მუხლი 6. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე პირების ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
თავი II — ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოები და პირები, მათი ძირითადი ვალდებულებები და პასუხისმგებლობა
1. ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე პირები, განურჩევლად მათი იურიდიული ფორმისა, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში პასუხს აგებენ:
ა) შემთხვევის აღმოჩენისთანავე მის დროულ რეგისტრაციაზე, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად;
ბ) შემთხვევის აღმოჩენისთანავე შეტყობინება/ანგარიშგებაზე იმ უწყების მიმართ, რომლის წინაშე შეტყობინების ვალდებულებაც მათ შესაბამისი ნორმატიული აქტით ეკისრებათ.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, სამედიცინო და ვეტერინარული მომსახურების მიმწოდებლები პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
თავი III
განსაკუთრებით საშიში პათოგენების აღმოჩენის, ეპიდზედამხედველობისა და რეაგირების ერთიანი ლაბორატორიული სისტე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №336, 09.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.018722 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2904356/muxli-6/