გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (5)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (17 მუხლი)
|
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 |
|
2015 წლის 6 ივლისი ქ. გურჯაანი |
|
მ-ერთი თვის მოსაკრებელი იურიდიული პირებისათვის (ლარი)
გ-მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
რ-ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ. )
თვეში შესაბამისი ზომის ერთეულის გათვალისწინებით:
|
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს.
2. ეს წესი აწესრიგებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში.
4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული, უფლებამოსილი სამსახურის მეშვეობით, მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით.
6. მოსაკრებლის გადაუხდელობისას, გადახდის ვადების დარღვევისას დამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნომრები
2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის მოსაკრებლის გადახდის ქვითარი (შემდგომში - ქვითარი) გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე/მოსარგებლეზე (შემდგომ - მესაკუთრე/ მოსარგებლე), რომლის საკუთრებაშიც ან სარგებლობაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენები.
3. ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა) მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
4. მოსაკრებელის გადახდის ქვითარი ორგანიზაციების, იურიდიული პირებისათვის, ინდივიდუალური მეწარმისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების, ინდივიდუალური მეწარმისა და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
5. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ქვითარში დაფიქსირებული ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომდგენი სხვა პირის მიერ (ქვითარში დაფიქსირებული პირის სასარგებლოდ).
6. ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. ქვითრის დაკარგვის შემთხვევაში მის აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ.
7. ნარჩენების წარმომქმნელი ფიზიკური პირების რაოდენობის შეცვლის შემთხვევაში მიმდინარე თვის მოსაკრებელი იფარება ცვლილების გაუთვალისწინებლად.
8. მესაკუთრის მოიჯარის ან მოსარგებლის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ, მოიჯარემ ან მოსარგებლემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა/დაბრუნება.
9. თუ წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია ის ფიზიკური პირი, რომელიც ცხოვრობს სასტუმროს ტიპის საცხოვრებელში, იმ შემთხვევაში, თუ ეს უკანასკნელი თვითონ სარგებლობს ოპერატორის მომსახურებით.
3.მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წყდება ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმოქმნის შეწყვეტისთანავე.
4. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა- ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი (კონსერვაციის რეჟიმი). ასევე არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი ინფრასტრუქტურის ფართზე (დამხმარე სამეურნეო ნაგებობა, ავტოსადგომები, შიდა ბიბლიოთეკები, საქვაბე, შიდა მომსახურებისათვის სამრეცხაო, სასადილო, სკვერები, საკონფერენციო დარბაზები). სპეციალიზირებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, აღსაზრდელთა და მოსწავლეთა რაოდენობა იანგარიშება საერთო სიის მიხედვით.
5. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ მომსახურების ორგანიზების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადასახდელი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
6. უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მიერ გაწეული მომსახურების ორგანიზების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
2. მუნიციპალიტეტის ორგანოს საამისოდ უფლებამოსილ სამსახურს შეუძლია ადგილობრივი მოსაკრებლის ამოღების მიზნით შესაბამის იურიდიულ და ფიზიკურ პირთან გააფორმოს ხელშეკრულება.
2. დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის და ხელშეკრულების სავალდებულო რეკვიზიტებია:
ა) მესაკუთრის მონაცემები;
ბ) მოსაკრებლის გადამხდელის მონაცემები;
გ) გადასახდელი თანხა;
დ) გადახდის ვადა;
ე) მხარეთა უფლება - მოვალეობები;
3. დასუფთავების მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ დასუფთავების მოსაკრებლის ქვითრის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
4. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
+
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ბ ქვეპუნქტის, მეორე პუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-121 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებულ იქნეს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის.
+
გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0.50 ლარით თვეში, გარდა ამ დადგენილების მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
+
დამტკიცდეს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ყოველთვიური განაკვეთები და მისი ოდენობის გაანგარიშების წესი (დანართი №1).
+
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია (დანართი №2).
+
მუხლი 5🔗
გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, რომელთა სარეიტინგო ქულა 57 000 ან 57 000-ზე დაბალია, განისაზღვროს 0.10 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად, სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით.
+
მუხლი 6🔗
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.+
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი „გურჯაანის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღებისა და დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 29 ივნისის №39 დადგენილება.
