1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი.
2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა.
21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე.
3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც:
ა) ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით;
ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს:
ბ.ა) სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა. მისი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და აღნიშნული დაწესებულების წესდებით;
ბ.ბ) განსხვავებული სტრუქტურა.
4. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე.
საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65
საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85
საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187
საქართველოს 2018 წლის 5
ივლისის
კანონი №3025
–
ვებგვერდი,11.07.2018წ.
საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №338 – ვებგვერდი, 18.03.2021წ.
საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3524 – ვებგვერდი, 12.10.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 21.09.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 21.09.2023 კანონი №3524
- 16.03.2021 კანონი №338
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (17.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 35. პასუხისმგებლობა და სტრუქტურა 1. საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და სამინისტროს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებისთვის, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესისა და ფინანსების მიზნობრივი ხარჯვისთვის თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია ამ საჯარო სკოლის დირექტორი, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ან/და სტრუქტურული ერთეულის წევრი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურა მოიცავს პედაგოგიურ საბჭოს, სამეურვეო საბჭოს, დირექციას, მოსწავლეთა თვითმმართველობას და დისციპლინურ კომიტეტს. დისციპლინური კომიტეტის გადაწყვეტილებების გასაჩივრების მიზნით შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სააპელაციო კომიტეტის არსებობა. 21. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული საჯარო სკოლის თითოეული სტრუქტურული ერთეული პასუხისმგებელია თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებზე. 3. იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც: ა) ახორციელებს პროფილურ სახელოვნებო განათლებასა და მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა, რომლის არჩევის/დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და დაწესებულების წესდებით; ბ) ახორციელებს სამხედრო მომზადებას, შეიძლება წესდებით გათვალისწინებული იყოს: ბ.ა) სამხედრო ხელმძღვანელის თანამდებობის არსებობა. მისი დანიშვნის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ კანონითა და აღნიშნული დაწესებულების წესდებით; ბ.ბ) განსხვავებული სტრუქტურა. 4. საჯარო სკოლის მართვა ხორციელდება საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპის საფუძველზე. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2793 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.65 საქართველოს 2009 წლის 11 ივლისის კანონი №1385 - სსმ I, №18, 23.07.2009წ., მუხ.85 საქართველოს 2010 წლის 4 მაისის კანონი №3068 - სსმ I, №27, 24.05.2010წ., მუხ.187 საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3025 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(21)
- საქმე №ას-1012-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2025
…მე-2 პუნქტის,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ და ფინანსურ ავტონომიას. 33. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მიხედვით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში იქმნება თვითმმართველობის შემდეგი სუბიექტები - სამეურვეო საბჭო, დირექცია, პედაგოგიური საბჭო, მოსწავლეთა თვითმმართველობა, დისციპლინური კომიტეტი.
- საქმე №ას-1306-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.03.2024
დასკვნის თანახმად, მიჩნეულია, რომ აღნიშნული ქმედებებით დარღვეულია „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლითაც სკოლა პასუხისმგებელია სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე, თუმცა აღნიშნული უნდა განხორციელდეს იმ ფორმით და საშუალებით, რომ დაცული იქნეს როგორც მოსწავლეების, ასევე მასწავლებლების კანონიერი ინტერესი.
- საქმე №ას-1167-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.06.2023
საკასაციო სასამართლო მიუთითებს,,,ზოგადი განათლების შესახებ’ ’ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე რომლის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და…
- საქმე №ას-641-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.09.2020
…ნ.ჭ–ის მიმართ. ამ დასკვნის მიხედვით დადგენილია, რომ სკოლაში 2014 წლის სექტემბრიდან 2016 წლის მარტის თვემდე, არ ხდებოდა სამსახურში პედაგოგთა და თანამშრომელთა ყოველდღიურად მოსვლა/წასვლის აღრიცხვა.,,ზოგადი განათლების შესახებ’ ’ კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის მიერ ეროვნული სასწავლო გეგმის, ზოგადი განათლების სფეროში საქართველოს კანონმდებლობისა და საქართველოს…
- საქმე №ას-887-854-2016(b) · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
მას ყურადღება არ გაუმახვილებია დარღვევის სიმძიმეზე, არ დაუსაბუთებია, გამოვლენილი გადაცდომა რატომ არ წარმოადგენდა შრომითი მოვალეობის უხეშ დარღვევას, რომლის ოდენობაც შეადგენდა 22-ს, მაშინ, როდესაც „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად, სწორედ სკოლის დირექტორი წარმოადგენდა ვალდებულ პირს, ეზრუნა ზოგადი განათლების სფეროში დასახული მიზნების მიღწევისათვის, მათ შორის,…
- საქმე №ას-200-187-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.05.2015
- საქმე №ას-1190-1132-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 06.02.2015
- საქმე №ას-997-955-2013 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.03.2014
- საქმე №ას-1297-1224-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 19.11.2012
- საქმე №ას-952-895-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.10.2012
- საქმე №ას-556-524-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.05.2012
- საქმე №ას-65-62-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 02.03.2012
- საქმე №ას-82-78-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.02.2012
- საქმე №ას-24-24-2012 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.02.2012
- საქმე №ას-1035-1066-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 03.10.2011
- საქმე №110210015001097099 · საქართველოს უზენაესი სასამართლო · 08.02.2019
- საქმე №010210019002265687 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 31.07.2019
- საქმე №020332118700050259 · ქუთაისის სააპელაციო სასამართლო · 13.12.2018
- საქმე №010210018002265687 · ბათუმის საქალაქო სასამართლო · 01.03.2019
- საქმე №240210016001525436 · სენაკის რაიონული სასამართლო · 30.10.2018
- საქმე №080210017001841704 · ქუთაისის საქალაქო სასამართლო · 23.02.2018
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ზოგადი განათლების შესახებ, კონსოლიდირებული რედაქცია 04.02.2026.
გამოქვეყნება: სსმ, 20, 04/05/2005.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება