საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (18)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (17)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ
|
პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების თანდართული დებულება. |
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. |
|
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება
|
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) №3 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. 3. დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის დებულებით, დადგენილი წესით. 4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით. მუხლი 2. დაწესებულება 1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. 2. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 3. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად, რომელსაც დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულია კორპუსები, რომლებიც სართულების მიხედვით იყოფა დანაყოფებად. თითოეულ დანაყოფზე და ასევე დაწესებულების დარჩენილ ტერიტორიაზე განთავსებულია საგუშაგოები. საგუშაგოები, დანაყოფები და კორპუსები განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 4. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით. 5. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში. 6. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 7. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის მცირე გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის მითითებით. 8. დაწესებულების მისამართია ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქ. № 27. მუხლი 3. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები 1. დაწესებულების ამოცანებია: ა) პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის; გ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შემცირების ხელშეწყობა; ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია. 2. დაწესებულების ფუნქციებია: ა) დაწესებულებაში ბრალებულთა მიერ პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის - პაემნის, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა; დ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომში - დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ზ) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირთა, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფელისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება; თ) დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება; კ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა; ლ) დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება; მ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულებსა/მსჯავრდებულებსა და იმ პირებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ნ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მათი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება; ო) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, საქართველოში პატიმრობისა და საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისათვის (შემდგომში - დეპარტამენტის დირექტორი) წარდგენა; პ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი II დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება მუხლი 4. დაწესებულების მართვა 1. დაწესებულებას მართავს დაწესებულების დირექტორი. 2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეების, დაწესებულების სტუქტურული ერთეულების უფროსების, ცვლის უფროსების - ოპერატიული მორიგეებისა და მათი თანაშემწეების მეშვეობით. 3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე - სამართლებრივი რეჟიმის და სოციალურ დარგში. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით. 4. სამართლებრივი რეჟიმის დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილე წარმართავს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას. 5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში წარმართავს დაწესებულების ადმინისტრაციული და სოციალური განყოფილებების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილებების უფროსების მუშაობას. 6. უსაფრთხოების და სპეციალური აღრიცხვის განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. 7. დაწესებულების სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს. 8. ოპერატიულ მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები. 9. (ამოღებულია - 28.04.16წ. №57). 10. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულის უფროსების და დაწესებულების სხვა მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ. მუხლი 5. დაწესებულების დირექტორი 1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია: ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა; ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება; გ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში; დ) დეპარტამენტის დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა; ე) დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; თ) ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე - ბრძანების გამოცემა; ი) დეესკალაციის ოთახის, მოსაცდელი, შიდა კლასიფიკაციისა და სამარტოო საკნების განსაზღვრა; კ) მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შექმნა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება; მ) განსაკუთრებული გარემოებების განსაზღვრა, როდესაც შესაძლებელია ცვლაში მომუშავე მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დროის ხანგრძლივობისგან განსხვავებული სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე და დაწესებულებისათვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების სწორ და სამართლიან განკარგვაზე. 3. დაწესებულებაში ყოველთვის იმყოფება დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, რომელიც დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 4. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული პირობების არსებობისას დაწესებულების დირექტორის და სამართლებრივი რეჟიმის დარგში მისი მოადგილის დაწესებულებაში არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სოციალურ დარგში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 6. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები 1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით, იქმნება სტრუქტურული ერთეულები. 2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია: ა) უსაფრთხოების განყოფილება; ბ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება; გ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; დ) ადმინისტრაციული განყოფილება; ე) სოციალური განყოფილება. 3. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 4. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით. 5. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 7. უსაფრთხოების განყოფილება უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულების/მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევის გამოვლენა და პრევენცია; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; დ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად; თ) საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება ან/და ამოღებაზე კონტროლი, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა; ი) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაზე კონტროლი; კ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმებაზე კონტროლი; ლ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში; მ) შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პირთა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ნ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება; ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ. მუხლი 8. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია: ა) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა; ბ) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება; გ) დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისთვის მიმართვა; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა და შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმება; ე) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად; ვ) დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა; ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების კონტროლი; თ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი; ი) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება; კ) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება. ლ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება; მ) საკნის ტექნიკური დათვალიერება, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის, აგრეთვე მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმება; ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ. მუხლი 9. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება 1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება; გ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება; დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება; ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება; ვ) სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. 11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ. 2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ. მუხლი 10. ადმინისტრაციული განყოფილება ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კორესპონდენციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება; ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღების-გაგზავნისა და შენახვის ორგანიზება; გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება; გ 1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა; გ2) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება. დ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება; ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა; ვ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება; თ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა; ი) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება; კ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება; კ1) ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის, მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება; კ2) ყველა ინსტანციის სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება; ლ) ფიზიკური პირებისთვის კონსულტაციებისა და დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მომსახურების გაწევა; მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება; ნ) დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ო) ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა; პ) დაწესებულების ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა; ჟ) დაწესებულების საწყობში მიღებული ნივთების აღრიცხვა და მიღება-გაცემა; რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. მუხლი 11. სოციალური განყოფილება სოციალური განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ახლო ნათესავის მიღება და მათთვის საჭირო/მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადების, მოთხოვნისა და საჩივრის განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება; დ) ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე შენახვა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვა; ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ვ) მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება; ზ) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობისთვის ხელშეწყობა; თ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 12. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი 1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში. 2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი III დაწესებულებაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები მუხლი 13. დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პატიმრობისა და სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები 1. დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული. აგრეთვე, ბრალდებული, რომელსაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილია პატიმრობის კოდექსის 551 მუხლის შესაბამისად. 2. დაწესებულებაში მსჯავრდებული განთავსებულია საკანში, სადაც მასზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 21 დაწესებულებაში ბრალდებული განთავსებულია სპეციალურ საკანში, სადაც მასზე ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად. 3. დაწესებულებაში მსჯავრდებულები და ბრალდებულები განთავსებული არიან ერთმანეთისგან განცალკევებით. 31. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVII თავით გათვალისწინებული ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVIII თავით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIX თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული კიბერდანაშაულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობაში მყოფი ან თავისუფლებააღკვეთილი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით. 32. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით. 4. მსჯავრდებული, დღე-ღამის განმავლობაში, როგორც წესი, მუდმივად იმყოფება საკანში, გარდა დებულებით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 4 მაისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 05.05.2017 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 14. მსჯავრდებულის საკანში განთავსება 1. მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება ამ დებულების მე-15 მუხლის 25-ე პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, ამავე პუნქტით დადგენილი წესით. 2. დაწესებულების გადატვირთულობის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას შესაძლებელია არაუმეტეს ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით. ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება შესაძლებელია თუ ცნობილია, რომ მათი ერთ საკანში მოთავსება არ შეუქმნის საფრთხეს მათ სოცოცხლეს, ჯანმრთელობას, დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმსა და უსაფრთხოებას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №900 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ. მუხლი 15. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობები და პროცედურები 1. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღება ხდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დინამიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე ან მისი თანაშემწე, უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეებთან ერთად. 2. ბრალდებულის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია: ა) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით; გ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა. 3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში. 4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს დაწესებულება უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში. 5. ბრალდებულის განთავსებას დაწესებულებაში ახდენს დაწესებულების დირექტორი. 6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს დაწესებულება ცალ-ცალკე ათავსებს. დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა. 7. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია: ა) მსჯავრდებულის პირადი საქმე; ბ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება. 8. ბრალდებულის/მჯავრდებულის დაწესებულებაში მიყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს: ა) ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს. მისი არყოფნის შემთხვევაში - დაწესებულების დირექტორის მოადგილეს; ბ) დაწესებულების მთავარ ექიმს. მისი არყოფნის შემთხვევაში - ცვლაში მორიგე ექიმს; გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს. მისი არყოფნის შემთხვევაში - ცვლაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეს; დ) უსაფრთხოების განყოფილების უფროსს. მისი არყოფნის შემთხვევაში - ცვლაში უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს. 9. ოპერატიული მორიგის ნებართვით, გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში. 10. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ოპერატიულ მორიგესთან ან მის თანაშემწესთან ერთად ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმითა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით. 101. დაწესებულებაში ისეთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ოპერატიული მორიგე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს. 102. ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით. 11. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ან მის თანაშემწესთან ერთად გამოკითხავს ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ამოწმებს მისი პასუხების პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას. 12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელს და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს. 13. ამ მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებში აღნიშნული მოქმედების განხორციელების შემდეგ, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გონივრული ვადით თავსდებიან მოსაცდელ საკანში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსაცდელ საკანში შეყვანისა და გამოყვანის ზუსტი დრო აღინიშნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მოსაცდელ საკანში თავსდებიან კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა მათი სრული და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით. 14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე ან მისი თანაშემწე, ხოლო უშუალოდ ახორციელებენ ცვლებში ამ მიზნით გამოყოფილი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები. შემოწმება აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ. 15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით. 16. პირადი საქმე „მსჯავრებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში. 17. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა ყიდვა და გამოყენება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის აკრძალულია (შემდგომში-აკრძალული ნივთები), აგრეთვე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ქონის, ამანათებით მიღებისა და მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ჩამოერთმევა დადგენილი წესით და შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს. აღნიშნულის თაობაზე დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ეცნობა ბრალდებული/მსჯავრდებული და ადასტურებს ხელმოწერით. 18. ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდეგ, ტარდება მისი სამედიცინო შემოწმება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება დადგენილი წესით. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში. 19. სამედიცინო შემოწმებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი აღნიშნული ფაქტის შესახებ შემოწმების დასრულებისთანავე ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს. 191. თუ ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით. 20. თუ დაწესებულებაში მიღებისას, სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად. 21. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე. 22. ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, თავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში არაუმეტეს 3 კალენდარული დღისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანისა და გამოყვანის ზუსტი დრო აღინიშნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში. შიდა კლასიფიკაციის საკანში ხდება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის სპეციალურ საკანში/საკანში განაწილების მიზნით. 23. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაბანა/გასუფთავება. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსებამდე. 24. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკი ან მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, საკანში განაწილების წესებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული გაფრთხილდება დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული/მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სოციალური მუშაკი ან მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე. 25. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის საკანში განაწილების შესახებ, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე. მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორი იღებს წერილობითი ფორმით, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით შედგენილი პატაკის საფუძველზე, რა დროსაც, დამატებით, მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთან ერთად განთავსებით მათი სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისთვის, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისთვის და უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნა. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლის/საფრთხის აღმოფხვრამდე. 251. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს ბრალდებულის სპეციალურ საკანში განაწილების შესახებ, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე. 26. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა აცნობოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ, გზავნილით, აგრეთვე ინფორმაცია მიმოწერის წესის, გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე. 27. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. იმ სახელმწიფოთა მოქალაქე ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიღებისას, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ გააჩნიათ, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა ან/და საკონსულო დაწესებულებებში, რომელთაც მინდობილი აქვთ მათი უფლებების დაცვა. გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ, გზავნილით, აგრეთვე ინფორმაცია მიმოწერის წესის, გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე. 28. დაწესებულებაში მიღებული ბრალდებული/მსჯავრდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ აღირიცხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 16 ნოემბრის ბრძანება №142 - ვებგვერდი, 17.11.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №900 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.
მუხლი 16. დღის განრიგი 1. დაწესებულებაში პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით დგება დეტალური დღის განრიგი ადგილობრივი პირობების, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით. 2. დღის განრიგი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, კვების და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უწყვეტი რვა საათიანი ძილი და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფა. 3. დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი. 4. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, კვება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას. მუხლი 17. დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა გადაადგილების წესი 1. ბრალდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით. 2. ბრალდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დალაგება. 3. სამარტოო საკანში განთავსებული პირის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით. 4. დღის განრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, სამუშაო, პაემანი და სხვ.) გასვლის დროს ბრალდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას. ასეთი გადაადგილების დროს დაწესებულების წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დალაგება. მუხლი 18. დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების წესი 1. დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება, როგორც წესი, ხორციელდება ხელბორკილის გამოყენების გარეშე. 11. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, დასაშვებია ხელბორკილის გამოყენებით, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ასევე, თუ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება, ცდილობს გაქცევას, ან/და თუ არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი. 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ, მისი საკნიდან გამოყვანისა და დაწესებულებაში გადაადგილებისას დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, ხელბორკილის გამოყენება დასაშვებია იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი გამოყენება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. 2. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საკნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების თანხლებით. 3. მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ მასთან ერთად იმყოფება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების არანაკლებ ორი უფლებამოსილი მოსამსახურე. 4. დაწესებულების ტერიტორიაზე დღის განრიგით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით მსჯავრდებულთა გადაადგილება ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უშუალო კონტაქტი სხვა მსჯავრდებულთან, გარდა თანამესაკნისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. მუხლი 19. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება 1. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს. 2. საკანში მსჯავრდებულის, ხოლო სპეციალურ საკანში – ბრალდებულის, ყოფნის შემოწმება ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს ბრალდებული/მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება საკანში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. მუხლი 20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მათი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება 1. დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც: ა) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის; ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ; გ) არ არის გათვალისწინებული დებულებით განსაზღვრული (დებულების №2 და №3 დანართები) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში; დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა ნივთებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №1 დანართის მე-15 პუნქტითა და №2 დანართით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული. 5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი. 6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება: ა) ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ; ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან (მათ შორის რელიგიურ პირებთან) შეხვედრამდე და მის შემდეგ; გ) სხვა საკანში გადაყვანისას; გ1) აბაზანაში გაყვანისას; დ) სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე. 7. არასრული შემოწმებისას ხდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე. 8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება: ა) დაწესებულებაში მიღებისას; ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას; გ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით (ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში) დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას; გ1. მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ; გ2) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებისას; გ3) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში); დ) სხვა შემთხვევაში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით. 81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დირექტორი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. 82. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ამ მუხლის მე-9−102 პუნქტებით დადგენილი წესით. შემოწმების საშუალებას ირჩევს ბრალდებული/მსჯავრდებული. შემოწმების ჩატარების წინ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესთავაზებს აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხორციელდება. 83. ბრალდებული/მსჯავრდებული ამ მუხლის მე-9−102 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე; ბ) სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის/ნივთიერების ფლობა; გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით; დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით; ე) არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკანერით შემოწმებისთვის. 9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება. 10. სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუშტუკი და სხვა საგნები. 101. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა. 102. ამ მუხლის მე-9−101 პუნქტებით გათვალისწინებული პირადი სრული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად. დაუშვებელია პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. 11. პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა გამოყენებისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში გააჩნია. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში. 12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მისი თანდასწრებით: ა) მისი დაწესებულებაში მიღებისას; ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას; გ) სხვა საკანში გადაყვანისას; დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას; ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს მისი დასწრების გარეშე. 14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. 15. პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება. 16. სრული პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და შემოწმების მწარმოებელი დაწესებულების მოსამსახურე/მოსამსახურეები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, შემოწმებაზე უარი და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. სრული პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით. 17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას. 18. შემოწმება არ შეიძლება განხორიცელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №949 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 10 ივნისის ბრძანება №1079 - ვებგვერდი, 10.06.2025 წ. მუხლი 21. ამანათის მიღება-შემოწმება 1. დაწესებულებაში ამანათის მიღება ხორციელდება ამ მუხლითა და დებულების 39-ე მუხლით დადგენილი წესით. 2. დაწესებულებაში მიღებული ამანათის შემოწმება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით: ა) ამანათის მიმტანი პირი დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში იღებს რიგის ნომერს; ბ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს №3 განყოფილების (შემდგომ – №3 განყოფილება) შესაბამისი მოსამსახურე ახდენს ამანათის მიმტანი პირის გამოძახებას რიგითობის მიხედვით და ახორციელებს ამანათის მიმტანი და ამანათის მიმღები პირის იდენტიფიცირებას, განუმარტავს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას; გ) №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ამოწმებს დოკუმენტაციაში მითითებული ნივთების შესაბამისობას დაწესებულების დებულებით განსაზღვრული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს; დ) ამანათი მოწმდება რენტგენული დანადგარის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით. რენტგენული დანადგარით შემოწმებისას ამანათში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ამანათი მოწმდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით; ე) თუ დაწესებულებაში არ არის რენტგენული დანადგარი, რენტგენში გამოჩნდა საეჭვო ნივთი ან/და არსებობს ეჭვი ამანათში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის თაობაზე, ამანათი იხსნება და მოწმდება ამანათის მიმტანი პირის (მისი არსებობის შემთხვევაში) სავალდებულო დასწრებით. ნივთები და საკვები პროდუქტები მოწმდება გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში. პირის მიერ დაწესებულებაში მედიკამენტის გაგზავნის შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა იყოს სააფთიაქო წესით შეფუთული და თან უნდა ახლდეს ექიმის დანიშნულება, რის შემდგომაც მედიკამენტის დაწესებულებაში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების მთავარ ექიმთან წერილობით შეთანხმებით. 3. დაწესებულებაში ფოსტის მეშვეობით მიღებული ამანათი მოწმდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით. 4. დაუშვებელია დაწესებულებაში ამანათის მიმტანი პირის ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა) ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება. 5. №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, ამანათის მიმტანი პირის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს ამ პირს სპეციალური შემოწმების გავლა. თუ იგი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში არ დაიშვება ამანათის გასაგზავნად. 6. ამანათის შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების, კერძოდ, ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანებისა და თავსაბურავების გამოყენებით. ყოველი მორიგი ამანათის შემოწმების შემდგომ №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები. 7. ამანათში არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და აღმოჩენილ არანებადართულ ნივთთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათი უბრუნდება ამანათის მიმტან პირს, ხოლო ამანათის ფოსტის მეშვეობით გამოგზავნისას გამომგზავნ პირს მისივე ხარჯით, დაბრუნების მიზეზის მითითებით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია, ამანათი შესანახად გადაეცემა დაწესებულების საწყობს ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. 8. ამანათში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება როგორც №3 განყოფილების უფროსს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და ამავე მთავარი სამმართველოს უფროსს, ისე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. 9. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №3 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამანათის მიმტანი პირის მიერ დაწესებულების დატოვების თავიდან ასაცილებლად. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით. 11. ამანათში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა. 12. ამანათის შემოწმებისას აკრძალული ან არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იწარმოება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №13). 13. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, რენტგენული დანადგარისა და ნარკოტიკული საშუალებისა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში გაგზავნილი ნებისმიერი ამანათი, მათ შორის, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი კორესპონდენცია. 14. ამანათის შემოწმების შემდეგ ამანათი ილუქება №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ხდება მისი გადატანა შესაბამისი სპეციალური საკნის ტერიტორიაზე, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადასაცემად. ამანათი იხსნება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სავალდებულო დასწრებით. 15. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას. 16. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამანათით მიღებულ ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, რაზეც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №949 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ. მუხლი 22. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობების დათვალიერება 1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის დავალებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე. 2. ცალკეული სათავსოებისა და ტერიტორიების დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად. 3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად. 4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა. 5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე. 6. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალება. მუხლი 23. დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღება 1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ამოღების უფლება აქვთ სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებს. 2. ფული, ფასიანი ქაღალდები ან/და სხვა ფასეულობა, რომელიც ამოღებული იქნა ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისაგან ან მისი მოთავსების ადგილიდან, მის გათავისუფლებამდე გადაეცემა დაწესებულებას საწყობში შესანახად და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი. დებულებით (დებულების დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით გადაეცემა მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი. 4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი. 5. თუ შენახული ნივთები, ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება მფლობელს დაუბრუნდეს, თუ ამით არ დაირღვევა დებულების მოთხოვნები. 6. დაწესებულება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობებს, დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი იმ თანხისა და სხვა ფასეულობების შესახებ, რომელთა კუთვნილების დადგენაც შეუძლებელია. მუხლი 24. უსაფრთხოების ღონისძიებები 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები: ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება; ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება; გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა; დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება; ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა. 2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა. 3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ ის მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებული იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. 4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება. 5. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები. 6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №145 ბრძანებით დადგენილი წესით. 7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რა დროსაც დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 25. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება 1. დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევების მიზნით მისი სხვა საკანში ან დეესკალაციის ოთახში მოთავსება. 2. დაწესებულების დირექტორი, დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულების/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, არაუმეტეს 30 დღისა. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 4. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით შეიძლება მოთავსდეს დაწესებულების დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა. 5. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების ხანგრძლივობა დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება. 6. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შუამდგომლობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სხვა დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის აღსაძრავად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
მუხლი 26. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა 1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, დისტანციურად მართვადი სათვალთვალო კამერით, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით. 11. დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა გადაყვანიდან არაუგვიანეს 24 საათის ვადაში ფასდება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპეციალური პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეები. 12. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის ვადაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა დამატებით შეიძლება შეფასდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ. 13. დაწესებულების დირექტორი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტაციის მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში წყვეტს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში/შიდა კლასიფიკაციის საკანში დაბრუნების საკითხს. თუ დასკვნა/რეკომენდაცია ითვალისწინებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას, შესაბამის გადაწყვეტილებას, დაწესებულების დირექტორის მიმართვის საფუძველზე, ამავე ვადაში იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი. 14. თუ მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნა ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაცია ითვალისწინებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიისთვის მიმართვას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, დაწესებულების დირექტორი ამ მუხლის 13 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართავს კომისიას. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები. ფიზიკური შეზღუდვა უნდა მოხდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კრიტერიუმების ამოწურვამდე. 3. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება ოქმი, სადაც უნდა აისახოს დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების ზუსტი დრო. ოქმში გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი პირის მდგომარეობის შესახებ. 4. ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. ამ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახის დატოვება ხდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მათ შორის, ამ მუხლის 11–13 პუნქტების შესაბამისად მიმდინარე ღონისძიებების პროცესში. დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. 5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფრთხის არსებობისას და ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსებ ის რაოდენობა შეზღუდ ული არ არის . 6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა. 7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა ან/და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის ან/და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი. 8. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №908 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.