+
მუხლი 8🔗
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეზვიად ყვირალაშვილი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად ყვირალაშვილი
+
+
მუხლი 1. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშების წესი
გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობა დიფერენცირებულია ნარჩენების წარმომქმნელის მიერ დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის, ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას გამოიყენება ამ სიდიდეების კომბინაციები შემდეგი ფორმულით: მ =გ х რ,
+
მუხლი 2. გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაწესებულებების, ორგანიზაციების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და სხვა იურიდიული პირებისათვის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთის ოდენობა
თვეში შესაბამისი ზომის ერთეულის გათვალისწინებით:
1
მუზეუმები, ბიბლიოთეკები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.032
ოფისები, სააგენტოები ,პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.153
კინოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთი სავარძელი 0.054
სკოლები, ინსტიტუტები,კოლეჯები, საბავშვო ბაგა-ბაღები (საგანმანათლებლო დაწესებულებები) ერთ მოსწავლეზე 0.035
სასტუმროები მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 0.806
საავადმყოფოები ერთი საწოლი 2,007
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.158
ექიმებისა და სტომატოლოგიური კაბინეტები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.259
სტადიონები, სპორტულ გამაჯანსაღებელი დაწესებულებების ტერიტორიები და მანეჟები 1 კუბ.მ ნარჩენზე 10.010
სასურსათო საქონლისმაღაზიები
11
სამრეწველო საქონლის მაღაზიები და აფთიაქები სამუშაო ფართის 1 კვ.მ 0.2012
აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.1013
შერეული საქონლის ბაზრობები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.0614
ავტოსადგომები და საწყობები, პირდაპირი მიყიდვის გარეშე ღია ფართის 1 კვ.მ 0.05 დახურული ფართის 1 კვ.მ 0.0515
ბენზინგასამართი სადგურები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.1016
ავტომანქანების სარემონტო სადგურები. ტექ. მომსახურების ადგილები ღია ფართის 1 კვ.მ 0.20 დახურული ფართის 1 კვ.მ 0.2017
აბანოები, საუნები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.1018
სადალაქოები და სილამაზის სალონები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.5019
რესტორნები, სასადილოები, კაფეები და ბარები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.2020
საცხობები სამუშაო ფართის 1 კვ.მ 0.2021
ტოტალიზატორები, სათამაშო კლუბები საერთო ფართის 1 კვ.მ 0.3022
რკინიგზისა და საავტომობილო სადგურები დახურული ფართის 1 კვ.მ 0.1023
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები ღია ფართის 1 კვ.მ 0.0124
ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები საერთო ფართის 1 კვ.მ 0,2525
საკვირაო აგრარული ბაზრები საერთო ფართის 1 კვ.მ 0,06+
+
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს კანონის - „ნარჩენების მართვის კოდექსი“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის წესს. 2. ეს წესი აწესრიგებს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთის დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 3. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში - მოსაკრებელი) წარმოადგენს გურჯაანის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილი პირის (სამსახურის) მეშვეობით დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურებისათვის გათვალისწინებულ აუცილებელ გადასახდელს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში. 4. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 5. გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული, უფლებამოსილი სამსახურის მეშვეობით, მოსაკრებლის ამოსაღებად, იურიდიულ პირებთან ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, მოსაკრებელი გადაიხდება ამ წესის მიხედვით. 6. მოსაკრებლის გადაუხდელობისას, გადახდის ვადების დარღვევისას დამრღვევის მიმართ გამოყენებულ იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნომრები
+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
+
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშება და გადახდის წესი
+
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
+
მუხლი 5. დასუფთავების მოსაკრებლის ამოღების განხორციელების წესი
დასუფთავების მოსაკრებლის ამოღება შესაძლოა განხორციელდეს როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ, ასევე გურჯაანის მუნიციპალიტეტის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, აგრეთვე მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით.
+
მუხლი 6. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
+
მუხლი 7. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
5. დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს, რომელთაც დასუფთავების მოსაკრებელი დაერიცხათ მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე, მაგრამ არანაკლებ ორი თვისა, მიეცეთ უფლება მომსახურების მიღების მთელს პერიოდზე დარიცხული მოსაკრებლის (მოსაკრებლის მიმდინარე ყოველთვიურ დარიცხვასთან ერთად) დავალიანება დაფარონ მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურთან გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2017.
- როდის იქნა მიღებული „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 06.07.2015. მიმღები ორგანო — გურჯაანის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №23. სარეგისტრაციო კოდი — 210020010.35.166.016220.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 5 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 06.02.2017.
- რამდენი მუხლისგან შედგება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 17 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.02.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „გურჯაანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის შემოღებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №23, 06.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.166.016220 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2899805/