1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებას. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას გარანტირებული ან წყვეტადი სახით. წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში წყვეტადი სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობას.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირს ერთი და იგივე მომსახურება უნდა შესთავაზოს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებით, ბუნებრივი გაზის გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ან/და ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისად.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურას, წესებსა და პირობებს, მათ შორის, ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებს, აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებს, რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდეს.
5. აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგ. ეს გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებით, უნდა იყოს არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და პროპორციული და ბაზარზე შესვლის მსურველებს არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ ბარიერებს.
6. ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულება, რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებული, ვიდრე სტანდარტული წლიური ტრანსპორტირების ხელშეკრულება, არ შეიძლება იწვევდეს ისეთ გაუმართლებლად მაღალ ან დაბალ ტარიფს, რომელიც მომსახურების საბაზრო ღირებულებას არ ასახავს.
7. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობით, რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებს.
8. გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ან/და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად უნდა ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორების ქსელებთან დაშვება, თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლად, მათ შორის, ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვის.
9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებს, რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენ, ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებ
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 65. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების მოთხოვნათა დაცვით უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან სისტემით მოსარგებლეების არადისკრიმინაციულ და შეუზღუდავ დაშვებასდაშვებას. . ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების საფასური ეფუძნება კომისიის მიერ შესაბამისი მეთოდოლოგიის მიხედვით გაანგარიშებულ და დადგენილ ტარიფსტარიფს. . 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისთვის გადამცემი სისტემის ოპერატორი სისტემით მოსარგებლეებს სთავაზობს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვების გრძელვადიან და მოკლევადიან მომსახურებას გარანტირებული ან წყვეტადი სახითსახით. . წყვეტადი მომსახურების შემთხვევაში წყვეტადი სიმძლავრის ფასი უნდა ასახავდეს მომსახურების შეწყვეტის შესაძლებლობასშესაძლებლობას. . 3. გადამცემი სისტემის ოპერატორმა ბუნებრივი გაზის სისტემით მოსარგებლე სხვადასხვა პირს ერთი და იგივე მომსახურება უნდა შესთავაზოს თანაბარი სახელშეკრულებო პირობებითპირობებით, , ბუნებრივი გაზის გადაცემის მომსახურების ჰარმონიზებული ხელშეკრულების გამოყენებით ანან/და /და ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესების შესაბამისადშესაბამისად. . 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი საკუთარ ვებგვერდზე აქვეყნებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პროცედურასპროცედურას, , წესებსა და პირობებსპირობებს, , მათ შორისშორის, , ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის წესებით დადგენილ მოთხოვნებსა და კომისიის მიერ განსაზღვრულ საფასურებსსაფასურებს, , აგრეთვე ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემით სარგებლობისთვის საჭირო ტექნიკურ და რაოდენობრივ მონაცემებსმონაცემებს, , რომლებიც რეგულარულად უნდა განახლდესგანახლდეს. . 5. აუცილებლობის შემთხვევაში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებასთან დაკავშირებული მომსახურება სისტემით მოსარგებლეს შეიძლება გაეწიოს მხოლოდ შესაბამისი ფინანსური გარანტიის წარდგენის შემდეგშემდეგ. . ეს გარანტია გათვალისწინებული უნდა იყოს ამ კანონის 51-ე მუხლის მემე-3 -3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ხელშეკრულების სტანდარტული პირობებითპირობებით, , უნდა იყოს არადისკრიმინაციულიარადისკრიმინაციული, , გამჭვირვალე და პროპორციული და ბაზარზე შესვლის მსურველებს არ უნდა უქმნიდეს გაუმართლებელ ბარიერებსბარიერებს. . 6. ბუნებრივი გაზის გადაცემის ხელშეკრულებახელშეკრულება, , რომლის ძალაში შესვლა არასტანდარტულ თარიღს უკავშირდება ან რომელიც იმაზე ნაკლები ვადით არის დადებულიდადებული, , ვიდრე სტანდარტული წლიური ტრანსპორტირების ხელშეკრულებახელშეკრულება, , არ შეიძლება იწვევდეს ისეთ გაუმართლებლად მაღალ ან დაბალ ტარიფსტარიფს, , რომელიც მომსახურების საბაზრო ღირებულებას არ ასახავსასახავს. . 7. ამ კანონის დებულებებმა ხელი არ უნდა შეუშალოს გრძელვადიანი ხელშეკრულებების გაფორმებას იმ პირობითპირობით, , რომ ეს ხელშეკრულებები შეესაბამება საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობით დადგენილ კონკურენციის წესებსწესებს. . 8. გადამცემი სისტემის ოპერატორს ორმხრივი ან მრავალმხრივი ხელშეკრულებების ანან/და /და თანამშრომლობის სხვა პირობების შესაბამისად უნდა ჰქონდეს მეზობელი ქვეყნების გადამცემი სისტემების ოპერატორების ქსელებთან დაშვებადაშვება, , თუ ეს საჭიროა მის მიერ თავისი ფუნქციების შესასრულებლადშესასრულებლად, , მათ შორისშორის, , ბუნებრივი გაზის ტრანსსასაზღვრო გადაცემისთვისგადაცემისთვის. . 9. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით პრიორიტეტი მიანიჭოს იმ ობიექტებსობიექტებს, , რომლებიც ენერგიას განახლებადი ენერგიის წყაროს მეშვეობით აწარმოებენაწარმოებენ, , ან სხვა წახალისებული წარმოების ობიექტებს .ობიექტებ
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება