თავი II — სამსახურის შემადგენლობა; სამსახურის უფროსის არჩევა და მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა
1. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 8 კვირისა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. საქართველოს მთავრობა სამსახურის უფროსის კანდიდატურას ასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს.
2. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და იღებს განკარგულებას საქართველოს პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ.
3. თუ საქართველოს მთავრობამ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 3 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობას განმეორებით წარუდგენს იმავე ან სხვა კანდიდატურას, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პროცედურას.
4. თუ საქართველოს მთავრობამ კვლავ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, გამეორდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურა.
5. საქართველოს მთავრობისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და ირჩევს სამსახურის უფროსს.
7. თუ სამსახურის უფროსის კანდიდატურამ ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას, რის შემდეგაც სრულდება ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურები.
8. თუ სამსახურის უფროსი კვლავ ვერ აირჩა, გამეორდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურა. ეს პროცესი გაგრძელდება სამსახურის უფროსის არჩევამდე.
9. საქართველოს პარლამენტისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
10. თუ სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მისი უფლებამონაცვლე არ აირჩა, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღიდან სამსახურის ახალი უფროსის არჩევამდე სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამსახურის ახალი უფროსის არჩევის შემთხვევაში იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგება სამსახურის მოქმედი უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე.
11. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ეს ვადა იწყება წინამორბედი სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან.
12. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ არჩევა არ შეიძლება. პირი, რომელიც არჩეული იყო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა აირჩეს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე.
13. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს არანაკლებ 35 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სამსახურის უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
საქართველოს 2018 წლის 6 დეკემბრის კანონი №3882 – ვებგვერდი, 14.12.2018
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 06.12.2018-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 06.12.2018 კანონი №3882
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (30.11.2018 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 7. სამსახურის უფროსის დანიშვნაარჩევა 1. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 2 თვისა და არაუგვიანეს 8 კვირისა საქართველოს პრემიერ-მინისტრი საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას. საქართველოს მთავრობა სამსახურის უფროსის კანდიდატურას დასანიშნადასარჩევად წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 2. საქართველოს მთავრობა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 1 კვირის ვადაში, საქართველოს მთავრობის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და იღებს განკარგულებას საქართველოს პარლამენტისთვის მისი წარდგენის შესახებ. 3. თუ საქართველოს მთავრობამ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 3 კალენდარული დღის ვადაში საქართველოს მთავრობას განმეორებით წარუდგენს იმავე ან სხვა კანდიდატურას, რის შემდეგაც საქართველოს მთავრობა ასრულებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ პროცედურას. 4. თუ საქართველოს მთავრობამ კვლავ არ მიიღო განკარგულება სამსახურის უფროსის კანდიდატურის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის შესახებ, გამეორდება ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი პროცედურა. 5. საქართველოს მთავრობისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 6. საქართველოს პარლამენტი საქართველოს მთავრობის მიერ სამსახურის უფროსის კანდიდატურის მისთვის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით განიხილავს ამ კანდიდატურას და სრულიირჩევს შემადგენლობის უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით ნიშნავს სამსახურის უფროსს. თუ ამ ვადის ბოლო დღე დაემთხვა იმ დღეს, როდესაც პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომა არ იმართება, კენჭისყრა უახლოეს პლენარულ სხდომაზე ჩატარდება. 7. თუ სამსახურის უფროსის კანდიდატურამ ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი 1 კვირის ვადაში საქართველოს მთავრობას წარუდგენს სამსახურის უფროსის კანდიდატურას, რის შემდეგაც სრულდება ამ მუხლის მე-2–მე-6 პუნქტებით დადგენილი პროცედურები. 8. თუ სამსახურის უფროსი კვლავ ვერ დაინიშნა,აირჩა, გამეორდება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი პროცედურა. ეს პროცესი გაგრძელდება სამსახურის უფროსის დანიშვნამდე.არჩევამდე. 9. საქართველოს პარლამენტისთვის ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. 10. თუ სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მისი უფლებამონაცვლე არ დაინიშნა,აირჩა, სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღიდან სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნამდეარჩევამდე სამსახურის უფროსის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე ან საქართველოს მთავრობის განკარგულებით სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნული ერთ-ერთი მოადგილე. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე სამსახურის ახალი უფროსის დანიშვნისარჩევის შემთხვევაში იგი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას შეუდგება სამსახურის მოქმედი უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვისთანავე. 11. სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადაა 6 წელი. ეს ვადა იწყება წინამორბედი სამსახურის უფროსის უფლებამოსილების ვადის ამოწურვის დღის მომდევნო დღიდან. 12. ერთი და იმავე პირის სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ზედიზედ ორჯერ დანიშვნაარჩევა არ შეიძლება. პირი, რომელიც დანიშნულიარჩეული იყო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტიდან 6 წლის განმავლობაში არ შეიძლება ხელახლა დაინიშნოსაირჩეს სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. 13. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოსაირჩეს არანაკლებ 35 წლის, ქმედუნარიანი, უმაღლესი განათლების მქონე საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს სამართალდამცავ ორგანოში მუშაობის სულ ცოტა 2 წლის გამოცდილება და რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. სამსახურის უფროსის თანამდებობა არ შეიძლება დაიკავოს საქართველოს მოქალაქემ, რომელიც იმავდროულად უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება