ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესისის დადგენის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
03.08.2015 ძალადაკარგული 06.08.2018
გამომცემი ორგანო
ნომერი
№28
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.128.016229
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №28

2015  წლის 3 აგვისტო

დ. ხარაგაული

 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესის დადგენის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის მე-2 პუნქტისა  და 107  მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

+
მუხლი 1
დადგინდეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი  დანართის №1 შესაბამისად.
+
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეინგა მაღრაძე
+



დანართი №1
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესი

+
მუხლი 1. დადგენილების  სამართლებრივი  საფუძველი
1. დადგენილების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ორგანული კანონის

,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2  პუნქტი და  107-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

2. დადგენილება მიზნად ისახავს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში არსებული, დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული ურთიერთობების სამართლებრივ მოწესრიგებას.


+
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მუნიციპალიტეტი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტი;

ბ) მერი – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი.

გ) საკრებულო -ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო;

დ) კერძო საკუთრება- საკუთრების უფლება, რომელიც ეკუთვნის ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს, საკუთრების უფლების დამდგენი შესაბამისი საბუთის ან სხვა იურიდიული ფაქტის საფუძველზე;

ე) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი -  2014 წლის 5 თებერვლის საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ვ) მიწის ნაკვეთი ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

ზ) დაინტერესებული პირი -ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც სასოფლო- სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება წარმოეშვა იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.


+
მუხლი 3. მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად   რეგისტრაციის ზოგადი წესი
1.,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 107-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია, საკუთრების უფლებით დაირეგისტრიროს დაურეგისტრირებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთები, რომლებიც მოქცეულია მისი ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების რეალიზაციის მიზნით, მერი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას), რომელიც უნდა შეიცავდეს განკარგულებას შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის შესახებ. ბრძანება ასევე უნდა შეიცავდეს მონაცემებს მიწის ნაკვეთის კატეგორიის, ადგილმდებარეობისა და ფართობის შესახებ. ბრძანებას უნდა დაერთოს მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი.

3. მერის ბრძანება, შესაბამისი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდისა და ელექტრონულ ვერსიებთან ერთად, სარეგისტრაციოდ წარედგინება საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.


+
მუხლი 4. მიწის ნაკვეთის მართვა და განკარგვა
1.ამ დადგენილების მე-3 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მართვა და განკარგვა ხორციელდება საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით.

+
მუხლი 5. დაინტერესებულ პირთა უფლებები
1. თუ მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შემდეგ აღმოჩნდა, რომ იგივე მიწის ნაკვეთი ან მისი ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, დაინტერესებულ პირს შეუძლია დაიცვას თავისი უფლება, მერთან შესაბამისი განცხადების შეტანის გზით,რომელიც განიხილება საქართველოს კანონით „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ დადგენილი წესით. განცხადებას უნდა დაერთოს ყველა დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებული პირის მოსაზრებით ადასტურებს მიწის ნაკვეთზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე იმავე მიწის ნაკვეთზე ან მის ნაწილზე კერძო საკუთრების უფლების წარმოშობის ფაქტს.

2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესი დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, საკუთარი უფლების დასაცავად მიმართოს უშუალოდ სასამართლოს ან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადების განხილვის შედეგად დადგინდა, რომ მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იმავე მიწის ნაკვეთი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, მერი ბათილად ცნობს ბრძანებას, შესაბამისი მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციის თაობაზე და ამის შესახებ აცნობებს დაინტერესებულ პირს და საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს.“.

4. თუ დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრაციამდე იგივე მიწის ნაკვეთის ნაწილი გადაცემული იყო კერძო საკუთრებაში, მერი გამოსცემს ბრძანებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთიდან კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის შესახებ და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში შესაბამისი ცვლილებების რეგისტრაციას.

5.ამ დადგენილებით გათვალისწინებული უფლებები ვრცელდება ასევე დაინტერესებული პირის უფლებამონაცვლეზე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.


+
მუხლი 6. მიწის ნაკვეთის მოცვლის წესი
ამ დადგენილების მე-5 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევები, მერის ბრძანების ნაცვლად, შეიძლება მოწესრიგდეს მუნიციპალიტეტსა და დაინტერესებულ პირს ან მის უფლებამონაცვლეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, რომელსაც მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი. ხელშეკრულება , კერძო და საჯარო ინტერესების სამართლიანი ბალანსის პრინციპების გათვალისწინებით, შეიძლება  ითვალისწინებდეს მუნიციპალიტეტის სახელზე არასწორად რეგისტრირებული საკუთრების უფლების ძალაში დატოვებას და დაინტერესებული პირისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სხვა მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების გადაცემას საკრებულოს თანხმობით. მიწის ნაკვეთის ან სხვა ქონების ღირებულება უნდა განისაზღვროს ექსპერტის ან სპეციალისტის მიერ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 მაისის დადგენილება №17 - ვებგვერდი, 11.05.2018წ.


+
მუხლი 7. ხარჯები
დადგენილების მე-5 და მე-6 მუხლების შესაბამისად, საჯარო რეესტრში დაინტერესებული პირის საკუთრების უფლების რეგისტრაციასთან დაკავშირებულ ხარჯს გაიღებს მუნიციპალიტეტი.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების რეგისტრაციის წესისის დადგენის შესახებ“, №28, 03.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.128.016229 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.05.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2934887-1/