სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
20.07.2015 ბოლო ცვლილება 30.06.2016
გამომცემი ორგანო
ნომერი
№360
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.018745
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (4)

შემდგომი ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №360

2015 წლის 20 ივლისი

   ქ. თბილისი

 

სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

+
მუხლი 1

1. სსიპ – ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს მიენიჭოს  კორნელი კეკელიძის სახელი და  განხორციელდეს მისი სტრუქტურული რეორგანიზაცია.

2. სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჩაითვალოს სსიპ – ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლედ.

3. ამ დადგენილებით გათვალისწინებული რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები დასრულდეს 2015 წლის 1 ნოემბრამდე. 

+
მუხლი 2
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, შეტანილ იქნეს ცვლილება „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში (სსმ,  №35, 17/03/2006,  040.030.000.10.003.000.441) და დადგენილების 34-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„34. კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი.“.

+
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „სსიპ - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციისა და „სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებათა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №360, 20.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018745 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2916632-1/