1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება არის ელექტროენერგეტიკული სისტემების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ორი ან მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი რომელიმე ნაწილის სინქრონული ან ასინქრონული ოპერირებისთვის საჭირო ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობა.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების კომპეტენტურ ოპერატორებთან გააფორმოს ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულება (ხელშეკრულებები).
3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულების გაფორმება და შესრულება დასაშვებია, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებს, მათ შორის, გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასთან, დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებულ პირობებს, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს.
4. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ ოპერირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ოპერირება და თანამშრომლობა ხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.
5. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა არ არის ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას.
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 64. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება 1. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირება არის ელექტროენერგეტიკული სისტემების სტაბილურობის შესანარჩუნებლად ორი ან მეტი მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემის ან მათი რომელიმე ნაწილის სინქრონული ან ასინქრონული ოპერირებისთვის საჭირო ღონისძიებებისა და ინსტრუმენტების ერთობლიობაერთობლიობა. . 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია მეზობელი ელექტროენერგეტიკული სისტემების კომპეტენტურ ოპერატორებთან გააფორმოს ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულება (ხელშეკრულებები(ხელშეკრულებები). ). 3. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელური ოპერირების ხელშეკრულების გაფორმება და შესრულება დასაშვებიადასაშვებია, , თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მოთხოვნებსმოთხოვნებს, , მათ შორისშორის, , გადამცემი სისტემის ოპერატორის განცალკევებასთანგანცალკევებასთან, , დამოუკიდებლობასა და კომპეტენციასთან დაკავშირებულ პირობებსპირობებს, , საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს და საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებსვალდებულებებს. . 4. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ ოპერირებასთან დაკავშირებული ტექნიკური ოპერირება და თანამშრომლობა ხორციელდება ამ მუხლის მემე-2 -2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისადშესაბამისად. . 5. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ურთიერთობა არ არის ელექტროენერგიის იმპორტი ან ექსპორტი და არ ექვემდებარება ცალკე ლიცენზირებას ან ნებართვის გაცემას . თავი XV. ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერირება და მართვაგაცემას.
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება