ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
+
|
ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ 239-ე მუხლის მე-14 პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნარჩენების მართვის კოდექსის“, ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების“ (2015 წლის 4 მარტის №11 დადგენილება) მე-4 მუხლის საფუძველზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 513, 533, 55-ე, 552, 1191, 150-ე, 151-ე 1534, 159-ე, 1591 მუხლებით, აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი" მე-80 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წამყვან სპეციალისტებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ზედამხედველობის საკითხებში.
+
მუხლი 2
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461, 148-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილებით, 150-ე, 152-ე, 1522 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წამყვან სპეციალისტს არქიტექტურისა და კეთილმოწყობის საკითხებში.
+
მუხლი 3
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 151-ე მუხლით, აგრეთვე საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი" 31-ე, 32-ე, 33-ე, 34-ე, 35-ე, 36-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 39-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმების შედგენის უფლებამოსილება მიენიჭოს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წამყვან სპეციალისტს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებში.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
Annotate
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის შესაბამის სპეციალისტებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ“, №36, 07.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.137.016188 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2900982-2/