საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (17 მუხლი)
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №84 |
|
2015 წლის 10 აგვისტო ქ. თბილისი |
|
ზოგადი დებულება
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
სამმართველო წარმოადგენს დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულს.
სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
სამმართველო ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორ დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე, რომელიც ახორციელებს მასზე სამსახურებრივ ზედამხედველობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
სამმართველოს ამოცანები და ფუნქციები
სამმართველოს ამოცანაა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება.
სამმართველოს ფუნქციებია:
ა) მსჯავრდებულის მიმართ კონკრეტული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრისათვის დოკუმენტების მომზადება და დეპარტამენტის დირექტორისათვის წარდგენა;
ბ) შეწყალების, ამნისტიის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი აქტების შესრულებასთან დაკავშირებული საქმიანობის ორგანიზება და კოორდინაცია;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოება და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნა;
დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება;
ე) მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) პენიტენციურ დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმისწარმოებისა და აღრიცხვის ზედამხედველობა;
ზ) საქართველოს საერთო სასამართლოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე შესაბამისი რეაგირება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე წარდგენის მიზნით;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს მსჯავრდებულთა რისკების შეფასებაში;
ი) კომპეტენციის ფარგლებში, იხილავს სამმართველოში შემოსულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადებებს, მოთხოვნებსა და საჩივრებს და ახორციელებს შესაბამის რეაგირებას;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
სამმართველოს სტრუქტურული ერთეულები და მათი ფუნქციები
სამმართველოს შემადგენლობაშია:
ა) ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება.
ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოებასა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნას;
ბ) ახორციელებს საქართველოს საერთო სასამართლოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე შესაბამის რეაგირებას ბრალდებულის სასამართლო პროცესზე წარდგენის მიზნით;
გ) ამზადებს ბრალდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტაციას;
დ) მონაწილეობს მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში;
ე) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოებასა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნას;
ბ) ორგანიზებას უწევს შეწყალების, ამნისტიის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
გ) ამზადებს მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტაციას;
დ) უზრუნველყოფს შეწყალების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დოკუმენტების გაგზავნის კოორდინაციას;
ე) აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
სამმართველოს ხელმძღვანელობა, მოსამსახურეები და მათი უფლებამოსილებანი
1. სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამმართველოს უფროსი:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას და წყვეტს სამმართველოს გამგებლობას მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) საერთო კოორდინაციასა და ზედამხედველობას უწევს სამმართველოსა და პენიტენციური დაწესებულებების (შემდგომში - დაწესებულება) სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მუშაობას;
გ) ანაწილებს მოვალეობებსა და საქმეებს სამმართველოს მოსამსახურეებს შორის, უზრუნველყოფს სამმართველოს მუშაობის ორგანიზებას, ზედამხედველობს სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივ და საშემსრულებლო დისციპლინის დაცვას;
დ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ კორესპონდენციას;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას საიდუმლო კორესპონდენციაზე;
ვ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;
ზ) ახორციელებს სამმართველოში მომზადებული დოკუმენტაციის ვიზირებას ან ხელმოწერას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში კონტროლს უწევს მინისტრის ბრძანებების, მითითებების, დავალებების, დეპარტამენტის დირექტორისა და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ცალკეული დავალებების შესრულებას;
ი) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. სამმართველოს უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან/და კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის წინაშე.
4. სამმართველოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, მინისტრის გადაწყვეტილებით ასრულებს სამმართველოში შემავალი ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
1. სამმართველოში განყოფილების სახით შემავალ სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ხელს უწყობს სამმართველოს უფროსს თავისი უფლება-მოვალეობების განხორციელებაში;
ბ) ხელმძღვანელობს და წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ დავალებებსა და მითითებებს;
დ) კონტროლს უწევს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ მათზე დაკისრებული მოვალეობების დროულად და ჯეროვნად შესრულებას;
ე) ახორციელებს განყოფილებაში მომზადებული დოკუმენტების ვიზირებას;
ვ) სამმართველოს უფროსს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს განყოფილების მუშაობის შესახებ;
ზ) კოორდინაციას უწევს მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადებას;
თ) კოორდინაციას უწევს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტის მომზადებას;
ი) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;
კ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას საიდუმლო კორესპონდენციაზე;
ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და მინისტრის მიერ დამტკიცებული სამუშაო აღწერილობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
3. განყოფილების უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამმართველოზე დაკისრებული სამსახურებრივი ამოცანების შესრულებისათვის ანგარიშვალდებულია დეპარტამენტის დირექტორის, კურატორი დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ან/და სამმართველოს უფროსის წინაშე.
