ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
04.08.2015 ბოლო ცვლილება 19.02.2016
ნომერი
№20-80
სარეგისტრაციო კოდი
040030000.35.101.016192
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20-80

2015  წლის 4 აგვისტო

ქ. თბილისი

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის მე-2 პუქნტის და 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  „საჯარო სამსახურის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
 

1. დამტკიცდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნები დანართის შესაბამისად.
 
2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი
+



დანართი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

+
მუხლი 1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსი
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის უფროსს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.დ) საქართველოს კანონი ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“;

ა.ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს კანონი ,,სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“; საქართველოს კანონი ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“;

ა.ზ) საქართველოს კანონი ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“;

ა.თ) საქართველოს კანონი ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“;

ა.ი) პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი;

ა.კ) საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“;

ა.ლ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილება „ტექნიკური რეგლამენტის - დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“;

ა.მ) ქალაქ თბილისის საკრებულოს 2009 წლის 27 მარტის №4-13 გადაწყვეტილება ,,ქ. თბილისის ტერიტორიის გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების  წესების დამტკიცების შესახებ“;

ა.ნ) საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 24 ნოემბრის №660 ბრძანებულება ,,პროექტის შემთანხმებელი და მშენებლობის ნებართვის გამცემი ორგანოს მიერ უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზების შესახებ გადაწყვეტილების მიღების წესის  დამტკიცების თაობაზე’’;

ა.ო) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20–105 დადგენილება „დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ“;

ა.პ) საქართველოს მთავრობის 2010 წლის 25 აგვისტოს N261 დადგენილება ,,ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე“;

ა.ჟ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-104 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ”;

ა.რ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 დეკემბრის №16-36 დადგენილება „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ, სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების შესახებ“;

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო – მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;

გ) პროფესია: სავალდებულო – არქიტექტორი;

დ)  სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 8 (რვა) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი და არქიტექტორად მუშაობის  არანაკლებ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება;

ე) ენების ცოდნა:

ენა                                                          წერითი უნარები              მეტყველება

დ.ა) ქართული   (სავალდებულო)               ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

დ.ბ) ინგლისური (სავალდებულო)             ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

დ.გ) რუსული (სასურველი)                          ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

 

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო – Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel –  (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი); 3D MAX; ArchiCAD; AutoCAD;

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; არქიტექტურული პროექტის კითხვის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.


+
მუხლი 2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ქონების მართვის სააგენტოს უფროსი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქონების მართვის სააგენტოს უფროსს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.დ) საქართველოს სამოქალაქო კოდექსი (სანივთო სამართალი, სახელშეკრულებო სამართალი);

ა.ე) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ვ) საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართის უფლებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“;

ა.ზ) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 დეკემბრის №19-73 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქონების მართვის სააგენტოს წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო - მაგისტრი ან მაგისტრთან გათანაბრებული;

გ) პროფესია: სავალდებულო - იურისტი ან სამართალმცოდნე;

დ)  სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება. სასურველია  გააჩნდეს სახელმწიფო ან/და მუნიციპალური ქონების მართვის სფეროში მუშაობის გამოცდილება;

ე) ენების ცოდნა:

ენა                                          წერითი უნარები              მეტყველება

ე.ა) ქართული   (სავალდებულო)                ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

ე.ბ) ინგლისური (სასურველი)                     ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

ე.გ) რუსული (სასურველი)                            ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

ვ) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო - Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel–  (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი);

ზ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.


+
მუხლი 3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსი
 
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის  საჯარო სამართლის იურიდიული პირი  – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის უფროსს მოეთხოვება:

ა) შემდეგი სამართლებრივი აქტების ცოდნა:

ა.ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ა.ბ) საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“;

ა.გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

ა.დ) საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“;

ა.ე) ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ნოემბრის N 14-26 დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდების (დებულების) დამტკიცების შესახებ“;

ბ) საგანმანათლებლო ხარისხი: სავალდებულო - უმაღლესი განათლება;

გ) სამუშაო გამოცდილება: სავალდებულო - არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამუშაო გამოცდილება. მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი სამუშაო გამოცდილება.  სასურველია  გააჩნდეს საინფორმაციო ტექნოლოგიების, საგანმანათლებლო სფეროში ან ინოვაციური პროექტების დანერგვის მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება;

დ) ენების ცოდნა:

ენა                                          წერითი უნარები              მეტყველება

დ.ა) ქართული   (სავალდებულო)               ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

დ.ბ) ინგლისური (სასურველი)                     ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

დ.გ) რუსული (სასურველი)                          ძალიან კარგი                     ძალიან კარგი

ე) კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: სავალდებულო - Microsoft Office Word – (ძალიან კარგი); Microsoft Office Excel –  (ძალიან კარგი); Windows 7 – (ძალიან კარგი);

ვ) დამატებითი მოთხოვნები: ანალიტიკური აზროვნების უნარი; ორგანიზებულობა და დავალებების პრიორიტეტებად დაგეგმვის უნარი; პასუხისმგებლობის გრძნობა, მოწესრიგებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი; გუნდის მართვისა და გუნდური მუშაობის უნარი; სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; მოლაპარაკების წარმოების უნარი; ეფექტური კომუნიკაციის უნარი; შემჭიდროებულ ვადებში მუშაობის უნარი; გადაწყვეტილების მიღების უნარი.



Annotate

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელთა თანამდებობის დასაკავებლად საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“, №20-80, 04.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 040030000.35.101.016192 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.09.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2937774-1/