მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
09.07.2015 ძალადაკარგული 08.05.2019
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
100110000.22.038.016485
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (8)

წინა ცვლილებები (7)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №70

2015 წლის 9 ივლისი

ქ. თბილისი

 

მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და 46-ე მუხლის 4​​1 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი დანართი №1-ის შესაბამისად.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

+
მუხლი 2
დამტკიცდეს „მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა“ დანართი №2-ის და „უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია“ დანართი №3-ის შესაბამისად.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

+
მუხლი 3
1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურული ქვედანაყოფის – პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა ამ ბრძანების ამოქმედებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში, ამ ბრძანების შესაბამისად, უზრუნველყოს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების გატარება და რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში – გუნდი) ფორმირება. 

2. პენიტენციური დაწესებულებების (შემდგომში – დაწესებულება) დირექტორებმა (შემდგომში – დირექტორი) ამ ბრძანების ამოქმედებიდან ათი სამუშაო დღის ვადაში ამ ბრძანების შესაბამისად, უზრუნველყონ დაწესებულებაში მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის/ჯგუფების (შემდგომში – ჯგუფი) შექმნა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

+
მუხლი 4
გუნდმა და ჯგუფმა ამ ბრძანების შესაბამისად მსჯავრდებულთა რისკის პირველადი შეფასება, ხოლო სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორმა მათი რისკის შესაბამის დაწესებულებებში მსჯავრდებულთა განაწილება დაასრულონ 2017 წლის 1 ივლისამდე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 დეკემბრის ბრძანება №165 - ვებგვერდი, 03.01.2016 წ.

+
მუხლი 4​1
1. სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველომ შემდგომი აღიცხვის მიზნით უზრუნველყოს მის ხელთ არსებული სხდომის ოქმების სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი – ანალიტიკური დეპარტამენტისათვის გადაცემა.

2. ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, რისკების შეფასების გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონული ფორმით რეგისტრაციის სისტემის ამოქმედებამდე გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღრიცხვა განხორციელდეს მსჯავრდებულთა გვარის ანბანის რიგის მიხედვით, ხოლო მისი ამოქმედების შემდეგ აღრიცხვა გაგრძელდეს უწყვეტად, გუნდის სხდომის თარიღისა და სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებათა რიგითობის მიხედვით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

+
მუხლი 5
1. ამ ბრძანების მოქმედება არ ვრცელდება №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში, №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებულ მსჯავრდებულებზე.

2. ამ ბრძანების მოქმედება ასევე არ ვრცელდება იმ მსჯავრდებულზე, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოთავსებულია ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №26 -  ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 28 ნოემბრის ბრძანება №135 -  ვებგვერდი, 29.11.2017 წ.

 

+
მუხლი 6
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიგიორგი მღებრიშვილი
+



დანართი №1
მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის, გადაყვანის პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.


თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. რეგულირების სფერო

ეს წესი განსაზღვრავს პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეებს, შეფასების/გადაფასების წესს, რისკის შეფასების კრიტერიუმებს, რისკის შეფასების საფუძველზე მსჯავრდებულთა იმავე ან სხვა ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის წესსა და პირობებს, რისკების შეფასების გუნდის (შემდგომში – გუნდი), აგრეთვე მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შემადგენლობასა და უფლებამოსილებას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

მუხლი 2. პრინციპები

ამ წესის მიზნებისათვის, შესაბამისი უფლებამოსილი პირები საქმიანობას ახორციელებენ დამოუკიდებლობის, აღმასრულებელი პრივილეგიის, კანონიერების, გამჭვირვალობის, მიუკერძოებლობისა და კანონის წინაშე თანასწორობის პრინციპების დაცვით.

მუხლი 3. მსჯავრდებულის გადაყვანა საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით

სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით, მსჯავრდებული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გადაყვანილ იქნეს იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება) საშიშროების რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.

მუხლი 4. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის განმსაზღვრელი კრიტერიუმები
მსჯავრდებულის საშიშროების რისკის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს დაწესებულების, გარშემომყოფთა, საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებისათვის მსჯავრდებულისგან მომდინარე საშიშროება, რომელიც განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმების შეფასების საფუძველზე:
ა) მისი პიროვნული თვისებები;
ბ) დანაშაულის ჩადენის მოტივი;
გ) დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი;
დ) დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა;
ე) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას;
ვ) დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან დამოკიდებულება, მათზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა;
ზ) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების შესრულება;
თ) ალკოჰოლის, აზარტული თამაშების, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულება;
ი) მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე დაწესებულებაში დანაშაულის ჩადენის ფაქტები;
კ) ჩადენილი დანაშაულის კატეგორია;
ლ) დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა;
მ) დაწესებულებიდან გაქცევის ან გაქცევის მცდელობის ფაქტები;
ნ) წარსულში დაწესებულებაში სასჯელის მოხდის შემთხვევები;
ო) მსჯავრდებულის ასაკი;
პ) ქურდულ სამყაროსთან/ტერორიზმთან დამოკიდებულება;
ჟ) დაწესებულებაში არსებულ სარეაბილიტაციო/რესოციალიზაციის პროგრამებში ჩართულობა;
რ) თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები, რომლითაც საფრთხე ექმნება ან შეიძლება შეექმნას დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
ს) წახალისების/დისციპლინური სახდელის/დისციპლინური პატიმრობის გამოყენება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017წლის 6 ივლისის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 07.07.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.

მუხლი 5. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის სახეები და მსჯავრდებულთა შესაბამის დაწესებულებაში განთავსება

1. საშიშროების რისკის  სახეებია: დაბალი, საშუალო, მომეტებული, მაღალი.

2. საშიშროების დაბალი რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის დაბალი (მინიმალური). დაბალი რისკის მქონე მსჯავრდებული თავსდება დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

3. საშიშროების საშუალო რისკის მქონე  არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის საშუალო. საშუალო რისკის მქონე   მსჯავრდებული თავსდება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

4. საშიშროების მომეტებული რისკის მქონე არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მომეტებული. მომეტებული რისკის მქონე  მსჯავრდებული თავსდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

5. საშიშროების მაღალი რისკის მქონე  არის მსჯავრდებული, რომლისგან მომდინარე საფრთხე დაწესებულებისთვის ან გარშემომყოფთათვის, აგრეთვე საზოგადოებისათვის, სახელმწიფოსა ან/და სამართალდამცველი ორგანოებისათვის, ამ წესის მე-4 მუხლით განსაზღვრული კრიტერიუმების გათვალისწინებით, არის მაღალი. მაღალი რისკის მქონე   მსჯავრდებული თავსდება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

თავი II

მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცედურა

მუხლი 6. მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფი

1. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასების პროცესი იწყება მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის დამუშავებით, რომლისთვისაც დაწესებულების დირექტორი (შემდგომში – დირექტორი) ქმნის მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფს (შემდგომში – ჯგუფი) და ადგენს იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა მონაცემებიც უნდა დაამუშაოს ჯგუფმა. ერთმა ჯგუფმა შეიძლება დაამუშავოს არაუმეტეს შვიდასი მსჯავრდებულის მონაცემები. იმ დაწესებულებებში, რომლებშიც ფუნქციონირებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი, ჯგუფი არ იქმნება და მის ფუნქციას ასრულებს სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის მულტიდისციპლინური გუნდი.

2. ჯგუფი შედგება დაწესებულების არანაკლებ 3 თანამშრომლისგან.

3. ჯგუფის შემადგენლობაში შედიან:

ა) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის არანაკლებ 1 წარმომადგენელი;

ბ) დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების არანაკლებ 1 წარმომადგენელი;

გ) დაწესებულების სოციალური განყოფილების არანაკლებ 1 წარმომადგენელი.

4. ჯგუფის წევრი ინიშნება/თავისუფლდება დირექტორის ბრძანებით.

5. ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც ჯგუფის შემადგენლობიდან განსაზღვრავს დირექტორი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

მუხლი 7. ჯგუფის საქმიანობის წესი

1. ჯგუფი დამოუკიდებლად, საკუთარი ინიციატივით, ახორციელებს მსჯავრდებულთა შერჩევას და მათ შესახებ ამ ბრძანების დანართი №2-ით დადგენილი ინფორმაციის გონივრულ ვადაში დამუშავებას. შეფასების პროცესში რიგითობის განსაზღვრისას  ჯგუფი ვალდებულია გაითვალისწინოს პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტებით დადგენილი გარემოებები.

2. ჯგუფი მსჯავრდებულთა მონაცემების დამუშავების რიგითობას განსაზღვრავს  სხდომაზე. ჯგუფის სხდომას მონაცემის დამუშავების რიგითობის განსაზღვრის მიზნით, აგრეთვე სხვა საორგანიზაციო საკითხების გადასაწყვეტად იწვევს და წარმართავს ჯგუფის უფროსი.

3. რიგითობის განსაზღვრის შემდეგ, ჯგუფის წევრები დამოუკიდებლად, სხდომაზე შეკრების გარეშე, ავსებენ ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ ფორმას. ჯგუფის წევრების მიერ კითხვარის შევსებას კოორდინაციას უწევს ჯგუფის უფროსი.

 4. ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმა მოწმდება ჯგუფის ბეჭდით, რომელიც ინახება ჯგუფის უფროსთან. ჯგუფის უფროსი ვალდებულია ჯგუფის ბეჭდით დაამოწმოს ჯგუფის მიერ შედგენილი ყოველი დოკუმენტის თითოეული გვერდი ქვედა მარჯვენა კუთხეში. ჯგუფის ბეჭდის ფორმას ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.

