საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
26.08.2015 ძალადაკარგული 21.10.2019
ნომერი
№94
სარეგისტრაციო კოდი
010340020.22.038.016509
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (3)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №94

2015 წლის 26 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე

 


+
მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა.

 

+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

 


საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
+



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საკონკურსო თემატიკა

 


მუხლი 1

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიენიჭება უპირატესობა);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა;

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ"

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”;

თ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

კ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“;

ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.

 

მუხლი 2

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (მაგისტრის ან დოქტორის აკადემიურ ხარისხს მიენიჭება უპირატესობა);

ბ) საჯარო სამსახურში მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით;

გ) მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;

დ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

ე) უცხო ენის ცოდნა (სასურველია);

ვ) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ"

დ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“;

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ”;

თ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ი) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

კ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“;

ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

მ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.

 

მუხლი 3

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარულ ან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები სასურველია);

ბ) მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნა;

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მრჩევლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია;

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი ,,სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ"

ე) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ვ) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“

ზ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

თ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

ი) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“;

კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ლ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.

 

მუხლი 4

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარულ ან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები სასურველია);

ბ) მუშაობის არანაკლებ 6-თვიანი გამოცდილება, მათ შორის, საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით;

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნა;

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (მესამე თავი);

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“

ვ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ”;

თ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

კ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.

 

მუხლი 5

1. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება (ჰუმანიტარულ ან სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტები სასურველია);

ბ) საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებით მუშაობის  ან სტაჟირების  გამოცდილება (სასურველია);

გ) საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;

დ) უცხო ენის (ინგლისური ან რუსული) ცოდნა;

ე) ტრენინგებში, ადგილობრივ ან საერთაშორისო კონფერენციებსა და სემინარებში მონაწილეობა (სასურველია).

2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის სპეციალისტის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატისათვის დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) საქართველოს კონსტიტუცია (მეორე თავი);

ბ) საქართველოს კანონი „პატიმრობის კოდექსი“;

გ) საქართველოს კანონი „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ (მესამე თავი);

დ) საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“;

ე) საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“

ვ) საქართველოს კანონი ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“;

ზ) საქართველოს კანონი „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“;

თ) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილება;

ი) „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება.


+

Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებისა და საკონკურსო თემატიკის დამტკიცების თაობაზე“, №94, 26.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 010340020.22.038.016509 (კონსოლიდირებული რედაქცია 12.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2957167-1/