კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2015 ბოლო ცვლილება 23.01.2026
ნომერი
№211
სარეგისტრაციო კოდი
360160000.22.023.016334
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 04/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
1 +
 

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის

ბრძანება №211

2015 წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ

1. დამტკიცდეს კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების თანდართული წესი.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიგიგლა აგულაშვილი
+



კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესი

+
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესი (შემდგომში –  წესი)  განსაზღვრავს საქართველოს ნარჩენების მართვის კოდექსის მე-14 მუხლით გათვალისწინებული პირების მიერ ნარჩენების მართვის გეგმის (შემდგომში – გეგმა) შემუშავების, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – გარემოს ეროვნულ სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) წარდგენის, განხილვისა და შეთანხმების პროცედურებსა და პირობებს.
2. გეგმა უნდა აკმაყოფილებდეს ნარჩენების მართვის კოდექსის მოთხოვნებს და  შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას.
3. გეგმა არ უნდა აღემატებოდეს 3 წელს. წარმოქმნილი ნარჩენების სახეობის, რაოდენობის და დამუშავების პროცესში არსებითი ცვლილებების შეტანის შემთხვევაში უნდა განახლდეს გეგმა და განხილვისა და შეთანხმების მიზნით წარედგინოს სააგენტოს.
4. ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ტერმინებს. 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.


+
მუხლი 2. რეგულირების სფერო
ეს წესი ვრცელდება ფიზიკურ ან იურიდიულ პირებზე (შემდგომში – დაინტერესებული პირი), რომელთა საქმიანობის შედეგად წლის განმავლობაში  წარმოიქმნება:
ა) 200 ტონაზე მეტი არასახიფათო ნარჩენი;
ბ) 1000 ტონაზე მეტი ინერტული ნარჩენი;
გ) ნებისმიერი რაოდენობის სახიფათო ნარჩენი.

+
მუხლი 3. გეგმის შინაარსი
1. გეგმა შედგება შესავალი, აღწერილობითი და დასკვნითი ნაწილებისაგან.
2. შესავალი ნაწილი უნდა შეიცავდეს დაინტერესებული პირის შესახებ შემდეგ ინფორმაციას: 
ა) სრული სახელწოდება;
ბ) სამართლებრივი ფორმა;
გ) იურიდიული მისამართი, მათ შორის, ფილიალის/წარმომადგენლობის მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
დ) რეგისტრაციის თარიღი;
ე) საიდენტიფიკაციო ნომერი;
ვ) ხელმძღვანელის და გარემოსდაცვითი მმართველის სახელი, გვარი, ელექტრონული  ფოსტის მისამართი, ტელეფონისა და ფაქსის ნომრები;
ზ) საქმიანობის დეტალური აღწერა.
3. აღწერილობითი ნაწილი უნდა შეიცავდეს წლის განმავლობაში წარმოქმნილი თითოეული სახეობის ნარჩენების შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ბ) ფიზიკური მდგომარეობა;
გ) ნარჩენების რაოდენობა;
დ) სახიფათო ნარჩენის შემთხვევაში - მისი განმსაზღვრელი მახასიათებელი, კოდექსის III დანართის შესაბამისად.
4. დასკვნითი ნაწილი უნდა შეიცავდეს ნარჩენების მართვის შესახებ შემდეგ ინფორმაციას:
ა) ნარჩენების პრევენციისა და აღდგენისთვის განსახორციელებელ ღონისძიებები;
ბ) წარმოქმნილი ნარჩენის შეგროვების და ტრანსპორტირების მეთოდები;
გ) სეპარირების მეთოდის აღწერა, განსაკუთრებით - სახიფათო ნარჩენების სხვა ნარჩენებისგან განცალკევების შესახებ;
დ) წარმოქმნილი ნარჩენების დროებითი შენახვის მეთოდები და პირობები;
ე) ნარჩენების დამუშავებისთვის გამოყენებული მეთოდები, დამუშავების ოპერაციის კოდის მითითებით – კოდექსის I და II დანართების მიხედვით;
ვ) სახიფათო ნარჩენების უსაფრთხო მართვისათვის ზომებისა და მომუშავე პერსონალის შესაბამისი სწავლების ღონისძიებები;
ზ) იმ პირის შესახებ ინფორმაცია, რომელსაც გადაეცემა ნარჩენები შეგროვების, ტრანსპორტირების ან/და  დამუშავების მიზნით, შესაბამისი ნებართვის ან/და რეგისტრაციის მონაცემების მითითებით.
5. თუ გეგმა გათვალისწინებულია ერთ წელზე მეტი ვადით, ნარჩენების  შესახებ ინფორმაცია  უნდა მიეთითოს წლების მიხედვით, ცალ-ცალკე, ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად.
6. გეგმის განხილვისა და შეთანხმების პროცესში სააგენტო უფლებამოსილია მოითხოვოს  სხვა დამატებითი ინფორმაცია ან/და მისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.


+
მუხლი 4. გეგმის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება
გეგმა შემდგომი განხილვისა და შეთანხმების მიზნით, სააგენტოს წარედგინება ელექტრონული ფორმით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდის www.mepa.gov.ge მეშვეობით. სააგენტო განიხილავს წარმოდგენილ გეგმას და თანხმობის შემთხვევაში წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს მისი შეთანხმების შესახებ.
2. გეგმის განხილვისა და შეთანხმების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს.
3. იმ შემთხვევაში, თუ გეგმა ან/და თანდართული დოკუმენტები არ შეიცავს ამ წესის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ინფორმაციას ან/და წარმოდგენილია მითითებულ მოთხოვნათა დარღვევით ან/და არ შეესაბამება კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, სააგენტო წერილობით აცნობებს დაინტერესებულ პირს აღნიშნულის თაობაზე და შენიშვნების გათვალისწინებისთვის განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, მაგრამ არაუმეტეს 30 დღისა. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ჩერდება ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვადის დინება.
4. თუ დაინტერესებული პირი ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ წარმოადგენს დაზუსტებულ გეგმას ან/და შესაბამის დოკუმენტაციას, სააგენტო წარმოდგენილ გეგმას დატოვებს განუხილველად.
5. სააგენტო უფლებამოსილია მოაწყოს გეგმის განხილვა დაინტერესებულ პირთან ერთად. გეგმის განხილვისას ასევე შესაძლებელია მოწვეულ იქნეს იმ მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, სადაც დაინტერესებული პირი საქმიანობას ეწევა.
6. მოთხოვნის შემთხვევაში გეგმა ხელმისაწვდომი უნდა იყოს კოდექსით უფლებამოსილი პირებისთვის.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 1 აგვისტოს ბრძანება №2-476 - ვებგვერდი, 04.08.2025წ.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „კომპანიის ნარჩენების მართვის გეგმის განხილვისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“, №211, 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016334 (კონსოლიდირებული რედაქცია 01.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2927773-1/