მუხლი 27. განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში 1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები. 2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა, მინისტრის თანხმობით, შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს განსაკუთრებული პირობები. 4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ. 5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 28. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა 1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის დაწესებულების ძალებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია. 2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს. 3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია დაწესებულების ტერიტორიაზე პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები. 4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით. მუხლი 29. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 30. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა 1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაწესებულების მოსამსახურეებმა პატივი უნდა სცენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატივსა და ღირსებას და დაიცვან მათი უფლებები. 2. დაწესებულების მოსამსახურეები და ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთმანეთს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით). მუხლი 31. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. 2. მოსამსახურე პირადი საქმის წარმოებისას ვალდებულია დაიცვას მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. მუხლი 32. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა: ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით; ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით. 2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს. 3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, საქმე განხილული იქნება სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით. მუხლი 33. მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულება სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №157 ბრძანებით. თავი IV ბრალდებულის და მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები მუხლი 34. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები 1. ბრალდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ხანმოკლე პაემნით, სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით; ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით; ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით; ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით. გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია; ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი; ვ) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით; ზ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან; თ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით; ი) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები; კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება–მოვალეობების შესახებ; ლ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება. მ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით); ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; ო) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 2. მსჯავრდებულს უფლება აქვს: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს: ა.ა) საკნით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, პირადი უსაფრთხოებით; ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით; ა.გ) ხანმოკლე პაემნით, ხანგრძლივი პაემნითაა და სატელეფონო საუბრით; ა.დ) დამცველთან/ადვოკატთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით; ა.ე) ამანათის, ფოსტისა და გზავნილის მიღება-გაგზავნით; ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით. გ) მიიღოს ინფორმაცია ჟურნალ-გაზეთების საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით; დ) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი; ე) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით; ვ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან; ზ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით; თ) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები; ი) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ; კ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით (ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში) დროებით დატოვოს დაწესებულება; ლ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით); მ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; ნ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად. 4. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია: ა) დაიცვას დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები; ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება; გ) თავაზიანად მოეპყროს დაწესებულების მოსამსახურეებს და დაწესებულებაში მყოფ ან შემსვლელ პირებს; დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საკანი; ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება: ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია; გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება; დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას; ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები; ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები; ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები; თ) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები; ი) ნებართვის გარეშე ფანჯრებზე, კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები; კ) ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა; ლ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; მ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი საკნიდან მეორეში ან დაწესებულების გარეთ; ნ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი; ო) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დღის განრიგს, დებულებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №949 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ. მუხლი 35. საცხოვრებელი პირობები 1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. 2. ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები. 3. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საკანი და ბრალდებულისათვის გამოყოფილი სპეციალური საკანი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას. 4. საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. 5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში. 6. სპეციალურ საკანში/საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია. 7. სპეციალურ საკანს/საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით. 8. ბრალდებულებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები. 9. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს/შეიძინონ საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ. 10. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებს, არის თუ არა შესაბამის სპეციალურ საკანში პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, ასევე ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე. 11. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ: ა) გამოვლინდა მაცივრით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი; ბ) მაცივრით სარგებლობისას ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს; გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის ან სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას. 12. მაცივრით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი. 13. თუ მაცივარი შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დამრღვევს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა სპეციალურ საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №339 - ვებგვერდი, 08.10.2018 წ. მუხლი 36. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად. 2. როგორც წესი დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით. 3. მსჯავრდებულეს უფლება აქვს ისარგებლოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთებით (სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი) დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობითა და კონტროლით არაუმეტეს 30 წუთისა. აღნიშნული ნივთები ინახება საკნის კარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში. 4. დაწესებულებას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა. 5. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას , 6. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი. 7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე. 8. დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი . 9. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საკანი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 37. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვება 1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის შემცირება. 2. კვების რაციონი განისაზღვრება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანებით. 3. ბრალდებული/მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით. 4. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები. 5. დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები ამანათის სახით. 6. ბრალდებულები/მსჯავრდებულები იკვებებიან საკნებში, დღის განრიგით დადგენილ საათებში. 7. ბრალდებულებს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 38. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია 1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. 2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები. 3. პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1000 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №789 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
მუხლი 39. ამანათების, გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. ბრალდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით - სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება ბრალდებულის პირად ანგარიშზე. 2. ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათები, გზავნილები დებულების დანართი №7-ის მოთხოვნათა დაცვით. 3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს. 4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს №3 განყოფილება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები და საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების №2 და №3 დანართებით. 6. ამანათის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი და მისი მიმტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა №3 განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს. 7. ამანათის მიღების შემდეგ №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე უბრუნებს ამანათის მიმტან პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა. 8. ამანათები, გზავნილები ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს დაწესებულებაში მოთავსებისთანავე. თუ ამანათები, გზავნილები მოსულია უკვე გათავისუფლებული ან გარდაცვლილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ისინი უბრუნდება გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით. ამანათები, გზავნილები, რომლებიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით და გამომგზავნს ეცნობება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახალი ადგილსამყოფელი. 9. ამანათის/გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) ან ამ დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა დაწესებულების საწყობს შესანახად ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. 10. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში ან დეესკალაციის ოთახში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ. 11. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის/გზავნილის შემცველობის შენახვას, მაგრამ ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება. 12. ამანათი/გზავნილი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა უგვიანეს ერთი დღისა მათი მიღების დღიდან, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გასვლის შემთხვევაში - მისი დაბრუნებისთანავე. 13. ამანათის/ზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს. 14. (ამოღებულია - 17.12.2025, №1141). საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №949 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ. მუხლი 40. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, წარადგინოს განცხადებები და მოთხოვნები ზეპირად ან წერილობით, აგრეთვე, წარადგინოს საჩივრები წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. ბრალდებულს, ამ მუხლით დადგენილი წესით მიმოწერის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. 11. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპონდენციის გაგზავნა აკრძალულია. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით. 21. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) სასამართლო; ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო; ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე; ზ) საქართველოს სამინისტრო; თ) პენიტენციური დეპარტამენტი; ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი; კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი; ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი; მ) პროკურორი; ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო; ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას; პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას; ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური. 3. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოთხოვნის, განცხადებისა და საჩივრის წარდგენა ხდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნის შემთხვევაში - ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ის ფლობს. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება. 5. მოთხოვნის, განცხადებისა და საჩივრის თარგმნას უზრუნველყოფს დაწესებულება რა დროსაც მათი გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი, გონივრული ვადით. 6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სოციალური განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს. 7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი. 8. ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების სოციალურ განყოფილებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე. 9. დაწესებულება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომდევნო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელწერილით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას. 10. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს. 11. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ. 12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს. 13. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთნება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 41. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერის შემოწმება 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე. 2. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე. 3. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი: ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას; ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას; გ) შესრულებულია შიფრით; დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს; ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან/და სხვა პირის უსაფრთხოებას; ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე. 4. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე. 5. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 42. სატელეფონო საუბარი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“ (199), საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ (0(32)2405599) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით. 2. მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიერ წინასწარ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, რომლებშიც არ შედის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ წინასწარ მითითებული სატელეფონო ნომრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს. 3. მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას განემარტება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი, რასაც მსჯავრდებული წერილობით ადასტურებს და უთითებს ხუთ სატელეფონო ნომერს და დამატებით ადვოკატის ნომერს, ადრესატების მითითებით. უკვე დასახელებული სატელეფონო ნომრის შეცვლის მიზნით, მსჯავრდებულმა განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობამდე არანაკლებ 10 დღით ადრე. 4. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას დაწესებულებას უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მას წინასწარ ეცნობება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას. 5. აკრძალულია სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, ბრალდებულებს, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის, აგრეთვე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შორის სატელეფონო საუბარი. 6. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი მის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არაუმეტეს 15 წუთისა. 61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობაში შედის ადვოკატთან განხორციელებული სატელეფონო საუბრები. 7. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით. 8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც. 9. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 24 სექტემბრის ბრძანება №627 - ვებგვერდი, 24.09.2020 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №789 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
მუხლი 43. ხანმოკლე პაემანი 1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება. 3. დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით. 4. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი. 5. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 44. ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი 1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, დებულების 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად. 2. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი პირი. 3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული, სოციალური განყოფილების მოსამსახურის დახმარებით, უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას. 4. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესაძლებელია მინის გამყოფი ბარიერი დამატებით აღიჭურვოს მეტალის ბადით, იმგვარად, რომ მინის გამყოფი ბარიერის ორივე მხარეს მყოფი პირები ხედავდნენ ერთმანეთს. 5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა. 6. დებულების 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად. 7. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთ თვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება: ა) მსჯავრდებულის მიმართ - გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან; ბ) ბრალდებულის მიმართ - აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღკვეთის აღსრულების დაწყების დღიდან; გ) პატიმრობის კოდექსის 551 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსების დღიდან. 8. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი მოსაცდელ ან შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას ან სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში. 9. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს ან 1 სრულწლოვან პირს, რომელსაც შეიძლება ახლდეს ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე 2 არასრულწლოვანი. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულება, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე. 10. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერი მითითებები. 11. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას. 12. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი წარმომადგენელი განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულებას. 13. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. მუხლი 45. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება 1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით. 2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, პაემანზე მოსული პირების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს. მუხლი 46. ხანმოკლე პაემნის შეცვლა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე ხანმოკლე პაემნის უფლება შეიძლება შეეცვალოს სატელეფონო საუბრით. 2. ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების დამატებითი სატელეფონო საუბრით შეცვლის თაობაზე ბრალდებული/მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დირექტორს. სატელეფონო საუბრის უფლება ხორციელდება დადგენილი საერთო წესით. მუხლი 461. მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებით დადგენილი წესით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 47. დაწესებულების დროებით დატოვება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება პატიმრობის კოდექსითა და „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 48. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება 1. ბრალდებულს აქვს ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება; 2. მსჯავრდებულს აქვს ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება; 3. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნების რიგითობა ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მსჯავრდებულებს და ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შორის კონტაქტი. საკანში ორი მსჯავრდებულის ერთად განთავსების შემთხვევაში დასაშვებია მათი ერთად გასეირნება. 4. გასეირნება ხდება დღის საათებში, დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნით ან მის მიერ დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში. 5. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში ყოფნისას ან/და განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობებთან, სტიქიურ უბედურებებთან, ოპერატიულ ღონისძიებებთან ან შემთხვევებთან, როდესაც შემოღებულია დაწესებულების განსაკუთრებული პირობები. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. მუხლი 49. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება 1. დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზნით გამოყოს ოთახი. 2. რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ ბრძანებით დადგენილი წესით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. მუხლი 50. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის შესაძლებლობა. მას შეუძლია გონივრული ოდენობით ბიბლიოთეკიდან გამოიწეროს ჟურნალ-გაზეთები, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღებით ან/და ტელევიზორით სარგებლობის უფლება, თუ მისი/მათი გამოყენებით არ ირღვევა დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. 3. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოართვას ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 501. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას. 3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანების შესაბამისად. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს: ა) ხატწერა/ხატის შექმნა; ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება; გ) ხატვა; დ) პურის გულზე, პლასტელინსა და პოლიეთილენზე მუშაობა. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება მიეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელიც არ შეიცავს მეტალს და რომელთა შექმნაც არ საჭიროებს ბასრი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენებას. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ. მუხლი 51. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით. 3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში. 4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას. 5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ კანონმდებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება. 6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები. 7. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები. 8. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის სრულ შემოწმებას. 9. შეხვედრაზე მოსული დამცველი/ადვოკატი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს. 10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, ადვოკატის/დამცველის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას, შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს. 11. დამცველის/ადვოკატის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის №157 ბრძანებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. მუხლი 52. სხვა ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა 1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს. 2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ. 3. დაწესებულება, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან. 4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეულახავად. 5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. იგი ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება დაწესებულებაში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს. 6. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები. 7. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას. 8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში. 9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით, თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად საკონსულოს ან სხვა დიპლომატური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე. 10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს. მუხლი 521. დაწესებულებაში გარეშე პირების შეხვედრა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან 1. დაწესებულებაში, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით სამუშაო დღეებში დილის 1000 საათიდან საღამოს 1800 საათამდე, გარდა პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. 2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორცილებული ვიზიტის შესახებ. დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას აწვდის მინისტრს მომდევნო სამუშაო დღეს. 4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებსა და დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისათვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის შესულ პირებზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ. მუხლი 53. განათლება 1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება. 2. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც განთავსებულია, როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის მხატვრული), ისე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გასაგებ ენაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბიბლიოთეკით სარგებლობაში ეხმარება/ხელს უწყობს სოციალური მუშაკი. 4. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე. 5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით. 6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლების მიზნით. 7. დაწესებულებაში ბრალდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები. ბრალდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი. 8. (ამოღებულია - 21.08.17, №99). 9. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს ექსტერნის, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 54. ბრალდებულის შრომა და სამუშაოზე განაწილება 1. ბრალდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ლახავს მის პატივსა და ღირსებას. 2. ბრალდებული შეიძლება დაწესებულების ტერიტორიაზე დასაქმდეს საწარმოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის მიღება ან/და სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა. ამ შემთხვევებში შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოიწვიონ გარეშე პირი (არაბრალდებული, არამსჯავრდებული). 4. საწარმოსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულს, რაც აისახება ბრალდებულს და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში. 5. ბრალდებულს უფლება აქვს ამოირჩიოს დაწესებულების მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო. 6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან ბრალდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. 7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, ბრალდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს შრომით გასამრჯელოს. 8. ბრალდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა ან/და სხვა პირებს. 9. შრომის პირობების გათვალისწინებით დაწესებულების დირექტორი ადგენს ბრალდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა. 10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულთა მუშაობა განისაზღვრება დებულების დანართი №6-ის შესაბამისად. თავი V მსჯავრდებულის რეაბილიტაცია მუხლი 55. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მიზნები 1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია: ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, ადამიანების და საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება; ბ) დაწესებულებაში ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს (არაძალადობრივი გარემოს) შექმნა; გ) საშიშროების რისკის შემცირება დ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და საზოგადოებაში დაბრუნებისათვის მომზადება; ე) სხვადასხვა მავნე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება; 2. მსჯავრდებულის სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა მხედველობაში მიიღება მისი საშიშროების რისკის შეფასებისას/გადაფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმების გამოყენებისას. მუხლი 56. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება 1. დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში საგუშაგოების ჯგუფების უფროსებთან ერთად. 2. დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს. 3. სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის ჩართვა ხდება მხოლოდ მისი თანხმობით. 4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით. 5. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები. თავი VI სამედიცინო მომსახურების ორგანიზება მუხლი 57. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით. 2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები. 3. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება. 4. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ. 5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე, რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის დაუსწრებლად, გამონაკლისია როდესაც ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ითხოვს ასეთი პირის დასწრებას კონსულტაციის მიმდინარეობისას; 6. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დირექტორს. 61. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის № 131 ბრძანებით დადგენილი წესით. 7. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა. 8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საკნებში. რისკების გათვალისწინებით, ექიმის თანხმობით, კონსულტაციას შეიძლება დაესწროს რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება უსაფრთხოების თანამშრომლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 9. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 10. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის ან/და სხვა გზით მიღების უფლება. 11. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო- სამედიცინო პუნქტის პირობებში. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის, ბრალდებული/მსჯავრდებული, შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით, მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მოსამსახურის აზრი. 13. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო. 14. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება. 15. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 58. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება 1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას. 2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს: ა) სასმელი წყლის და საკვების ხარისხი და ოდენობა, საკვების მომზადების სანიტარიულ- ჰიგიენური პირობები; ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ყოველდღე; გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება დაწესებულებას. 4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს დეპარტამენტს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 59. მსჯავრდებულის ფსიქიატრიული დახმარება 1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით. 2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ. თავი VII დაწესებულებაში შესვლა მუხლი 60. დაწესებულებაში შესვლის უფლება 1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით. 2. სამინისტროს მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან: ა) მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვით; ბ) მინისტრის ან დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით. 3. ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე. 4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი. 5. დაწესებულებაში შემსვლელი ყველა პირი ექვემდებარება შემოწმება/დათვალიერებას. აღნიშნულზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია პირი არ შეუშვას დაწესებულებაში. 6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით. 7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 61. დაწესებულებაში შესვლის წესი 1. პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში-გუშაგი) საზოგადოებრივი მისაღებიდან საკონტროლო-გამშვებ პუნქტის მიმართულებით გაატარებს: ა) სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტისა და დაწესებულების მომსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით; ბ) გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით; გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს - დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების; დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე მის საფუძველზე დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული საშვი; დ) სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხდება დაწესებულებაში შემსვლელ პირთა, მათი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმება-დათვალიერება, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილო ოთახებში. ქალები და მამაკაცები მოწმდებიან ცალ-ცალკე, იმავე სქესის წარმომადგენელთა მიერ, პატივისა და ღირსების შეულახავად. 3. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, დაწესებულებაში შემსვლელი პირები მოწმდებიან მეტალო-დეტექტორის მეშვეობით, ტანსაცმლის გაუხდელად, თუმცა ფეხსაცმლის გახდით და მისი საფუძვლიანი დათვალიერებით. 4. შემოწმების ჩამტარებელი პირი გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, შემოწმების ჩამტარებელი პირი მოახსენებს გუშაგს, რომელიც ამის შესახებ ატყობინებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით ინახავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას, სანაცვლოდ კი პირს აძლევს შესაბამის ნომერს. 5. შემოწმების ჩამტარებელი პირი სთავზობს შესამოწმებელ პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი, და სხვა ნივთები. 6. აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და დგება ოქმი. 7. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შემოწმება-დათვალიერების შემდეგ დაწესებულებაში შემსვლელი პირი შედის საკონტროლო-გამშვებ დერეფანში. 8. საკონტროლო-გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას: ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს საკონტროლო-გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს; ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ; გ) უკან უბრუნებს საშვს, ხოლო პირადობის დამადასტურებელ საბუთს იტოვებს; დ) გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს (იმ შემთხვევაში, თუ გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით); ე) არ დაუშვებს საკონტროლო-გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების წარმომადგენელი. 9.პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე. 10. დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია დებულების დანართი №5-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა. 11. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები. 12. დაწესებულებაში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურეთა (კაცების) თანხლებით. 13. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი. მუხლი 62. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი 1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ: ა) საქართველოს პრეზიდენტი; ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი; გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი; დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები; ე) საქართველოს სახალხო დამცველი; ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები; ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები; 2. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს. თავი VIII მოთხოვნა და საჩივარი მუხლი 63. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი 1. მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მოთხოვნის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება იყოს კონფიდენციალური. 3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში. 5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს და შეიცავდეს გასაჩივრების წესს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №900 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ. მუხლი 64. საჩივრის შეტანის უფლება 1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. 3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში. 4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ: ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები; ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი. მუხლი 65. საჩივრის ადრესატი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას. 2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის საქმიანობა, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, მათ შორის, მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ, გაასაჩივროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორთან. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს. 4. დაუშვებელია საჩივრის განხილვაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დებულებით გათვალისწინებული უფლებათა სხვაგვარი ხელყოფაც საჩივრდება. 5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. 6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის/საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №900 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ. მუხლი 66. საჩივრის შეტანის წესი 1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს სოციალური მუშაკის კონსულტაცია. 2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით. 3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. მუხლი 67. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა 1. დაწესებულებამ მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა. 2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო. 3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა. მუხლი 68. საჩივრების ყუთი 1. საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების თითოეულ სართულზე, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ბრალდებული/მსჯავრდებული საჩივრის ყუთით სარგებლობს დამოუკიდებლად. 2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“. 3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს. 4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით. 5. (ამოღებულია - 28.04.16 №57). 6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია. 7. სოციალური მუშაკი ვალდებულია დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას წარუდგინოს საჩივრების ყუთიდან ამოღებული საჩივრები არა უგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას და დანიშნულებისამებრ გაგზავნას. 8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი შეკეთება ან ახალი ყუთის განთავსება დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 69. კონფიდენციალური საჩივარი 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი. 2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი. 3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი. 31. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში. 32. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი. 4. სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რის შემდგომაც მოქმედებს დებულების 68-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 70. საჩივრის გადაგზავნის წესი 1. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს. 2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს. 3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი. 4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი. მუხლი 71. საჩივრის განხილვის ვადები 1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით. 2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში. მუხლი 72. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები 1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ. 2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არაუგვიანეს 24 საათისა. მუხლი 73. საჩივრის განხილვის შედეგები 1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ; გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. 2. საჩივრის განხილვის შედეგებს ბრალდებული/მსჯავრდებული ეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, რის შესახებაც დგება ხელწერილი და ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში. 3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი. მუხლი 74. გადაწყვეტილების გასაჩივრება ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. თავი IX ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა მუხლი 75. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა 1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება. 2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას. მუხლი 76. ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების ფორმები 1. მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა; დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა; ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა; ვ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა; ზ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით. 2. შესაბამისი ორგანოს თანხმობით, ბრალდებულის მიმართ დაწესებულებამ შესაძლებელია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები. მუხლი 77. დისციპლინური დარღვევა 1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ: ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა; ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა; გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა; დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა; ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით; ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა; ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა; თ) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა; ი) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას; კ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან სხვა საკანში ან დაწესებულების გარეთ; ლ) დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა. 2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების დანაყოფის სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დებულების დანართი №8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე. 3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალა/ტექნიკა. 4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები, ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვე ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. 5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს. 6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენას. მუხლი 78. ბრალდებულის დისციპლინური სახდელის სახეები 1. დაწესებულება უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის ბრალდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; გ1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით; ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ; ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №789 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
მუხლი 79. მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები 1. დაწესებულება უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები: ა) გაფრთხილება; ბ) საყვედური; გ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით; ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით; ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; კ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით; ლ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ; მ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით. 2. 65 წელს გადაცილებული მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ - „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს. 4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №789 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
მუხლი 80. დისციპლინური სამართალწარმოება 1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს. 2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი. 3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის გამართვამდე განემარტება უფლება (დებულების დანართი №9), მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში დაწესებულების მიერ დგება ოქმი. 5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ. 6. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება. 7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა. ბრალდებულს/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. 8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული. 9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას. 10. ზეპირი სხდომისას იწარმოება სხდომის ოქმი (დებულების დანართი №10). საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. მუხლი 81. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ 1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება. 2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა. 3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება (დებულების დანართი №11) უნდა შეიცავდეს: ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს; ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს; გ) სარეგისტრაციო ნომერს; დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სხვა); ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო; ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში; ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში. 4. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს თარჯიმნის მოწვევის ფაქტის შესახებ. 5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა. 6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს. 7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. 8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში. 9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 82. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება 1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას. 2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე ან აღსრულების შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრამდე. მუხლი 83. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას 1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება. 2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი. 3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ ამ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი. 4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. 5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია. 6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. მუხლი 84. ბრალდებულის საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი როგორც წესი მოთავსებულია სხვა ბრალდებულებთან ერთად. 2. დაუშვებელია ბრალდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში. 3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი ბრალდებული სარგებლობს ყველა უფლებით გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა. 4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ ბრალდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება, დღეში არანაკლებ ერთი საათისა. 5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული ბრალდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება. მუხლი 85. სამარტოო საკანში მოთავსება 1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში. 2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება. 21. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად. 3. სამარტოო საკანში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსითა და დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით. 4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა. 5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში. 6. დაწესებულება ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 29 ნოემბრის ბრძანება №789 - ვებგვერდი, 29.11.2021 წ.
მუხლი 86. დისციპლინური პატიმრობა 1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა, თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა. 2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. მუხლი 87. დისციპლინური დარღვევების პრევენცია 1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის და მათი თავიდან აცილების მიზნით. 2. დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. თავი X ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლება მუხლი 88. გათავისუფლების საერთო წესი 1. გათავისუფლებული მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა. 2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში. 3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება. 4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას. 5. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ, განაცხადებს უარს აღნიშნულზე. 51. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა, დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ. 52. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს. 53. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ. 6. ბრალდებულის გათავისუფლება ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. თავი XI სამართლებრივი რეჟიმის განხორციელება მუხლი 89. სამართლებრივი რეჟიმი 1. სამართლებრივი რეჟიმი გულისხმობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის, დღის წესრიგის დაცვისა და დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას. 2. სამართლებრივი რეჟიმის დაცვას საგუშაგოებზე უზრუნველყოფენ ერთი მთავარი ინსპექტორისა და ორი ინსპექტორ-კონტროლიორისაგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ოპერატიულ მორიგის წინაშე. მუხლი 90. სამორიგეო ცვლა 1. დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით, იქმნება სამორიგეო ცვლა. სამორიგეო ცვლა არის, ოპერატიული მორიგის თანაშემწისა და საგუშაგოებზე სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიან) ჯგუფების ერთობლიობა. 2. სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს სამორიგეო ცვლის უფროსი - ოპერატიული მორიგე. ოპერატიული მორიგის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. 3. სამორიგეო ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ: ა) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა დაცვას; ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას; გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას; დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების მიმდინარეობის ზედამხედველობას; ე) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას; ვ) აკრძალული ნივთების ამოღებას და შესაბამის რეაგირებას; ზ) საკნის ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას; თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას. 4. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეთა განწესება ხდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 5. სამორიგეო ცვლის ჯგუფები, ნაწილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საგუშაგოებზე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 6. საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც სამორიგეო ცვლის ჯგუფებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების შესახებ. ამ ბრძანებაში აღინიშნება არსებული დანაყოფი/დანაყოფები და საგუშაგო/საგუშაგოები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისათვის. 7. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება. 8. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება პენიტენვიურ დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების სამორიგეოში, ხოლო მესამე – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებაში. 9. საგუშაგოზე მყოფი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და შესაბამისი ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული დაწესებულებაში არსებული ვითარების თაობაზე, საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე. 10. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. 11. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს, ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით, დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს პენიტენციური დეპარტამენტის სამორიგეოსთან. მუხლი 91. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება 1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე განაწილების თაობაზე ახალი ცვლის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს. 2. ახალი ცვლის ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და ოპერატიული მორიგის თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს. 3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს ცვლის მოწყობას საგუშაგოების მიხედვით. 4. სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას. 5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ცვლის ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში. 6. ცვლის ოპერატიული მორიგე ან მისი თანაშემწე ანაწილებს მოსამსახურეებს საგუშაგოებზე (ჯგუფებად), ჯგუფის მთავარ ინსპექტორს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად. 7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ცვლის ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან, დაწესებულების მოსამსახურეებიდან, ან ავალებს სხვა მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას. 8. განაწილების დასრულების შემდეგ ჯგუფი გადადის დანაყოფის შესაბამის საგუშაგოზე და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად. 9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, წყდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა. 10. დილის შემოწმება ცვლის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის საგუშაგოების ჯგუფების მიერ. 11. თავდაპირველად ხორციელდება საგუშაგოების შემოწმება/გადაბარება, ახალი ცვლის ჯგუფის მთავარი ინსპექტორის, ჯგუფის წევრებისა და წინა ცვლის ჯგუფის მთავარი ინსპექტორის, ჯგუფის წევრის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის ჯგუფის ერთი წევრი განაგრძობს საგუშაგოზე საქმიანობას. 12. დაწესებულების ტერიტორიის შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად: ა) მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ბ) მოწმდება ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები; გ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები: გ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს; გ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს; დ) მოწმდება საგუშაგოს შეუმოწმებელი ტერიტორიები. 13. საკომუნიკაციო შახტის კარები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში. 14. წინა და ახალი სამორიგეო ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ: ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი მოუწოდებს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემზადოს შემოწმებისთვის; ბ) წინა ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრი აღებს საკნის კარებს, ბრალდებული/მსჯავრდებული, ამ ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოდის საკნიდან, საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის წევრები, რა დროსაც ჯგუფის წევრები: ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას; ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას. 15. საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ჯგუფის წევრი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სპეციალურ საკანში/საკანში. 16. საკნისა და მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან. 17. რომელიმე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში/საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და საფუძვლიანობა და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგე ახალი სამორიგეო ცვლის ოპერატიულ მორიგეს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს. 18. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში/საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება ოპერატიულ მორიგეს. 19. შემოწმების შედეგები აისახება, შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება ოპერატიულ მორიგეს. 20. ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორისაგან იბარებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება. 21. ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი ძველი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საკნისა გასაღებებს და შესაბამისად, ამ მომენტიდან მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება. 22. წინა და ახალი საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან შესაბამის წინა და ახალ ოპერატიულ მორიგეებთან და მოახსენებენ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე. 23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის ოპერატიული მორიგეები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის სამორიგეოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები - წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის ოპერატიულ მორიგე, მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დაწესებულების დირექტორის მოადგილეს და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. მუხლი 92. საღამოს შემოწმება 1. საღამოს შემოწმება ჯგუფის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, შემოწმებას უშუალოდ ახორციელებს სამორიგეო ცვლა (ჯგუფი). 2. საღამოს შემოწმება ხორციელდება დებულების შესაბამისად. 3. საკნების ვიზუალური დათვალიერების დროს ჯგუფის წევრი ამოწმებს სპეციალურ საკანში/საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ფაქტს, მოუწოდებს მას/მათ დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დარჩენილი ტერიტორიების შემოწმებას, კერძოდ: ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს; ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს. 4. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს დებულების შესაბამისად, დილის შემოწმების ანალოგიურად. მუხლი 93. სარეზერვო ჯგუფი 1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იქმნება სარეზერვო ჯგუფი. სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები. 2. სარეზერვო ჯგუფის მთავარი ინსპექტორი ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებით. 3. სარეზერვო ჯგუფის მთავარი ინსპექტორი: ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს; ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში; გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას; 4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს; ბ) ოპერატიული მორიგის ან მისი თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების დათვალიერებაში; გ) განახორციელონ ხელმძღვანელობის სხვა მითითებები. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. მუხლი 94. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის 1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულ იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დაწესებულების დირექტორის დავალებით. 2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი. 3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები. 4. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულ იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში. 5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა) დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. თავი XII გარდამავალი დებულება მუხლი 95. გარდამავალი დებულება დაწესებულებაში განთავსებული ის მსჯავრდებულები, რომელთა საშიშროების რისკის სახეც რისკების შეფასების გუნდის მიერ არაა დადგენილი, რჩებიან დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით და მათზე ვრცელდება დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შესაბამისი სასჯელის მოხდის პირობები, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
|
|
|
დანართი №1
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას 1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები. 2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი. 3. სატრანსპორტო საშუალებები. 4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. 5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები. 6. ოპტიკური ხელსაწყოები. 7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი. 8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი. 9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები. 10. გადასამრავლებელი აპარატები. 101. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი. 11. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები. 12. ბანქო. 13. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები. 14. მობილური ტელეფონები. 15. ნებისმიერი დოკუმენტი, გარდა სასამართლოს განაჩენების და გადაწყვეტილებების ასლებისა, ფულის, ნივთებისა და ფასეულობების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრისა (ერთ ეგზემპლარად), ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით – სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა. 16. კომპასები. 17. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი. 18. საღებავები და კოპირების ქაღალდები. შენიშვნა: ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით, შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იყენებდეს აკრძალულ ნივთს ან/და ნივთიერებას. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2021 წლის 15 აპრილის ბრძანება №710 - ვებგვერდი, 15.04.2021 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №949 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ.
დანართი №2 ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები (ხილი): ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა). 2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის" და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის ღია ფერის მოთეთრო თეთრეული – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა. 5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა. 6. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ-ისა) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 7. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 8. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით). 9. წიგნი (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას). 10. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა. 11. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა. 12. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები (ექიმის ნებართვით).
შენიშვნები: 1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ. 2. ამ დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №949 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ. დანართი №3 ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა დასაგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად 1. კვების პროდუქტები. 2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი). 3. თამბაქო და ასანთი. 4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები. 5. საცვლები (თბილი და უბრალო). 6. წინდები, ოთახის „ჩუსტები“, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები. 7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი. 8. რეიტუზები, ქამრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი. 9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი დებულებით დადგენილი წესით. 10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები. 11. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები. 12. ლიტერატურა. 13. ჟურნალ-გაზეთები. 14. სპორტული ტანსაცმელი. 15. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები. 16. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები. 17. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით). 18. ტელევიზორი, რადიომიმღები. 19. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით). დანართი №4 (ამოღებულია) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №949 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ. დანართი №5 ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთათავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის 1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები. 2. ცივი იარაღის ყველა სახეობა. 3. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები. 4. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები. 5. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი. 6. ოპტიკური ხელსაწყოები. 7. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა). 8. საკვები და ყველა სახეობის სასმელი პროდუქტი. 9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები. 10. გადასამრავლებელი აპარატები. 11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები. 12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები. 13. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა). 14. ბანქო. 15. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები. 16. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები). 17. კომპასები. 18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები. 19. საღებავები და კოპირების ქაღალდები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 2 დეკემბრის ბრძანება №949 - ვებგვერდი, 04.12.2023 წ. დანართი №6 იმ სამუშაოების და თანამდებობების ჩამონათვალი, რომელზედაც აკრძალულია ბრალდებულთა მუშაობა 1. მუშაობა ნებისმიერ საჯარო სამსახურში. 2. მუშაობა იმ შენობებში, სადაც განლაგებულია გარე დაცვის სამსახურისა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების პირადი შემადგენლობა, ინახება იარაღი, სამსახურებრივი დოკუმენტაცია, სპეციალური ტექნიკური საშუალებები. 3. დაცვის ტექნიკური საშუალებების მომსახურება და რემონტი. 4. შიდა აკრძალულ ზონაში განლაგებული დაცვის საინჟინრო საშუალებების მომსახურება და რემონტი. 5. მუშაობა გადასამრავლებელ, რადიოსატელეგრაფო, სატელეფონო, ფაქსის ტექნიკასთან. 6. მედიკამენტების, ასაფეთქებელი და მომწავლელი ნივთიერებების აღრიცხვა, შენახვა და გაცემა. 7. მუშაობა დაქირავებული მუშების დაქვემდებარებით. 8. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვა. 9. მუშაობა გამყიდველებად, ბუღალტრებად, მოლარეებად, საწყობების უფროსებად. დანართი №7 განცხადება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის/გზავნილის გადაცემის შესახებ
დაწესებულების დირექტორს ბატონ/ქალბატონ _________________________________________ განმცხადებლის გვარი, სახელი _____________________________ დაბადების წელი __________________________________________ (განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი ___________________________________ ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი ______________________________ საცხოვრებელი ადგილის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი ________________________________________________________________________________ გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა მოგახსენებთ, რომ თქვენდამი რწმუნებულ დაწესებულებაში განთავსებულია (ბრალდებული/მსჯავრდებული) ___________________________, რომელიც არის ჩემი __________________________. გთხოვთ, მიიღოთ ამანათი ზემოაღნიშნული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემად. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ამანათის შეფუთვა ჩემ მიერ ან/და ჩემი თანდასწრებით (ხაზი გაესმება ერთ-ერთს) _____________________ (მიეთითება სახელი და გვარი) არის განხორციელებული. ჩემთვის ცნობილია ყველა ის ნივთი და საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიცავს ეს ამანათი/გზავნილი და ვადასტურებ, რომ გავეცანი დაწესებულების დებულების პირველი და მეორე დანართებით დადგენილი ნივთების ჩამონათვალს და ვაცხადებ, რომ მათში აღნიშნული აკრძალული ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, საკვები პროდუქტები და დოკუმენტები (მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერება და სხვა) არ დევს. გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემისათვის. _______________________________________________ განმცხადებლის ხელმოწერა „–––“ „ ––––––“ 20 წ.
გთხოვთ, მიიღოთ ამანათი/გზავნილი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:
განცხადება შესრულებულია ჩემ მიერ, რასაც ხელმოწერით ვადასტურებ _________________________________________ განმცხადებლის ხელმოწერა „––“ „––––––––“ 20 წ. ამანათი/გზავნილი შემოწმებულია ჩემს მიერ და შეესაბამება დებულების დანართი №2-ით განსაზღვრულ იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის/გზავნილის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად და ამ განცხადებაში აღნიშნულ ამანათში/გზავნილში მოთავსებული ნივთებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით. ________________________________________________________ ამანათის/გზავნილის შემოწმებაზე უფლებამოსილი მოსამსახურის ხელმოწერა „––“ „––––––––“ 20 წ. განცხადება ჩავიბარე __________________________________________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი, სახელი და ხელმოწერა „––“ „––––––––“ 20 წ. დანართი №8 ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი „ ––––––– “„––––––––––––––“ 20 წ. ქ. ბათუმი
ამ/წლის „––––––“„––––––––––––––“ –––––––––– (საათი) ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა): 1.______________________________________________________________________________ 2.______________________________________________________________________________ 3.______________________________________________________________________________ 4.______________________________________________________________________________ 5.______________________________________________________________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი __________________________________________________________ დარღვევის ადგილი, თარიღი, დრო ____________________________________________________ დარღვევის შინაარსი: ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის ––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ _______________________________________________________ დაზარალებული –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი) დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი) დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი: 1.______________________________________________________________________________ 2.______________________________________________________________________________ 3.______________________________________________________________________________ 4.______________________________________________________________________________ დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ____________________________________________________________ სხვა ინფორმაცია: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________ ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით : 1.______________________________________________________________________________ 2.______________________________________________________________________________ 3.______________________________________________________________________________ 4.______________________________________________________________________________ 5.______________________________________________________________________________ დანართი №9 დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულება „ ––––––– “ „–––––––––––––––––––––––––––––––“ სთ. 20 წ. ქ. ბათუმი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულება ---------------------- ------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------ (დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი) ბრალდებული/მსჯავრდებულ--------------------------(სახელი, გვარი,მამის სახელი) დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემდეგ გავაცანი პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: უფლება აქვს მისცეს ახსნა–განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ დარღვევის საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ. აგრეთვე, აქვს ზეპირი მოსმენის დროს დაჯდომის და ჩანაწერების გაკეთების, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების უფლება.
მსურს მოვიწვიო ადვოკატი _________ დიახ/არა მსურს მოვიწვიო თარჯიმანი _________ დიახ/არა მსურს მივცე ახსნა-განმარტება _________ დიახ/არა ზეპირი მოსმენის შემთხვევაში მსურს დავესწრო სხდომას _________ დიახ/არა
გავეცანი და ვადასტურებ ხელისმოწერით: _______________________________________________________________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო
უფლებები გავაცანი და ოქმი შევადგინე: ________________________________________________________________________________ დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა
შენიშვნა: დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება დაერთვის ოქმს. დანართი №10 დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი „ ––––––– “„–––––––––––––––––––––––––“ 20 წ. ქ. ბათუმი სხდომა დაიწყო ––––––––– სთ. დამთავრდა –––––––– სთ. სხდომის მდივანი (შემდგენი) ––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, თანამდებობა) ტარდება ზეპირი მოსმენის სხდომა ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი მამის სახელი) მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.
სხდომას ატარებს: ____________________________________________________________________ (სახელი, გვარი, თანამდებობა) სხდომაზე გამოცხადდნენ: ბრალდებული/მსჯავრდებული _______________________________________________________ (სახელი, გვარი, მამის სახელი) ადვოკატი ___________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, მამის სახელი) მოწმე _______________________________________________________________________________ (სახელი, გვარი, მამის სახელი) დაზარალებული _____________________________________________________________________ (სახელი, გვარი, მამის სახელი) ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––––––– მიერ ჩადენილ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების ________ მუხლის ___________ პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ _______________________________________________________ დაინტერესებული მხარის პოზიცია: _______________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ __________________________________________________ ბრალდებული/მსჯავრდებული: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ _______________________________________________________ დამცველი: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ______________________________________________________ მოწმე: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ _______________________________________________________ დაზარალებული: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ _______________________________________________________ შენიშვნა: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ _______________________________________________________ ოქმი შევადგინე _________________________ / ________/ ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა დანართი №11 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ დირექტორის განკარგულება №
„ ––––––– “„–––––––––––––––––––––––––“ სთ. 20 წ. №_____________________ (გამოცემის დრო) (ქ. ბათუმი) №3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ––––––––––––––––––– ზეპირი მოსმენით/ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ––––––––––––––––––––––––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის __________პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ დარღვევის ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––დარღვევის გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) –––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაზარალებული _____________________________________________________________________ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) დარღვევის მოწმე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი: 1.______________________________________________________________________________ 2. ________________________________________________________________________________ 3. ________________________________________________________________________________ 4.______________________________________________________________________________ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთვევაში) განემარტება პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლითა და დებულებით გათვალისწინებული უფლებები . დაწესებულების დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსითა და №3 პენიტენციური დაწესებულების დებულებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულ ____________________(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური სახდელის სახე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მსჯავდებულს ან მის ადვოკატს, რასაც ადასუტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი დაერთვება მსჯავდებულის პირად საქმეს. 3. განკარგულება, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. 4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას. 5. განკარგულება შესაძლოა ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წესით, ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ________________________ _______). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
დაწესებულების დირექტორი ___________________________ დანართი №12
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის ბარათი ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი ___________________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი __________________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________ ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________ გასამართლებულია: ____________________________________________________ ____________________________________________________________________ სასჯელის ვადა _______________________________________________________ სასჯელის დასაწყისი _______________________________________ სასჯელის დასასრული ______________________________________ განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________ ტიპი/საშიშროების რისკი ____________________________________
ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები
განხორციელებული პაემნების აღრიცხვა
№3 პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა _____________________________________ _____________________________________ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ. დანართი №13 №3 პენიტენციური დაწესებულება ამანათის შემოწმების ოქმი
„___“ _____________ 20__ წ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს №3 განყოფილების მოსამსახურეებმა:
(თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________ (თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________ (თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________
შევადგინეთ აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ ჩავატარეთ __________________________________ (სახელი, გვარი) მიერ გამოგზავნილი/მოტანილი ამანათის შემოწმება.
ამანათის ადრესატი (მიმღები) __________________________________________ (სახელი, გვარი) შემოწმების ჩატარებისას გამოყენებულ იქნა რენტგენული დანადგარი დიახ□ არა□
შემოწმების შედეგი: 1. შემოწმებისას არ აღმოჩენილა და ამოღებულა ის ნივთი, ნივთიერება ან კვების პროდუქტი, რომლის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ შენახვა და გამოყენება აკრძალულია/არანებადართულია. 2. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთი, ნივთიერება ან კვების პროდუქტი, რომლის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ შენახვა და გამოყენება არანებადართულია, კერძოდ: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ 3. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთი ან ნივთიერება, რომლის დაწესებულებაში შეტანაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ: _______________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით: ამანათის მიმტანი/გამომგზავნი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა _______________________________________________________________________________ შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ გამაჩნია შენიშვნა: ________________________________________________________________________________ ________________________________________________________________________________ _______________________________________________________________________________ ამანათის მიმტანი/გამომგზავნი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა ________________________________________________________________________________ სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს №3 განყოფილების მოსამსახურის სახელი, გვარი და ხელმოწერა: ____________________________ /______________ / სახელი და გვარი ხელმოწერა ____________________________ /______________ / სახელი და გვარი ხელმოწერა ____________________________ /______________ / სახელი და გვარი ხელმოწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ. |
+
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის ბრძანება №109 2015 წლის 27 აგვისტო ქ. თბილისი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ პატიმრობის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილისა და მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ:+
მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების თანდართული დებულება. |
+
მუხლი 2ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 სექტემბრიდან. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი + საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება |
თავი I
ზოგადი დებულებები მუხლი 1. რეგულირების სფერო 1. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულება (შემდგომში - დებულება) განსაზღვრავს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) №3 პენიტენციური დაწესებულების (შემდგომში - დაწესებულება) სტრუქტურას, საქმიანობის წესს, ადგენს დაწესებულებისა და მისი სტრუქტურული ერთეულების ამოცანებსა და ფუნქციებს, აწესრიგებს დაწესებულებაში პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. დებულება სავალდებულოა შესასრულებლად დაწესებულების მოსამსახურეთათვის, დაწესებულებაში განთავსებული ბრალდებულებისათვის/მსჯავრდებულებისათვის და ყველა იმ პირისათვის, რომელიც შედის/იმყოფება დაწესებულების ტერიტორიაზე. 3. დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის დებულებით, დადგენილი წესით. 4. დებულება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა ბრალდებულისა და მსჯავრდებულისათვის დაწესებულებაში არსებული ბიბლიოთეკის მეშვეობით. მუხლი 2. დაწესებულება 1. დაწესებულება არის დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული პირი და ფუნქციონირებს სამინისტროს სისტემაში. დაწესებულება მისთვის მინიჭებული ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო. 2. დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და უზრუნველყოფილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა. 3. დაწესებულების ტერიტორია იყოფა პატიმრობისა და განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებად, რომელსაც დაწესებულების დირექტორის წარდგინებით განსაზღვრავს დეპარტამენტის დირექტორი. დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულია კორპუსები, რომლებიც სართულების მიხედვით იყოფა დანაყოფებად. თითოეულ დანაყოფზე და ასევე დაწესებულების დარჩენილ ტერიტორიაზე განთავსებულია საგუშაგოები. საგუშაგოები, დანაყოფები და კორპუსები განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით. 4. დაწესებულება თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, დებულებითა და საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის (შემდგომში - მინისტრი) სხვა სამართლებრივი აქტებით. 5. დაწესებულება პატიმრობის კოდექსით დადგენილ შემთხვევებში დამოუკიდებლად, თავისი სახელით გამოდის სასამართლოში. 6. დაწესებულებას არ აქვს საკუთარი ქონება და მის ფუნქციონირებას უზრუნველყოფს სამინისტრო. დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სამინისტროსთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. 7. დაწესებულებას აქვს საკუთარი ბეჭედი, შტამპი და ბლანკი საქართველოს სახელმწიფო გერბის მცირე გამოსახულებით, დაწესებულების სახელწოდებისა და მისამართის მითითებით. 8. დაწესებულების მისამართია ქ. ბათუმი, თევდორე მღვდლის ქ. № 27. მუხლი 3. დაწესებულების ამოცანები და ფუნქციები 1. დაწესებულების ამოცანებია: ა) პატიმრობის, როგორც აღკვეთის ღონისძიების აღსრულების უზრუნველყოფა; ბ) თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის აღსრულება საშიშროების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულთათვის; გ) დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) მსჯავრდებულთა საშიშროების რისკის შემცირების ხელშეწყობა; ე) მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია. 2. დაწესებულების ფუნქციებია: ა) დაწესებულებაში ბრალებულთა მიერ პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულთა მიერ სასჯელის მოხდისთვის შესაბამისი საყოფაცხოვრებო პირობების შექმნა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვებით უზრუნველყოფა; ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარე სამყაროსთან კონტაქტის - პაემნის, სატელეფონო საუბრის, მიმოწერის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებებით სარგებლობის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; გ) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ფსიქოლოგიური მომსახურების უზრუნველყოფა; დ) დაწესებულების ტერიტორიასა და მისდამი დაქვემდებარებულ ობიექტებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების, დაწესებულების დღის განრიგისა (შემდგომში - დღის განრიგი) და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; ე) ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ზ) დაწესებულებაში, უსაფრთხოების დაცვის, აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირთა, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფელისა და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება; თ) დებულების მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, დაწესებულების ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა ან აკრძალვა, დაწესებულებაში გარეშე პირების შესვლის შეჩერება, მათ მიერ შესაბამისი ტერიტორიის დატოვების უზრუნველყოფა; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიებების გამოყენება; კ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულებაში კრიზისული სიტუაციების მართვა; ლ) დისციპლინური სახდელის სახეებისა და წახალისების ფორმების გამოყენება; მ) დაწესებულებაში განთავსებულ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბრალდებულებსა/მსჯავრდებულებსა და იმ პირებზე ზრუნვა, რომლებიც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებენ ასაკის ან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო; ნ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება, საჭიროების შემთხვევაში, მათი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება; ო) დაწესებულების საქმიანობასთან, აგრეთვე, საქართველოში პატიმრობისა და საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულების მიმართ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის აღსრულებასთან დაკავშირებით წინადადებების შემუშავება და სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორისათვის (შემდგომში - დეპარტამენტის დირექტორი) წარდგენა; პ) დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების ორგანიზება; ჟ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. თავი II დაწესებულების მართვა და მისი საქმიანობის ორგანიზება მუხლი 4. დაწესებულების მართვა 1. დაწესებულებას მართავს დაწესებულების დირექტორი. 2. დაწესებულების დირექტორი დაწესებულებას მართავს მისი მოადგილეების, დაწესებულების სტუქტურული ერთეულების უფროსების, ცვლის უფროსების - ოპერატიული მორიგეებისა და მათი თანაშემწეების მეშვეობით. 3. დაწესებულების დირექტორს ჰყავს ორი მოადგილე - სამართლებრივი რეჟიმის და სოციალურ დარგში. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების საკურატორო სფეროები განისაზღვრება მათი თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებით. 4. სამართლებრივი რეჟიმის დარგში დაწესებულების დირექტორის მოადგილე წარმართავს სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსის მუშაობას. 5. დაწესებულების დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში წარმართავს დაწესებულების ადმინისტრაციული და სოციალური განყოფილებების საქმიანობას და უშუალოდ ხელმძღვანელობს განყოფილებების უფროსების მუშაობას. 