მუხლი 2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ – ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ − სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, სსიპ − საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა სსიპ – შემოსავლების სამსახურმა, ამ დადგენილებით დამტკიცებული წესის ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, უზრუნველყონ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ინფორმირება
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 2, №336, 09.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.018722 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2904356/muxli-2/