5. ჯგუფის მიერ დამუშავებულ ინფორმაციას (შევსებულ ფორმას) ჯგუფის უფროსი წარუდგენს დირექტორს. დირექტორი ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტაცია მიღებიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის მიზნით გაუგზავნოს გუნდს.

6. დირექტორი, ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გუნდისათვის გაგზავნასთან ერთად, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსს უგზავნის იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა შესახებაც გუნდს გაეგზავნა ჯგუფის მიერ დამუშავებული ინფორმაცია.

7. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინფორმაცია შესაძლებელია მიწოდებულ იქნეს ელექტრონული ფორმით.

8. ჯგუფის წევრი ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა ჯგუფის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.

მუხლი 8. გუნდი

1. გუნდი დამოუკიდებლად, მულტიდისციპლინური მიდგომის საფუძველზე ახორციელებს მსჯავრდებულის საშიშროების რისკის შეფასებას და მისი რისკის სახის დადგენას. გუნდის წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებები და შეუძლია შეასრულოს გუნდის წევრის ფუნქციები.

2. გუნდი შედგება 5 ძირითადი და 5 სათადარიგო წევრისაგან. გუნდის შემადგენლობაში შედიან: დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს წარმომადგენელი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს სამართლებრივი რეჟიმის სამმართველოს წარმომადგენელი, დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ოპერატიული სამმართველოს წარმომადგენელი, სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს წარმომადგენელი და ფსიქოლოგი.

3. გუნდი უფლებამოსილია საკითხის განხილვისას სხდომაზე სათათბირო ხმის უფლებით მოიწვიოს ექიმი,  სპეციალური ცოდნის მქონე სხვა პირი ან პირი, რომელსაც შეუძლია გუნდს მიაწოდოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია განსახილველ საკითხებზე.

4. (ამოღებულია - 05.02.18 №35).

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

მუხლი 9. გუნდის დაკომპლექტების წესი

1. გუნდს ქმნის დეპარტამენტის დირექტორი ბრძანებით, რომელშიც განისაზღვრება გუნდის ძირითადი და სათადარიგო წევრები, აგრეთვე გუნდის უფროსი და მისი მოადგილე.

 2. გუნდის ძირითად და სათადარიგო წევრებს დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენენ ამ წესის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული სამმართველოების კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეები.

3. გუნდის უფროსის მოადგილე უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის უფლებამოსილებას.

4. გუნდის წევრი წევრობიდან თავისუფლდება დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებით ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:

ა) პირადი განცხადება;

ბ) სასამართლოს მიერ მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება;

გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

დ) გარდაცვალება, სასამართლოს მიერ გარდაცვლილად გამოცხადება;

ე) არასაპატიო მიზეზით სხდომის ზედიზედ 3-ჯერ გაცდენა;

ვ) დაკავებული თანამდებობის შეცვლა ან თანამდებობიდან გათავისუფლება;

ზ) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

მუხლი 10. გუნდის წევრის უფლება-მოვალეობები

1. გუნდის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს გუნდს;

ბ) იწვევს და წარმართავს გუნდის სხდომებს;

გ) უძღვება სხდომაზე საკითხის განხილვას;

დ) ხელს აწერს სხდომის ოქმს და გადაწყვეტილებას;

ე) ზედამხედველობს გუნდის წევრების მიერ მოვალეობათა შესრულებას;

ვ) გუნდის სახელით უფლებამოსილია სხდომაზე მოიწვიოს ამ წესის მე-8 მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრული პირები.

2. გუნდის წევრს უფლება აქვს:

ა) დასვას საკითხი სხდომაზე განსახილველად;

ბ) მონაწილეობა მიიღოს გუნდის საქმიანობაში;

გ) შეიტანოს შენიშვნები და წინადადებები მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა საკითხზე;

დ) გაეცნოს საქმის მასალებს.

3. გუნდის წევრი ვალდებულია კანონმდებლობის შესაბამისად ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობანი.

4. გუნდის წევრი ვალდებულია დაიცვას მიღებული ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა გუნდის წევრის უფლებამოსილების განხორციელებისას.

5. გუნდის წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას და ანგარიშვალდებულია მხოლოდ დეპარტამენტის დირექტორის წინაშე.

6. გუნდის წევრები საქმიანობას ეწევიან ანაზღაურების გარეშე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

მუხლი  10​​1.  გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა

1. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება (შემდგომში – განყოფილება).

