სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში;

რ) აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ განსაკუთრებული პირადი გარემოებებიდან გამომდინარე, პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ს) აწარმოებს მსჯავრდებულთა მიერ პენიტენციური დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით სარგებლობასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;

ტ) ხელს უწყობს მსჯავრდებულთა/ბრალდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე კულტურული, სპორტული, რელიგიური, შემეცნებითი, შრომითი და სხვა საქმიანობის დაგეგმვას, მათ შესახებ პროექტების შემუშავებას და მათ განხორციელებას;

უ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე განსაზღვრავს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისა და თერაპიიის მიმართულებებს, ხელს უწყობს პროექტების შემუშავებასა და მათ განხორციელებას;

ფ) მსჯავრდებულთა დასაქმების მიზნით გეგმავს შესაბამის ღონისძიებებს და   ხელს უწყობს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში მსჯავრდებულთა საქმიანობას;

ქ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებების, ინტერესების, შესაძლებლობებისა და უნარ-ჩვევების მოკვლევის საფუძველზე გეგმავს საგანმანათლებლო და პროფესიული მომზადების საქმიანობას, ხელს უწყობს მათ შესახებ პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას;

ღ) კომპეტენციის ფარგლებში, აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ  სტატისტიკას;

ყ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

მუხლი 13​1

ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა არაგეგმური გაყვანა/გადაყვანის ორგანიზებას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს მიზნობრივი და ოპერატიული გეგმების მოქმედებაში მოყვანას;

გ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის დირექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების დროულ მიწოდებას დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და პენიტენციური დაწესებულებების ხელმძღვანელებისათვის;

დ) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და პენიტენციურ დაწესებულებებს შორის ინფორმაციის ოპერატიულ რეჟიმში გაცვლასა და  გავრცელებას;

ე) უზრუნველყოფს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის უწყვეტ რეჟიმში მიღებას, შეკრებას, დამუშავებას, გაანალიზებასა და აღნიშნული ინფორმაციის უფლებამოსილი პირებისა და ორგანოებისთვის მიწოდებას;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სტიქიური უბედურებებისა და სხვა საგანგებო სიტუაციების დროს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საგანგებო სიტუაციის დროს პენტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის მოსამსახურეთა განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის პროცესში;

თ) უზრუნველყოფს დეპარტამენტის ცხელი ხაზის მომსახურებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შესულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.

მუხლი 13​2

საიარაღო განყოფილება:

ა) კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში მიღებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის შემოწმებას და სათანადო წესით აღრიცხვას;

ბ) უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღრიცხვასა და სააღრიცხვო დოკუმენტების წარმოებას;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ზედამხედველობასა და კონტროლს უწევს ქვედანაყოფებში მოსამსახურეთა მიერ იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სწორ ექსპლოატაციას;

დ) შესაბამისი წარდგინებისა და მინისტრის ნებართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის უფლებამოსილ მოსამსახურეებზე გაცემას;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს განყოფილების საცავში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისთვის პირველად გაცემას;

ვ) უზრუნველყოფს საიარაღო განყოფილებისთვის გადაცემული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის სათანადო პირობებში შენახვასა და დასაწყობებას;

ზ) კომპტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული საიარაღო მარაგებისა და მათი აღრიცხვის, გაცემის, შენახვის და დასაწყობების კონტროლს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, უზრუნველყოფს სამინისტროს სისტემაში არსებული იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობის მიღებასთან, აღრიცხვასთან, შენახვა-დასაწყობებასა და გაცემასთან დაკავშირებული დოკუმენტების წარმოებას;

ი) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმების შემუშავებასა და განხორციელებაში;

კ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შესულ კორესპონდენციას და ახდენს მასზე შესაბამის რეაგირებას;

მ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.

