დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.07.2015 ძალადაკარგული 28.02.2024
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010250050.35.156.016212
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (5)

წინა ცვლილებები (4)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №18

2015 წლის 16 ივლისი

ქ. დმანისი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 11.11.2019 წ.


ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობის და მართვის უფლებებით გადაცემის საწყისი საპრივატიზაციო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების  შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დამტკიცდეს  დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობის გარეშე გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №1-ისა.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს  დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობით  გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №2-ისა.
+
მუხლი 3
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას საკუთრების  დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმა, თანახმად დანართი №3-ისა.
+
მუხლი 3​1
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტი ნასყიდობის ხელშეკრულება თანახმად დანართი №4-სა.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

+
მუხლი 3​2
დამტკიცდეს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას ელექტრონული (პირობით/უპირობოდ)  აუქციონის  გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი დანართი N5-ის შესაბამისად.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 27 დეკემბრის დადგენილება №25 - ვებგვერდი, 30.12.2019 წ.

+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
+



დანართი №1 

დმანისის მუნიციპალიტეტის  საკუთრებაში  არსებული  ქონების  პრივატიზებისას გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №------- (უპირობო)

–––      ––––     –––––––––––                                                                                                                 ქალაქი  დმანისი

რიცხვი    თვე      წელი

წინამდებარე ოქმი  გაიცა

__________________________________________________________________________

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად,

_________________________________________________

ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან  

ქონების საწყისი საპრივატიზებო  საფასური 

                     _______                     ______________________ ლარი,

                        (ციფრებით)                          (სიტყვიერად)

 

შემდგომში დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების, პრივატიზების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე – www.eauction.ge მოწყობილ  აუქციონზე  ჩატარებული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:

აუქციონის დაწყების თარიღი: __________________________ 

აუქციონის დამთავრების თარიღი:  ______________________

აუქციონის № _______________________________________

აუქციონის ლოტის № _________________________________

ბიჯის ოდენობა ______________________________________

საგარანტიო თანხის ოდენობა____________________________

მის მიერ  შემოთავაზებული ყველაზე მაღალი ფასის ______     (______________________) ლარის                                                                                       

                                                                                            (ციფრებით)                (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი’’, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილების და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცემა ______________________________________________

            (ქონების დასახელება, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან,

მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე____________________________________________________________________________

საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი, სარეგისტრაციო ნომერი, უძრავი ქონების ფართობი,  ქონების სხვა აღწერილობა)

შემდგომში – ქონება. აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის საფუძველზე, _____________  კალენდარული დღის ვადაში, დმანისის მუნიციპალიტეტის მერსა და დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს შორის ფორმდება წერილობითი ნასყიდობის ხელშეკრულება.

- მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი      

                 ___________________                               (__________________________) ლარი

                            (ციფრებით)                                                       (სიტყვიერად)

 

სრულად გადაიხადოს ნასყიდობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ____________ კალენდარული დღის ვადაში, შემდეგ საბანკო ანგარიშის ნომერზე:

სახაზინო კოდი ___________________

- აუქციონში გამარჯვებულ პირს ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას;

- აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი /გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია/ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში, თუ:

ა) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა;

ბ) აუქციონში გამარჯვებულმა, აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში, სრულად არ გადაიხადა დმანისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება.

- ოქმის მოქმედების პერიოდში შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული დმანისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად დაფარვამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში, ამასთან, ქონების შემძენს, საკუთრების უფლების დადასტურებამდე, დმანისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება, დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ გადაცემული ქონება საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს, ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

- დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას, ქონების შემძენზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ;

- თუ მყიდველი უპირობო აუქციონში გამარჯვებისას დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების სრულ ღირებულებას, მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება დმანისის მუნიციპალიტეტის ქონებაზე,  ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება.

- წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

- აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) შესაბამისი სარეგისტრაციო მოწმობა;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით - წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.

 

აუქციონატორი:                                                 / -------------------------- /                     /----------------------------/

                                                                               სახელი, გვარი                                        ხელმოწერა

 

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) :     / ---------------------/                 / -------------------------/

                                                                               სახელი, გვარი                                       ხელმოწერა.

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 18.07.2018 წ.

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი, 14.08.2018 წ.


+
დანართი №2

დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №

„––––––“ „–––––––––––“ 20 წ .

   (რიცხვი, თვე, წელი)                                                                                                                              ქ.დმანისი

1. ეს ოქმი გაიცა ------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო დოკუმენტების მონაცემები)

2. მასზედ, რომ „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის შესაბამისად დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან) ქონების საწყისი ფასი

----------------------------- (-----------------------------------------)

სიტყვიერად                     ციფრებით

3. შემდგომში პრივატიზების მიზნით, ელექტრონული აუქციონის საშუალებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე – www.eauction.ge  201-- წლის „-------” “---------- --------------

მოწყობილ აუქციონზე,

ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:

აუქციონის დაწყების თარიღი: -----------------------------------------------

აუქციონის დამთავრების თარიღი:  -----------------------------------------

აუქციონის № -------------------------------------------------------------------

აუქციონის ლოტის № ---------------------------------------------------------

ბიჯის ოდენობა: ---------------------------------------------------------------

საგარანტიო თანხის ოდენობა: -----------------------------------------------

მის მიერ შემოთავაზებული ფასის: ---------------------------(-----------------------------------------) ლარი

                                                             ციფრებით                                     სიტყვიერად               საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის და წინამდებარე ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადაეცა დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან/მარეგისტრირებელი ორგანოდან, მათ შორის, ინფორმაცია ქონების დატვირთვის თაობაზე)

(შემდგომში – ქონება)

4. მყიდველი ვალდებულია აუქციონზე შეძენილი ქონების საფასური:

------------------------------ (----------------------------------------------------------------------) ლარი

               (ციფრით)                        (სიტყვიერად)

გადაიხადოს ------------------------------------------------------------------- ვადაში (აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში) შემდეგ საბანკო ანგარიშზე:

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

5. მყიდველს გადახდილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება ანგარიშსწორებისას.

6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:

ა) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ბ) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

გ) --------------------------------------------------------------------------------------------------------------------

დ) და. ა.შ

7. მყიდველს გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე.

8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გადაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში მყიდველი ვალდებულია, ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით. ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.

9. ოქმით ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.

10. ოქმით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა:

ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში გადაუხდელი თანხის 0,1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში–დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

გ) მყიდველის მიერ ოქმის სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0,05%-ს.

11. აუქციონში გამარჯვებული პირის მიერ, საბოლოო თანხის ამავე აუქციონის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში გამყიდველის მიერ აუქციონის შედეგი განიხილება გაუქმების საფუძვლად და გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ უბრუნდება.

12. ოქმით გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების გაუქმების საფუძვლად.

13. დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულების შერულების პირობით.

14. მყიდველი ვალდებულია ოქმით ნაკისრი ვალდებულებები, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ, აგრეთვე დაარეგისტრიროს საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში.

15. ოქმიდან წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

16. ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ორი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.

17. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს ამ ოქმს.

18. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

აუქციონატორი:   /---------------------------------------------/ /------------------------/

სახელი, გვარი                      ხელმოწერა

აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი): /----------------------------------- / / -----------------------/

                                                                         სახელი, გვარი              ხელმოწერა

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 18.07.2018 წ.

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 11.11.2019 წ.


