1. სამსახური უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მიიღოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება და ამისთვის მათთან ღია ან ფარული ურთიერთობა დაამყაროს.
2. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს სამსახურთან და დახმარება გაუწიოს მას.
3. პირს, რომელიც სამსახურს დახმარებას უწევს, უფლება აქვს:
ა) სამსახურთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ;
ბ) უფლებამოსილი მოსამსახურისგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე;
გ) კონსპირაციის მიზნით პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები გამოიყენოს;
დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მიიღოს იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მის ჯანმრთელობას ან ქონებას სამსახურისათვის დახმარების გაწევისას მიადგა.
4. პირი, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე უწევს დახმარებას სამსახურს, ვალდებულია:
ა) შეასრულოს სამსახურის კანონიერი დავალებები თავისი ამოცანების გადასაწყვეტად;
ბ) დაიცვას სამსახურთან დადებული კონტრაქტის პირობები;
გ) განზრახ არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია.
თავი IVსახელმწიფო საიდუმლოების დაცვადა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყო
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.07.2015).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 20. იმ პირთან ურთიერთობა, რომელიც სამსახურს დახმარებას უწევს 1. სამსახური უფლებამოსილია თავისი ფუნქციების შესასრულებლად მიიღოს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნების მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ნებაყოფლობითი კონფიდენციალური დახმარება და ამისთვის მათთან ღია ან ფარული ურთიერთობა დაამყაროს. 2. სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მიზნით პირს უფლება აქვს, ნებაყოფლობით ითანამშრომლოს სამსახურთან და დახმარება გაუწიოს მას. 3. პირს, რომელიც სამსახურს დახმარებას უწევს, უფლება აქვს: ა) სამსახურთან დადოს კონტრაქტი კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ; ბ) უფლებამოსილი მოსამსახურისგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლებებისა და მოვალეობების თაობაზე; გ) კონსპირაციის მიზნით პირადობის დამადასტურებელი დაშიფრული დოკუმენტები გამოიყენოს; დ) მიიღოს ანაზღაურება კონტრაქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე მიიღოს იმ ზიანის კომპენსაცია, რომელიც მის ჯანმრთელობას ან ქონებას სამსახურისათვის დახმარების გაწევისას მიადგა. 4. პირი, რომელიც კონტრაქტის საფუძველზე უწევს დახმარებას სამსახურს, ვალდებულია: ა) შეასრულოს სამსახურის კანონიერი დავალებები თავისი ამოცანების გადასაწყვეტად; ბ) დაიცვას სამსახურთან დადებული კონტრაქტის პირობები; გ) განზრახ არ მიაწოდოს სამსახურს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია. თავი IVIVსახელმწიფო სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა და სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფაუზრუნველყო
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება