მუხლი 16. სსიპ − შემოსავლების სამსახურსა და სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს შორის ურთიერთინფორმირებულობის წესი
თავი VI — ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული სისტემისთვის საჭირო მინიმალური ინფორმაციის მოცულობა, ინფორმაციის რეგისტრაციისა და გაცვლის წესი
1. სსიპ − შემოსავლების სამსახური საქართველოს საბაჟო საზღვარზე დასენიანებული ქვეყნიდან ჩამოსული მგზავრების ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან მაქსიმუმ 24 საათის განმავლობაში შეტყობინებას უგზავნის სსიპ − ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, შეტყობინება უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
ა) დეტალური ინფორმაცია შემოსული მგზავრისა და რისკის ფაქტორის შესახებ;
ბ) ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული ნიმუშის შესახებ ინფორმაცია;
2. ნიმუშის აღებას, ლაბორატორიულ შეფუთვასა და უსაფრთხო ტრანსპორტირებას კვლევისთვის უზრუნველყოფს შემოსავლების სამსახურის უფლებამოსილი პირი, დადგენილი წესების შესაბამისა
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ინფექციურ დაავადებებზე, მათ შორის, განსაკუთრებით საშიში პათოგენებით გამოწვეულ დაავადებებზე, ეპიდზედამხედველობის ინტეგრირებული ეროვნული სისტემის ფუნქციონირების წესის დამტკიცების შესახებ“, მუხლი 16, №336, 09.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 470000000.10.003.018722 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.08.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2904356/muxli-16/