თავი II — ნაგავსაყრელის დაპროექტებასა და მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. აირების სადრენაჟო სისტემა შედგება შემდეგი ელემენტებისგან:
ა) სადრენაჟო ფენა;
ბ) აირების შემკრები და გამყვანი მილი.
2. იმ შემთხვევაში, როდესაც ნარჩენების დაშლის შედეგად მოსალოდნელია აირების წარმოქმნა, აუცილებელია არანაკლებ 0,5 მ სისქის აირების სადრენაჟო სისტემის მოწყობა.
3. აირების შემკრები სისტემის აირგამყვანი ვერტიკალური ჭები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს:
ა) უნდა მოეწყოს ნაგავსაყრელზე ნარჩენების განთავსების პარალელურად პირველი საექსპლუატაციო ჰორიზონტის შემდეგ;
ბ) საპროექტო დიამეტრი გარეცხილი სადრენაჟო მასალით უნდა იყოს 0.8-1.0 მ, მარცვლის ზომა - 30-100 მმ;
გ) დაშორება უნდა იყოს 50-100 მ. ნაგავსაყრელის აირების მოსალოდნელი რაოდენობიდან გამომდინარ
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 23, №421, 11.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018807 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2946318/muxli-23/