1. აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე:
ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი; ზოგადი განათლების სფეროში ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას;
ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას;
დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას;
ე) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს;
ვ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს;
ზ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით;
თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას;
ი) ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას;
კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს;
ლ) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების შესახებ;
მ) სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე;
ნ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
ო) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;
პ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას;
ჟ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ;
რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილ სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს ამ ორგანოების დებულებები, თანამდებობებზე დანიშნოს და თანამდებობებიდან გაათავისუფლოს მათი უფროსები და უფროსების მოადგილეები.
3. თუ აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65
საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372
საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211
საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302
საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4044 - სსმ I, №75,27.12.2010წ., მუხ.466
საქართველოს 2011 წლის
ივნისის
კანონი №4734
-
ვებგვერდი,.0
.2011წ.
საქართველოს 2014
წლის 28 ნოემბრის
კანონი №2822
- ვებგვერდი, 15.12.2014წ.
საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის კანონი
№102
- ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 26
ივლისის
კანონი №1227 - ვებგვერდი, 28.07.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2018 წლის 29
ივნისის
კანონი №2753
–
ვებგვერდი, 19.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №690 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 6-ჯერ.
- 24.06.2025 კანონი №690
- 16.03.2021 კანონი №338
- 29.06.2018 კანონი №2753
- 26.07.2017 კანონი №1227
- 16.12.2016 კანონი №102
- 28.11.2014 კანონი №2822
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 29. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიებზე განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროების უფლებამოსილებანი ზოგადი განათლების სფეროში 1. აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტრო შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე: ა) არის ზოგადი განათლების სისტემის მართვის ძირითადი რგოლი; ზოგადი განათლების სფეროში ატარებს ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას; ბ) უზრუნველყოფს ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას; გ) ორგანიზებას უწევს ეროვნული სასწავლო გეგმების დანერგვას; დ) სამინისტროს მიერ დამტკიცებული დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სამინისტროს მიერ დადგენილ ნორმატივებთან შესაბამისობას; ე) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შეფასებებს; ვ) სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს ზოგადსაგანმანათლებლო, სკოლისგარეშე საგანმანათლებლო და სააღმზრდელო დაწესებულებების წესდებებს; ზ) აფუძნებს სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებებს კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფორმით; თ) ამ კანონითა და ზოგადი განათლების სფეროში მოქმედი კანონქვემდებარე აქტებით დადგენილი წესით რეგისტრაციაში ატარებს საჯარო სკოლის დირექტორს, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, დირექტორის/დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მისი მოვალეობის შემსრულებელი მოადგილის, ხოლო დირექტორის მოადგილის თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში − სკოლის სხვა თანამშრომლის უფლებამოსილებასა და უფლებამოსილების შეწყვეტას და აღნიშნულ მონაცემებს სარეგისტრაციოდ უგზავნის განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას. მონაცემთა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში რეგისტრაცია იწვევს მათ ძალაში შესვლას; ი) ამ კანონით დადგენილი წესით ახორციელებს ზოგადი განათლების დაფინანსებას; კ) ატარებს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევ კონკურსს; ლ) გასცემს თანხმობას სკოლის დირექტორის შვებულებაში გასვლაზე; დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას მისი შვებულებიდან გამოძახების შესახებ; მ) სამინისტროს დასანიშნად წარუდგენს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრის კანდიდატურას; სამინისტროს წინაშე აყენებს წინადადებას მისი სამეურვეო საბჭოდან გამოწვევის თაობაზე; ნ) უფლებამოსილია გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს, რაც დადასტურებულია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული შესაბამისი გადაწყვეტილებით; ო) უფლებამოსილია ამ კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტით, 41-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 44-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დანიშნოს და გაათავისუფლოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი; პ) გამოითხოვს მასალებსა და ინფორმაციას ან ადგილზე შეისწავლის საჯარო სკოლის მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესრულებას; ჟ) სამინისტროს მიერ დადგენილი წესით იბარებს საჯარო სკოლის გასული წლის საქმიანობის ანგარიშს საქართველოს კანონმდებლობის შესრულების, სასწავლო პროცესისა და ფინანსური საქმიანობის შესახებ; რ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, ამ კანონით, განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 2. აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განათლების სფეროში უფლებამოსილ სამინისტროს უფლება აქვს, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად შექმნას, გარდაქმნას და გააუქმოს საკუთარი ტერიტორიული ორგანოები შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე, დაამტკიცოს ამ ორგანოების დებულებები, თანამდებობებზე დანიშნოს და თანამდებობებიდან გაათავისუფლოს მათი უფროსები და უფროსების მოადგილეები. 3. თუ აფხაზეთის/აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ საქართველოს და შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის კანონმდებლობით განსაზღვრული არ არის განათლების სფეროში უფლებამოსილი სამინისტროს არსებობა, ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს სამინისტრო ამ კანონით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3986- სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.353 საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №790 - სსმ I, №40, 29.12.2008წ., მუხ.257 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3530 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.302 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4044 - სსმ I, №75,27.12.2010წ., მუხ.466 საქართველოს 2011 წლის 3 ივნისის კანონი №4734 - ვებგვერდი, 22 .0 6 .2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.