1. სამმართველოში საჯარო სამსახურს ეწევიან:
ა) უფროსი ინსპექტორები;
ბ) ინსპექტორები.
2. სამმართველოს მოსამსახურეებს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამმართველოს მოსამსახურეები დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას ანგარიშვალდებულნი არიან განყოფილების უფროსისა და სამმართველოს უფროსის წინაშე.
1. ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ინსპექტორი:
ა) რეაგირებას ახდენს სასამართლოდან შემოსულ მოთხოვნებზე ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენის თაობაზე;
ბ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს ბრალდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, ბრალდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ბრალდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე; დეპარტამენტის დირექტორის მიერ აღნიშნული ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას;
დ) ახორცილებს სასამართლოდან შემოსულ იმ სასამართლო გადაწყვეტილებების კონტროლსა და აღრიცხვას, რომლებიც ეხება ძებნილ ბრალდებულებს და დაკავებული პირის დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამის დაწესებულებაში გადაგზავნას;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტს მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის თაობაზე. დეპარტამენტის თავმჯდომარის მიერ აღნიშნული ბრძანების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას;
ვ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;
ზ) რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე;
თ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.
2. ბრალდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრების და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას;
ბ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;
გ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში;
დ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსულ ბრალდებულთა პირადი საქმეების გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებაში;
ე) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.
1. მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ინსპექტორი:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, მსჯავრდებულთა საერთო პროფილის საავადმყოფოში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის მიერ აღნიშნული ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში ახდენს რეაგირებას საიდუმლო კორესპონდენციაზე და
სხვა შემოსულ კორესპონდენციაზე;
გ) რეაგირებას ახდენს სასამართლოდან შემოსულ მოთხოვნებზე მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენის თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში;
ე) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსულ მსჯავრდებულთა პირადი საქმეების გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებაში;
ვ) ახორცილებს სასამართლოდან შემოსულ იმ სასამართლო გადაწყვეტილებების/განაჩენების კონტროლსა და აღრიცხვას, რომლებიც ეხება ძებნილ მსჯავრდებულებს და დაკავებული პირის დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების/განაჩენის შესაბამის დაწესებულებაში გადაგზავნას;
ზ) ყოველი თვის დასაწყისში აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას;
თ) ყოველდღიურად აწარმოებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველდღიური განთავსების სტატისტიკას;
ი) ყოველთვიურად აწარმოებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვას;
კ) აწარმოებს საპენსიო ასაკს მიღწეულ მსჯავრდებულთა აღრიცხვას და უგზავნის ინფორმაციას საქართველოს ერთიან საპენსიო ფონდს;
ლ) რეაგირებას ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალების სრულყოფილი მასალების გადაგზავნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსულ კორესპონდენციაზე;
მ) რეაგირებას ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსულ განცხადებებზე;
ნ) რეაგირებას ახდენს სააღსრულებო ბიუროდან შემოსულ კორესპონდენციაზე;
ო) რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსულ კორესპონდეციაზე;
პ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას;
ჟ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;
რ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.
2. მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტს მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის მიზნით. დეპარტამენტის დირექტორის მიერ ბრძანების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს განყოფილებაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრების და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას;
გ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას;
დ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში;
ე) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;
ვ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.
+
2015 წლის 10 აგვისტო
„საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:
+
+
+
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი
+
ეს დებულება განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს (შემდგომში – სამმართველო) სამართლებრივ სტატუსს, ამოცანებს, ფუნქციებს, სტრუქტურას, ანგარიშვალდებულებას და აწესრიგებს სამმართველოს საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
სამმართველო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) სამართლებრივი აქტებით.
სამმართველოს ამოცანაა ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება, აგრეთვე მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა.
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრების წარმოებისა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნის კოორდინაცია;
დ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტების მომზადება;
ი1) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის ორგანიზაციულ-სამართლებრივი უზრუნველყოფა;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
ა) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;
ბ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება.
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილება:
ა) უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ერთიანი რეესტრის წარმოებასა და მათი მონაცემების კომპიუტერულ-საინფორმაციო ბანკის შექმნის კოორდინაციას;
ბ) ახორციელებს საქართველოს საერთო სასამართლოებიდან შემოსულ მოთხოვნებზე შესაბამის რეაგირებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასამართლო პროცესზე წარდგენის მიზნით;
გ) ამზადებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის, სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით პენიტენციური დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე დოკუმენტაციას;
დ) უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას;
ე) ორგანიზებას უწევს შეწყალების, ამნისტიის, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ შესაბამისი აქტების შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას;
ვ) უზრუნველყოფს შეწყალების, პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ დოკუმენტების გაგზავნის კოორდინაციას;
ზ) აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას;
თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილება:
ა) ორგანიზებას უწევს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის გამართვას და აწარმოებს საქმის მასალებს;
ბ) შეიმუშავებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმისა და გადაწყვეტილების პროექტებს;
გ) კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს შემოსულ კორესპონდენციებს და ახდენს შესაბამის რეაგირებას;
დ) მსჯავრდებულის რისკების შეფასებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამუშავებს და უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების, შენახვას.
ე) ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის საერთო ანალიზს, არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
ბ1) პერიოდულად აანალიზებს სამმართველოსა და დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობას და დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს მათი მუშაობის გაუმჯობესების შესახებ, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგენს წინადადებებს სამმართველოსა და დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ბ2) უფლებამოსილია დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებიდან გამოითხოვოს შესაბამისი მასალები დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოებისა და აღრიცხვის ზედამხედველობის განსახორციელებლად; მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ბ3) ვალდებულია ყოველ 6 თვეში ერთხელ მოახდინოს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოებისა და აღრიცხვის გეგმური შემოწმება, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ბ4) უფლებამოსილია დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებში მოახდინოს განყოფილებების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოებისა და აღრიცხვის არაგეგმური შემოწმება, ხოლო დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დეპარტამენტის დირექტორს წარუდგინოს წინადადებები დაწესებულებათა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებების მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 18 აპრილის ბრძანება №31 - ვებგვერდი, 19.04.2016 წ.
1. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფროსი ინსპექტორი:
ა) რეაგირებას ახდენს სასამართლოდან შემოსულ მოთხოვნებზე ბრალდებულთა/მსჯავრებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენის თაობაზე;
ბ) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსული გზავნილებისა და დოკუმენტაციის, მათ შორის, მსჯავრდებულთა პირადი საქმეების, გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებებში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოებში გაყვანის და საგამოძიებო მოქმედების ჩატარების მიზნით ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაწესებულებიდან გაყვანის თაობაზე და ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას;
დ) უზრუნველყოფს ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაუდებელი გაყვანა/გადაყვანის შესახებ დეპარტამენტის ოპერატიული მართვისა და კოორდინაციის განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადებას;
ე) ახორცილებს სასამართლოდან შემოსულ იმ სასამართლო გადაწყვეტილების/განაჩენის კონტროლსა და აღრიცხვას, რომლებიც ეხება ძებნილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს და დაკავებული პირის დაწესებულებაში განთავსების შემთხვევაში უზრუნველყოფს სასამართლო გადაწყვეტილების/განაჩენის შესაბამის დაწესებულებაში გადაგზავნას;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტებს მსჯავრდებულთა მიმართ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის განსაზღვრის თაობაზე და ბრძანებების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მათ რეგისტრაციას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას ახდენს საიდუმლო კორესპონდენციაზე და სხვა, მათ შორის, საგამოძიებო, ორგანოებიდან შემოსულ, კორესპონდენციაზე;
თ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციასა და ანგარიშებს;
ი) ყოველი თვის დასაწყისში აწარმოებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სპეციალურ სტატისტიკურ აღრიცხვას;
კ) ყოველდღიურად აწარმოებს დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველდღიური განთავსების სტატისტიკას;
ლ) ყოველთვიურად აწარმოებს უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვას;
მ) აწარმოებს საპენსიო ასაკს მიღწეულ მსჯავრდებულთა აღრიცხვას და უგზავნის ინფორმაციას უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს;
ნ) რეაგირებას ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალების სრულყოფილი მასალების გადაგზავნის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან შემოსულ კორესპონდენციაზე;
ო) რეაგირებას ახდენს მსჯავრდებულთა შეწყალების თაობაზე მოქალაქეთა და არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შემოსულ განცხადებებზე;
პ) რეაგირებას ახდენს სააღსრულებო ბიუროდან შემოსულ კორესპონდენციაზე;
ჟ) კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე;
რ) კომპეტენციის ფარგლებში, ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას;
ს) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;
ტ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.
2. ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორი:
ა) რეაგირებას ახდენს სასამართლოდან შემოსულ მოთხოვნებზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სასამართლო პროცესზე წარდგენის თაობაზე;
ბ) კომპეტენციის ფარგლებში, განიხილავს განყოფილებაში შემოსულ განცხადებებსა და საჩივრების და ახდენს მათზე შესაბამის რეაგირებას;
გ) კონსულტაციას უწევს დაწესებულებების სპეციალური აღრიცხვის განყოფილებებს;
ე) უზრუნველყოფს სასამართლოდან შემოსულ ბრალდებულთა პირადი საქმეების გადაგზავნას შესაბამის დაწესებულებაში;
ვ) ამუშავებს დაწესებულებებიდან ყოველთვიურად წარმოდგენილ ინფორმაციას;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ამზადებს დეპარტამენტის დირექტორის ბრძანების პროექტს მსჯავრდებულთა სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე სამეურნეო მომსახურებაში ჩარიცხვის მიზნით და ბრძანების ხელმოწერის შემდგომ უზრუნველყოფს მის რეგისტრაციას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახდენს საგამოძიებო ორგანოებიდან შემოსულ კორესპონდენციაზე;
ი) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს, უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელი პირების დავალებებსა და მითითებებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
მუხლი 14🔗
1. მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი ინსპექტორი:
ა) კომპეტენციის ფარგლებში, განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ბ) მსჯავრდებულთა რისკების შესაფასებლად საჭირო მასალების დამუშავება და წარდგენა მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომაზე;
გ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმების წარმოება;
დ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება;
ე) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის მიერ განხილული საქმეების რეესტრის წარმოება;
ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სარჩელის/საჩივრის, შესაგებლის და სასამართლო საქმის განხილვასთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაციის მომზადება;
ზ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
თ) გუნდის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ელექტრონული სახით აღრიცხვისა და სისტემატიზაციისათვის, გუნდის მიერ ოქმის სახით მიღებულ გადაწყვეტილებას უგზავნის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს;
ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
2. მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სამსახურებრივი უზრუნველყოფის განყოფილების ინსპექტორი:
ა) კომპეტენციის ფარგლებში განყოფილებაში შემოსული კორესპონდენციის განხილვა და მათზე შესაბამისი რეაგირება;
ბ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომის გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;
გ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომის ოქმების წარმოება;
დ) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის სხდომების ჩატარების ორგანიზება და სხდომის გამართვასთან დაკავშირებული მოსამზადებელი ღონისძიებების განხორციელება;
ე) მსჯავრდებულთა რისკების შეფასების გუნდის საქმიანობის საერთო ანალიზი, არსებული პრობლემების იდენტიფიცირება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების, აგრეთვე სამმართველოს უფროსისა და უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სამართლებრივი ხასიათის დავალებების შესრულება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 10 ოქტომბრის ბრძანება №112 - ვებგვერდი, 11.10.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 5 თებერვლის ბრძანება №33 - ვებგვერდი, 06.02.2018 წ.
+
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 09.02.2022.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 10.08.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №84. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.038.016499.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 4 ცვლილებაა შესული. მატსნეს ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 09.02.2022.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 17 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 09.02.2022 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს დებულების დამტკიცების შესახებ“, №84, 10.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.038.016499 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.02.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2941852/