ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (4)
შემდგომი ცვლილებები (2)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
1.1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,5 ლარი თვეში, ხოლო ლტოვილის სტატუსის მქონე პირებისათვის 0,25 ლარი თვეში.
1.2 ოჯახისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 1.5 ლარით.
1.3 ინდივიდუალური მეწარმეებისათის, იურიდიული პირებისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს დანართი №1 - ის შესაბამისად.
2. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:
2.1 სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 57000 ან 57000-ზე ნაკლებია;
2.2 სამამულო ომის მონაწილეები, ლტოლვილები, ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები;
2.3 ადგილობრივ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სუბიექტები.
|
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ზედამხედველობისა და მოსაკრებლების განყოფილება.
2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ფართის მიხედვით, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის ან/და საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე, მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიაზე სადაც არ განხორციელდება დასუფთავების მომსახურება არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი.) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე 300273189.
5. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
6. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთი ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ფართის მიხედვით.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
სახაზინო ანგარიში №300273189.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მე-2 დღიდან 20 დღის განმავლობაში.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
+
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2015 წლის 31 ივლისი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტისა და ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად, ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
+
მუხლი 1
1. დამტკიცდეს მოსაკრებელი ტყიბულის მინიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნარჩენების წარმომქმნელ სუბიექტთათვის.
1.1 ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასახლებული ტერიტორიების დასუფთავებისათვის მოსაკრებლის განაკვეთი ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს 0,5 ლარი თვეში, ხოლო ლტოვილის სტატუსის მქონე პირებისათვის 0,25 ლარი თვეში.
1.2 ოჯახისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მაქსიმალური თანხა განისაზღვროს 1.5 ლარით.
2. ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, იურიდიული პირებისათვის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი განისაზღვროს დანართი №1-ის შესაბამისად.
3. დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისაგან თავისუფლდება:
3.1 სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 65000 ან 65000-ზე ნაკლებია;
3.2 სამამულო ომის მონაწილეები, ინვალიდები და მათთან გათანაბრებული პირები, მრავალშვილიანი ოჯახები და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული პირების ოჯახები;
3.3 ადგილობრივ საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი სუბიექტები.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 27.01.2016წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
+
მუხლი 2
დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის გადახდის თანდართული ინსტრუქცია დანართი №2-ის შესაბამისად.
+
მუხლი 3
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების და მათი გაუვნებლობის ხარჯები დაიფაროს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
+
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
+
მუხლი 5
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობის შესაბამისად.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ კუბლაშვილი
+
დანართი №1
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 27.01.2016წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის
№
საქმიანობა
ზომის ერთეული
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარი)
ტერიტორიული ზონები
I
II
III
1
სასტუმროები
ერთი საწოლი
1
1
1
2
პოლიკლინიკები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრები, სასწრაფო
საერთო ფართის 1მ2
0.2
0.15
0.15
3
საავადმყოფო
საერთო ფართის 1მ2
ერთი საწოლი
0.5
5
0.5
5
0.5
5
4
სტომატოლოგიური კაბინეტები
სავაჭრო ფართის 1მ2
საერთო ფართის 1მ2
0.4
0.2
0.2
0.15
0.2
0.10
5
სასურსათო, სამრეწველო საქონლის, შერეული საქონლის მაღაზიები, ჯიხურები, ახალი და მეორადი ტანსაცმლის მაღაზიები, საბითუმო მაღაზია
სავაჭრო ფართის 1მ2
სამუშაო ფართი 1მ2
0.4
0.3
0.2
0.25
0.2
0.15
6
აგრალური, შერეული საქონლის, ფრინველის ბაზრობა
სავაჭრო ფართის 1მ2
ერთი ადგილი
0.4
1
0.2
0.9
0.2
0.8
საერთო ფართის 1მ2
0.02
0.01
0.09
7
ბენზინგასამართი სადგურები
საერთო ფართის 1მ2
0.1
0.1
0.1
0.09
8
ავტო ტექ. მომსახურეობის ადგილები, ავტო სამრეცხაოები
საერთო ფართის 1მ2
ღია საერთო ფართის 1მ2
1
0.2
1
0.1
1
0.09
9
დახურული საერთო ფართის 1მ2
0.3
ღია საერთო ფართის 1მ2
0.2
0.1
0.1
9
დახურული საერთო ფართის 1მ2
სადალაქოები, სილამაზის სალონები
საერთო ფართის 1მ2
0.3
0.2
0.1
0.09
10
მცირე სამეწარმეო საქმიანობა შენობის შიგნით მიმდინარე სამეწარმეო საქმიანობა, საყოფაცხოვრებო მომსახურების ობიექტები
საერთო ფართის 1მ2
0.5
0.15
0.2
0.1
0.1
11
სასადილოები, კაფეები, ბარები
საერთო ფართის 1მ2
ერთი დასაჯდომი ადგილი
0.3
0.2
0.1
12
საბითუმო ბაზრობა
საერთო ფართი 1მ2
0.5
0.1
0.3
0.09
0.3
0.08
13
საცხობები, სწრაფი კვება
სამუშაო ფართის 1მ2
საერთო ფართის 1მ2
0.4
0.2
0.2
0.1
0.1
0.09
14
საწარმოო დანიშნულების ობიექტების ღია ტერიტორიები, სადაც მომდინარეობს საწარმოო პროცესი
საერთო ფართის 1მ2
ერთი ბუნკერი
70
70
70
15
სკოლა, საბავშვო ბაგა-ბაღები ინსტიტუტები
1 მოსწავლეზე
0.07
0.1
0.06
0.1
0.05
16
სარიტუალო დარბაზი
დასაჯდომი სკამების მიხედვით
0.15
0.1
0.07
საერთო ფართის 1მ2
0.1
0.07
0.05
17
აფთიაქები
1მ2
საერთო ფართის 1მ2
0.5
0.5
0.4
0.5
0.3
18
რესტორნები
ერთი დასაჯდომი ადგილი
1
0.5
1
0.4
1
0.3
19
საგანმანათლებლო რესურსცენტრი, სოციალური სააგენტო, სოფლის მეურნეობის სააგენტო, სამოქალაქო რეესტრი, ნოტარიუსი, საჯარო რეესტრი, პოლიცია, სახანძრო-სამაშველო განყოფილება და სხვა სახელმწიფო დაწესებულებები
1 მ2
საერთო ფართის 1მ2
0.5
0.05
0.5
0.04
0.5
0.03
20
შავი და ფერადი ლითონის მიმღები პუნქტები
საერთო ფართის 1მ2 დახურული ფართი 1მ2
0.2
0.15
0.10
ღია ფართი 1მ2
0.15
0.15
0.1
0.15
21
აბანოები, საუნები
საერთო ფართი 1მ2
0.15
0.1
0.10
0.1
0.10
22
სათბურები, ფერმები
ღია ფართის 1 მ2
0.008
0.005
0.005
დახურული ფართის 1 მ2
0.05
0.03
0.02
23
რკინიგზის სადგური
ღია ფართის 1 მ2
0.005
0.005
0.005
დახურული ფართის 1 მ2
0.1
0.1
0.1
24
საწყობები
საერთო ფართის 1მ2
0.07
0.05
0.04
25
ავტოსადგომი
ავტოსადგური
საერთო ფართის 1მ2
0.05
0.05
0.04
26
ბანკი, ლომბარდი, საკრედიტო დაწესებულება, სავულიტის გადამცვლელი ჯიხური, საფოსტო ობიექტები
საერთო ფართი 1მ2
0.3
0.2
0.1
ერთი თვის მოსაკრებლის ოდენობის გაანგარიშება ინდივიდუალური მეწარმეების, იურიდიული პირების, საწარმოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის:
მ = გXრ
მ = ერთი თვის მოსაკრებელი (ლარი)
გ = მოსაკრებლის განაკვეთი თვეში ზომის ერთეულზე (ლარი)
რ = ზომის ერთეულის ფაქტობრივი რაოდენობა (შესაბამისი ფართი, ადგილი, საწოლი და ა.შ.).
+
დანართი №2
ტყიბულის მუნიციპალიტეტში დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
+
მუხლი 1. ზოგადი ნაწილი
.1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ტყიბულის მუნიციპაალიტეტის დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში, გადაუხდელობის შემთხვევაში გამოყენებული იქნება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქცია.
4. მოსაკრებლის ამოღებას (ადმინისტრირებას) ახორციელებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური.
5. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების აგროქიმიკატების ნაჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 27.01.2016წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის დადგენილება №53 – ვებგვერდი, 07.06.2018წ.
+
მუხლი 2. მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა სუბიექტი.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
+
მუხლი 3. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშების ინსტრუქცია
1. მოსაკრებლის განაკვეთი წესდება ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ტყიბულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსახლებისა და იმ ორგანიზაციების, დაწესებულებების იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისათვის, რომელთა საქმიანობის შედეგად წარმოიქმნა ნარჩენი.
2. ორგანიზაციების, დაწესებულებების, ინდივიდუალური მეწარმეებისა და იურიდიული პირებისათვის მოსაკრებელი გამოიანგარიშება დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ფართის მიხედვით, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე თავისი შემოსავლის, ქონების, მის მიერ დასაქმებული პერსონალის რაოდენობის და/ან საქონლის (მომსახურების) მომხმარებელთა რაოდენობის მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ამ სიდიდეების კომბინაციებიც.
3. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, საქმიანობის პროფილის, მისამართის, ადგილმდებარეობის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი სამსახურის ან საამისოდ უფლებამოსილი იურიდიული პირის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე, მოცულობაზე და გადასახდელი მოსაკრებლის დაანგარიშებაზე) არაუგვიანეს 10 დღისა აღნიშნულის თაობაზე აცნობონ ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებული არიან მოსაკრებელი გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე.
4. ნაჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლება, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლებისა და განადგურებისათვის ნარჩენები გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს.
5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახერებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტეროტორიაზე, ისე, რომ სამსახურების წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში.
6. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. ტყიბულის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე არსებულ სათავსოში.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ სახაზინო კოდზე 300273189 (დასუფთავების მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის).
8. მოსაკრებლის გადახდის ქვითარი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში.
9. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 22 იანვრის დადგენილება №5 – ვებგვერდი, 27.01.2016წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის დადგენილება №53 – ვებგვერდი, 07.06.2018წ.
+
მუხლი 4. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადამხდელებისათვის მოსაკრელის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება – მომსახურების მიღებისთანავე.
2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციების შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. სპეციალიზებულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სადაც სწავლების პროცესი მიმდინარეობს გრაფიკით, მოსაკრებელი იანგარიშება მხოლოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას ფართის მიხედვით.
3. მომსახურების ერთ თვეზე მეტი ხნით შეწყვეტის შემთხვევაში, მოსაკრებლის გადამხდელის მოთხოვნით გადახდილი თანხა შესაძლებელია შემცირდეს ამ პერიოდში გადასახდელი მოსაკრებლის ოდენობით.
4. მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არ აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადასახადისაგან გათავისუფლება ან მისი განაკვეთის შემცირება.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
+
მუხლი 5. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა
დასუფთავების მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
სახაზინო ანგარიში №300273189.
+
მუხლი 6. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ტყიბულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე უნაღდო ანგარიშსწორების საშუალებით.
2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, მომდევნო თვის პირველ რიცხვამდე.
3. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
+
მუხლი 7. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურს.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 9 თებერვლის დადგენილება №4 – ვებგვერდი, 13.02.2017წ.
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 30 მაისის დადგენილება №53 – ვებგვერდი, 07.06.2018წ.
+
მუხლი 8. პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ტყიბულის მუნიციპალიტეტის დასუფთავების მოსაკრებლის ოდენობის განსაზღვრისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №22, 31.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.125.016168 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2930842-2/