+
დანართი №3

 

 

                                                                                                                                                                                                                                                                                                                  საქართველო  

 

 

დმანისის მუნიციპალიტეტი

                                 საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა                                                     

  №

 

ეძლევა -------------------------------------------------------------------------------------------

                   (მესაკუთრის სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მისი მისამართი)

 

მასზე, რომ მას გადაეცა საკუთრებაში, ----------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების რაოდენობრივი მაჩვენებელი: წილის ოდენობა; უძრავი ქონების ფართობი)

 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(საიდენტიფიკაციო მონაცემები: საკადასტრო/საიდენტიფიკაციო კოდი; სარეგისტრაციო ნომერი)

 

საფუძველი:

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ოქმის და ხელშეკრულების დასახელება, თარიღი და ნომერი)

 

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მოწმობა  შედგენილია  3  ეგზემპლარად,  ორი ეგზემპლარი გადაეცემა მესაკუთრეს, რომელიც ერთ ეგზემპლიარს წარუდგენს შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოს, ხოლო  მესამე ეგზემპლიარი  ინახება დმანისის მუნიციპალიტეტის მერიაში. მოწმობა ძალაშია აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმთან და ნასყიდობის ხელშეკრულებასთან ერთად, რომელიც მოწმობის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს.

 

მოწმობა გაცემულია  -------------------------------

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი  --------------------------------------

                                                                      (ხელმოწერა)  ბ.ა.

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №33 - ვებგვერდი, 18.07.2018 წ.

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი, 14.08.2018 წ.


+
დანართი N4

დმანისის მუნიციპალიტეტი

  ნასყიდობის ხელშეკრულება  №

         ___ ____ ____                                                                                                          ქალაქი დმანისი

რიცხვი თვე წელი

  ხელშეკრულების მხარეები :

წინამდებარე ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდგომში – ხელშეკრულება ) გაფორმდა , ერთი მხრივ , დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა _____________________ (შემდგომში – ,,გამყიდველი “), და მეორე მხრივ , დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების შემძენს _____________________ (პ /ნ ____________) (შემდგომში – ,,მყიდველი ”) წარმოდგენილი ______________________ (პ /ნ ________________) სახით , მოქმედი ___________________________________________________________________________ უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები საფუძველზე , „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის ’’ საქართველოს ორგანული კანონის 120-ე მუხლის მეორე ნაწილის , 20__) წლის ____________ № ___ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმისა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად , ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე :

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .

მუხლი  1.  ხელშეკრულების საგანი

1. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში „გამყიდველი “, „მყიდველს “, რომელიც არის დმანისის მუნიციპალიტეტის მიერ ___________________________ჩატარებულ აუქციონში გამარჯვებული პირი , ______________________ „აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის “ საფუძველზე გადასცემს დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ _________________________________________________________________________________ (ქონების დასახელება , მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან /მარეგისტრირებელი ორგანოდან , მათ შორის ინფორმაცია ქონების დატვირთვის ან /და ვალდებულებების თაობაზე )

__________________________________________________________________________________ (საკადასტრო /საიდენტიფიკაციო კოდი , სარეგისტრაციო ნომერი , უძრავი ქონების ფართობი , ქონების სხვა აღწერილობა ) ქონებას (შემდგომში – „ხელშეკრულების საგანი “).

2. „გამყიდველი “ აცხადებს , რომ „ხელშეკრულების საგანი “ ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლოა და შეესაბამება აუქციონის განაცხადში აღნიშნულ პირობებს , რასაც „მყიდველი “ არ ხდის სადავოდ და წინამდებარე ხელშეკრულებას ხელმოწერით ადასტურებს .

3. „ხელშეკრულების საგანი “ ნივთობრივად უნაკლოა , თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა . თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული , მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება , თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისთვის . ნაკლს უთანაბრდება , თუ გამყიდველი გადასცემს ნივთის მხოლოდ ერთ ნაწილს , სულ სხვა ნივთს , მცირე რაოდენობით , ან , თუ ნივთის ერთი ნაწილი ნაკლის მქონეა , გარდა იმ შემთხვევისა , როცა ნაკლი არსებით გავლენას ვერ მოახდენს შესრულებაზე .

4. ამ მუხლის მიზნებისათვის უფლებრივად უნაკლო მდგომარეობის ქვეშ „მხარეები “ გულისხმობენ იმას , რომ მესამე პირს არ შეუძლია წაუყენოს მოთხოვნები „მყიდველს “ „ხელშეკრულების საგნის “ გამო .

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .

მუხლი  2.  ხელშეკრულების ფასი და ანგარიშსწორების წესი

 1. „მყიდველი “ ვალდებულია აუქციონზე დაფიქსირებული ქონების საბოლოო საპრივატიზებო თანხა ________________ (________________________) ლარი (ციფრებით ) (სიტყვიერად ) სრულად გადაიხადოს №___ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელ ოქმში განსაზღვრული პირობებით , ხელშეკრულების გაფორმებიდან ______________ კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე : სახაზინო კოდი _____________________________________________________________________

2. „მყიდველს “ გადახდილი ბე /უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება საბოლოო ანგარიშსწორებისას :

3. აუქციონის შედეგები უქმდება და აუქციონში გამარჯვებულის მიერ წარდგენილი /გადახდილი უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია /ბე სრულად ირიცხება შესაბამის ბიუჯეტში , თუ :

ა ) აუქციონში გამარჯვებულმა ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი განაცხადა ;

ბ ) აუქციონში გამარჯვებულმა , აუქციონატორის მიერ განსაზღვრულ ვადაში , სრულად არ გადაიხადა დმანისის მუნიციპალიტეტის შეძენილი ქონების სრული ღირებულება .

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .

მუხლი 3.  მხარეთა უფლება - მოვალეობები

1. „გამყიდველს “ უფლება აქვს :

ა ) მოითხოვოს „მყიდველისგან “ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ;

 ბ ) წინამდებარე ხელშეკრულების პირობების „მყიდველის “ მიერ უხეშად დარღვევის შემთხვევაში , ასევე სხვა პატივსადები მიზეზების არსებობისას , მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა ;

გ ) „მყიდველის “ მიერ საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდისა და მასზე საკუთრების მოწმობის გაცემამდე „ხელშეკრულების საგნის “ გასხვისების , დაგირავების ან /და სხვაგვარად დატვირთვის გამოყენების შემთხვევაში მოითხოვოს ხელშეკრულების დაუყოვნებლივი შეწყვეტა ;

დ ) ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში , საკუთრების მოწმობის გაცემამდე ქონების „მყიდველის “ ბრალეულობით დაზიანების შემთხვევაში , გონივრულ ვადაში „მყიდველს “ მოსთხოვოს გადაცემული ქონების აღდგენა , ზიანის ანაზღაურება , ასევე მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა ;

ე ) „მყიდველზე “ საკუთრებაში გადასვლამდე ნებისმიერ დროს დაათვალიეროს და შეამოწმოს „ხელშეკრულების საგანი “, მიიღოს მასთან დაკავშირებული ინფორმაცია .

2. „გამყიდველი “ ვალდებულია :

ა ) „მყიდველს “ გადასცეს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით , მაგრამ მყიდველს არ წარმოეშობა უფლებები ნივთის ნაკლის გამო , თუ ხელშეკრულების დადების მომენტში მან იცოდა ამის შესახებ ;

ბ ) თუ ნივთს აღმოაჩნდება ნაკლი , რომელიც აუქციონის გამოცხადებისა და ხელშეკრულების დადებისას არ ყოფილა „მყიდველისთვის “ ცნობილი , დაუყოვნებლივ გამოასწოროს იგი თავისი ხარჯებით . უმნიშვნელო ნაკლი მხედველობაში არ მიიღება .

3. „მყიდველს “ უფლება აქვს :

ა ) მოსთხოვოს „გამყიდველს “ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადახდის შემდეგომ საკუთრების მოწმობის გონივრულ ვადაში გაცემა ;

ბ ) გააუმჯობესოს „ხელშეკრულების საგანი “ „გამყიდველის “ თანხმობით საკუთრებაში გადაცემამდე .

 4. „მყიდველი “ ვალდებულია :

ა ) გადაიხადოს ქონების სრული ღირებულება წინამდებარე ხელშეკრულების მე -2 მუხლით დადგენილი ოდენობით და დაიცვას ამავე მუხლით გაწერილი ანგარიშსწორების წესები ;

ბ ) საკუთარი სახსრებით დაფაროს „ხელშეკრულების საგნის “ შესაბამის რეესტრში რეგისტრაციისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენისათვის გაწეული საზღაური .

