მუხლი 25. გეომემბრანა და გეომემბრანის დამცავი ფენა
თავი II — ნაგავსაყრელის დაპროექტებასა და მოწყობასთან დაკავშირებული მოთხოვნები
1. გეომემბრანა და გეომემბრანის დამცავი ფენა გამოიყენება იმ ნაგავსაყრელებზე, სადაც მინერალური ფენა ვერ უზრუნველყოფს ნარჩენების დაცვას ატმოსფერული და ზედაპირული წყლების ზემოქმედებისაგან და სადაც მინერალური საფარი ვერ ასრულებს აირების გაფრქვევებისგან დამცავი ბარიერის ფუნქციას.
2. გეომემბრანა და გეომემბრანის დამცავი ფენა უნდა აკმაყოფილებდნენ მე-18 მუხლის მოთხოვნებს, ხოლო გეომემბრანის დამცავი ფენა – დამატებით მე-19 მუხლის მოთხოვნებს. გეომემბრანის სისქე არ უნდა იყოს 2 მმ-ზე ნაკლები და უნდა დაპროექტდეს ნაგავსაყრელზე განთავსებული ნარჩენების მასის ბუნებრივი ტკეპნითა და დაშლით გამოწვეული დაწევის გათვალისწინები
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 25, №421, 11.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018807 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2946318/muxli-25/