საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
10.08.2015 ძალადაკარგული 30.01.2018
ნომერი
№86
სარეგისტრაციო კოდი
100020030.22.038.016501
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №86

2015 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ

„სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის, ამავე კანონის 39-ე მუხლის მე-9 – მე-10 პუნქტებისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

 


+
მუხლი 1
განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს  მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა და გაცემის წესი №1 დანართის შესაბამისად.

 

+
მუხლი 2
განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობა №2 დანართის შესაბამისად.

 

+
მუხლი 3
1. განისაზღვროს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი №3 დანართის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დანამატი, პატიმრობის კოდექსის 125​1 მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებით, გაიცეს ყოველი კონკრეტული დაწესებულების დებულებისა და საშტატო რიცხოვნობის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2015 წლის 1 სექტემბრისა.

+
მუხლი 4
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2015 წლის 1 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახი კახიშვილი
+



დანართი №1

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა და გაცემის წესი

 


მუხლი 1

ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის სოციალური უზრუნველყოფის სამმართველოს მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დანამატების ოდენობას და დანამატის გაცემის წესს.

მუხლი 2

მოსამსახურეთა დანამატის ოდენობა განისაზღვრება 100 ლარის ოდენობით.

მუხლი 3

მოსამსახურეებს დანამატი მიეცემა ყოველ თვე, ნამუშევარი დღეების მიხედვით.

 


+

+
დანართი №2

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის  მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდებისათვის დანამატის ოდენობა

 


სპეციალური წოდება

დანამატი

გენერალ-მაიორი

110

პოლკოვნიკი

70

ვიცე-პოლკოვნიკი

60

მაიორი

50

კაპიტანი

40

უფროსი ლეიტენანტი

30

ლეიტენანტი

25

უმცროსი ლეიტენანტი

20

ზემდეგი

7

უფროსი სერჟანტი

6

სერჟანტი

5

უმცროსი სერჟანტი

4

რიგითი

3

 


+

+
დანართი №3

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი

 


მუხლი 1

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების  მოსამსახურეთა სასურსათო ულუფისათვის დანამატი განისაზღვროს 55 (ორმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

მუხლი 2

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დაწესებულების  მოსამსახურეებს სასურსათო ულუფისათვის დანამატი მიეცემათ ყოველ თვე ნამუშევარი დღეების მიხედვით.


+

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ზოგიერთი დანამატის განსაზღვრის შესახებ“, №86, 10.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 100020030.22.038.016501 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2930905-2/