2. განყოფილება:                                                

ა) უზრუნველყოფს სხდომის ოქმის წარმოებას;

ბ) უზრუნველყოფს გუნდის წევრებისთვის მასალების მიწოდებას;

გ) ასრულებს გუნდის უფროსის ცალკეულ დავალებებს;

დ) აწარმოებს გუნდის მიერ განხილული საქმეების რეესტრს;

ე) გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონული სახით აღრიცხვისა და სისტემატიზაციისათვის, გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს;

ვ)  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმოადგენს გუნდს, გარდა სასამართლო პროცესებისა;

ზ) უფლებამოსილია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

3. განყოფილების მოსამსახურე ესწრება სხდომებს და უზრუნველყოფს ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას.

4. განყოფილების მოსამსახურე ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას.

საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

მუხლი   11.  გუნდისთვის   უსაფრთხოებასთან   დაკავშირებული   მასალების   მომზადება

1. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, ამ წესის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, მიღებული მსჯავრდებულთა სიის შესაბამისად, სიის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული და მთავარ სამმართველოში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ავსებს ამ ბრძანების  დანართი №3-ით დადგენილ ფორმას და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით უგზავნის გუნდს.

2. დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილ ფორმაში ისეთი სახის ინფორმაციის შეტანისას, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ამ ბრძანების დანართი №3-ით დადგენილი ფორმა დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმოწერით ეგზავნება გუნდს, საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭების გზით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №26 -  ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.

მუხლი 12. გუნდის მიერ გადაწყვეტილების მიღების წესი

1. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის მიზნით მართავს სხდომას, რომელზეც განიხილავს დირექტორისა და დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილ მასალებს და იღებს გადაწყვეტილებას. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის დადგენის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ამ მსჯავრდებულის შესახებ დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს უფროსის მიერ გაგზავნილი მასალების მიღებიდან, როგორც წესი, არაუგვიანეს 20 სამუშაო დღის ვადაში.

2. გუნდის სხდომა, როგორც წესი, დახურულია და იმართება პერიოდულად, არანაკლებ კვირაში ორჯერ. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა გუნდის უფროსის მიერ.

3. სხდომაზე იწარმოება სხდომის ოქმი, რომელშიც ფიქსირდება თითოეული წევრის ხმა და მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ოქმს ხელს აწერს სხდომის მონაწილე ყველა წევრი.

4. გუნდი ზეპირი მოსმენის გარეშე იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის რისკის ერთ-ერთი სახისადმი მიკუთვნების შესახებ. გუნდი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება ყველა წევრი. გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია გუნდის უფროსის ხმა.

4​1. გუნდის გადაწყვეტილება და სხდომის ოქმი, რომელშიც ასახული ინფორმაცია მიღებულია ამ წესის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას და მისი გაცნობა შესაძლებელია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. გუნდი უფლებამოსილია მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაცია მიიღოს ელექტრონულად, აგრეთვე გამოითხოვოს განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალები.

6. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკს განსაზღვრავს ამ ბრძანების დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად მოწოდებული ინფორმაციის ამ წესის მე-4 მუხლით დადგენილ კრიტერიუმებთან მიმართებაში შეფასების გზით.

7. გუნდი მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ  გადაწყვეტილებას 5 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის დეპარტამენტის დირექტორს.

8. მსჯავრდებულისათვის საშიშროების დაბალი რისკის სახის დადგენის შემთხვევაში  გუნდის გადაწყვეტილების გაცნობიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა დეპარტამენტის დირექტორი გადაწყვეტილებას უგზავნის მსჯავრდებულს დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის შესახებ წერილობითი თანხმობის მიღების მიზნით. მსჯავრდებულის მიერ დაბალი რისკის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანაზე უარის თქმის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორი გუნდს უკან უბრუნებს გადაწყვეტილებას ამ პუნქტში მითითებული გარემოების გათვალისწინებით მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის ხელახალი დადგენის მიზნით.

9. გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებული გადაწყვეტილება ეგზავნება სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, რომელიც უზრუნველყოფს მათ აღრიცხვასა და სისტემატიზაციას ელექტრონული სახით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №26 -  ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.

მუხლი 13.  გუნდის წევრის თვითაცილება სხდომის გამართვის დროს

1. გუნდის წევრი ვერ მიიღებს სხდომაში მონაწილეობას, თუ მას ნათესაური ან სხვა ახლო ურთიერთობა აქვს მსჯავრდებულთან, მსჯავრდებულის დამცველთან, მის კანონიერ წარმომადგენელთან ან დაზარალებულთან; ასევე, თუ არის სხვა გარემოებები, რომელიც ეჭვს იწვევს მის ობიექტურობასა და მიუკერძოებლობაში.

2. გუნდის წევრები სხდომის დაწყებისას ეცნობიან იმ მსჯავრდებულთა სიას, რომელთა საშიშროების რისკის შესახებაც სხდომაზე უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება. თუ არსებობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოებები,  გუნდის წევრი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება.

