საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
27.08.2015 ძალადაკარგული 21.01.2026
ნომერი
№118
სარეგისტრაციო კოდი
100020020.22.038.016533
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/08/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (13)

წინა ცვლილებები (12)

დოკუმენტის ტექსტი

⇄ რედაქციების შედარება
+
 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის

ბრძანება №118

2015 წლის 27 აგვისტო

ქ. თბილისი

 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-80 მუხლის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“ ქვეპუნქტების, 87-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, 91-ე მუხლის მე-2 ნაწილის, პატიმრობის კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილისა და „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 19 ივნისის №275 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.


+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 პენიტენციური დაწესებულების  თანდართული დებულება.
+
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრიკახა კახიშვილი
+



საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

№11 პენიტენციური დაწესებულების დებულება


თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ეს დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, განსაზღვრავს დაწესებულებაში სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისა და მოხდის პირობებს.

2. მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულებაში მოთავსების მომენტისათვის არ შესრულებია 18 წელი, თავსდება სამინისტროს №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში (შემდგომში – დაწესებულება).

3. დაწესებულების საქმიანობის სამართლებრივი საფუძველია საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებები, საქართველოს მთავრობის დადგენილება, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებები, დებულება და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტები.

4. დებულება შესასრულებლად სავალდებულოა დაწესებულების მოსამსახურეთათვის, მსჯავრდებულთათვის, რომლებიც სასჯელს იხდიან დაწესებულებაში და იმ პირთათვის, რომლებიც შედიან/იმყოფებიან დაწესებულების ტერიტორიაზე.

5. დებულების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 2. დაწესებულება

1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.

2. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.

3. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ  შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით  გამოდის სასამართლოში.

4. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი და ბლანკი.

5. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

6. დაწესებულების მისამართია: ქ. თბილისი, გრ. ხანძთელის ქ. №3.

 

მუხლი 3. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები:

1. დაწესებულების ამოცანებს განეკუთვნება:

ა) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის მოხდის უზრუნველყოფა;

ბ) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის უზრუნველყოფა;

გ) დაწესებულებაში მართლწესრიგის, უსაფრთხოებისა  და კანონიერების დაცვა;

დ) მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

2. დაწესებულების ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომში - დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე;

ბ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მსჯავრდებულთა ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება;

გ)  მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისათვის მზადების უზრუნველყოფა;

დ) კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ორგანიზების უზრუნველყოფა;

ე) მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის: პაემნების, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის უზრუნველყოფა.

ვ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შედგენა და განხორციელების ხელშეწყობა;

ზ) მსჯავრდებულის დასაქმების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა შრომის მარეგულირებელი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

თ)  მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმების ჩატარებისა და მკურნალობის ხელშეწყობა;

ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაწესებულებაში, დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთებისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება, მსჯავრდებულის ადგილსამყოფელის შემოწმება, აკრძალული ნივთებისა და დოკუმენტების ამოღება;

კ) მსჯავრდებულთა მიერ ალკოჰოლის, ნარკოტიკული ან ტოქსიკური ნივთიერებების გამოყენების ფაქტების გამოსავლენად მსჯავრდებულთა სამედიცინო გამოკვლევის დანიშვნის უზრუნველყოფა;

ლ) დებულების მოთხოვნების შესაბამისად, მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე ტრანსპორტის მოძრაობის დროებით შეზღუდვა ან აკრძალვა, მოქალაქეთა შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა;

მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების  ღონისძიებების გამოყენება;

ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკუთრებული პირობების შემოღება;

ო) არარსულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განსაზღვრული დისციპლინური სახდელისა და წახალისების  სახეების გამოყენება;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

თავი II

დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება

მუხლი 4. დაწესებულების მართვა

1. დაწესებულებას მართავს დაწესებულების დირექტორი (შედგომში - დირექტორი).

2. დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეებისა და დაწესებულების სტუქტურული ერთეულების უფროსების მეშვეობით.

3. დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთა საკურატორო სფეროები განისაზღვრება სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის (შემდგომში - დეპარტამენტი) დირექტორის (შემდგომში - დეპარტამენტის დირექტორი) ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით.

4. უსაფრთხოებისა და სპეციალური აღრიცხვის განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს.

5. დირექტორის მოადგილეები, განსაზღვრულ საკურატორო სფეროში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,  ასრულებენ დირექტორის ცალკეულ დავალებებს.

6. დაწესებულების სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორცილებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 5. დაწესებულების დირექტორი

1. დირექტორის უფლებამოსილებებია:

ა) დაწესებულების საქმიანობის ხელმძღვანელობა და წინადადებების შემუშავება დაწესებულების ფუნქციონირების გაუმჯობესების მიზნით;

ბ) მოსამსახურეთა მიერ ფუნქცია-მოვალეობების შესრულების კონტროლი საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის მიზნით;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა ან ვიზირება;

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების წარმომადგენლობა საკუთარი მოვალეობების შესრულებისას;

ე) დეპარტამენტის დირექტორისათვის წინადადებების წარდგენა დაწესებულების სტრუქტურის, შტატის, მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების შესახებ;

ვ) შუამდგომლობის წარდგენა იმ ადამიანური და მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე, რომლებიც საჭიროა დაწესებულების ფუნქციების განსახორციელებლად;

ზ) მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების უზრუნველყოფის მიზნით შუამდგომლობის წარდგენა შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად;

თ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების უფროსების ანგარიშების პერიოდულად მოსმენა შესრულებული სამუშაოს თაობაზე;

ი) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა;

კ) მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით განკარგულების გამოცემა, ხოლო წახალისების მიზნით - ბრძანების გამოცემა;

ლ) დაწესებულებაში არსებული ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით საკნის ტიპის საცხოვრებლის განსაზღვრა;

მ) მულტიდისციპლინური გუნდის შექმნა;

ნ) მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის დამტკიცება;

ო)  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – მოადგილე სოციალურ დარგში.

3.  დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე და დაწესებულებისთვის გამოყოფილ მატერიალური რესურსების ეფექტიან განკარგვაზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 6. დაწესებულების სტრუქტურა

1. დაწესებულების ამოცანების განხორციელებისა და ფუნქციების შესრულების მიზნით დაწესებულებაში იქმნება სტრუქტურული ერთეულები.

2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) უსაფრთხოების განყოფილება;

გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება;

დ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება;

ე) სოციალური განყოფილება;

2. მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის სათანადო სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. საექიმო-სამედიცინო პუნქტში საქმიანობას ეწევიან სამინისტროს სამოქალაქო სამსახურის საჯარო მოსამსახურეები და მოწვეული სპეციალისტები.

3. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.

4. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით.

5. დაწესებულების მოსამსახურეთა საშტატო ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 6​1. ადმინისტრაციული განყოფილება

ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით კორესპონდენციისა და მსჯავრდებულთა წერილების, საჩივრების, წინადადებებისა და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;

ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი;

გ) დაწესებულებისათვის საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;

გ ​1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა;

გ​2) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება.

დ) კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება;

ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;

ვ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული, დეპარტამენტის დირექტორის ბრძანებების პროექტების მომზადება;

ზ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით საქართველოს სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;

თ) კომპეტენციის ფარგლებში, მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;

ი) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების/დახმარების გაწევა;

კ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;

ლ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ლ​1) ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;

ლ​2) ყველა ინსტანციის სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის  შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში, მოქალაქეებისათვის კონსულტაციისა და დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მომსახურების გაწევა;

ნ) დაწესებულებისა და მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში;

ო) სამუშაო და ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;

პ) დაწესებულების ელექტროენერგიით, ბუნებრივი გაზითა და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება  და დანახარჯების  აღრიცხვა;

ჟ) დაწესებულების საწყობში მიღებული ინვენტარის აღრიცხვა, მიღება-გაცემა;

რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.

 

მუხლი 7. უსაფრთხოების განყოფილება

1. უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა;

ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევების პრევენცია და  გამოვლენა;

გ) სასჯელის მოხდის დადგენილი წესის დარღვევის თავიდან აცილება;

დ) დაწესებულებიდან გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის ღონისძიებათა შემუშავება-გატარება და გაქცეულ მსჯავრდებულთა ძებნის უზრუნველყოფა;

ე) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება და ამ კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღება-გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

თ) იმ პირთა და მათი ნივთების შემოწმება, რომლებიც შედიან დაწესებულების ტერიტორიაზე ან გამოდიან დაწესებულების ტერიტორიიდან;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. უსაფრთხოების განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობას.

3. უსაფრთხოების განყოფილება, თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა ხელმძღვანელობდეს  არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამონდინარე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 8. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება

1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულთა მიერ დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე კონტროლი და მათი დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;

ბ) მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური დარღვევის ოქმის შედგენა და მსჯავრდებულთა მიმარ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების მიზნით უფლებამოსილი თანამდებობის პირებისათვის წინადადებების წარდგენა;

გ) მსჯავრდებულთან შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა;

დ) მსჯავრდებულთა, დაწესებულებაში შემსვლელი ან დაწესებულებიდან გამომსვლელი პირებისა და მათი ნივთების შემოწმება;

ე) მსჯავრდებულთა განთავსებისა და სამუშაო ადგილებში მათ ქცევაზე ვიზუალური კონტროლის განხორციელება;

ვ) მსჯავრდებულთა მიერ სამრეწველო მოწყობილობების, სამუშაო ინსტრუმენტების, ელექტროენერგიის, ნედლეულისა და მასალების არადანიშნულებისამებრ ან ფარულად გამოყენების აღკვეთა, აგრეთვე მსჯავრდებულთა მიერ სხვადასხვა ნაგებობების, მოწყობილობების, სათავსოების თვითნებურად აგების/გადაკეთების აღკვეთა;

ზ) მსჯავრდებულთათვის ბასრი, მჭრელი და მჩხვლეტავი ინსტრუმენტების გაცემა-ჩაბარებაზე კონტროლი;

თ) მსჯავრდებულთა პირადი ნივთებისა და სათავსოების, აგრეთვე დაწესებულების სპეციალური საცხოვრებლის, სასწავლო/სარეკრეაციო და საწარმოო სივრცეების დათვალიერება/შემოწმება, აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღება;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე სასაშვო-გამშვები რეჟიმის ორგანიზების კონტროლი;

კ) დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილებისა და მათ მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ტანსაცმლის ტარების კონტროლი;

ლ) კომპეტენციის ფარგლებში  მსჯავრდებულის დახასიათების შევსება;

მ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ნ) დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ოპერატიული მორიგის სისტემატიური ინფორმირება;

ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება ვალდებულია მაქსიმალურად შეუწყოს ხელი მსჯავრდებულთა მიმართ სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის პროცესის და გეგმის განხორციელებას, აგრეთვე მსჯავრდებულთა სხვა ღონისძიებებში მონაწილეობას.

3. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება, თავისი საქმიანობის განხორციელებისას უნდა ხელმძღვანელობდეს  არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამონდინარე.

 

მუხლი 9. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება

1.სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულთა აღრიცხვა;

ბ) მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;

გ) დაწესებულებიდან მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანისათვის, აგრეთვე ექსტრადიციისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის მომზადება;

დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.

3. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 10. სოციალური  განყოფილება

სოციალური განყოფილების ფუნქციებია:

ა) მსჯავრდებულებისათვის სასჯელის მოხდის პირობების, მსჯავრდებულის უფლებების და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესების, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესების, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნების განმარტება მათთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე. აგრეთვე მსჯავრდებულის გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე.

ბ) მსჯავრდებულის ბიო-ფსიქო-სოციალური შეფასება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის (შემდგომში – ინდივიდუალური გეგმა)  შემუშავება, ინდივიდუალური გეგმის შესრულების კოორდინაცია და მონიტორინგი;

გ) ფსიქო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;

დ) მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით ინდვიდუალური და ჯგუფური კონსულტაცია და კონსულტირება;

ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა/განხორციელება მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის მიზნით;

ვ) გათავისუფლებისთვის მზადების ხელშემწყობი პროგრამების დანერგვა და განხორციელება;

ზ) მსჯავრდებულთა სპორტული, რელიგიური, კულტურული და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებების ორგანიზება;

თ) მსჯავრდებულთა  შეფასება კომპეტენციის ფარგლებში და შეფასების საფუძველზე გამოვლენილი რისკებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებთან კონტაქტი (შეხვედრა, სატელეფონო გასაუბრება);

ი) მსჯავრდებულის სარეაბილიტაციო პროცესის ხელშეწყობის მიზნით, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსთან, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ სოციალური მომსახურეობის სააგენტოსთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრთან და სხვა შესაბამის სამსახურებთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი ორგანოებისათვის მიწოდება უნდა განხორციელდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვით, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანტარტების შესაბამისად;

კ) მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო პროცესის უზრუნველსაყოფად მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება, სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ურთიერთობა და მათთან თანამშრომლობის მიზნით წინადადებების მომზადება;

ლ) საგანმანათლებლო პროცესის განხორციელების მიზნით მსჯავრდებულთა შესაბამისი დოკუმენტაციის მოწესრიგება;

მ) საგანმანათლებლო-სარეაბილიტაციო პროცესის ეფექტურად ორგანიზების მიზნით პატიმრობის დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებასთან ინფორმაციის გაცვლა და კოორდინაცია;

ნ) მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების ორგანიზება;

ო) მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურების გაწევა;

პ) მსჯავრდებულის დასაქმების ხელშეწყობა არასრულწლოვანთა შრომის მარეგულირებელი ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;

ჟ) მოთხოვნის შემთხვევაში, კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულისათვის კონსულტაციის გაწევა;

რ) სუიციდის რისკის მქონე მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტისათვის ხელშეწყობა, აგრეთვე, მსჯავრდებულთა სუიციდის რისკის შესამცირებლად, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილებისათვის სუიციდის რისკის არსებობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში  მსჯავრდებულის დახასიათების შევსება;

ტ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;

უ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 11. საექიმო-სამედიცინო პუნქტი

დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.

თავი III

დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები

მუხლი 12. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები

1.  დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.

2. დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ დამოუკიდებლად, დღის განრიგით დადგენილი წესით და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.

 

მუხლი 13. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღების, მოთავსებისა და განთავსების ძირითადი პირობები და პროცედურები

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღება ხდება დინამიკური უსაფრთხოების პრინციპების თანახმად. მსჯავრდებულის მიღებისას პირველ პროცედურას ახორციელებს ოპერატიული მორიგე, რომელიც ამოწმებს მსჯავრდებულის მისაღებად აუცილებელ დოკუმენტებს, ახდენს პიროვნების იდენტიფიცირებას, გამოკითხავს მსჯავრდებულს და ადარებს მის პასუხებს წარმოდგენილ დოკუმენტებთან.

2. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:

ა) სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა თავისუფლების აღკვეთა;

ბ) მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;

გ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის შემოწმების შემდეგ, მსჯავრდებული თავსდება შემოწმებისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახში სადაც ხდება მსჯავრდებულის და მისი კუთვნილი ნივთების საგულდაგულოდ შემოწმება ამ დებულების მე-17 მუხლის შესაბამისად. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და კვების პროდუქტები, რომელთა შენახვა და გამოყენება მსჯავრდებულთათვის აკრძალულია (შემდგომში – აკრძალული ნივთები) (დებულების დანართი №1), აგრეთვე პირველადი მოხმარების საგნები, ჰიგიენური საშუალებები, კვების პროდუქტები, სხვა ნივთები და საგნები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული დებულების დანართი №2-ის და დებულების დანართი №3-ის ჩამონათვალში, ამოიღება დადგენილი წესით და გადაეცემა შესანახად დაწესებულებას ან მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი და გაეცნობა მსჯავრდებულს, რომელსაც ადასტურებს ხელმოწერით.

4. მსჯავრდებული, პირადი და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდგომ, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში გადის სამედიცინო შემოწმებას, რომელსაც ახორციელებს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მოსამსახურე. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და დადგენილი წესით ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი გადაეცემა დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს. სხეულის დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში  დაწესებულება ვალდებულია ეს ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.

4​1. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის  2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.

5. თუ დაწესებულებაში მიღებისას მსჯავრდებულს სამედიცინო შემოწმების შედეგად დაწესებულების ექიმის დასკვნით დაუდგინდება სასწრაფო ან გადაუდებელი ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო მომსახურების საჭიროება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში, ხოლო თუ აღნიშნულის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.

6. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს, ხოლო არამართვადი ინფექციური სენით დაავადებული მსჯავრდებული, რომლის განცალკევებით მოთავსება შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, აგრეთვე ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული მსჯავრდებული დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი დაწესებულებიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად.

7. მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის  მე-5 - მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, პირადი თავისებურებების გათვალისწინებით, დირექტორის გადაწყვეტილებით განთავსდება სპეციალურ საცხოვრებელში.

8. სპეციალურ საცხოვრებელში მოთავსებისას მსჯავრდებულს, მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე, სოციალური განყოფილების მოსამსახურის ან მისი არ ყოფნის შემთხვევაში დაწესებულების სხვა მოსამსახურის მიერ წერილობით ეცნობება და ზეპირი ფორმით განემარტება სასჯელის მოხდის პირობები, მსჯავრდებულის უფლებები და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური და სხვა სახის მოთხოვნები, აგრეთვე მსჯავრდებული გაფრთხილდება დაწესებულების დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე. მსჯავრდებულისათვის უფლება-მოვალეობათა გაცნობის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერენ მსჯავრდებული და დაწესებულების სოციალური  განყოფილების მოსამსახურე. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.

9. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ აცნობოს განაჩენის გამომტან სასამართლოს და მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან მსჯავრდებულის ადვოკატს, მის შესახებ შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა. გაგზავნილ უწყებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც მსჯავრდებულებს შეუძლიათ ამანათებით, გზავნილებით, აგრეთვე მიმოწერის წესის, ფულადი გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, ტელეფონის საუბრის წესის თაობაზე.

10. უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. იმ სახელმწიფოთა მოქალაქე მსჯავრდებულების მიღებისას, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ გააჩნიათ, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში,რომელთაც მინდობილი აქვთ მათი უფლებების დაცვა.

11. მსჯავრდებული დაწესებულებაში მიიღებისას დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ინსპექტორის მიერ აღირიცხება მსჯავრდებულთა რეესტრში.

11​1. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სპეციალურ საცხოვრებელში განაწილების თაობაზე იღებს დაწესებულების დირექტორი, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

12. დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:

ა) პირველად მსჯავრდებულებს;

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143​1 ან/და 143​2 მუხლით/მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;

გ) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;

დ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 14. დღის განრიგი

1. დაწესებულებაში დგება მკაცრად რეგლამენტირებული დღის განრიგი ამა თუ იმ მსჯავრდებულთა ჯგუფთან მუშაობის თავისებურებების, ადგილობრივი პირობების, ინდივიდუალური გეგმის, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.

2. დღის განრიგი მოიცავს მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, ფიზიკური ვარჯიშის, კვების, სამუშაოს, განათლების, სპორტულ, კულტურულ, რელიგიურ ღონისძიებებში და ინდივიდუალური გეგმის მიხედვით სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება მსჯავრდებულთა უწყვეტი რვასაათიანი ძილი და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფა.

3. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის მიერ კვირაში არანაკლებ ერთხელ ტარდება ყველა მსჯავრდებულის დათვალიერება, რომლის დროსაც მოწმდება მათი გარეგანი სახე, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მდგომარეობა.

4. დღის განრიგს დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.

 

მუხლი 15. დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილების წესი

1. მსჯავრდებულებს დაწესებულებაში შეუძლიათ დამოუკიდებლად, დღის განრიგით დადგენილი წესით და სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის შესაბამისად, გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.

2. მსჯავრდებულებს შეუძლიათ დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან თავისუფალ დროს დამოუკიდებლად გადაადგილდნენ დაწესებულებაში ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ იზოლირებული მონაკვეთის ფარგლებში, ხოლო დაწესებულების ტერიტორიის სხვა ნაწილებში - დაწესებულების დირექტორის თანხმობით და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ზედამხედველობით. იზოლირებული მონაკვეთის ფარგლები განისაზღვრება დირექტორის მიერ.

3. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი სპეციალური საცხოვრებლის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებულ შემთხვევებში (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) დაწესებულების წარმომადგენლის (სამართლებრივი რეჟმის ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე) თანმხლებით. ღამის საათები განისაზღვრება სეზონის შესაბამისად დაწესებულების დღის განრიგით.

4. საკნის ტიპის საცხოვრებელში განთავსებული პირის საკნის ტიპის საცხოვრებლის გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის (სამართლებრივი რეჟმის ან უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე)  თანდასწრებით.

5. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, კვება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს მსჯავრდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერ მოთხოვნას.

 

მუხლი 16. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა  განთავსების შემოწმება

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთა განთავსების შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმიური შემოწმება ტარდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს.

2. მსჯავრდებულის განთავსების შემოწმება ტარდება სპეციალურ საცხოვრებელში მსჯავრდებულთა დათვლისა და სიის წაკითხვის გზით.

3. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებული მსჯავრდებულების შემოწმება ხორციელდება საკნის ტიპის საცხოვრებლების მიხედვით.

 

მუხლი 17. მსჯავრდებულის, მისი და დაწესებულებაში შემსვლელი/გამსვლელი პირების ნივთებისა და მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება

1. ამ დებულების დაცვის მიზნით დასაშვებია მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება.

2. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნიან მსჯავრდებულს.

