წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (5)
შემდგომი ცვლილებები (3)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
2. წვევამდელის მიერ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით.
|
+
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის
ბრძანება №11
2015 წლის 1 აგვისტო
ქ.თბილისი
წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 29-ე მუხლის მე-4 პუნქტის, 51-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლისა და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №385 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ , "ბ" და „რ.ე“ ქვეპუნქტების საფუძველზე,ვბრძანებ:
+
მუხლი 1
წვევამდელმა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში (შემდგომში – სამსახური) მიღებამდე ან მიღების შემდეგ უნდა გაიაროს სპეციალური მომზადების პროგრამა სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული წესით.
+
მუხლი 2
წვევამდელს სამსახურში მიღებისას მიენიჭება სახელმწიფო უსაფრთხოების რიგითის უმცროსი სპეციალური წოდება ან შეუნარჩუნდება ადრე მინიჭებული სპეციალური წოდება.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 15.09.2015წ.
+
მუხლი 3
სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელს სამსახურში 4 წლის ვადით უწყვეტი სამსახური ჩაეთვლება სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ სამსახურის უფროსის ბრძანებით მას მიენიჭება რიგითის სამხედრო წოდება.
+
მუხლი 4
1. წვევამდელის სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ ბრძანებითა და სხვა ნორმატიული აქტებით. წვევამდელი სამსახურში მიიღება სამსახურის უფროსის მიერ ან მასთან შეთანხმებით, იმ თანამდებობაზე, რომელზეც გათვალისწინებული არ არის პირის სამხედრო წოდებით მიღება, გარდა ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
11. სამსახურის იმ თანამდებობაზე, რომელზეც გათვალისწინებულია პირის, როგორც სახელმწიფო სპეციალური, ასევე სამხედრო წოდებით მიღება, სამსახურის უფროსის მიერ, გამონაკლისის სახით, სახელმწიფო სპეციალური წოდებით შეიძლება მიღებულ იქნეს მხოლოდ უმაღლესი განათლების მქონე წვევამდელი.
2. წვევამდელის მიერ სამსახურში გაწვევით სამხედრო სავალდებულო სამსახურისა და საკონტრაქტო სამსახურის მოხდის წესი განისაზღვრება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სამხედრო სავალდებულო სამსახურის მოხდის წესის შესახებ“ სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული დებულებით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2015 წლის 15 სექტემბრის ბრძანება №50 - ვებგვერდი, 15.09.2015წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2016 წლის 20 მაისის ბრძანება №46 - ვებგვერდი, 20.05.2016წ.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის 2018 წლის 11 აპრილის ბრძანება №34 - ვებგვერდი, 11.04.2018წ.
+
მუხლი 5
საკუთარი ინიციატივით (თვითნებურად) ან ბრალეულობით (დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობა, დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა, სამხედრო მოსამსახურისთვის შეუფერებელი საქციელი) სამსახურის შეწყვეტის შემთხვევაში, წვევამდელს სამსახურში ნამსახურები პერიოდი სავალდებულო სამსახურში არ ჩაეთვლება და მისი სამართლებრივი სტატუსი და სამხედრო ვალდებულებისადმი დამოკიდებულება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
+
მუხლი 6
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 აგვისტოდან.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ბრძანება „წვევამდელის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“, №11, 01.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.63.075.016011 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.05.2016). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2929539-2/