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .

მუხლი  4.  მხარეთა პასუხისმგებლობა და ფორსმაჟორი

1. მხარეები წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში პასუხს აგებენ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

2. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა პასუხისმგებლობა არ დგება დაუძლეველი ძალის მოქმედების შემთხვევაში , თუკი ის პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე .

 3. წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისათვის , „დაუძლეველი ძალის “ ქვეშ მხარეები გულისხმობენ გარემოებებს (სტიქიური უბედურება , ეპიდემია , საომარი მდგომარეობა ), რომელთა დადგომა ან /და ზემოქმედება მხარეებს არ შეეძლოთ თავიდან აეცილებინათ .

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .

მუხლი   5.   დამატებითი პირობები და ვალდებულებები

1. „ხელშეკრულების საგნის “ პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის შეძენილი ქონების ღირებულების სრულად გადახდის , საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და შეძენილი ქონების შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ .

2. თუ მყიდველი უპირობო აუქციონში გამარჯვებისას დადგენილ ვადებში არ გადაიხდის „ხელშეკრულების საგნის “ სრულ ღირებულებას , მას არ გადაეცემა საკუთრების უფლება „ხელშეკრულების საგანზე “, ბე /უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია არ დაუბრუნდება და გაწეული ხარჯები არ აუნაზღაურდება .

 3. „ხელშეკრულების საგნის “ ღირებულების სრულად დაფარვამდე მყიდველს ქონება გადაეცემა პირობადებულ საკუთრებაში . ამასთან , მყიდველს , საკუთრების უფლების დადასტურებამდე , გამყიდველთან შეთანხმების გარეშე არა აქვს უფლება „ხელშეკრულების საგანი “ საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადასცეს სხვა პირს ან უფლებრივად დატვირთოს . ამასთან , იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა -პატრონობასა და დაცვაზე .

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .

მუხლი  6.  ხელშეკრულების შეწყვეტა

1. წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია :

ა ) დადგენილ ვადაში საბოლოო საპრივატიზებო თანხის გადაუხდელობა ;

ბ ) ხელშეკრულების პირობების დარღვევა ;

გ ) ნასყიდობის ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა .

2. ზემოაღნიშნული გარემოებების არსებობისას , მყიდველს ბეს თანხა არ უბრუნდება და ხელშეკრულება უქმდება .

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .

მუხლი  7.  დასკვნითი დებულებები

1. ხელშეკრულება იდება ქართულ ენაზე , თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3 (სამი ) იდენტურ ეგზემპლარად . აქედან , ერთი რჩება გამყიდველს , ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს , რომელიც ერთ ეგზემპლარს წარუდგენს ქონების მარეგისტრირებელ ორგანოს .

2. წინამდებარე ხელშეკრულებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება მოლაპარაკების გზით , ხოლო იმ შემთხვევაში , თუ შეთანხმება ვერ მოხერხდა , მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად – საერთო სასამართლოს მეშვეობით .

3. დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე სასარჩელო ხანდაზმულობის ვადაა 3 (სამი ) წელი .

 4. საკითხები , რომლებიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე ხელშეკრულებით , წესრიგდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად .

5. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეების მიერ ხელმოწერისთანავე .

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .

მუხლი  8.  მხარეთა რეკვიზიტები და ხელმოწერა

 

დმანისის მუნიციპალიტეტის მერი ______________________ _________________________         

                                                                                                              (ხელმოწერა )  ბ .ა .

                                                                                                                   

მყიდველი             ___________________________ ____________________________________

                                          (სახელი და გვარი )                                    (ხელმოწერა )

 

დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 9 აგვისტოს დადგენილება №41 - ვებგვერდი , 14.08.2018 წ .


+
დანართი №5

დმანისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი და სხვა) გადაცემისას ელექტრონული (პირობით/უპირობოდ)  აუქციონის  გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №

--------      ------     --------------                                                                                                                                    ქ. დმანისი

რიცხვი       თვე           წელი

წინამდებარე ოქმი  გაიცა

--------------------------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------

აუქციონში გამარჯვებულის (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება, პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო კოდი, მისამართი და წარმომადგენლის/მინდობილი პირის სახელი, გვარი და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

მასზედ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად,

---------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------

ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები შესაბამისი რეესტრიდან

დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების სარგებლობის მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე – www.eauction.ge  მოწყობილ  აუქციონის

ჩატარებული ელექტრონული აუქციონის შესახებ ინფორმაცია:

აუქციონის დაწყების თარიღი: --------------------------------------

აუქციონის დამთავრების თარიღი:  --------------------------------

აუქციონის №   --------------------------------------------------------

აუქციონის ლოტის №  -----------------------------------------------

ბიჯის ოდენობა   -------------    (-------------------------------------) ლარი

                     (ციფრებით)                             (სიტყვიერად)

საგარანტიო თანხის ოდენობა     -------------    (----------------------------------------------------) ლარი

                                                  (ციფრებით)              (სიტყვიერად)

 ქონების   სარგებლობის   საწყისი  საფასური (ქირის ოდენობა) -------(----------------------------) ლარი,

                                                                                                  (ციფრებით)    (სიტყვიერად)

საფუძველზე, ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მოსარგებლე) და მას საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საპრივატიზებო საფასურის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით დამტკიცებული წესის მოთხოვნების შესაბამისად, ოქმით  ნაკისრი  ვალდებულებების შესრულების პირობით სარგებლობაში გადაეცემა

------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------

(ქონების დასახელება, მონაცემები საჯარო რეესტრიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის ან/და ვალდებულებების თაობაზე, საკადასტრო კოდი, უძრავი ქონების ფართობი, ქონების სხვა აღწერილობა)

სარგებლობის ფორმა -------------------------------------------------------------------;

სარგებლობაში გაცემის ვადა ----------------------------------------------------------;

აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე --------– ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია:

1. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია ოქმის საფუძველზე, არაუმეტეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში აუქციონატორთან გააფორმოს სარგებლობის ხელშეკრულება, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

2. აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია ქონების ქირის საფასურის გადაიხადოს სარგებლობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ყოველკვარტალურად მომდევნო თვის ათ რიცხვამდე, შემდეგ საბანკო ანგარიშზე:  სახაზინო კოდი -----------------------------------------------------------------------------------

---------------------------------------------------------------------------------------------------------------

3. აუქციონში გამარჯვებულ პირს შეტანილი ბე/უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია ეთვლება სარგებლობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ბოლო წლის გადასახდელი ქირის ოდენობაში.

4. აუქციონში გამარჯვებული (მოსარგებლე) ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი პირობები (პირობებიანი აუქციონის შემთხვევაში):

ა)-------------------------------------------------------------------------------;

ბ) ------------------------------------------------------------------------------;

გ) ------------------------------------------------------------------------------;

დ) ------------------------------------------------------------------------------;

ე) -------------------------------------------------------------------------------;

5. წინამდებარე ოქმთან დაკავშირებული სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის დმანისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს დაპირება, რომელიც შედგენილია ქართულ ენაზე 4 (ოთხი) თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ეგზემპლარად, ორი რჩება მესაკუთრეს, ხოლო ორი გადაეცემა მოსარგებლეს.

- ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:

ა) ამონაწერი შესაბამისი რეესტრიდან;

ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია – მყიდველის ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში - უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;

გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

-მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება წინამდებარე ოქმის შინაარსს და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს მას.

აუქციონატორი:        / -------------------------- /--------------------------------------/

                                         ხელმოწერა                                 სახელი,  გვარი

აუქციონში გამარჯვებული პირი (მოსარგებლე): /----------------------- / -----------------------------------/

                                                                                                  ხელმოწერა                        სახელი,  გვარი

 

დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 7 ნოემბრის დადგენილება №22 - ვებგვერდი, 11.11.2019 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით (პირობებით/უპირობოდ) პრივატიზებისას და სარგებლობის უფლებით გადაცემისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმების, ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ“, №18, 16.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016212 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2019). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2913465-4/