3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც:

ა) გათვალისწინებულია დებულების №1 დანართით;

ბ) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის;

გ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ;

დ) არ არიან გათვალისწინებული დებულების №2 დანართის და №3 დანართის ჩამონათვალში;

ე)  აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, ნივთებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების დანართი №1-ის მე-16 პუნქტითა და №2 დანართით.

4. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს სრული და არასრული.

5. მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების იმავე სქესის შესაბამისი მოსამსახურეების მიერ.  შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა.

 6. მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:

ა) მსჯავრდებულის ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენის შემდეგ;

ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან შეხვედრამდე და მის შემდეგ;

გ) სხვა სპეციალურ საცხოვრებელში გადაყვანისას;

გ​1) აბაზანაში გაყვანისას;

დ) სხვა შემთხვევებში დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.

7. არასრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.

8. მსჯავრდებულის სრული პირადი შემოწმება  ტარდება:

ა) მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღებისას;

ბ) მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გაგზავნისას;

გ) მსჯავრდებულის საკანის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებისას;

დ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;

ე) დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლისას და დაწესებულებაში დაბრუნებისას;

ე​1) ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ;

ე​2) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში);

ვ)  სხვა შემთხვევაში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით.

8​1. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დირექტორი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს.

8​2. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ამ მუხლის მე-9−10​2 პუნქტებით დადგენილი წესით. შემოწმების საშუალებას ირჩევს მსჯავრდებული. შემოწმების ჩატარების წინ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე მსჯავრდებულს შესთავაზებს აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხორციელდება.

8​3. მსჯავრდებული ამ მუხლის მე-9−10​2 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ:

ა) იგი უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე;

ბ) სკანერით შემოწმებამ დაადასტურა მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის/ნივთიერების ფლობა;

გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსჯავრდებულს თან აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;

დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;

ე) არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა  სკანერით შემოწმებისთვის.

9. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.

10. სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები, და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუშტუკი და სხვა საგნები.

10​1. მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა.

10​2. ამ მუხლის მე-9−10​1 პუნქტებით გათვალისწინებული პირადი სრული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად. დაუშვებელია პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა.

11. მსჯავრდებულს, პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა გამოყენებისა და შენახვის უფლებაც აქვს დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში და დადგენილი ოდენობით. მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება საკნის ბარათში.

12. მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მსჯავრდებულის თანდასწრებით:

ა) მისი დაწესებულებაში მიღებისას;

ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;

გ) სხვა სპეციალურ საცხოვრებელში გადაყვანისას;

დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას;

 ე) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანისას;

ვ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დირექტორისა ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს მსჯავრდებულის დასწრების გარეშე.

14. მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

15. მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. მსჯავრდებულის  პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა  და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ერთი ოქმი. ოქმს ხელს აწერს შემოწმების მწარმოებელი დაწესებულების მოსამსახურე/მოსამსახურეები და მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. მსჯავრდებულის უარი შემოწმებაზე და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის პირადი შემოწმების, მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა მსჯავრდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.

16. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას.

17. მსჯავრდებულის შემოწმება არ შეიძლება განხორციელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.

18. დაწესებულება ვალდებულია აგრეთვე შეამოწმოს იმ პირთა ნივთები და ტანსაცმელი, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან დაწესებულებაში ან გადიან იქიდან.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №954 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანება №1084 - ვებგვერდი, 10.06.2025 წ.

 

მუხლი 18. მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების  ამოღება

1. მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ამოღების უფლება აქვთ დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეს.

2. ფული, ფასიანი ქაღალდები ან/და სხვა ფასეულობა, რომელიც ამოღებული იქნა მსჯავრდებულისაგან ან მისი მოთავსების ადგილიდან, მის გათავისუფლებამდე გადაეცემა დაწესებულებას  საწყობში შესანახად  და მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი. დებულების დანართი №1 გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნბობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

3. მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე მსჯავრდებულის მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულია, შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით გადაეცემა მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე და მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.

4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც დგება შესაბამისი აქტი.

5. თუ შენახული ნივთები, ნივთიერებები მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება მფლობელს დაუბრუნდეს, თუ ამით არ დაირღვევა დებულების მოთხოვნები.

6. დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი თანხა, ასევე სხვა ფასეულობები, რომელთა კუთვნილების დადგენა შეუძლებელია, დაწესებულება ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.

 

მუხლი 19. უსაფრთხოების ღონისძიებები

1. მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, მსჯავრდებულის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით, დასაბუთებული გადაწყვეტილებით მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:

ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;

ბ) სხვა მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;

გ) დროებით  თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში გადაყვანა;

დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება.

ე)  დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა. 

2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.

3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობა იმავე დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. აქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.

4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.

5. მსჯავრდებულისათვის სხვა მსჯავრდებულების ან სხვა პირების მხრიდან საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ თანამდებობის პირს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულება ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს გახსნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რა დროსაც დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 20. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთაგან განცალკევება

1. ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლის არსებობისას, შესაძლებელია მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსება.

2. დირექტორი, ამ დებულების მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, თუ არსებობს ამ დებულების მე-19 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი საფუძვლები, იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის  გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხრამდე, რის საფუძველზეც მოხდა მსჯავრდებულის განცალკევება,  სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, ხოლო დირექტორის არ ყოფნის შემთხვევაში, დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებული სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსდება დირექტორის მოსვლამდე, მაგრამ არა უმეტეს 24 საათით.

3. აუცილებლობის შემთხვევაში, მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების ხანგრძლივობა დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს კიდევ 30 დღით.

4. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დირექტორი დეპარტამენტის დირექტორის წინაშე აღძრავს საკითხს მსჯავრდებულის ან მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების თავისუფლების აღკვეთის სხვა დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის აღსაძრავად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა.

 

მუხლი 21. განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში

1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.

2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა მინისტრის თანხმობით შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.

3. მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობები.

4. დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს. დეპარტამენტის დირექტორი შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.

5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.

 

მუხლი 22. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა და უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა

1. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესით.

2. მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის,  დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.

 

მუხლი 23. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი

დაწესებულებაში ცეცხლსასროლი იარაღი გამოიყენება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  კოდექსით დადგენილი წესით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

 

მუხლი 24. მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა

1. მსჯავრდებულები  დაწესებულების მოსამსახურეებს მიმართავენ "თქვენობით".

2. დაწესებულების მოსამსახურეები მსჯავრდებულებს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით).

 

მუხლი 25. მსჯავრდებულის პირადი საქმე

1. მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი დაპატიმრებიდან გათავისუფლებამდე.

2. მსჯავრდებულის პირადი საქმე შედგება ორი ნაწილისაგან.

3. მსჯავრდებულის პირადი საქმეს დაერთვის ინდივიდუალური გეგმა და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია. პირად საქმეში ასევე აისახება ინფორმაცია მსჯავრდებულის რისკებისა და საჭიროებების (ბიო-ფსიქო-სოციალური) შეფასების შესახებ, მისი წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ და სხვა სახის ინფორმაცია მსჯავრდებულის რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესის შესახებ.

4. პირადი საქმის შენახვა უნდა მოხდეს კონფიდენციალურად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

5. მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე.

6. მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი საქმე იგზავნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

7. დაწესებულება პირადი საქმის წარმოებისას უზრუნველყოფს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემების დაცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

8. მსჯავრდებულს უფლება აქვს, განცხადების საფუძველზე გაეცნოს თავის პირად საქმეს და პირად საქმეზე დართულ დოკუმენტაციას. მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად უფლებამოსილ პირებს, რომელთა  ნუსხასაც  ამტკიცებს მინისტრი.

9. მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მსჯავრდებულის პირადი საქმე ინახება სამინისტროს არქივში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 26. მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა

მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა განისაზღვრება პატიმრობის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

მუხლი 27. მსჯავრდებულის დაწესებულებაში დატოვება ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანა

1. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

2. რესოციალიზაციის, ზოგადი განათლების მიღების და პროფესიული მომზადების მიზნით 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული პირადი განცხადებით შესაძლებელია სასჯელის მოსახდელად იმავე დაწესებულებაში იქნეს დატოვებული, რომელშიც სრულწლოვანების მიღწევამდე იხდიდა სასჯელს. ამის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობის საფუძველზე.

3. 18 წელს მიღწეული მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად დაწესებულებაში შეიძლება დატოვებულ იქნეს არაუგვიანეს 21 წლის მიღწევისა.

4. 18 წელს მიღწეულ მსჯავრდებულზე, რომელიც სასჯელის მოსახდელად დაწესებულებაში იქნა დატოვებული, ვრცელდება არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის დადგენილი სასჯელის მოხდის პირობები, კვებისა და საყოფაცხოვრებო ნორმები.

5. 21 წელს მიღწეული მსჯავრდებული, აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ზოგადი განათლების მიღებისა და პროფესიული მომზადების მიზნით არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში იქნა დატოვებული და რომელმაც 21 წლის მიღწევამდე მიიღო ზოგადი განათლება და გაიარა პროფესიული მომზადება, სასჯელის შემდგომი მოხდისათვის იგზავნება ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

თავი IV

მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები

მუხლი 28. მსჯავრდებულის  უფლება-მოვალეობები

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:

ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) პაემნითა (ხანმოკლე, ხანგრძლივი, ვიდეოპაემანი) და სატელეფონო საუბრით;

ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;

ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;

ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით, ასევე აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების უფლებით; 

ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.

გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;

ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;

ვ) უზრუნველყოფილი იყოს მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;

ზ) დაცული იყოს მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხჰყოფისაგან;

თ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან მოითხოვოს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;

ი) შეინახოს და გამოიყენოს დებულების  №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;

კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება–მოვალეობების შესახებ;

ლ) ისარგებლოს დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით;

მ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება.

ნ) ისარგებლოს ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა  სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით ( გასეირნების უფლებით);

ო) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

პ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

3. მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ დებულებით, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი  და დაწესებულების მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;

გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;

დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, სპეციალური საცხოვრებელი  და სამუშაო ადგილი;

ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.

4. მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;

ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;

ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;

კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს სპეციალური საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;

ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, ღამის საათებში სპეციალური საცხოვრებელი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი.

მ) დაწესებდაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;

ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეცვალოს საძინებელი ადგილი;

ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ-საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;

პ) სხვადასხვა ობიექტებზე თვითნებურად მოაწყოს სხვადასხვა ნაგებობები, კარადები, სეიფები და სხვა ნაკეთობები;

ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები,  გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები;

რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;

ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;

ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;

უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი სპეციალური საცხოვრებლიდან  მეორეში ან დაწესებულების გარეთ;

ქ) განახორციელოს ნებისმიერი სხვა ქმედება, რაც არღვევს დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №101 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 29. საცხოვრებელი პირობები

1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.

2. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი სპეციალური საცხოვრებელი  უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.

3. სპეციალური საცხოვრებლის  პირობები არ უნდა ხელყოფდეს მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.

4. მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს სპეციალური საცხოვრებლის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში.

5. სპეციალურ საცხოვრებელში მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.

6. მსჯავრდებულის სპეციალურ საცხოვრებელს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ  განათებას. სპეციალური საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.  მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.

7. მსჯავრდებულებს, აგრეთვე ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ სხვა მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.

8. სპეციალურ საცხოვრებელში მსჯავრდებულები შეიძლება განთავსდნენ იმ რაოდენობით, რა რაოდენობაც პროპორციულია არსებული სპეციალური საცხოვრებლის კვადრატულობისა.

9. მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. მსჯავრდებულმა ან მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს/შეიძინონ საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.

10. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებას, არის თუ არა შესაბამის სპეციალურ საკანში პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, ასევე ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), მსჯავრდებულის (მსჯავრდებულთა) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

11. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ:

ა)  გამოვლინდა მაცივრით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი;

ბ) მაცივრით სარგებლობისას მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს;

გ) მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის ან სხვა მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.

12. მაცივრით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი.

13. თუ მაცივარი შეძენილია მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი შეძენილია მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დამრღვევს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა სპეციალურ საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №333 - ვებგვერდი, 08.10.2018 წ.

 

მუხლი 30. მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული

1. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.

2. დაწესებულება უზრუნველყოფს მსჯავრდებულს შხაპის მიღების შეუზღუდავი შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.

3. დაწესებულებას ეკრძალება მოსთხოვოს მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.

4. თუ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

5. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.

6. მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა  გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი.

7. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს დაწესებულების ტერიტორიისა და თეთრეულის სისუფთავე.

8. დაწესებულებას შეუძლია მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. მსჯავრდებულისათვის სპეციალური ტანსაცმლის/ფეხსაცმლის ტარება სავალდებულოა.

9. მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი/ფეხსაცმელი,  თეთრეული და საერთო საცხოვრებელი/საკანი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 31. მსჯავრდებულთა კვება

1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.

2. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.

3. მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.

4. მსჯავრდებულებს, აგრეთვე, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში, მის პირად ანგარიშზე ჩარიცხული თანხით, მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში, შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები.

6. დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.

7. მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში სასადილოში, სპეციალურ საცხოვრებელში ან გამანაწილებელ პუნქტში სამუშაო ობიექტებზე.

8. საკნის ტიპის საცხოვრებელში მყოფი მსჯავრდებულები საკვებს იღებენ იმავე საკნის ტიპის საცხოვრებელში.

9. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით, სასადილოში იმყოფებიან დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურეები.

10. მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.

 

მუხლი 32. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია

1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია (შემდგომში – მაღაზია), სადაც მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.

2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.

3. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.

4.  მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1000 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №784 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
 
მუხლი 33. მსჯავრდებულთა მიერ ამანათების, გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვით – სხვა პირებს. მიღებული ფულადი გზავნილი მსჯავრდებულს ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და იგი ირიცხება მის ან, მისივე თანხმობით, ახლო ნათესავის პირად ანგარიშზე.

1​​1. დაწესებულებაში მიღებულ ამანათს ამოწმებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №11 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე.

1​​2. ამანათის შემოწმებისას აკრძალული ან არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იწარმოება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №12).

2. მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათები და გზავნილები ამ დებულების დანართი №2-ის მოთხოვნათა დაცვით.

3. მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.

4.  მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს №11 განყოფილება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.

5. მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია დებულების დანართი №2-ით.

6. ამანათები, გზავნილები მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს დაწესებულებაში მოთავსებისთანავე. თუ ამანათები, გზავნილები მოსულია უკვე გათავისუფლებული ან გარდაცვლილი მსჯავრდებულის სახელზე, ისინი უბრუნდება გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით. ამანათები, გზავნილები, რომლებიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით.

7. ამანათების, გზავნილების გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატის სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათებში, გზავნილებში არსებული აკრძალული ნივთები გადაეცემა მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე), დაბრუნების მიზეზების მითითებით.

8. ამანათის, გზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა მსჯავრდებულს.

9. ამანათებიდან, გზავნილებიდან, ისეთი ნივთების, ნაკეთობების ან ნივთიერებების ამოღებისას, რომელთა გამოყენება მსჯავრდებულს დანაშაულებრივი მიზნებით შეეძლო, ტარდება შემოწმება დადგენილი წესით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1146 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ.
 

მუხლი 34. მსჯავრდებულის მიმოწერა და მიმოწერის შემოწმება

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.

1​1. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპონდენციის გაგზავნა აკრძალულია.

2. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება მსჯავრდებულის ხარჯით.

2​1. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია მათ შორის საჩივარი, გარდა მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) სასამართლო;

ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;

ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;

ზ) საქართველოს სამინისტრო;

თ) პენიტენციური დეპარტამენტი;

ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;

კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;

ლ) მსჯავრდებულის ადვოკატი;

მ) პროკურორი;

ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო;

ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;

პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;

ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური.

3. დაწესებულება  მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.

4. საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხო ქვეყნების მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა სახელმწიფო ენაზე, მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.

5. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით.

6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სოციალური განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად წერილს. ანალოგიური წესი მოქმედებს შეკვეთილი და ფასიანი წერილების, აგრეთვე ფულადი გზავნილების გაგზავნისას.

7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.

8. მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის კონფიდენციალურობის დაცვაზე.

9. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება მსჯავრდებულის ხელწერილით. მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეს, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისათვის მიწოდებას.

10. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.

11. მსჯავრდებული საჩივრის ყუთით სარგებლობს დამოუკიდებლად.

12. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ მსჯავრდებულს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ.

13. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს.

14. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება ამანათის/გზავნილის მიღების, ფულის განკარგვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე,  გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთვნება. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციული განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.

15. მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დაწესებულება უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.

16. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:

ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;

ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;

გ) შესრულებულია შიფრით;

დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;

ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;

ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.

17. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას მსჯავრდებულს თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.

18. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 35. სატელეფონო საუბარი

1. მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით, მიყურადების გარეშე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“ (199), საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ (0(32)2405599) მეშვეობით მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.

2. მსჯავრდებულს ეკრძალება დაწესებულებიდან სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებთან სატელეფონო საუბარი.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი.

4.  ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით  სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 07:00 საათიდან 23:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №622 - ვებგვერდი, 24.09.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №784 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
 
მუხლი 36. მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემანი

1. აკრძალულია მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.

2. მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.

3. მსჯავრდებულს დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით, წახალისების ფორმით,  დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;

5. მსჯავრდებულს, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რაოდენობის ხანმოკლე პაემნების გარდა, წახალისების ფორმით, შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს შეიძლება აგრეთვე მიეცეს იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.

 

მუხლი 37. მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი

1. მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულებას. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულებას უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.

2. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დირექტორი ან დირექტორის მიერ უფლებამოსილი  პირი.

3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.

4. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, უშუალო შეხვედრის ფორმით.

5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

6. ამ დებულების 36-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.

7. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან და გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, მაშინ საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი მოსაცდელ საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას.

8. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულება, მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

9. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის  კანონიერი მითითებები.

10. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული ხანმოკლე პაემანის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.

11. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულებას.

11​1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და კვების პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

11​2. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყოვნებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

11​3. ხანმოკლე პაემნის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას პენიტენციური დეპარტამენტის მოსამსახურე – დაწესებულების დირექტორსა და დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემნის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.

12. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №11), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.

 

მუხლი 38. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება

1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, პაემანზე მოსული პირების, მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.

 

მუხლი 39. ხანმოკლე პაემნის შეცვლა

1. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით, ხოლო ხანმოკლე პაემანი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება – სატელეფონო საუბრით.

2. დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლით და ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების დამატებითი სატელეფონო საუბრით შეცვლის თაობაზე, მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დირექტორს. სატელეფონო საუბრის უფლება ხორციელდება დადგენილი საერთო წესით.

 

მუხლი 40. ხანგრძლივი პაემანი

ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“  მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებით.

 

მუხლი 41. ვიდეოპაემანი

ვიდეოპამნი ხორციელდება „მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნით სარგებლობის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.

 

მუხლი 42. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვება

მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 43. მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა

მსჯავრდებულის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის წესი და პირობები განისაზღვრება „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 44. მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება

მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.

 

მუხლი 45. მსჯავრდებულის გასეირნება

1. მსჯავრდებულის გასეირნება ხდება დღის საათებში, დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე.

2. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს მსჯავრდებულის სურვილით ან მის მიერ დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.

 

მუხლი 46. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები

1. მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. დაწესებულებაში, როგორც წესი, ხდება რადიო და ტელეტრანსლაცია. დაწესებულებაში, შესაძლებელია აგრეთვე ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.

2. თავისუფალ დროს მსჯავრდებულს დებულებით დადგენილი წესით ეძლევა რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.

3. დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს ან მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები ან/და ტელევიზორი, თუ მათი გამოყენებით არ ირღვევა ამ დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა მსჯავრდებულთა სიმშვიდე. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.

4. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია ჩამოართვას მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.

5. მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი სახსრებით, გონივრული ოდენობით გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა, ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა აკრძალული ნივთებისა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი  46​1. მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და  კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია.

2. მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.

3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანების შესაბამისად.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:

ა) ხატწერა/ხატის შექმნა;

ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;

გ) ხატვა;

დ) ქარგვა;

ე) კერვა;

ვ) ქსოვა;

ზ) ტყავის დამუშავება;

თ) გობელინის დამზადება;

ი) თექაზე, სამკაულებზე, ბისერებზე, მინანქარსა და თიხის ნაკეთობებზე მუშაობა;

კ) ქვისა და ხის მხატვრული დამუშავება;

ლ) დურგლობა;

მ) პურის გულზე, პლასტელინსა და პოლიეთილენზე მუშაობა.

5. გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ჩამონათვალისა, მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს სხვა საქმიანობის უფლება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, დეპარტამენტის დირექტორთან შეთანხმებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №101 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.

 

მუხლი 47. მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა

1. მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეებს შეუძლიათ დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.

2. მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.

3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების  კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.

4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.

5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულთა დამცველთან შეხვედრის უფლების განხორციელება.

6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების დაცვა, მიიღოს და გაატაროს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.

7. მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

8. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.

9. შეხვედრაზე მოსული დამცველი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულებას.

10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.

11. დამცველის თავისი დაცვის ქვეშ მყოფ მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 48. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა

1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს.

2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ  და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.

3. დაწესებულება, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან.

4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს მსჯავრდებულს პატივისა და ღირსების შეულახავად.

5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს, იგი ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება დაწესებულებაში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულებას.

6. მსჯავრდებული  შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

7. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.

8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.

9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად საკონსულოს ან სხვა დიპლომატური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.

10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.

 

მუხლი 48​1. დაწესებულებაში გარეშე პირების შეხვედრა მსჯავრდებულთან

1. დაწესებულებაში, მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება მსჯავრდებულის თანხმობით სამუშაო დღეებში დილის 10​00 საათიდან საღამოს 18​00 საათამდე, გარდა პატიმრობის კოდექსის 17​2 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულებაში მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორცილებული ვიზიტის შესახებ. დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას აწვდის მინისტრს მომდევნო სამუშაო დღეს.    

4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებსა და დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისათვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის შესულ პირებზე.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №101 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.

 

მუხლი 49. მსჯავრდებულთა განათლება

1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა მსჯავრდებულებმა მიიღონ ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლება. 

2. დაწესებულება ვალდებულია დაწესებულებაში მოაწყოს ბიბლიოთეკა, რომელშიც უნდა იყოს როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის მხატვრული), გარდა სასკოლო სახელმძღვანელოებისა, ისე მსჯავრდებულთათვის გასაგებ ენაზე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.

3. მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.

4. მსჯავრდებულისათვის დაწყებითი და საბაზო განათლების მიცემა სავალდებულოა.

5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.

6. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.

7. მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს  საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლების მიზნით.

8. დაწესებულებაში მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები.

9. მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.

10. (ამოღებულია - 21.08.17, №86).

11. დაწესებულება ხელს უწყობს მსჯავრდებულის  ექსტერნის, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.

12. არასრულწლოვანი მსჯავრდებულისათვის აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (ბაკალავრიატი) განათლების მიღების წესი და პირობები და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 50. მსჯავრდებულთა შრომა და სამუშაოზე განაწილება

1. მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, ამ დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და არასრულწლოვანთა შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია მსჯავრდებულთა შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ლახავს მათ პატივსა და ღირსებას.

2. დაუშვებელია დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის სამეურნეო სამუშაოებზე დასაქმება.

3. დაწესებულების ორგანიზაციული მონაწილეობით მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში.

4. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ მსჯავრდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შესაბამისი კვალიფიკაცია მსჯავრდებულებს არ აქვთ, მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის მსჯავრდებულების მომზადება ან/და სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა. ამ უკანასკნელ შემთხვევაში შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოიწვიონ გარეშე პირი, არამსჯავრდებული.

5. საწარმოსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ მსჯავრდებულს, რაც აისახება მსჯავრდებულსა და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.

6. მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოარჩიოს დაწესებულების მიერ შეთავაზებული სამუშაოებიდან მისთვის შესაფერისი სამუშაო.

7. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

8. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს.

9. მსჯავრდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. მსჯავრდებულს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა ან/და სხვა პირებს.

10. შრომის პირობების გათვალისწინებით დირექტორი ადგენს მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა.

11. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია მსჯავრდებულთა მუშაობა განისაზღვრება დებულების დანართი №5-ის შესაბამისად.

12. მსჯავრდებული მუშაობს სწავლისაგან თავისუფალ დროს, ამასთანავე, სწავლისა და მუშაობის დრო არ უნდა აღემატებოდეს დღეში 8 საათს.

თავი V

სამედიცინო მომსახურების ორგანიზება

მუხლი 51. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს დაწესებულება.

3. მსჯავრდებულთა სამედიცინო დახმარების ორგანიზებას ახორციელებს სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტი.

4. დაწესებულებაში მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც ინახება მის პირად საქმეში.

5. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ.

6. მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე.

6​1. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით.

7. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს უშუალო უფროსს და დირექტორს.

8. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

9. მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება სპეციალურ საცხოვრებელში ან საექიმო–სამედიცინო პუნქტში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით, ხელწერილით.

10. თუ მსჯავრდებულს დაწესებულების ექიმის დასკვნით დაუდგინდება გეგმიური, სასწრაფო ან გადაუდებელი ამბულატორიული/სტაციონარული სამედიცინო მომსახურების საჭიროება, დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში, ხოლო თუ აღნიშნულის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, მსჯავრდებული საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე – სამინისტროს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.

12. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი/ჯანდაცვის სპეციალისტები. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მოსამსახურის აზრი.

14. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.

15. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.

16. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 52. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება

1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა მსჯავრდებული გადის  კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას.    

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:

ა) მსჯავრდებულთათვის გასაცემი საკვების ხარისხი და ოდენობა, მათი მომზადების სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ყოველ ჯერზე;

ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ყოველდღე;

გ) მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.

3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება დაწესებულებას.

4. თუ დაწესებულება ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს დეპარტამენტს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 53. მსჯავრდებულის ფსიქიატრიული დახმარება

მსჯავრდებულს ფსიქიატრიული დახმარება გაეწევა პატიმრობის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია

მუხლი 54. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია

1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულისათვის საზოგადოების, სხვა ადამიანების, ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება.

2. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია ხორციელდება სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმის მიხედვით, რომელიც შიძლება მოიცავდეს შემდეგ აქტივობებს:

ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) სარეაბილიტაციო პროგრამებს;

გ) მსჯავრდებულთა დასაქმებას;

დ) ზოგადი და პროფესიული განათლების მიღებას;

ე) გარე სამყაროსთან ურთიერთობას;

ვ) სპორტულ, კულტურულ, შემეცნებით და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.

3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.

 

მუხლი 55. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მიზნები

1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:

ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება;

ბ) დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს (არაძალადობრივი გარემოს) შექმნა;

გ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;

დ) მსჯავრდებულთა  გათავისუფლებისათვის მომზადება;

ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.

2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.

 

მუხლი 56. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება

1. დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

2. დაწესებულების დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.

3. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით.

4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.

5. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.

თავი VII

დაწესებულებაში შესვლა

მუხლი 57. დაწესებულებაში შესვლის უფლება

1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.

2. სამინისტროს მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის ერთჯერადი ნებართვით ან მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.

3. ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დაწესებულების დირექტორის მოადგილე.

4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.

5. დაწესებულებაში შემსვლელი პირები გაივლიან შემოწმება/დათვალიერებას ამ დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-ვიდეო ტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.

7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 58. დაწესებულებაში შესვლის წესი

1. დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოს (შემდგომში - გარე დაცვის სამმართველო) მოსამსახურე (შემდგომში - გუშაგი) გამშვებ პუნქტზე გაატარებს:

ა) სამინისტროსა და დაწესებულების მომსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით;

ბ) გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;

გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ პირებს დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე მის საფუძველზე დირექტორის მიერ გაცემული საშვი.

დ) სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.

2. გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:

ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;

ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;

გ) გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, გუშაგი მოახსენებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით ინხავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას და სანაცვლოდ აძლევს პირს შესაბამის ნომერს. იარაღის მიღება/გაცემა რეგისტრირდება შესაბამის ჟურნალში;

დ) სთავზობს პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი, და სხვა ნივთები, გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს (იმ შემთხვევაში, თუ გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით);

ე) არ დაუშვებს გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე.

3. პირებს, რომლებიც შედიან დაწესებულებაში, გუშაგი ართმევს მას პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და გადასცემს საშვს, ხოლო გამოსვლისას უბრუნებს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს. როდესაც დაწესებულებაში ერთჯერადი საშვით შესასვლელ პირს, აგრეთვე პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებს, რომელიც ხანმოკლე პაემანზეა მოსული, ჩამოერთმევა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაეცემა საშვი (საკონტროლო ტალონის მოხევის შემდეგ), გამოსვლისას უბრუნდება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და ჩამოერთმევა საშვი. პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.

4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომელიც საკონტროლო-გამშვებ პუნქტში გადის, განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და აკრძალული საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, გუშაგი, დაწესებულების სამართლებრივი რეჟმის განყოფილების მოსამსახურე ან/და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმებას ახორციელებს იმავე სქესის მოსამსახურე, რა სქესსაც მიეკუთნება შესამოწმებელი პირი. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენის შესახებ ეცნობება ოპერატიულ მორიგესა და დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურეს, რომლებიც  პირს  დროებით შეაჩერებენ  რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება დეპარტამენტს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

5. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია ამ დებულების დანართი №4-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა.

6. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.

7. დაწესებულებაში, საცხოვრებელ ტერიტორიაზე და დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოებში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის (კაცების) თანხლებით.

 8. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს  დეპარტამენტის გარე დაცვის სამმართველოს შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.

 

მუხლი 59. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი

1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:

ა) საქართველოს პრეზიდენტი;

ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;

გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;

დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; 

ე) საქართველოს სახალხო დამცველი;

ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;

ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები.

2. სამსახურებრივი უფლებამოსილებების განხორციელების პროცესში სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები, სამსახურებრივი მოწმობით, საშვგამტარი ან სხვა შემზღუდავი რეჟიმის გვერდის ავლით,  დაუყოვნებლივ შედიან დაწესებულებაში.

3. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.

თავი VIII

მოთხოვნა და საჩივარი

მუხლი 60. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი

1. მოთხოვნის შეტანით მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს. 

3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა მსჯავრდებულს.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.

5. მსჯავრდებულის მოთხოვნებს სასჯელის მოხდისგან ვადამდე ადრე გათავისუფლებისა და სხვა დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე, დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ურთავს მსჯავრდებულის დახასიათებას.

6. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.

 

მუხლი 61. საჩივრის შეტანის უფლება

1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.

3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.

4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ: 

ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა მსჯავრდებულის უფლებები;

ბ) მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.

5. დაუშვებელია მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.

 

მუხლი 62. საჩივრის ადრესატი

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება  დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს დეპარტამენტის დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს დეპარტამენტის დირექტორს.

3. მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება დეპარტამენტის დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს საჩივრით მიმართოს საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

 

მუხლი 63. საჩივრის შეტანის წესი

1. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

2. მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.

3. მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ ესმის სამართალწარმოების ენა, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით.

4. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურა.

 

მუხლი 64. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა

1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს დაწესებულების სოციალური განყოფილების მუშაკის კონსულტაცია.

2. დაწესებულების სოციალურმა განყოფილებამ, მსჯავრდებულის მოთხოვნის შემთხვევაში, მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.

3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელსაც ის გაეგზავნა.

 

მუხლი 65. საჩივრის ყუთი

1. საჩივრის ყუთი უნდა განთავსდეს დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. დაწესებულების ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრის რამდენიმე ყუთი.

2. საჩივრის ყუთი დაწესებულებაში უნდა განთავსდეს ისეთ ადგილას, რომ მასზე არ განხრციელდეს   მეთვალყურება.

3. საჩივრის ყუთი უნდა იყო დალუქული და ჰქონდეს წარწერა - „საჩივრების ყუთი“.

4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.

5. (ამოღებულია - 28.04.16წ. №51).

6. საჩივრის ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.

7. საჩივრის ყუთში არსებულ მოთხოვნებსა და საჩივრებს აღრიცხავს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე, რის შემდეგაც სოციალური განყოფილების მოსამსახურე მოთხოვნას/საჩივარს, ადრესატთან გაგზავნის მიზნით, ხელწერილით გადაცემს, დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას. დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე მოთხოვნის/საჩივრის ხელწერილით გაცაცემასთან ერთად, დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მეშვეობით უგზავნის მიმართვას მოთხოვნის/საჩივრის გადაცემის თაობაზე.

8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 დღისა, უნდა შეკეთდეს იგი ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 66. კონფიდენციალური საჩივარი

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.

2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.

3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.

3​1. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში.

3​2. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.

4. დაწესებულების სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რა დროსაც მოქმედებს ამ დებულების 65-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 67. საჩივრის გადაგზავნის წესი

1. დაწესებულება ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.

2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება დაწესებულებას.

3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ის ნომერი, რომელიც ამ დებულების 68-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ელექტრონული დოკუმენტბრუნვის პროგრამის მიერ მიენიჭა დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიმართვას და შესაბამისი კონვერტის კოდი.

4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.

 

მუხლი 68. საჩივრის განხილვის წესი

1. დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.

2. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.

3. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.

 

მუხლი 69. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები

1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.

2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ არა უგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს.

 

მუხლი 70. საჩივრის განხილვის შედეგები

1. საჩივრის განხილვის შედეგად ამ დებულების 68-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილ პირს გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება:

ა)  საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;

ბ)  საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;

გ)  საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

2. საჩივრის განხილვის შედეგები მსჯავრდებულს ხელწერილით გაეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.

3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.

4. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მსჯავრდებულს უნდა ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.

 

მუხლი 71. გადაწყვეტილების გასაჩივრება

მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს ადმინისტრაციული წესით  სასამართლოში.

თავი IX

მსჯავრდებულის დისციპლინა

მუხლი 72. მსჯავრდებულის დისციპლინა

1. მსჯავრდებულის დისციპლინა (შემდგომში – დისციპლინა) არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, ამ დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება.

2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

 

მუხლი 73. მსჯავრდებულის წახალისების ფორმები

მსჯავრდებულის მიერ სანიმუშო ყოფაქცევის ან/და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:

ა) მადლობის გამოცხადება;

ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;

გ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

დ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ე) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;

ვ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;

ზ) დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების მიცემა;

თ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებებისა და ნაკეთობების მიღება, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ რომლებიც აკრძალული არ არის;

ი) კომპიუტერული თამაშების უფლების მიცემა;

კ) აუდიოვიდეო საშუალებებით სარგებლობის უფლების მიცემა;

ლ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;

მ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.

 

მუხლი 74. დისციპლინური დარღვევა

1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დაწესებულების დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:

ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;

ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;

გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;

დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;

ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;

ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;

ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობა დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის  ნებართვის გარეშე;

თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის  ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;

ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;

კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; 

ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.

2. დისციპლინური დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე/მოსამსახურეები ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.

3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო, ვიდეო და აუდიო აპარატურა.

4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვე ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, რომელიც არ იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა მსჯავრდებულის ახლო ნათესავს თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.

6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დირექტორისთვის წარდგენას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 75. დისციპლინური სახდელი

1. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:

ა) გაფრთხილების მიცემა;

ბ) საყვედურის გამოცხადება;

გ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

დ) დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

ე) ამანათისა და გზავნილის მიღების უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

ვ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა 1 თვის ვადით;

ზ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1 წლის განმავლობაში 6 თვემდე ვადით.

1​1. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში არასრულწლოვან მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს.

3. დისციპლინის ჯგუფური დარღვევის შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ სახდელი დგინდება ინდივიდუალურად.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №784 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
 

მუხლი 76. დისციპლინური სამართალწარმოება

1. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.

2. დისციპლინური დარღვევის საქმეს განიხილავს დირექტორი ან მის მიერ საამისოდ  უფლებამოსილი პირი.

3. მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის საქმე განიხილება ზეპირი მოსმენით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას, არ ცხადდება სხდომაზე ან უარს აცხადებს სხდომაში მონაწილეობაზე. ეს ფაქტი აღინიშნება დისციპლინური სამართალწარმოების ოქმში.

4. ზეპირი მოსმენის დროს მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.

5. მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა, უფლება აქვს:

ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;

ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად;

დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას;

ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.

6. მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაეცნოს ოქმს და მასზე გამოთქვას მოსაზრებები, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

7. (ამოღებულია - 24.05.2018, №96)

8. მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით.

9. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. დამრღვევისათვის უფლებების გაცნობის თაობაზე დგება ოქმი.

10. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინურ განხილვაზე ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 6 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, მსჯავრდებულს დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს მსჯავრდებული.

11. დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი სხდომა შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება, თუ მსჯავრდებული არღვევს წესრიგს, სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას ან არ ცხადდება სხდომაზე.

12. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.

 

მუხლი 77. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ

1. დისციპლინური სამართალწარმოების საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულებათა შეფასების საფუძველზე, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.

2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.

3. განკარგულება გამოიცემა წერილობითი ფორმით.

4. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.

5. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:

ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;

ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;

გ) სარეგისტრაციო ნომერს;

დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);

ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;

ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;

ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.

6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების ერთი ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.

7. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს განკარგულებაში დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.

8. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს მსჯავრდებულის პირად საქმეს.

9. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.

10. მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 78. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება

1. მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე.

 

მუხლი 79. მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას

1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.

2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.

3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.

4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.

5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.

6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

 

მუხლი 80. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა

1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი, როგორც წესი, მოთავსებულია სხვა მსჯავრდებულებთან ერთად.

2. დაუშვებელია მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.

3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი მსჯავრდებული სარგებლობს ყველა უფლებით გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა.

4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ მსჯავრდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება  დღეში არანაკლებ ერთი საათისა.

5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული მსჯავრდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება.

6. თუ დაწესებულებას არ გააჩნია საკნის ტიპის საცხოვრებელი, დირექტორი მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს მსჯავრდებულის იმ დაწესებულებაში გადაყვანის შუამდგომლობით, რომელშიც შესაძლებელი იქნება დისციპლინური სახდელის აღსრულება.

 

მუხლი 81. დისციპლინური დარღვევების პრევენცია

1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის მიზნით და მათ თავიდან ასაცილებლად.

2. მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების შემთხვევაში, დისციპლინური დარღვევისა და გამოყენებული დისციპლინური სახდელის შესახებ ეცნობება მსჯავრდებულის ინდივიდუალური გეგმის კოორდინატორს, რაც დასტურდება კოორდინატორის ხელმოწერით.

3. დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.

თავი X

მსჯავრდებულის გათავისუფლება

მუხლი 82. გათავისუფლების საერთო წესი

1. გათავისუფლებული მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.

2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.

3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.

4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.

5. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება კალენდარული წესით, მაშინ მსჯავრდებულის ოჯახის წევრებს მისი გათავისუფლების შესახებ ეცნობება დაწესებულების სოციალური განყოფილების მიერ,  ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე.

6. იმ შემთხვევაში თუ კალენდარული წესით გათავისუფლებისას მსჯავრდებულის მშობლის, ხოლო სხვა გარემოებების არსებობისას, ოჯახის სხვა სრულწლოვანი წევრის მიერ ვერ ხერხდება მსჯავრდებულის წაყვანა, მაშინ მსჯავრდებულის მშობელი ან ოჯახის სხვა სრულწლოვანი წევრი დაუყოვნებლივ ატყობინებს დაწესებულებას ამის შესახებ და აწვდის მონაცემებს იმ სრულწლოვანი პირის შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს მსჯავრდებულის წაყვანას. აღნიშნული შეტყობინების ზეპირი ფორმით განხორციელებისას, დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე ადგენს შეტყობინების ოქმს, რომლის ფორმასაც ამტკიცებს დირექტორი.

7. მსჯავრდებულის კალენდარული წესით გათავისუფლებისას, ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული პირების მიერ მსჯავრდებულის დაწესებულებიდან წაყვანა ფორმდება ოქმით, რომელშიც აღინიშნება ოქმის შემდგენი დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე, გათავისუფლებული მსჯავრდებულის საიდენთიფიკაციო მონაცემები და პირის ვინაობა, რომელსაც მიჰყავს მსჯავრდებული.

8. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს დაწესებულებიდან წასაყვანად არ მოაკითხა ამ მუხლით გათალისწინებულმა პირმა, აგრეთვე თუ დაწესებულებისათვის წინასწარ ცნობილია, რომ მას წასაყვანად არავინ მოაკითხავს, მაშინ დაწესებულება მსჯავრდებულის გათავისუფლების შესახებ ატყობინებს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს.

9. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.

10. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.

11. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.

თავი XI

სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება

მუხლი 83. სამორიგეო ცვლა

1. სამორიგეო ცვლა არის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24 საათიან) ჯგუფების ერთობლიობა.

2. სამორიგეოს ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:

ა)  დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვას;

ბ) მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;

გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;

დ) მსჯავრდებულთა პაემნებისა და შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმებას;

ე) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;

ვ) აკრძალული ნივთების ამოღების შემთხვევაში  შესაბამის რეაგირებას;

ზ) დაწესებულების დირექტორის ან მისი მოადგილეების არყოფნის შემთხვევაში, მოსამსახურეების მიერ  სამსახურებრივი ინსტრუქციების და დებულების დაცვაზე კონტროლს;

თ) საკნების ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;

ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციების განხორციელებას.

2.  სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეთა განწესება ხდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მხოლოდ უკიდურეს შემთხვევებში.

3. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები ნაწილდებიან დაწესებულებაში შექმნილ საგუშაგოებზე. საგუშაგო არის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული დაწესებულების შენობის ან/და ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი, საიდანაც ხორციელდება დასაცავი ობიექტის კონტროლი. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

4. თუ ოპერატიულ მორიგეს მის ხელთ არსებული ძალებითა და საშუალებებით არ შეუძლია სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულება, იგი უფლებამოსილია დამატებით გამოიძახოს დაწესებულების მოსამსახურეები და  ამის თაობაზე მოახსენოს დაწესებულების დირექტორს.

5. საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულების დაცვის და ზედამხედველობის განხორციელების ბრძანებით, რომელსაც გამოსცემს დაწესებულების დირექტორი, სამორიგეო ცვლებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების მიზნით. ამ ბრძანებაში აღინიშნება დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული დანაყოფები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისთვის.

6. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.

7. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება პენიტენციურ დეპარტამენტს, მეორე  ინახება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო მესამე - ოპერატიულ მორიგესთან.

8. საგუშაგოზე მდგომი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული არსებული ვითარების თაობაზე, აგრეთვე, ყოველდღიურად ინფორმაცია  უნდა მიეწოდოს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტს. საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ  ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.

9. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.

10. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით დაწესებულების სამორიგეოს ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბთან.

 

მუხლი 84. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება

1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე (დანაყოფებზე) განაწილების თაობაზე ახალი ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

2. ახალი  ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და მისი თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.

3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს სამორიგეო ოპერატიული მორიგე თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს სამორიგეო ცვლის მოწყობას.

4. ოპერატიული მორიგის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.

6. ოპერატიული მორიგე, სამართლებრივი რეჟიმის დარგში დირექტორის მოადგილესთან კოორდინაციით, ანაწილებს მოსამსახურეებს დანაყოფებზე (საგუშაგოებზე), ინსპექტორ-კონტროლიორებს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.

7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან ან ავალებს სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოოების განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.

8. განაწილების დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლა განლაგდება შესაბამის საგუშაგოზე (დანაყოფზე) და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.

9. საგუშაგოების  მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე  30 წუთით ადრე წყდება მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.

10. დილის შემოწმება ოპერატიული მორიგეს ხელმძღვანელობით ხორცილდება წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორებისა და ინსპექტორ-კონტროლიორების მიერ.

11. პირველ რიგში ხორციელდება დაწესებულების სივრცეების შემოწმება/გადაბარება, ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორის, ინსპექტორ-კონტროლიორების და წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისა და ერთი ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის მეორე ინსპექტორ-კონტროლიორი განაგრძობს საგუშაგოზე (დანაყოფზე) საქმიანობას.

12. სივრცეების შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:

ა) მოწმდება დანაყოფებზე განთავსებული ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარებები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;

ბ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:

ბ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

13. საკომუნიკაციო შახტის კარებები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში,  აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარებები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.

14. დაწესებულების სივრცეების შემოწმება/გადაბარების დასრულების შემდეგ წინა და ახალი სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორები და ინსპექტორ-კონტროლიორები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ:

ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს მოემზადონ შემოწმებისთვის;

ბ) წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი აღებს საკნის კარებს და საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები, რომლებიც:

ბ.ა) ამოწმებენ მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ახდენენ მათ გადათვლას, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროებებს, აფრთხილებენ მსჯავრდებულებს დაწესებულების დღის განრიგით გათვალისწინებული აქტივობების თაობაზე. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;

ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტრო-ტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.

15. შესაბამისი დანაყოფების წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები, ასევე წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები ამოწმებენ დაწესებულების ეზოს (დანაყოფების მიხედვით), კერძოდ: მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარებები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმები.

16. შემოწმების შედეგები აისახება შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების ამ დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება სამართლებრივი რეჟიმის დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილეს ან/და ოპერატიულ მორიგეს.

17. საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი კეტავს მსჯავრდებულებს საკანში.

18. საკნების და მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.

19. მსჯავრდებულის საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის მთავარი ინსპექტორი ახალი სამორიგეო ცვლის მთავარ ინსპექტორს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.

20. მსჯავრდებულის საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება სამართლებრივი რეჟიმისა დარგში დირექტორის მოადგილეს  ან/და ოპერატიულ მორიგეს.

21. ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.

22. ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორი ძველი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორისაგან  იბარებს საკნისა და დაწესებულების სივრცეების გასაღებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს და ამ მომენტიდან სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.

23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის ინსპექტორ-კონტროლიორები - წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის მთავარი ინსპექტორი მოახსენებს ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დირექტორის მოადგილეს სამართლებრივი რეჟიმის დარგში და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბს.

24. წინა ცლის მთავარი ინსპექტორები, ინსპექტორ-კონტროლიორები და ახალი ცვლის  მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან დაქვემდებარების მიხედვით შესაბამის განყოფილების უფროსებთან და მოახსენებენ გადაბარების შედეგების შესახებ. წინა სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები მოახსენებენ სამოქმედო დანაყოფებზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.

25. მიღებული ინფორმაციისა და ვითარების გათვალისწინებით, შესაბამისი განყოფილების უფროსი, მოსამსახურეებს უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.

26. შესაბამისი განყოფილების უფროსი წინა სამორიგეო ცვლას ათავისუფლებს მორიგეობიდან, რის შემდეგ წინა სამორიგეო ცვლა თავის საგუშაგო უწყისს აბარებს ოპერატიულ მორიგეს.

27. წინა სამორიგეო ცვლის გათავისუფლების შემდეგ განყოფილების უფროსები ახორციელებენ სამოქმედო დანაყოფების შემოვლა/დათვალიერებას და საჭიროების შემთხვევაში ინსპექტორ-კონტროლიორებს აძლევენ მითითებებს/დავალებებს.

მუხლი 85. საღამოს შემოწმება

1. საღამოს შემოწმებისას, დღის განრიგით განსაზღვრულ პერიოდში, მსჯავრდებული ვალდებულია იმყოფებოდეს თავის საკანში.

2. შემოწმების დაწყების წინ ყველა საკანი  უნდა იყოს ჩაკეტილ მდგომარეობაში.

3. შემოწმებას ახორციელებს სამორიგეო ცვლა მთავარი ინსპექტორისა და ინსპექტორ-კონტროლიორების შემადგენლობით.

4. საღამოს შემოწმება ხორციელდება ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად.

5. მსჯავრდებულების გადათვლისა და საკნების ვიზუალური დათვალიერების შემდეგ ინპექტორ-კონტროლიორი მოუწოდებს მსჯავრდებულებს დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დაწესებულების დანარჩენი სივრცეების შემოწმებას, კერძოდ:

ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;

ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.

6. შემოწმების დამთავრების შემდეგ სივრცეების კარებები იკეტება ინსპექტორ-კონტროლიორის მიერ.

7. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმღვანელობს ამ დებულების  შესაბამისად.

 

მუხლი 86. სარეზერვო ჯგუფი

1. სამორიგეო ცვლაში დაწესებულების მოსამსახურეების შემადგენლობით დაწესებულების დირექტორის ბრძანებით იქმნება სარეზერვო ჯგუფი.

2. სარეზერვო ჯგუფს ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფის უფროსი, რომელიც ექვემდებარება  ოპერატიული მორიგეს და  მოქმედებს მისი მითითებით. 

3. სარეზერვო ჯგუფის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;

ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;

გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს  მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას;

4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:

ა)  შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ  სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;

ბ) ოპერატიული მორიგის ან ოპერატიული მორიგის თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების დათვალიერებაში.

გ) განახორციელონ ხელმძღვანელი პირების სხვა მითითებები.

 

მუხლი 87. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის

1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულნი იქნენ სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად დაწესებულების დირექტორის დავალებით.

2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა  ჯგუფს ხელმძღვანელობს  ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი. 

3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა  ჯგუფი  ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის  მოსამსახურეები. 

4. საჭიროების შემთხვევაში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულნი იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.   

5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა), დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა,  მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.

 


+

+

დანართი №1

ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას

 

1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.

3. სატრანსპორტო საშუალებები.

4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.

5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.

6. ოპტიკური ხელსაწყოები.

7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.

8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.

9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.

10. გადასამრავლებელი აპარატები.

11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი

ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.

12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.

13. ბანქო.

14.  ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.

15. მობილური ტელეფონები.

16.  ნებისმიერი დოკუმენტი, გარდა სასამართლოს განაჩენების და გადაწყვეტილებების ასლებისა, ფულის, ნივთებისა და ფასეულობების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრისა (ერთ ეგზემპლარად), ასევე მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით – სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა.

17. კომპასები.

18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.

19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.

 

შენიშვნა: მსჯავრდებულს უფლება აქვს შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში

დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის თანხმობით იყენებდეს აკრძალულ ნივთს ან/და ნივთიერებას.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №51 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №86 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის ბრძანება №705 - ვებგვერდი, 15.04.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №954 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ.

  დანართი №2

ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად

1. კვების პროდუქტები (ხილი): ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა).

2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის“ და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.

4. მსჯავრდებულისათვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის თეთრეული ღია ფერის მოთეთრო – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.

5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.

6. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ-ისა) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

7. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

8. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

9. წიგნი (მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას).

10. ფოტოსურათი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.

11. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.

12. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები (ექიმის ნებართვით).

 

შენიშვნები:

1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ.

2. ამ დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №954 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ.

 დანართი №3

ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში/აფთიაქში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად

1. კვების პროდუქტები.

2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).

3. თამბაქო და ასანთი.

4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და მსჯავრდებულისათვის დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.

5. საცვლები (თბილი და უბრალო).

6. წინდები,  ოთახის ფლოსტები, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.

7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი)

8. რეიტუზები, ქამრები,   ვაზელინი, ბამბა, შამპუნი.

9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში).

10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.

11. სამაგიდო თამაშები, გარდა ბანქოსი.

12. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.

13. ლიტერატურა.

14. ჟურნალ-გაზეთები.

15. სპორტული ტანსაცმელი.

16. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.

17. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.

18. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).

19. ტელევიზორები, რადიომიმღებები.

20. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).

21. რუკები (კონკრეტული  ტერიტორიული ერთეულის ან/და ქალაქის ტოპოგრაფიული რუკების გარდა).

 დანართი №4

ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის

1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.

2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა.

3. სატრანსპორტო საშუალებები.

4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.

5. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები.

6. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი.

7. ოპტიკური ხელსაწყოები.

8. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).

9. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებენ სითბურ დამუშავებას (ყავის და ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.

10. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი, არაგამჭვირვალე შეფერილობის მქონე სითხე.

11. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.

12. გადასამრავლებელი აპარატები.

13. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები.

14. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.

15. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).

16. ბანქო.

17.  ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.

18. მობილური ტელეფონები (მათ შორის მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები).

19. კომპასები.

20. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები.

21. საღებავები და კოპირების ქაღალდები.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №954 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ.

დანართი №5

იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომელზედაც აკრძალულია მსჯავრდებულთა მუშაობა

1. მუშაობა ნებისმიერ საჯარო სამსახურში.

2. მუშაობა იმ შენობებში, სადაც განლაგებულია გარე დაცვის სამსახურისა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების პირადი შემადგენლობა, ინახება იარაღი, სამსახურებრივი დოკუმენტაცია, სპეციალური ტექნიკური საშუალებები.

3. დაცვის ტექნიკური საშუალებების მომსახურება და რემონტი.

4. შიდა აკრძალულ ზონაში განლაგებული დაცვის საინჟინრო საშუალებების მომსახურება და რემონტი.

5. მუშაობა გადასამრავლებელ, რადიოსატელეგრაფო, სატელეფონო, ფაქსის ტექნიკასთან.

6. მედიკამენტების, ასაფეთქებელი და მომწავლელი ნივთიერებების აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.

