დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
შემდგომი ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 18.07.2018 წ.
დმანისის მუნიციპალიტეტეის საკრებულოს 2018 წლის 16 ივლისის დადგენილება №32 - ვებგვერდი, 18.07.2018 წ.
|
2. სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი); ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით); ღია კაფეების მოწყობა; შეშა; ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.+
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №20
2015 წლის 13 აგვისტო
ქ. დმანისი
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის და მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
+
მუხლი 1🔗
დმანისის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ქალაქ დმანისის ქუჩებზე, მოედნებსა და ტროტუარებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი დანიშნულების საავტომობილო გზის გასწვრივ მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
+
მუხლი 2🔗
განისაზღვროს მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა (დანართი 1).
+
მუხლი 3🔗
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ ქალაქის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ- ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
+
მუხლი 4🔗
დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით (ხორცი, ხორცის პროდუქტები, რძე, რძის პროდუქტები, თევზი, კრემიანი საკონდიტრო ნაწარმით და პურით) გარე ვაჭრობა.
+
მუხლი 5🔗
აიკრძალოს ხელიდან, არასტაციონარული დახლებიდან და ავტომანქანებიდან გარე ვაჭრობა.
+
მუხლი 6🔗
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500–დან 2400 საათამდე.
+
გარე ვაჭრობის დრო განისაზღვროს 500–დან 2400 საათამდე.
მუხლი 7🔗
+
სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით, დმანისის მუნიციპალიტეტის გამგებელის შესაბამისი ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტის – ბრძანების საფუძველზე, შესაძლებელია (დროებით) გამოიყოს დამატებითი ადგილები.
მუხლი 8🔗
+
დადგენილების შესრულების კონტროლი დაევალოს დმანისის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურურისა და ეკონომიკური განვითარების სამსახურს.
მუხლი 9🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელერი ბერუაშვილი
დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლერი ბერუაშვილი
+
დანართი 1
1. გარე ვაჭრობის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
ჟურნალ-გაზეთები;
წიგნები;
ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
ყვავილები;
ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარიულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობები და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
2. სეზონური გარე ვაჭრობისათვის ნებადართული საქონლის ნომენკლატურა
გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის, ბურახი);
ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით);
ღია კაფეების მოწყობა;
შეშა;
ყველა სახეობის ხილი და ბოსტნეული.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „დმანისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ“, №20, 13.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.156.016214 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.07.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2948927-1/