3. გუნდის წევრის თვითაცილების შემთხვევაში, სხდომა ტარდება ამ წევრის გარეშე. აცილებული წევრის ჩანაცვლება ხდება შესაბამისი სათადარიგო წევრით. გუნდის უფროსი დაუყოვნებლივ უკავშირდება გუნდის სათადარიგო წევრს, რომელიც წარმოადგენს დეპარტამენტის შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. იმ მსჯავრდებულის საკითხის განხილვა, რომლის მიმართაც გუნდის წევრმა განაცხადა თვითაცილება, გადაიდება სათადარიგო წევრის სხდომაზე გამოცხადების მომენტამდე და სხდომაზე გაგრძელდება სხვა მსჯავრდებულთა საკითხის განხილვა.

4. გუნდის უფროსის თვითაცილების შემთხვევაში მის ფუნქციას ასრულებს მისი მოადგილე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

მუხლი 14. მსჯავრდებულის გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილება

1. გუნდის შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის  დირექტორი, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის დადგენის შესახებ გადაწყვეტილების მისთვის გადაცემიდან არაუმეტეს 20 სამუშაო დღის ვადაში.

1​​1. დეპარტამენტი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად მსჯავრდებულის გაგზავნას დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.

1​​2. ამ მუხლის 1​​1 პუნქტის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60 დღის ვადაში შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გუნდს მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრისთვის წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

1​​3. დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და რომლის იმავე პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო დღისა, გადაიყვანოს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში რისკის გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში, მსჯავრდებულზე ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის დადგენილი უფლებები და მოვალეობები.

2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი წერილობითი თანხმობით, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა შეასრულოს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.

3. დეპარტამენტის დირექტორი დამოუკიდებლად განსაზღვრავს, მსჯავრდებულის საშიშროების რისკის სახის შესაბამისი ტიპის რამდენიმე დაწესებულებიდან, უშუალოდ რომელ მათგანში მოხდება მსჯავრდებულის გადაყვანა სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით.

4. მსჯავრდებული, შეძლებისდაგვარად, გადაყვანილი უნდა იქნეს მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე შესაბამისი რისკის დაწესებულებაში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.

მუხლი 15. მსჯავრდებულის უფლება მისი საშიშროების რისკის განსაზღვრის გადაწყვეტილების გაცნობაზე

1. გუნდის გადაწყვეტილება, გარდა ამ წესის მე-12 მუხლის მე-8 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტისა, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად ეცნობება მსჯავრდებულს უშუალოდ იმავე დაწესებულებაში დატოვებისას ან სხვა დაწესებულებაში გადაყვანისას, ხოლო წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა გადაწყვეტილება და საქმის მასალები.

2. მსჯავრდებულს, წერილობითი მოთხოვნისას, ამ წესის მე-12 მუხლის 4​​​​1 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სხდომის ოქმი და საქმის მასალები შეიძლება გაეცნოს გონივრულ ფარგლებში გამოცალკევებადი ღია ინფორმაციის მიწოდების გზით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №26 -  ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.

მუხლი 16. მსჯავრდებულის საშიშროების რისკის პერიოდული გადაფასება

1. საშიშროების რისკის სახის სავარაუდო ცვლილების დადგენის მიზნით, გუნდი უზრუნველყოფს იმ მსჯავრდებულთა პერიოდულ გადაფასებას, რომლებიც უკვე იქნენ მათ მიერ შეფასებულნი.

2. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის გადაფასება ხდება საშიშროების რისკის სახის შესაბამისად:

ა) საშიშროების მაღალი რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 12 თვისა;

ბ) საშიშროების მომეტებული რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 18 თვისა;

გ) საშიშროების საშუალო რისკის შეფასებიდან არაუგვიანეს 24 თვისა;

დ) საშიშროების დაბალი რისკის შეფასების შემდგომ, თუ მკვეთრად შეიცვალა მსჯავრდებულის ქცევა , დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.

2​1. №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და №19 ტუბერკულოზის სამკურნალო და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსებული მსჯავრდებულის, ასევე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის მიზნით მოთავსებული მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებიდან არაუგვიანეს 3 თვისა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე ერთი თვით ადრე  დირექტორი გუნდს აწვდის ამ ბრძანების დანართი №2-ით განსაზღვრულ ინფორმაციას. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურა იწყება ამ წესის მე-7 მუხლით დადგენილი წესით და ხორციელდება ამ წესის მე-11 და მე-12 მუხლით განსაზღვრული წესით.

4. მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების გადაფასების პროცედურის დაწყება ასევე შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის დაუცველად განსაკუთრებულ შემთხვევაში, როდესაც მკვეთრად შეიცვალა პირის ქცევა, დამოკიდებულება ან სხვა გარემო პირობები ან/და მისი იმავე ტიპის დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების არსებობისას, გუნდის მიერ მსჯავრდებულის საშიშროების რისკის გადაფასება ხდება დირექტორის დასაბუთებული წერილობითი  მიმართვის საფუძველზე. ამ შემთხვევაში დირექტორი ვალდებულია აღწეროს გარემოებები, რის საფუძველზეც მიმართავს გუნდს საშიშროების რისკის სავარაუდო ცვლილების თაობაზე.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული გარემოების შესახებ ინფორმაცია დირექტორს შესაძლოა მიაწოდოს მსჯავრდებულმა, მისმა კანონიერმა წარმომადგენელმა ან/და ჯგუფმა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №26 -  ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

მუხლი 17. გუნდის და დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილების გასაჩივრება

გუნდის გადაწყვეტილება საშიშროების რისკის სახის განსაზღვრის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის შესაბამისი ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებასთან ერთად, მინისტრთან ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  სასამართლოში მსჯავრდებულის მიერ, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.


დანართი №2

მონაცემთა პირველადი დამუშავების ფორმა

ნაწილი I

(ივსება ჯგუფის წევრის – დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მოსამსახურის/მულტიდისციპლინური გუნდის მიერ)

 

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №________ პენიტენციური დაწესებულება

 

1.  მონაცემები მსჯავრდებულის შესახებ:

1.1  სახელი_________________ გვარი_________________ მამის სახელი_________________

1.2 მსჯავრდებულის პირადი №____________________________________________________

1.3   დაბადების თარიღი ___________________________________________________________

1.4  დაბადების ადგილი ___________________________________________________________

1.5  ასაკი (ფორმის შევსების მომენტისათვის)_________________________________________

1.6   იურიდიული მისამართი_______________________________________________________

1.7  ფაქტობრივი მისამართი _______________________________________________________

1.8  საცხოვრებელი კორპუსი_______________________ საკნის №_______________________

 

2.   ინფორმაცია ჩადენილი დანაშაულისა და სასჯელის შესახებ:

2.1   განაჩენის გამომტანი სასამართლოს დასახელება

__________________________________________________________________________________

2.2   განაჩენის მიღების თარიღი და ნომერი

__________________________________________________________________________________

2.3  დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი):____________________________________________

2.4 დანაშაულის ხასიათის მოკლე აღწერა, მათ შორის, დანაშაულის ჩადენის მოტივი და დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი:

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

_________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017წლის 6 ივლისის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 07.07.2017 წ.

 

2.5   დანიშნული სასჯელის/სასჯელების  სახე/სახეები

______________________________________________________________________________

2.6  დანიშნული სასჯელის/სასჯელების  ხანგრძლივობა

______________________________________________________________________________

2.7   ამჟამინდელი სასჯელის დასაწყისი___________ სასჯელის დასასრული __________

2.8  დარჩენილი სასჯელის ხანგრძლივობა:         წელი _______ თვე _______ დღე _______

2.9   მსჯავრდებულის დაწესებულებაში ყოფნის ხანგრძლივობა:

(ამჟამად განთავსებულ დაწესებულებაში მოთავსებიდან, ფორმის შევსების მომენტამდე)

წელი _______ თვე _______ დღე _______

 

3. სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენით დადასტურებული ფაქტები:

 

3.1 მსჯავრდებული არის ქურდული სამყაროს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრი ___________________________________________________________________________

3.2 მსჯავრდებულის ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ __________________________________________________________________________________

3.3 მსჯავრდებული არის კანონიერი ქურდი ____________________________________________

3.4 მსჯავრდებულია ტერორიზმისთვის ________________________________________________

 

4. მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები:

4.1 ბოლო 6 წლის განმავლობაში ჩადენილი ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაული

‡   დიახ 

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

‡   არა

 

4.2 ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩადენილი მძიმე კატეგორიის დანაშაული

‡   დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

‡   არა

 

4.3 ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული

‡   დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): __________________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა __________________________________________

‡   არა

4.4 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩადენილი დანაშაული

• დიახ

დანაშაულის კვალიფიკაცია (მუხლი): _____________________________________________

დანიშნული სასჯელის სახე და ხანგრძლივობა: _______________________________________

• არა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017წლის 6 ივლისის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 07.07.2017 წ.

5. გაქცევის ფაქტები (არსებობის შემთხვევაში):

დროებითი მოთავსების იზოლატორიდან; თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებიდან; დაწესებულების დროებით დატოვებისას ან/და დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას; გაყვანა/გადაყვანა/ექსტრადირებისას; პატიმრობის დაწესებულებიდან; ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებიდან; დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან; არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებიდან; გაქცევა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით ან/და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით; სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდისათვის თავის არიდება.

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პირად მონაცემებთან დაკავშირებით:

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

______________________________________________________________________

ნაწილი II

(ივსება მულტიდისციპლინური გუნდის /ჯგუფის წევრის – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების  მოსამსახურის მიერ)

 

6. დისციპლინური დარღვევები მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში:

‡  ერთი შემთხვევა___________________________________________________________ ‡  ორი შემთხვევა____________________________________________________________ ‡  3 და მეტი შემთხვევა________________________________________________________

 

7. დისციპლინური დარღვევა, რასაც სახდელის სახით მოჰყვა სამარტოო საკანში მოთავსება/დისციპლინური პატიმრობა ან ჩადენილია ჯგუფურად

_________________________________________________________

________________________________________________________

_____________________________________________________

8. დისციპლინური სახდელების ისტორია:

‡  არცერთი ბოლო 25 და მეტ თვეში ‡ არცერთი ბოლო 19-24 თვეში  ‡  არცერთი ბოლო 13-18 თვეში ‡  არცერთი ბოლო 7-12 თვეში ‡  არცერთი ბოლო 6 თვეში

 

9. წახალისების ფორმები მიმდინარე სასჯელის პერიოდში:

‡  ერთი შემთხვევა_________________________________________________________ ‡  ორი შემთხვევა_________________________________________________________ ‡  3 და მეტი შემთხვევა_____________________________________________________

 

10. თვითდაზიანების მიყენების/მცდელობის ფაქტები:

‡  ბოლო 1 წლის განმავლობაში

რაოდენობა____________________________________________________________________

ხარისხი_______________________________________________________________________

‡  ბოლო 5 წლის განმავლობაში

რაოდენობა____________________________________________________________________

ხარისხი_______________________________________________________________________

‡  ბოლო 10 წლის განმავლობაში

რაოდენობა____________________________________________________________________

ხარისხი_______________________________________________________________________

 

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის ქცევასთან დაკავშირებით:

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

_____________________________________________________________________________

______________________________________________________________________

ნაწილი III

(ივსება მულტიდისციპლინური გუნდის/ჯგუფის წევრის –   დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ)

 

დაწესებულების მოსამსახურეთა მხრიდან შეთავაზების შემთხვევაში, ან პირადი ინიციატივით (საამისოდ სათანადო პირობების არსებობისას), მიმდინარე სასჯელის მოხდის პერიოდში:

11. ჩართულობა სოციალური პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) :

‡  ერთჯერადად ___________________________________________________ ‡  3 თვის განმავლობაში _____________________________________________ ‡  6 თვის განმავლობაში ______________________________________________ ‡  12 და მეტი თვის განმავლობაში _____________________________________

 

12. ჩართულობა დასაქმების პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) :

‡  ერთჯერადად _______________________________________________________ ‡  3 თვის განმავლობაში ________________________________________________ ‡  6 თვის განმავლობაში ________________________________________________ ‡ 12 და მეტი თვის განმავლობაში ________________________________________

13. ჩართულობა სასწავლო პროგრამებში (მიუთითეთ პროგრამის ხანგრძლივობა) :

‡  ერთჯერადად _____________________________________________________ ‡  არასრული სასწავლო კურსი _________________________________________ ‡  სრული სასწავლო კურსი _____________________________________________ ‡  სრული სასწავლო კურსი მაღალი აკადემიური მოსწრებით__________________

დამატებითი ინფორმაცია მსჯავრდებულის პიროვნებასთან დაკავშირებით:

_____________________________________________________________________________ _

______________________________________________________________________ _______ _

______________________________________________________________________________

________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №35 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.

დანართი   №3

(საიდუმლო დანართი №1-ის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში)

უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია

(ივსება დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს მიერ)

1. მსჯავრდებულის პირადი მონაცემები:

1.1 სახელი _________ გვარი _________ მამის სახელი_________

1.2 მსჯავრდებულის პირადი №________________

 2. დამოკიდებულება კრიმინალურ სუბკულტურასთან ან/და ტერორისტულ საქმიანობასთან / ორგანიზაციასთან:

2.1 მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს , ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ, რაც დგინდება შემდეგით:

2.1.1  თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს , კრიმინალური

იდეოლოგიის მიმდევრობას , მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრობას)

_________________________________________________________________________

2.1.2  ტატუირება (მსჯავრდებულს აქვს ტატუები, რომლებიც მიუთითებენ კრიმინალური

იდეოლოგიის  მიმდევრობაზე , მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრობაზე)

_________________________________________________________________________

2.1.3  ჯგუფური ფოტო /ვიდეომასალა ( მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე /ვიდეოკადრებში კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან)

___________________________________________________________________________

2.1.4 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებულს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან)

_________________________________________________________________________________

2.1.5 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს კრიმინალური იდეოლოგიის , მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების, ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში)

_________________________________________________________________________________

2.1.6 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

___________________________________________________________________________

2.1.7 პრესა/ტელევიზია/რადიომაუწყებლობა (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევარს, წარმოადგენდა მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

__________________________________________________________________________

2.1.8 მონაწილეობა, ან ასეთის მცდელობა კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებისათვის დამახასიათებელ აქტივობაში

___________________________________________________________________________

2.2 მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირს , რაც დგინდება შემდეგით:

2.2.1 თვითაღიარება (მსჯავრდებული სიტყვიერად ან წერილობით აღიარებს ტერორისტობას ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირს)

__________________________________________________________________________

2.2.2 ჯგუფური ფოტო/ვიდეომასალა (მსჯავრდებული ჩანს ფოტოზე/ვიდეოკადრებში ტერორისტებთან ან ტერორისტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ პირებთან)

__________________________________________________________________________

2.2.3 გამოკვეთილი კავშირი (მსჯავრდებულს ახლო მეგობრული ურთიერთობა აქვს კრიმინალური იდეოლოგიის მიმდევრებთან, მყარი შეიარაღებული ჯგუფის (ბანდის) წევრებთან, ახორციელებს მათთან სატელეფონო ზარებს ან სხვაგვარად არის დაკავშირებული მათთან)

__________________________________________________________________________

2.2.4 ფინანსური მხარდაჭერა (მსჯავრდებული მონაწილეობს ტერორისტის ან ტერორისტულ ორგანიზაციათა გაძლიერების მიზნით ფინანსური სახსრების, მატერიალური საშუალებების , ან სხვა ქონების მოძიებასა და შეგროვებაში ან და განაწილებაში , ან იგი იღებს ფინანსურ მხარდაჭერას ტერორისტისგან ან ტერორისტული ორგანიზაციიდან)

_________________________________________________________________________

2.2.5 დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია , რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს)

_________________________________________________________________________

2.2.6 პრესა/ტელევიზია/რადიომაუწყებლობა (პრესის, ტელევიზიის, რადიომაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია, რომ მსჯავრდებული წარმოადგენს ტერორისტს ან ტერორისტული ორგანიზაციის წევრს ან მისი ქმედება მიმართული იყო სახელმწიფო უშიშროების წინააღმდეგ)

_________________________________________________________________________

 3.  დაწესებულებაში მიღებულია ან/და შემოსულია ინფორმაცია (ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაცია ან პრესის , ტელევიზიის , რადიო მაუწყებლობის საშუალებით მიღებული ინფორმაცია ან / და უსაფრთხოების სამსახურების მიერ სხვა წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია , რომ მსჯავრდებულის ქმედებით შესაძლოა სახელმწიფო უშიშროების ისეთი ხელყოფა , რაც გამოიწვევს მძიმე შედეგს ან ისეთ შედეგს, რომელიც იქნება მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი)

__________________________________________________________________________

 4. აგრესიის გამოვლენის ფაქტები სხვა მსჯავრდებულთა /ბრალდებულთა მიმართ

__________________________________________________________________________

4​1.დამოკიდებულება დაწესებულების წარმომადგენლებთან და სხვა მსჯავრდებულებთან

_____________________________________________________________

________________________________________________________

__________________________________________________________

5. დაწესებულების მოსამსახურეზე ზეგავლენის მოხდენა/მცდელობა დამატებითი    პრივილეგიის მიღების მიზნით თავისთვის ან /და სხვისთვის

_________________________________________________________________________

 6. აგრესიის გამოვლენის ფაქტები დაწესებულების მოსამსახურეთა ან დაწესებულებაში დროებით შესულ პირთა მიმართ

________________________________________________________________________

 7.  დამოკიდებულება:

7.1 ალკოჰოლისადმი (მათ შორის, დამზადება)

_________________________________________________________________________

7.2 ფსიქოტროპული საშუალებებისადმი (ექიმის დანიშნულების გარეშე , ან

დანიშნულების დარღვევით)

_________________________________________________________________________

7.3 ნარკოტიკული საშუალებებისადმი

_________________________________________________________________________

7.4 აზარტული თამაშებისადმი

_________________________________________________________________________

8. აკრძალული ნივთების, ნივთიერებების შეძენის, გასაღების, შენახვის, ტარების, დამზადების, განკარგვის ან ასეთის მცდელობის ფაქტები

_________________________________________________________________________

9. მსჯავრდებულის მიერ ჩადენილია იმგვარი ქმედება, რომელიც იწვევს/გამოიწვევს დაპირისპირებას მსჯავრდებულთა მასასთან და საფრთხეს უქმნის/შეუქმნის პენიტენციური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას   

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

10. მსჯავრდებულის მიერ წარსულში, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში, ჩადენილია დანაშაული

__________________________________________________________________________

__________________________________________________________________________

_________________________________________________________________________

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 30 ივლისის ბრძანება №83 - ვებგვერდი, 31.07.2015 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აპრილის ბრძანება №26 -  ვებგვერდი, 24.04.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017წლის 6 ივლისის ბრძანება №53 - ვებგვერდი, 07.07.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 დეკემბრის ბრძანება №144  - ვებგვერდი, 27.12.2017 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, №70, 09.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 100110000.22.038.016485 (კონსოლიდირებული რედაქცია 05.02.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2896547-7/