1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
2. სამსახური შედგება სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − სამსახურის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის ტერიტორიული ორგანოების), სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების) და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის იურიდიული პირების) სისტემისგან.
3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა.
31. სამსახურს (მათ შორის, სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს) შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა). მოსამსახურეებს შესაძლებელია ჰქონდეთ ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები). მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი.
2. სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი.
5. სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები.
6. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
საქართველოს 2017 წლის 22 მარტის კანონი №481 - ვებგვერდი, 27.03.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №642 - ვებგვერდი, 10.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 22 თებერვლის კანონი №4327 – ვებგვერდი, 07.03.2019წ.
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №762 – ვებგვერდი, 27.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 26.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 26.06.2025 კანონი №762
- 22.02.2019 კანონი №4327
- 21.04.2017 კანონი №642
- 22.03.2017 კანონი №481
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 1. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (შემდგომ – სამსახური) არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას. 2. სამსახური შედგება სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფების, აგრეთვე არსებობის შემთხვევაში − სამსახურის ტერიტორიული ორგანოს (სამსახურის ტერიტორიული ორგანოების), სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების (სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების) და სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის (საჯარო სამართლის იურიდიული პირების) სისტემისგან. 3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. 31. სამსახურს (მათ შორის, სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირს) შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა). მოსამსახურეებს შესაძლებელია ჰქონდეთ ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები). მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი. 32.2. სამსახურის სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოს (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი, მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა) ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 4. სამსახური და მისი თანამდებობის პირები უფლებამოსილი არიან, სამსახურის სამართლებრივ აქტებზე, ბლანკებზე, ბეჭდებსა და შტამპებზე სრული სახით გამოიყენონ საქართველოს სახელმწიფო გერბი. 5. სამსახურს ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისას უფლება აქვს, მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნას, მიიღოს და შეინახოს ნებისმიერი დოკუმენტი (მათ შორის, საარქივო მასალა), აგრეთვე გამოიყენოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა და მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებები. 6. სამსახურს უფლება აქვს, ამ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მის მიერ დამუშავებულ მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერა შეასრულოს ფაქსიმილეს გამოყენებით. ფაქსიმილეს გამოყენებით შესრულებულ ხელმოწერას აქვს პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ბს-376(კ-25) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 15.01.2026
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, კი „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
- საქმე №ბს-810(კ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2024
…ერთ-ერთ ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ბინადრობის ნებართვის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო სააგენტოზე კონტროლს ახორციელებს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით, სსიპ დამოუკიდებელი ორგანოა საქმიანობის განხორციელებისას. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლზე მითითებით კი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ექვემდებარება საქართველოს მთავრობას.
- საქმე №ბს-959(კ-21) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 29.07.2022
…კასატორის პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არ იცნობს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის საფუძვლად არსებულ ინფორმაციას, არ ადასტურებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობას, სადავო აქტების ბათილად ცნობის საფუძვლების არსებობას. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.
- საქმე №ბს-902(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.11.2021
…უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სამსახურიდან გათავისუფლების სახით გამოყენებული დისციპლინური სახდელის ზ. ნ-ის მიერ ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან შეუსაბამობის შესახებ. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ კანონის 2.1 მუხლის თანახმად საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო…
- საქმე №330310019002839760 · თბილისის საქალაქო სასამართლო · 01.10.2019
…სპეციალური სამსახურების, ორგანიზაციების, პირთა ჯგუფისა და ცალკეულ პირთა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული სადაზვერვო ან/და ტერორისტული საქმიანობიდან მომდინარე საფრთხეების გამოვლენა და თავიდან აცილება. ამავე კანონის მე-2 მუხლის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით ოპერატიული საქმიანობა არის კონტრდაზვერვითი საქმიანობის შემადგენელი ნაწილი, რომელიც მოიცავს ღია თუ ფარული ფორმებითა და…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 15/07/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება