საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (27)
შემდგომი ცვლილებები (23)
წინა ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
|
ა) თანამდებობრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთები თანდართული დანართების შესაბამისად (დანართი №1 − 19);
ბ) წოდებრივი სარგოების ყოველთვიური განაკვეთი თანდართული დანართის შესაბამისად (დანართი №20).
1. დაუწესდეთ სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდების მქონე სამსახურის მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურები კალენდარული წლების მიხედვით ხელფასზე (თანამდებობრივ და წოდებრივ სარგოებზე) ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატი შემდეგი ოდენობით:
ა) 1-დან 2 წლამდე − 5%;
ბ) 2-დან 5 წლამდე − 10%;
გ) 5-დან 10 წლამდე −15%;
დ) 10 წელი და მეტი − 20%.
2. მოხელეს, რომელსაც უკავია შტატით გათვალისწინებული თანამდებობა და არ გააჩნია წოდება, სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდების მინიჭების შემთხვევაში, ყოველთვიური პროცენტული (წელთა ნამსახურობის) დანამატის დაანგარიშებისას, განსაკუთრებულ შემთხვევებში სამსახურის უფროსის თანხმობით, ნამსახურობაში ჩაეთვლება სამსახურის სისტემაში წოდების გარეშე მუშაობის პერიოდი.
3. სამსახურის მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვალოს სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით ნამსახურევი პერიოდი, სამხედრო ან/და სპეციალური წოდებით სწავლის პერიოდის ჩათვლით.
1. მოსამსახურე ვალდებულია, ცნობა ან ამონაწერი წელთა ნამსახურობის შესახებ წარადგინოს საფინანსო სამსახურში.
2. სამსახურის საფინანსო სამსახურმა ნამსახურები წლების დანამატის დარიცხვა განახორციელოს შესაბამისი ცნობის (ამონაწერი) წარდგენის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან.
ა) ყოველთვიური ხელფასი (ფულადი სარგო) განისაზღვროს 23 (ოცდასამი) ლარის ოდენობით;
ბ) ყოველთვიურად დაწესდეს ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატი 9 (ცხრა) ლარის ოდენობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხელფასისა (თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების) და ხელფასზე (ფულად სარგოზე) დანამატის ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“, №387, 30.07.2015, სარეგისტრაციო კოდი 130000000.10.003.018773 (კონსოლიდირებული რედაქცია 18.05.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2932516-4/