1. სამეურვეო
საბჭოს
წევრი
არ
შეიძლება
იყოს
სკოლის
დირექციის
წევრი
.
სამეურვეო
საბჭოში
,როგორც
მოსწავლის
მშობელი,არ
შეიძლება
იყოს
პირი
,რომელსაც ამავე
სკოლასთან
აქვს
შრომითი
ურთიერთობა
.
2. კერძო
სამართლის
იურიდიული
პირები,რომლებიც
ახორციელებენ
ზოგადსაგანმანათლებლო,უმაღლეს
ან/და
პროფესიულ
საგანმანათლებლო
პროგრამებს
,არ
შეიძლება
იყენებდნენ
ამ
პროგრამების
განმახორციელებელი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირების
სარგებლობაში
არსებულ
უძრავ
ქონებას
.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომლებიც ახორციელებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას.
3. საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების (გარდა შრომითი ხელშეკრულებისა) მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონის მიზნებისთვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი.
4. საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში.
5. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტისა და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში.
6. საჯარო სკოლის დირექციის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში.
საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76
საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5609 - სსმ I, №46, 24.12.2007წ., მუხ.400
საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211
საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №48, 29.12.2009წ., მუხ.365
საქართველოს 2015 წლის
ოქტომბრის კანონი
№
4356
- ვებგვერდი,11.11.
2015
წ.
საქართველოს 2016 წლის 21
დეკემბრის კანონი
№134
- ვებგვერდი, 28.12.2016წ.
საქართველოს 2016 წლის 16
დეკემბრის კანონი
№102
- ვებგვერდი, 05.01.2017წ.
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2218 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 30.11.2022-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
- 30.11.2022 კანონი №2218
- 16.03.2021 კანონი №338
- 16.12.2016 კანონი №102
- 21.12.2016 კანონი №134
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 36. ინტერესთა კონფლიქტი 1. სამეურვეო საბჭოს წევრი არ შეიძლება იყოს სკოლის დირექციის წევრი . სამეურვეო საბჭოში , როგორც მოსწავლის მშობელი, არ შეიძლება იყოს პირი , რომელსაც ამავე სკოლასთან აქვს შრომითი ურთიერთობა . 2. კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს , არ შეიძლება იყენებდნენ ამ პროგრამების განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას . 21. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – სახელოვნებო/სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაზე და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირზე – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაზე, რომლებიც ახორციელებენ „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას. 3. საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების (გარდა შრომითი ხელშეკრულებისა) მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი. ამ კანონის მიზნებისთვის „ახლო ნათესავში“ იგულისხმება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი. 4. საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა. თუ სამეურვეო საბჭოს წევრი გარიგების მეორე მხარის ახლო ნათესავია, იგი არ მონაწილეობს კენჭისყრაში. 5. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს, დისციპლინური კომიტეტისა და სააპელაციო კომიტეტის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში. 6. საჯარო სკოლის დირექციის წევრები არ შეიძლება იყვნენ ერთმანეთის ახლო ნათესავები. გამონაკლისის დაშვება შეიძლება სამინისტროს თანხმობით, მცირეკონტინგენტიან საჯარო სკოლებში. საქართველოს 2007 წლის 2 მარტის კანონი №4412 - სსმ I, №8, 23.03.2007წ., მუხ.76 საქართველოს 2007 წლის 14 დეკემბრის კანონი №5609 - სსმ I, №46, 24.12.2007წ., მუხ.400 საქართველოს 2008 წლის 18 ნოემბრის კანონი №497 – სსმ I, №33, 01.12.2008 წ., მუხ.211 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2380 - სსმ I, №48, 29.12.2009წ., მუხ.365 საქართველოს 2015 წლის 27 ოქტომბრის კანონი № 4356 - ვებგვერდი, 11.11. 2015 წ. თავისაქართველოს VII.2018 ზოგადსაგანმანათლებლოწლის დაწესებულების5 სამეურვეოივლისის საბჭოკანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(5)
- საქმე №2კ-469აპ.-24 · უზენაესი სასამართლო — სისხლის სამართლის საქმეთა პალატა · 26.09.2024
…შეადგინა 1 660 ლარი. · ი. ხ-ე საქართველოს მეცნიერებისა და განათლების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის -- ბრძანებით 2013 წლის 25 ივლისამდე მუშაობდა სსიპ „ხ-ის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭ-ის საჯარო სკოლის“ დირექტორის თანამდებობაზე. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საჯარო სკოლის დირექტორსა და მის ახლო ნათესავს შორის შრომითი ხელშეკრულების დასადებად სავალდებულოა სამეურვეო საბჭოს თანხმობა.
- საქმე №ას-955-898-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.09.2012
…ხელშეკრულების მოქმედების ვადა – 24 თვით. სსიპ ქ.ბათუმის №7 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2011 წლის 15 სექტემბრის №01-08/30 ბრძანებით,,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 36-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 58-ე მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე 2011 წლის 13 აპრილს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება გაუქმდა.
- საქმე №ას-282-604-09 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.06.2009
სადავო დაშენებით ილახება «ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 36.2 მუხლითა და სამოქალაქო კოდექსის 150-ე მუხლით გათვალისწინებული მოსარჩელის უფლებები.
- საქმე №ბს-872-839(კ-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 09.12.2008
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები: “ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 36.2 მუხლის შესაბამისად, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ახორციელებდნენ ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლეს ან/და პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს, არ შეიძლებოდა ეფუნქციონირა ერთ შენობაში.
- საქმე №210210017001802765 · თბილისის სააპელაციო სასამართლო · 08.04.2019
სამეურვეო საბჭოს თანხმობა ახლო ნათესავის დასაქმებაზე გათვალისწინებულია „ზოგადი განათლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით, რომლის სათაურია,,ინტერესთა კონფლიქტი’’. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ დადებული გარიგების, გარდა შრომითი ხელშეკრულებისა, მეორე მხარე არ შეიძლება იყოს სკოლის დირექტორი, დირექციის სხვა წევრი, სამეურვეო საბჭოს წევრი ან ამ პირთა ახლო ნათესავი.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება