თავი IV — დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა
1. დაავადებათა ეპიდზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემა (დზეის) წარმოადგენს დაავადებათა შესახებ ერთიან ინფორმაციულ ბაზას და ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალ ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტს, რომელიც გამოიყენება დაავადებათა შემთხვევების დროული შეტყობინება/ანგარიშგების, მონიტორინგისა და ანალიზისთვის.
2. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოები (დკსჯეც, სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია, სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო, სსიპ- შემოსავლების სამსახური, სჯც) ანგარიშგების ოფიციალურ სისტემად მიღების შემდეგ, ვალდებულნი არიან დზეის-ში შემთხვევის დროულ რეგისტრაციაზე, ანგარიშგება/შეტყობინებასა და განახლებაზე, მათი კომპეტენციის ფარგლებში.
თავი V
ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში შეტყობინების წესი ინფექციების ჯგუფების მიხედვ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 10, №336, 09.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.018722 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2904356/muxli-10/