1. სამსახური სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში, გააკონტროლოს მათი შესრულება იმ ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა), სადაც ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
ბ) შეამოწმოს პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიზნით;
გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის იმ ელექტრონული საშუალებების კონტროლი, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შესაქმნელად, დასამუშავებლად, შესანახად და გასაგზავნად;
დ)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლების მისაცემად სათანადო ნებართვის გაფორმებისათვის.
2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ორგანოს, ორგანიზაციის, დაწესებულების, საწარმოს (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ბიუჯეტიდან ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
საქართველოს 2020 წლის
15 ივლისის
კანონი №7005
- ვებგვერდი,.07
.2020
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 08.07.2015).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა 1. სამსახური სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მიზნით, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის ღონისძიებათა შემუშავებასა და განხორციელებაში, გააკონტროლოს მათი შესრულება იმ ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა), სადაც ხორციელდება სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობა; ბ) შეამოწმოს პირი სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაშვების მიზნით; გ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველსაყოფად ორგანიზაციებში, დაწესებულებებსა და საწარმოებში (მიუხედავად მათი საკუთრების ფორმისა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის იმ ელექტრონული საშუალებების კონტროლი, რომლებიც გამოიყენება სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის შესაქმნელად, დასამუშავებლად, შესანახად და გასაგზავნად; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეამოწმოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოები, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის წარმოების უფლების მისაცემად სათანადო ნებართვის გაფორმებისათვის. 2. სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის დასაიდუმლოებისა და დაცვის ღონისძიებები ფინანსდება სახელმწიფო ორგანოს, ორგანიზაციის, დაწესებულების, საწარმოს (მიუხედავად მისი სამართლებრივი ფორმისა) ბიუჯეტიდან ან/და სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულების დამკვეთთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №7005 - ვებგვერდი, 28 .07 .2020წ..2020
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება