1. ამ წესის მიზანია, დროულად გამოავლინოს ბიოლოგიური საფრთხე, დაადგინოს საფრთხის გამომწვევი მიზეზი და წყარო და დროულად მოახდინოს იმ სახელმწიფო ორგანოების ინფორმირება, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საფრთხის შემცირებაზე ან/და ლიკვიდაციაზე.
2. ინფექციურ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემა:
ა) განსაზღვრავს ინტეგრირებულ ეპიდზედამხედველობის სისტემაში მონაწილე ორგანოებსა და თითოეული სტრუქტურის უფლება-მოვალეობებს;
ბ) განსაზღვრავს სხვადასხვა სექტორის ურთიერთქმედების ზოგად პრინციპებს, ინფორმაციის რეგისტრაციისა და გაცვლის წესს და აზუსტებს პროცედურებს;
გ) ადგენს ამ სისტემაში შემავალი ორგანოების მოქმედების ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ არეალს.
3. ამ წესის მოთხოვნები სავალდებულოა ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებულ ეროვნულ სისტემაში მონაწილე ორგანოებისა და პირებისთვი
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 1, №336, 09.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.018722 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2904356/muxli-1-2/