7. მუშაობა მსჯავრდებულისათვის დაქირავებული მუშების დაქვემდებარებით.

8. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვა.

9. მუშაობა გამყიდველებად, ბუღალტრებად, მოლარეებად, საწყობების უფროსებად.

დანართი №6

განცხადება

მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ

№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორს

ბატონ/ქალბატონ --------------------------------------------

განმცხადებლის გვარი, სახელი --------------------------

დაბადების წელი --------------------------------(განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული)

პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

საცხოვრებელი ადგილის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი

--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

მოგახსენებთ, რომ თქვენდამი რწმუნებულ დაწესებულებაში განთავსებულია (მსჯავრდებული)

---------------------------------------------------------------- რომელიც არის ჩემი

-------------------------------------------------------------------------- გთხოვთ მიიღოთ ამანათი ზემოაღნიშნულ

მსჯავრდებულისათვის გადასაცემად. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ამანათის შეფუთვა ჩემ მიერ ან/და ჩემი

თანდასწრებით (ხაზი გაესმება ერთ-ერთს) -------------------------------- (მიეთითება სახელი და გვარი) არის

განხორციელებული.

ჩემთვის ცნობილია ყველა ის ნივთი და საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიცავს ეს ამანათი და ვადასტურებ, რომ გავეცანი დაწესებულების დებულების №1 და №2 დანართებით დადგენილ ნივთების ჩამონათვალს და ვაცხადებ, რომ მათში აღნიშნული აკრძალული ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, საკვები პროდუქტები და დოკუმენტები (მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერება და სხვა)  ამანათში არ დევს.

გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემისათვის.

---------------------------------------------------------------

განმცხადებლის ხელმოწერა

„–––“ „ ––––––“ 20 წ.

გთხოვთ მიიღოთ ამანათი/გზავნილი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:

1

26

2

27

3

28

4

29

5

30

6

31

7

32

8

33

9

34

10

35

11

36

12

37

13

38

14

39

15

40

16

41

17

42

18

43

19

44

20

45

21

46

22

47

23

48

24

49

25

50

ამანათი/გზავნილი შემოწმებულია ჩემს მიერ და შეესაბამება დებულების დანართი №2-ით განსაზღვრულ იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის/გზავნილის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად და ამ განცხადებაში აღნიშნულ ამანათში/გზავნილში მოთავსებული ნივთებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.

________________________________________________________

ამანათის/გზავნილის შემოწმებაზე უფლებამოსილი მოსამსახურის ხელმოწერა

„––“ „––––––––“ 20 წ.

ჩავიბარე განცხადებით გათვალისწინებული ნივთები, კვების პროდუქტები. 

----------------------------------------------------------------------------------------------------------------

მსჯავრდებულის გვარი, სახელი და ხელმოწერა

„––“ „––––––––“ 20 წ.

 დანართი №7

მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის

ოქმი

 

„ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20 წ                                                                         ქ.თბილისი

 

მ/წლის „––––––“–––––––––––––––– ––––––––––(საათი) ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და

პრობაციის სამინისტროს  №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების

თანამშრომლები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):

1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მსჯავრდებულის სახელი, გვარი,მამის სახელი –––––––––––––––––––––––––––––––––– 

დარღვევის ადგილი, თარიღი, დრო ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დარღვევის შინაარსი:

ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების ––––––  მუხლის

–––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და

უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში: 

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                           (სახელი, გვარი)

დარღვევის მოწმე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                           (სახელი, გვარი)

დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:

1. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

სხვა ინფორმაცია: ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით :

1. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

5. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დანართი №8

მსჯავრდებულის მიერ  დისციპლინური დარღვევის შემდეგ მსჯავრდებულისათვის

უფლებების გაცნობის ოქმი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება

 

 „ ––––––– “ –––––––––––––––   20 -- წ. ------- სთ.                                         ქ.თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------(დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი)

ოქმი შევადგინა მასზედ, რომ მსჯავრდებულ -------------------------- (სახელი, გვარი,მამის სახელი) გავაცანი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით, პატიმრობის კოდექსითა და №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: ზეპირი მოსმენის დროს მსჯავრდებულს უფლება აქვს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების, უფლება აქვს მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ განხილვაზე წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან სახელმწიფოს ხარჯზე დანიშნული ადვოკატის მიერ, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძების გამოყენების შესახებ.

მსურს მოვიწვიო ადვოკატი                          _________

                                                                           დიახ/არა

მსურს მოვიწვიო თარჯიმანი                          _________

                                                                             დიახ/არა

მსურს მივცე ახსნა-განმარტება                     _________

                                                                            დიახ/არა

ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მსურს დავესწრო სხდომას      _________

                                                                                                     დიახ/არა   

ოქმის სისწორეს ვადასტურებ ხელმოწერით:

________________________________________________________________________________

მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო

ოქმი შევადგინე:

________________________________________________________________________________

დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა.

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

დანართი №9

დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი

მოსმენის სხდომის ოქმი

 

 „ ––––––– “ –––––––––––––––––––––––– 20წ                                            ქ. თბილისი

სხდომა დაიწყო ––––––––– სთ  დამთავრდა –––––––– სთ

სხდომის მდივანი (შემდგენი) –––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                                   (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

ტარდება ზეპირი მოსმენის სხდომა მსჯავრდებულის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

        (სახელი,გვარი მამის სახელი)

მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.

 

სხდომას ატარებს:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                    (სახელი, გვარი, თანამდებობა)

 

სხდომაზე გამოცხადდნენ:

მსჯავრდებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                         (სახელი,გვარი მამის სახელი)

ადვოკატი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                      (სახელი,გვარი მამის სახელი)

კანონიერი წარმომადგენელი–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                        (სახელი,გვარი მამის სახელი)

მოწმე––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                              (სახელი,გვარი მამის სახელი)

დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

                                                             (სახელი,გვარი მამის სახელი)

 

მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––––––– მიერ ჩადენილ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80

მუხლის ––––––ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით

გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მსჯავრდებული:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დამცველი:

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

 

კანონიერი წარმომადგენელი;

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––

მოწმე

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––

 

დაზარალებული

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––

 

შენიშვნა

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

––––––––––––––––

 

ოქმი შევადგინე

------------------------------- /------------/

ოქმის შემდგენი პირი ხელმოწერა

 დანართი №10

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს

№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება

მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების

გამოყენების შესახებ

დირექტორის განკარგულება №

 

20 „–––“––– „––––––––––––––––––“ ––––––––––––სთ                 №––––––– ––––––––––––

(გამოცემის დრო)                                                                                (გამოცემის ადგილი)

№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დირექტორმა  ––––––––––– ზეპირი მოსმენით განიხილა საქმე მსჯავრდებულის –––––––––––––––––––(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა

მსჯავრდებულმა ––––––––––––––––––––––––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის –––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

 

დარღვევის ადგილი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დარღვევის გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––

დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)

დარღვევის მოწმე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––  

(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)

დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:

1.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

2. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

3.––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

4. ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განემარტება  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 93-ე  მუხლითა და დებულებით გათვალისწინებული უფლებები (დებულების დანართი №8).

 დაწესებულების დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსითა და არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დებულებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.  არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 92-ე  მუხლის შესაბამისად, მსჯავრდებულ 

______________________________________________________ მიმართ გამოყენებულ იქნეს

                 (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––.

 დისციპლინური სახდელის სახე 

2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გაეცნობა მსჯავრდებულს ან გადაეცემა მის ადვოკატს, რასაც ადასტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთვება მსჯავდებულის პირად საქმეს.

3. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსულებას.

4. განკარგულება შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.

 

დაწესებულების დირექტორი                                                              ___________________________

                                                                                                                                            ხელმოწერა

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 31 დეკემბრის ბრძანება №177 - ვებგვერდი, 04.01.2016 წ.

 დანართი №11

მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის

ბარათი

 

მსჯავრდებულის გვარი ___________________________________

მსჯავრდებულის სახელი __________________________________

მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________

მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________

გასამართლებულია: _______________________________________________

________________________________________________________________

სასჯელის ვადა ___________________________________________________

სასჯელის დასაწყისი _______________________________________

სასჯელის დასასრული ______________________________________

განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________

ტიპი/საშიშროების რისკი ____________________________________

 

ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები

№

სახელი და გვარი

ნათესაური კავშირი

პირადი № და   პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

განხორციელებული პაემნების აღრიცხვა

№

პაემნის განხორციელების თარიღი

პაემნის სახე

(კუთვნილი, წახალისებით)

გვარი, სახელი,  მამის სახელი

ნათესაური კავშირი

პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №

დაწესებულების მოსამსახურის

ხელმოწერა

შენიშვნა

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

№11 პენიტენციური დაწესებულების

სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების

უფლებამოსილი მოსამსახურის

სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა

_____________________________________

_____________________________________ 

საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №96 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.

დანართი №12

№11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება

ამანათის შემოწმების ოქმი

 

„___“ _____________ 20__ წ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №11 განყოფილების მოსამსახურეებმა:

(თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________

(თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________

შევადგინეთ აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ ჩავატარეთ __________________________________

                                                                         (სახელი, გვარი)

მიერ გამოგზავნილი/მოტანილი ამანათის შემოწმება.

ამანათის ადრესატი (მიმღები) __________________________________________

(სახელი, გვარი)

შემოწმების ჩატარებისას გამოყენებულ იქნა რენტგენული დანადგარი დიახ□ არა□

 

შემოწმების შედეგები:

1. შემოწმებისას არ აღმოჩენილა და ამოღებულა ის ნივთი, ნივთიერება ან კვების პროდუქტი,

რომლის მსჯავრდებულის მიერ შენახვა და გამოყენება აკრძალულია/არანებადართულია. □

2. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთი, ნივთიერება ან კვების პროდუქტი, რომლის მსჯავრდებულის მიერ შენახვა და გამოყენება არანებადართულია, კერძოდ:

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

3. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთი ან ნივთიერება, რომლის დაწესებულებაში

შეტანაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ:

_______________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია,

რასაც ვადასტურებ ხელმოწერით :

ამანათის მიმტანი/გამომგზავნი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა

_____________________________              /______________ /

                 სახელი და გვარი                                    ხელმოწერა

                                               

შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ გამაჩნია შენიშვნა:

________________________________________________________________________________

________________________________________________________________________________

_______________________________________________________________________________

 

ამანათის მიმტანი/გამომგზავნი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა

_____________________________              /______________ /

                 სახელი და გვარი                                    ხელმოწერა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის აღმოსავლეთის სამმართველოს №1 1 განყოფილების მოსამსახურის სახელი, გვარი და ხელმოწერა:

 

_____________________________              /______________ /

                 სახელი და გვარი                                    ხელმოწერა

_____________________________              /______________ /

                 სახელი და გვარი                                    ხელმოწერა

_____________________________              /______________ /

                 სახელი და გვარი                                    ხელმოწერა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1146 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ.


Annotate

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N11 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“, №118, 27.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016533 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2960330-12/