მუხლი 13​3

1. სპეციალური შემოწმების სამმართველო:

ა) უზრუნველყოფს დაწესებულებაში შემსვლელ/დაწესებულებიდან გამომსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის) პირადი სრული და არასრული შემოწმების ჩატარებას;

ბ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმებას;

გ) უზრუნველყოფს დაწესებულებაში შემსვლელ და დაწესებულებიდან გამსვლელ პირთა (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის), ასევე დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

დ) დაწესებულებაში შემსვლელი/დაწესებულებიდან გამსვლელი პირების (გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის), ასევე დაწესებულებაში მიღებული/დაწესებულებიდან გაგზავნილი ამანათების აღრიცხვის უზრუნველყოფა;

ე) აკრძალული/არანებადართული ნივთების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომების მიღება.

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სამმართველოში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მასზე შესაბამისი რეაგირების განხორციელება;

ზ) შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

თ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სპეციალური შემოწმების სამმართველოს შემადგენლობაშია:

ა) №1 განყოფილება;

ბ) №8 განყოფილება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №109 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

 მუხლი 14 ამოღებულია

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №121 - ვებგვერდი, 31.08.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
თავი IV

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი

მუხლი 15

1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის დირექტორი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორი ანგარიშვალდებულია მინისტრისა ან/და კურატორი მინისტრის  მოადგილის წინაშე;

3. დეპარტამენტის დირექტორი:

ა) ხელმძღვანელობს დეპარტამენტს, წყვეტს დეპარტამენტის გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს, წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას და პასუხისმგებელია დეპარტამენტზე დაკისრებული მოვალეობის ჯეროვნად შესრულებაზე;

ბ) აძლევს მითითებებსა და დავალებებს დეპარტამენტის მთავარ სამმართველოებს, სამმართველოებსა და განყოფილებებს;

გ) ანაწილებს მოვალეობებს დეპარტამენტის მოსამსახურეებს შორის;

დ) ანაწილებს დეპარტამენტში შემოსულ კორესპონდენციას სამმართველოებს შორის;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიმართ წახალისების შესახებ;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ზ) პერიოდულად აანალიზებს დეპარტამენტის საქმიანობას და მინისტრს ან/და კურატორ მინისტრის მოადგილეს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის მუშაობის გაუმჯობესების შესახებ;

თ) წარადგენს წინადადებებს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დეპარტამენტის ამოცანების შესასრულებლად;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

კ) ხელს აწერს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს ან ახდენს მათ ვიზირებას;

ლ) ცალკეულ შემთხვევებში დეპარტამენტის დირექტორი დეპარტამენტთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან ქმნის გაძლიერებული დაცვის ჯგუფებს;

მ) განსაზღვრავს იმ დაწესებულების ტიპს და კონკრეტულ დაწესებულებას, სადაც მსჯავრდებულმა უნდა მოიხადოს სასჯელი. გამოსცემს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ერთი დაწესეულებიდან მეორე დაწესებულებაში გადაყვანის შესახებ ბრძანებას;

ნ) კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტებს და ამოწმებს მათ შესრულებას;

ო) ახორციელებს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებისა და პენიტენციურ დაწესებულებათა ერთიან მართვას;

პ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ამ დებულების დანართით განსაზღვრულ მოსამსახურეებს მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, გარდა დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორისა (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანაშემწე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრის წერილობითი თანხმობის გარეშე;

პ​1) მინისტრის წინასწარი წერილობითი თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ახორციელებს ამ დებულების დანართით გათვალისწინებული მოსამსახურეების სხვა თანამდებობაზე ან სხვა ადგილმდებარეობის სამუშაოზე გადაყვანას, აგრეთვე მათთვის დაკავებული თანამდებობით გაუთვალისწინებელი დავალების დაკისრებას;

ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. დეპარტამენტის დირექტორის არყოფნისას დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მისი არ ყოფნის შემთხვევაში მინისტრის მიერ განსაზღვრული დეპარტამენტის დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერი, 31.07.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
მუხლი 16

1. დეპარტამენტის დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე, მოადგილეები და მრჩეველი, რომელსაც  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მინისტრის მიერ, დანიშვნის ბრძანებით.

3. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს მასზე დაკისრებული მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ზედამხედველობას უწევს დეპარტამენტის მოსამსახურეების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

გ) კომპეტენციის ფარგლებში ხელს აწერს ან ავიზებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;

დ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის და დეპარტამენტის დირექტორის ცალკეული დავალებებს და მითითებებს;

4. დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურეობრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

5. დეპარტამენტის დირექტორის მრჩეველი:

ა) უზრუნველყოფს დეპარტამენტის დირექტორის ორგანიზაციულ და ადმინისტრაციულ საქმიანობას;

ბ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს დეპარტამენტში შემავალი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაციაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს პენიტენციური დაწესებულებებისა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების მართვაში;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს პენიტენციურ დაწესებულებათა და დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების საჭიროების განსაზღვრასა და დაგეგმვაში;

ე) კომპეტენციის ფარგლებში, ორგანიზებას უწევს დეპარტამენტის დირექტორის მიერ გასამართ სამუშაო შეხვედრებს, თათბირებს (მათ შორის, ოპერატიულ თათბირებს) და დირექტორის დავალებით აწარმოებს სხდომის ოქმს; 

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს დეპარტამენტში შესულ კორესპონდენციას და ახდენს შესაბამის რეაგირებას, ასევე უზრუნველყოფს დირექტორის მიერ გასაგზავნი ოფიციალური დოკუმენტის პროექტის მომზადებას;

ზ) ასრულებს დეპარტამენტის დირექტორის ცალკეულ დავალებებს;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს სამართლებრივი აქტების შემუშავებაში;

ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. დეპარტამენტის დირექტორის მრჩეველი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, მინისტრის ან/და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

მუხლი 16​1

1. დეპარტამენტში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

2. განყოფილების უფროსი:

ა) ხელს უწყობს დეპარტამენტის დირექტორს თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში;

ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;

გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;

დ) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და ჯეროვნად შესრულებას;

ე) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;

ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. განყოფილების უფროსი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განყოფილებაზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილისა და მოადგილეების წინაშე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.

მუხლი 16​2

1. განყოფილებაში საქმიანობას ეწევიან:

ა) (ამოღებულია - 05.02.18 №37);

ბ) უფროსი ინსპექტორი;

გ) უფროსი მორიგე ინსპექტორი;

დ) ინსპექტორი.

2. განყოფილების მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით.

3. მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის დირექტორის, დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეებისა და განყოფილების უფროსის წინაშე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №36 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
მუხლი 17

1. დეპარტამენტში მუშაობენ სამინისტროს საშტატო ნუსხით განსაზღვრული სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები და სხვა საჯარო მოსამსახურეები.

2. დეპარტამენტის მოსამსახურეებს, გარდა ამ დებულების დანართით განსაზღვრული მოსამსახურეებისა  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.

3. დეპარტამენტის მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და სამუშაო აღწერილობით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.


+
დანართი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურეთა თანამდებობების ნუსხა, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორი
1. პენიტენციური დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი (დეპარტამენტის დირექტორის თანაშემწე, დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თანაშემწე);
2. (ამოღებულია - 08.02.18 №47);
3. პენიტენციური დაწესებულების სამოქალაქო და სახანძრო თავდაცვის ინსპექტორი;
4. პენიტენციური დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორი;
5. პენიტენციური დაწესებულების საქმისმწარმოებელი;
6. პენიტენციური დაწესებულების საწყობის მენეჯერი;
7. პენიტენციური დაწესებულების სასადილოს მენეჯერი;
8. პენიტენციური დაწესებულების ბიბლიოთეკის მენეჯერი;
9. პენიტენციური დაწესებულების დამხმარე მოსამსახურე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №80 - ვებგვერი, 31.07.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 27 აგვისტოს ბრძანება №121 - ვებგვერდი, 31.08.2015 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №37 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 8 თებერვლის ბრძანება №47 - ვებგვერდი, 09.02.2018 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“, №61, 30.06.2015, სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.038.016476 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2892401-7/