თავი V — ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
1. საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი:
ა) თუ დაწესებულების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია;
ბ) თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია;
გ) თუ დაწესებულება არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე;
დ)
(ამოღებულია - 11.07.2009, №1385);
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
2. კერძო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
3. საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 16.03.2021-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
- 16.03.2021 კანონი №338
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 34. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებს მისი დამფუძნებელი: ა) თუ დაწესებულების საქმიანობა ანტიკონსტიტუციურია; ბ) თუ აუცილებელია დაწესებულების ფიზიკური ან/და ადამიანური რესურსების ოპტიმიზაცია; გ) თუ დაწესებულება არსებითად გადავიდა სამეწარმეო საქმიანობაზე; დ) (ამოღებულია - 11.07.2009, №1385); ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 2. კერძო სკოლის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 3. საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება ან ერთი საჯარო სკოლის გაყოფა/გამოყოფა, აგრეთვე საჯარო სკოლის ლიკვიდაცია იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილებათა შეწყვეტას. მინისტრი რეორგანიზებულ საჯარო სკოლაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დირექტორის არჩევამდე ნიშნავს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, რომელიც სამეურვეო საბჭოს არჩევამდე უფლებამოსილია განახორციელოს სამეურვეო საბჭოს უფლებამოსილებანი, გარდა სამინისტროს მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. საქართველოს 2006 წლის 27 დეკემბრის კანონი №4129 - სსმ I, №49, 29.12.2006წ., მუხ.372 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №ას-1152-1081-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.10.2012
…მიმდინარე საქმიანობას და შეიმუშავებს რეკომენდაციებს აღნიშნული დაწესებულების საქმიანობის გაგრძელების მიზანშეწონილობისა და ამ დაწესებულების მოსწავლეთა სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში განთავსების შესაძლებლობის თაობაზე. ამავე კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების გაერთიანება/მიერთება, აგრეთვე, საჯარო სკოლის ლიკვიდაცია, იწვევს რეორგანიზებული და ლიკვიდირებული საჯარო სკოლების მართვის ორგანოების უფლებამოსილების შეწყვეტას.
- საქმე №ას-1314-1334-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.11.2011
…დასკვნა, რომ, დაწყებითი კლასის მოსწავლეთა რაოდენობის სიმცირის გამო, საჭირო გახდა დაწყებითი კლასების პედაგოგთა შემცირება და 17 მასწავლებლიდან ც.კ-ის გარდა სამსახურიდან გათავისუფლდა 11 მასწავლებელი, უსაფუძვლოა და არ გამომდინარებს «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტის «ბ» ქვეპუნქტის, მე-2 მუხლის «ჟ» ქვეპუნქტისა და 58-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებიდან.
- საქმე №ბს-353-334(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 17.10.2007
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «ზოგადი განათლების შესახებ» საქართველოს კანონის 34-ე მუხლის თანახმად, საჯარო სკოლის რეორგანიზაციას ან ლიკვიდაციას ახორციელებდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
- საქმე №ბს-236-224(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 02.08.2007
¹191 ბრძანების, “ზოგადი განათლების შესახებ” კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ნ" ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის,,ბ” ქვეპუნქტის, “განათლების შესახებ” კანონის 28-ე მუხლის პირველი პუნქტის,.........-ის საჯარო სკოლის დირექტორის 08.10.05წ.
- საქმე №ბს-197-186(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.07.2007
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიუთითებს “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, საჯარო სკოლის რეორგანიზაცია, რომელსაც ახლავს საჯარო სკოლების…
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება