1. ნაგავსაყრელი იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი;
გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი.
2. სახიფათო ნარჩენები განთავსდება მხოლოდ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე.
3. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ მუნიციპალური ნარჩენები და სხვა არასახიფათო ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრულ ამ კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს.
4. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები, მათ შორის, ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირისაგან.
5. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ ინერტული ნარჩენები.
51. ინერტული ნარჩენები, რომლებიც გამოსადეგია ამოვსების ოპერაციებისთვის ან მშენებლობის მიზნებისთვის, შესაძლებელია არ განთავსდეს ნაგავსაყრელზე, თუ ისინი, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებით, ამოვსებითი ოპერაციებისთვის ან პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 24-ე მუხლის მოთხოვნები.
6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება ტექნიკურად ვერ განხორციელდება, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა ტექნიკურად განხორციელებადი დამუშავებით ვერ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 01.06.2017-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 01.06.2017 კანონი №898
- 24.06.2016 კანონი №5563
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (01.06.2017 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 21. ნაგავსაყრელის კატეგორიები 1. ნაგავსაყრელი იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი; ბ) არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი; გ) ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელი. 2. სახიფათო ნარჩენები განთავსდება მხოლოდ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე. 3. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ მუნიციპალური ნარჩენები და სხვა არასახიფათო ნარჩენები, რომლებიც აკმაყოფილებს ამ კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მიღებული დადგენილებით განსაზღვრულ ამ კატეგორიის ნაგავსაყრელზე ნარჩენების მიღების კრიტერიუმებს. 4. არასახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია მიიღოს შესაბამისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენები, მათ შორის, ამ კოდექსის მე-16 მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული პირისაგან. 5. ინერტული ნარჩენების ნაგავსაყრელზე განთავსდება მხოლოდ ინერტული ნარჩენები. 51. ინერტული ნარჩენები, რომლებიც გამოსადეგია ამოვსების ოპერაციებისთვის ან მშენებლობის მიზნებისთვის, შესაძლებელია არ განთავსდეს ნაგავსაყრელზე, თუ ისინი, სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის ორგანოსთან შეთანხმებით, ამოვსებითი ოპერაციებისთვის ან პროექტით გათვალისწინებული მშენებლობის მიზნებისთვის იქნება გამოყენებული. ამ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ კოდექსის 24-ე მუხლის მოთხოვნები. 6. ნებართვის მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება არ არის ტექნიკურად განხორციელებადი, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა ტექნიკურად განხორციელებადი დამუშავებით არ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი. [6. გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მქონე ნაგავსაყრელზე დასაშვებია მხოლოდ დამუშავებული ნარჩენების განთავსება. ეს არ ეხება იმ ინერტულ ნარჩენებს, რომელთა დამუშავება ტექნიკურად ვერ განხორციელდება, აგრეთვე ისეთ ნარჩენებს, რომელთა ტექნიკურად განხორციელებადი დამუშავებით ვერ მიიღწევა ამ კოდექსის მიზანი. (ამოქმედდეს 2018 წლის 1 იანვრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარჩენების მართვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება