1. ამ კოდექსის ამოქმედების დროს არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა. ამ ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა.
2. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 18 თვის ვადაში შეუთანხმოს სამინისტროს ნაგავსაყრელის ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს.
3. სამინისტრო განიხილავს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს და ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ამ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია, იგი დაიხურება ამ კოდექსის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4 წლისა. იმავე ვადაში დაიხურება ის ნაგავსაყრელი, რომელზედაც არ იქნა წარდგენილი შესაბამისობაში მოყვანის გეგმა ოპერირების გაგრძელების მიზნით;
ბ) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, იგი ფუნქციონირებას განაგრძობს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ასეთი ნაგავსაყრელი დაიხურება ამ მუხლით გათვალისწინებული დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 8 წლისა;
გ) თუ შესაძლებელია არსებული ნაგავსაყრელის ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მას შეიძლება მიეცეს საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების უფლება.
საქართველოს 2016 წლის 24 ივნისის კანონი №5563 - ვებგვერდი, 13.07.2016წ.
საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ.
თავი VIIნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და რეგისტრაცია
საქართველოს 2017 წლის
ივნისის
კანონი №898
- ვებგვერდი, 21.06.2017წ.
[თავი VII
ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია
(ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3393 – ვებგვერდი, 30.06.2023
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 29.06.2023-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 3-ჯერ.
- 29.06.2023 კანონი №3393
- 01.06.2017 კანონი №898
- 24.06.2016 კანონი №5563
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (26.06.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 23. არსებული ნაგავსაყრელი 1. ამ კოდექსის ამოქმედების დროს არსებული ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს იმ შემთხვევაში, თუ მას აქვს „გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვა. ამ ნებართვის მფლობელი ვალდებულია გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ამოქმედების შემდეგ, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით მოითხოვოს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა. 2. თუ არსებულ ნაგავსაყრელს არ აქვს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ნებართვა, ნაგავსაყრელის ოპერატორი ვალდებულია „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მიღებიდან 18 თვის ვადაში შეუთანხმოს სამინისტროს ნაგავსაყრელის ამ დადგენილებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობაში მოყვანის გეგმა. აღნიშნულ პერიოდში ნაგავსაყრელი ფუნქციონირებას განაგრძობს. 3. სამინისტრო განიხილავს ნაგავსაყრელის ფუნქციონირების გაგრძელებისათვის ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ წარდგენილ დოკუმენტაციას და „ნაგავსაყრელების მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების გათვალისწინებით იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს შეიცავს და ნაგავსაყრელის ოპერატორის მიერ ამ რისკის თავიდან აცილება შეუძლებელია, იგი დაიხურება ამ კოდექსის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 4 წლისა. იმავე ვადაში დაიხურება ის ნაგავსაყრელი, რომელზედაც არ იქნა წარდგენილი შესაბამისობაში მოყვანის გეგმა ოპერირების გაგრძელების მიზნით; ბ) თუ არსებული ნაგავსაყრელი გარემოსთვის და ადამიანის ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს არ შეიცავს, მაგრამ მისი ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა შეუძლებელია, იგი ფუნქციონირებას განაგრძობს სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ასეთი ნაგავსაყრელი დაიხურება ამ მუხლით გათვალისწინებული დადგენილების ამოქმედებიდან არაუგვიანეს 8 წლისა; გ) თუ შესაძლებელია არსებული ნაგავსაყრელის ამ კოდექსის და მისგან გამომდინარე დადგენილებების მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, მას შეიძლება მიეცეს საქმიანობის მოთხოვნილი ვადით გაგრძელების უფლება. თავი VIIVIIნარჩენების ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემა და რეგისტრაცია საქართველოს 2017 წლის ივნისის კანონი №898 - ვებგვერდი, 21.06.2017წ. [თავი VII ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობისთვის გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების/ინტეგრირებული გარემოსდაცვითი ნებართვის გაცემა და რეგისტრაცია (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — ნარჩენების მართვის კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 26.11.2025.
გამოქვეყნება: ვებგვერდი, 12/01/2015.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება