1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვს, მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს გამოწვეულია მოთხოვნილ პერიოდში არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობით, ან ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორს, ამ კანონის შესაბამისად გასწიოს საჯარო მომსახურება, ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. აღნიშნულ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული მისი მოქმედების ვადის მითითებით ამ მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქსელის წესებით.
2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილია, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი, თუ გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მესამე პირის მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან გადაიხადე“ ხელშეკრულებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევს.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მოქმედების ვადის, უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებით. ყველა პირს, რომელთა მოთხოვნა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდა, გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღისა, წერილობით აცნობებს უარის თქმის შესაბამის მიზეზებს და წარუდგენს ობიექტურ, არადისკრიმინაციულ და ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებს.
4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი ზომები სისტემის გასაძლიერებლად, თუ ეს ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებას.
5. კომისია შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოფს, რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაცია. ამ ინფორმაციის მიწოდების ხარჯების ასანაზღაურებლად შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასური.
6. პირი, რომელსაც უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე, ან პირი, რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პირობებით უკმაყოფილოა, უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისია
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 20.12.2019).
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (05.01.2021 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 66. ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმა 1. გადამცემი სისტემის ოპერატორს უფლება არ აქვსაქვს, , მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარი ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზედაშვებაზე, , გარდა იმ შემთხვევებისაშემთხვევებისა, , როდესაც ეს გამოწვეულია მოთხოვნილ პერიოდში არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობითარარსებობით, , ან ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვება ხელს შეუშლის გადამცემი სისტემის ოპერატორსოპერატორს, , ამ კანონის შესაბამისად გასწიოს საჯარო მომსახურებამომსახურება, , ან საფრთხეს შეუქმნის საზოგადოების ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებასუსაფრთხოებას. . აღნიშნულ შემთხვევებში ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება სათანადოდ უნდა იყოს დასაბუთებული მისი მოქმედების ვადის მითითებით ამ მუხლის მემე-3 -3 პუნქტის შესაბამისადშესაბამისად. . სისტემასთან მესამე პირების დაშვებაზე უარის თქმის წესი და პირობები განისაზღვრება ბუნებრივი გაზის ქსელის წესებითწესებით. . 2. გადამცემი სისტემის ოპერატორი უფლებამოსილიაუფლებამოსილია, , გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისაშემთხვევებისა, , ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე მთლიანად ან ნაწილობრივ განაცხადოს უარიუარი, , თუ გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მესამე პირის მოთხოვნის მიღებამდე მოქმედი „მიიღე ან გადაიხადეგადაიხადე“ “ ხელშეკრულებები მნიშვნელოვან ეკონომიკურ და ფინანსურ სირთულეებს გამოიწვევსგამოიწვევს. . 3. გადამცემი სისტემის ოპერატორი ასაბუთებს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან მესამე პირის დაშვებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას მისი მოქმედების ვადისვადის, , უარის თქმის შესაბამისი მიზეზებისა და მათ აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიებების მითითებითმითითებით. . ყველა პირსპირს, , რომელთა მოთხოვნა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ არ დაკმაყოფილდადაკმაყოფილდა, , გადამცემი სისტემის ოპერატორი დაუყოვნებლივდაუყოვნებლივ, , მაგრამ არაუგვიანეს ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღისადღისა, , წერილობით აცნობებს უარის თქმის შესაბამის მიზეზებს და წარუდგენს ობიექტურობიექტურ, , არადისკრიმინაციულ და ტექნიკურად და ეკონომიკურად გამართლებულ კრიტერიუმებზე დამყარებულ მტკიცებულებებსმტკიცებულებებს. . 4. გადამცემი სისტემის ოპერატორი ვალდებულია არასაკმარისი სიმძლავრის ან მიერთების წერტილის არარსებობის გამო ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზე უარის თქმის შემთხვევაში მიიღოს აუცილებელი ზომები სისტემის გასაძლიერებლადგასაძლიერებლად, , თუ ეს ქმედება ეკონომიკურად გამართლებულია ან პოტენციური მომხმარებელი თავად უზრუნველყოფს შესაბამისი ხარჯების ანაზღაურებასანაზღაურებას. . 5. კომისია შესაბამის შემთხვევაში უზრუნველყოფსუზრუნველყოფს, , რომ გადამცემი სისტემის ოპერატორმა დაინტერესებულ პირს მიაწოდოს ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის გასაძლიერებლად ამ მუხლის მემე-4 -4 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ სათანადო ინფორმაციაინფორმაცია. . ამ ინფორმაციის მიწოდების ხარჯების ასანაზღაურებლად შესაძლოა დაწესდეს გონივრული საფასურისაფასური. . 6. პირიპირი, , რომელსაც უარი ეთქვა ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვებაზედაშვებაზე, , ან პირიპირი, , რომელიც ბუნებრივი გაზის გადამცემ სისტემასთან დაშვების პირობებით უკმაყოფილოაუკმაყოფილოა, , უფლებამოსილია ამ კანონის 155-ე მუხლის შესაბამისად განცხადებით მიმართოს კომისიას .კომისია
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — on Energy and Water Supply, კონსოლიდირებული რედაქცია 10.06.2025.
გამოქვეყნება: Website, 27/12/2019.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება