მუხლი 30. ნაგავსაყრელის ოპერირებაში მონაწილე პერსონალი
თავი III — ოპერირება და ტექნიკური მომსახურება
1. ნაგავსაყრელს უნდა მართავდეს პერსონალი, რომელმაც გაიარა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ნაგავსაყრელის მართვის კურსი.
2. ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია უზრუნველყოს ნაგავსაყრელის ოპერირებასა და მომსახურებაში მონაწილე პერსონალი საწყისი და პერიოდული ტრენინგებით და კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობით.
3. ტრენინგები უნდა ჩატარდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე:
ა) ნაგავსაყრელის მართვა, მათ შორის ნარჩენების ადგილზე შემოწმება, ნაგავსაყრელის საოპერაციო და მომსახურების პროცედურები;
ბ) გარემოსა და ჯანმრთელობის დაცვასთან/უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვალდებულებები და ნაგავსაყრელის ოპერატორისა და პერსონალის პასუხისმგებლობა მათ შესრულებასთან დაკავშირებით.
4. ნაგავსაყრელზე მომსახურე პერსონალი დაიშვება სამუშაო ადგილზე მხოლოდ შესაბამისი საწყისი ტრენინგის გავლისა და ინსტრუქციების მიღების შემდე
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 30, №421, 11.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.018807 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.08.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2946318/muxli-30/