6. უსაფრთხოების და სპეციალური აღრიცხვის განყოფილებები უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. 7. დაწესებულების სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს ოპერატიული მორიგე, რომელსაც სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებაში ხელს უწყობს ოპერატიული მორიგის თანაშემწე. ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე უწყვეტ რეჟიმში აწვდიან შესაბამის პირებს დაწესებულებაში არსებული ვითარების შესახებ ინფორმაციას, უზრუნველყოფენ სამორიგეო ცვლის საქმიანობის კოორდინაციას, სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარებას და ასრულებენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს. ოპერატიული მორიგე უშუალოდ ექვემდებარება დაწესებულების დირექტორს. ოპერატიული მორიგის თანაშემწე უშუალოდ ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს. 8. ოპერატიულ მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის ოფიცრები და რიგითები. 9. (ამოღებულია - 28.04.16წ. №57). 10. დაწესებულების დირექტორის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულის უფროსების და დაწესებულების სხვა მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ. მუხლი 5. დაწესებულების დირექტორი 1. დაწესებულების დირექტორის უფლებამოსილებებია: ა) დაწესებულების მართვა, დაწესებულების გამგებლობას მიკუთვნებული საკითხების გადაწყვეტა და მოსამსახურეთა მიერ ფუნქციების შესრულებაზე ზედამხედველობა; ბ) დაწესებულების წარმომადგენლობა და დაწესებულების წარმომადგენლობის უფლების მინიჭება; გ) დაწესებულებაში მომზადებული დოკუმენტების ხელმოწერა/ვიზირება კომპეტენციის ფარგლებში; დ) დეპარტამენტის დირექტორისთვის დაწესებულების მუშაობის ორგანიზების, მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლების, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათ მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ღონისძიებების გამოყენების თაობაზე წინადადებების წარდგენა; ე) დაწესებულების ფუნქციონირებისათვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსების გამოყოფის თაობაზე მოთხოვნის წარდგენა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია და მათ საქმიანობასთან დაკავშირებით პერიოდული ანგარიშების მოსმენა; ზ) კომპეტენციის ფარგლებში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა; თ) ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე განკარგულების, ხოლო წახალისების თაობაზე - ბრძანების გამოცემა; ი) დეესკალაციის ოთახის, მოსაცდელი, შიდა კლასიფიკაციისა და სამარტოო საკნების განსაზღვრა; კ) მონაცემთა პირველადი დამუშავების ჯგუფის შექმნა; ლ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კომპეტენციის ფარგლებში, დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღება; მ) განსაკუთრებული გარემოებების განსაზღვრა, როდესაც შესაძლებელია ცვლაში მომუშავე მოსამსახურეთათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული სამუშაო დროის ხანგრძლივობისგან განსხვავებული სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა; ნ) საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, დებულებითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. 2. დაწესებულების დირექტორი პასუხისმგებელია დაწესებულების საქმიანობაზე და დაწესებულებისათვის გამოყოფილი მატერიალური რესურსების სწორ და სამართლიან განკარგვაზე. 3. დაწესებულებაში ყოველთვის იმყოფება დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე სამართლებრივი რეჟიმის დარგში, რომელიც დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას. 4. გამონაკლის შემთხვევებში, განსაკუთრებული პირობების არსებობისას დაწესებულების დირექტორის და სამართლებრივი რეჟიმის დარგში მისი მოადგილის დაწესებულებაში არყოფნის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის მოვალეობას ასრულებს მისი მოადგილე სოციალურ დარგში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 6. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულები 1. დაწესებულების ამოცანების განხორციელების, ფუნქციების შესრულებისა და სამართლებრივი რეჟიმის სრულყოფილად ორგანიზების მიზნით, იქმნება სტრუქტურული ერთეულები. 2. დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებია: ა) უსაფრთხოების განყოფილება; ბ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება; გ) სპეციალური აღრიცხვის განყოფილება; დ) ადმინისტრაციული განყოფილება; ე) სოციალური განყოფილება. 3. დაწესებულების სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი. 4. დაწესებულების მოსამსახურეთა შრომითი ურთიერთობები რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით. 5. დაწესებულების მოსამსახურეთა ფუნქცია-მოვალეობები განისაზღვრება დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ. მუხლი 7. უსაფრთხოების განყოფილება უსაფრთხოების განყოფილების ფუნქციებია: ა) ბრალდებულების/მსჯავრდებულების, დაწესებულების მოსამსახურეების და დაწესებულების ტერიტორიაზე მყოფი სხვა პირების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ბ) დაწესებულებაში დანაშაულისა და სამართალდარღვევის გამოვლენა და პრევენცია; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელება; დ) „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება და შენახვის კონტროლი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ე) დაწესებულებიდან გაქცეულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძებნაში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; ვ) უსაფრთხოებისა და ძებნის ნაწილში დაწესებულების საქმიანობის ორგანიზაციულ-მეთოდური უზრუნველყოფა; |
ზ) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზებასა და მათი სათანადო წესით შემოწმებაზე კონტროლი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
თ) საჭიროების შემთხვევაში, დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება ან/და ამოღებაზე კონტროლი, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;
ი) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებაზე კონტროლი;
კ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმებაზე კონტროლი;
ლ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;
მ) შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პირთა გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ.
მუხლი 8. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ფუნქციებია:
ა) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის დაცვაზე ზედამხედველობა;
ბ) დაწესებულების დებულებისა და დღის განრიგის მოთხოვნების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირება;
გ) დისციპლინურ წარმოებასთან დაკავშირებული ოქმების შედგენა და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების თაობაზე უფლებამოსილი თანამდებობის პირებისთვის მიმართვა;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების დადგენილი წესით ჩატარების უზრუნველყოფა და შეხვედრების მიმდინარეობის კანონიერების შემოწმება;
ე) ამანათების მიღება-გაგზავნის ორგანიზება და მათი სათანადო წესით შემოწმება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ამანათების, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიღება-გაგზავნის პროცესში მონაწილეობა დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეებთან ერთად;
ვ) დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთებისა და ნივთიერებების ამოღება, მიღების არხების გამოვლენა და აღკვეთა;
ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების კონტროლი;
თ) დაწესებულების საინჟინრო-ტექნიკური პერსონალის მიერ მოწყობილობების გამოყენების დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე კონტროლი;
ი) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება;
კ) დაწესებულების ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტერიტორიაზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების, მათი ნივთების, ნივთიერებების, ადგილსამყოფლის და სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.
ლ) დაწესებულებაში შემსვლელი და დაწესებულებიდან გამსვლელი პირების და მათი ნივთების შემოწმება;
მ) საკნის ტექნიკური დათვალიერება, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის, აგრეთვე მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ.
მუხლი 9. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება
1. სპეციალური აღრიცხვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა აღრიცხვა;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმეების წარმოება;
გ) დაწესებულებიდან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანის დოკუმენტაციის მომზადება;
დ) მსჯავრდებულთა შეწყალების, გათავისუფლების დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
ე) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ვ) სისხლის სამართლის კოდექსის 72-ე და 73-ე მუხლებით განსაზღვრული ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადების გამოთვლა და კონტროლი;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კორესპონდენციის განხილვა და შესაბამისი რეაგირება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
11. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს მიაწოდოს ინფორმაცია განყოფილების საქმიანობის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლებისა და მისი პირადი საქმის წარმოების შესახებ.
2. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება უფლებამოსილია ამ მუხლით განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს და გამოიყენოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული პერსონალური მონაცემები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
მუხლი 10. ადმინისტრაციული განყოფილება
ადმინისტრაციული განყოფილების ფუნქციებია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კორესპონდენციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა წერილების, მოთხოვნების, საჩივრების, წინადადებების და განცხადებების აღრიცხვა, მათი დროულად მიღებისა და გაგზავნის ორგანიზება;
ბ) საიდუმლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, მათი დროულად მიღების-გაგზავნისა და შენახვის ორგანიზება;
გ) დაწესებულების საბუღალტრო-საფინანსო მომსახურების განხორციელება;
გ1) მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა, განხორციელებული საბუღალტრო-საფინანსო საქმიანობის შესახებ სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება, მათ შორის, მომხდარ საბუღალტრო მოვლენებზე დაწესებულების მიერ შექმნილი პირველადი დოკუმენტების გადაგზავნა;
გ2) საჭიროებისამებრ, არანაკლებ კვარტალში ერთხელ, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის საბუღალტრო სამმართველოს მიერ დაწესებულებაში გადაგზავნილი ანგარიშის (შესაბამისი ელექტრონული პროგრამიდან ექსპორტირებული მონაცემები – „რეპორტი“) შედარება და ხელმოწერით დადასტურება.
დ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებულების დირექტორის სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, დაწესებულებაში მომზადებული სამართლებრივი დოკუმენტაციის ექსპერტიზა/ვიზირება;
ე) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დაწესებულების დირექტორის მიერ სანოტარო მოქმედებების განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის უზრუნველყოფა;
ვ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებით სასამართლოებსა და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის უზრუნველყოფა;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიმართ დისციპლინურ საქმისწარმოებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის შესწავლა და დისციპლინური სახდელის შეფარდებასთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის მომზადება;
თ) დაწესებულების სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივი კონსულტაციების გაწევა;
ი) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე სამართლებრივი დასკვნების მომზადება;
კ) დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
კ1) ყოველი სამუშაო კვირის დასასრულს, განხორციელებული სამართლებრივი საქმიანობის, მათ შორის, მომზადებული სამართლებრივი აქტების შესახებ, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;
კ2) ყველა ინსტანციის სასამართლოში დაწესებულების მხარედ (მოსარჩელე, მოპასუხე, მესამე პირი) ჩართვის შემთხვევაში, ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის წერილობითი ფორმით ინფორმირება;
ლ) ფიზიკური პირებისთვის კონსულტაციებისა და დაწესებულების საქმიანობიდან გამომდინარე სხვა მომსახურების გაწევა;
მ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება;
ნ) დაწესებულებისა და ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მატერიალურ-ტექნიკური საჭიროებების უზრუნველყოფის მიზნით, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება;
ო) ყოფითი პირობების ტექნიკური მოწყობის უზრუნველყოფა;
პ) დაწესებულების ელექტროენერგიით, გაზით და წყლით მომარაგების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და დანახარჯების აღრიცხვა;
ჟ) დაწესებულების საწყობში მიღებული ნივთების აღრიცხვა და მიღება-გაცემა;
რ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
მუხლი 11. სოციალური განყოფილება
სოციალური განყოფილების ფუნქციებია:
ა) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა და მათი განხორციელების უზრუნველყოფა, კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი საქმისწარმოება და სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მათი ახლო ნათესავის მიღება და მათთვის საჭირო/მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით კონსულტაციების გაწევა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და მოქალაქეთა განცხადების, მოთხოვნისა და საჩივრის განხილვა, კოორდინაციის გაწევა და მათზე რეაგირება;
დ) ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე შენახვა და მიმოწერის საიდუმლოების დაცვა;
ე) ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის საბიბლიოთეკო მომსახურებით უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
ვ) მოშიმშილე ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შესაბამისი მუშაობის წარმოება;
ზ) სუიციდის რისკის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოვლენასა და მათთვის ფსიქოსოციალური დახმარების გაწევაში სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის საქმიანობისთვის ხელშეწყობა;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მსჯავრდებულთა დახასიათების მომზადება;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 12. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტი
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვისა და მათთვის ადეკვატური სამედიცინო სერვისების მიწოდების მიზნით, დაწესებულებაში ფუნქციონირებს საექიმო-სამედიცინო პუნქტი, რომელიც სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის ტერიტორიული ერთეულია და არ შედის დაწესებულების სტრუქტურაში.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ფუნქციაა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯანმრთელობაზე ზრუნვა და მათთვის სამედიცინო მომსახურების გაწევა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე დაწესებულებაში სამედიცინო კონტროლისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
თავი III
დაწესებულებაში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესი და პირობები
მუხლი 13. დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ პატიმრობისა და სასჯელის მოხდის ძირითადი პირობები
1. დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული. აგრეთვე, ბრალდებული, რომელსაც სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა ან/და პატიმრობის დაწესებულებაში გადაყვანილია პატიმრობის კოდექსის 551 მუხლის შესაბამისად.
2. დაწესებულებაში მსჯავრდებული განთავსებულია საკანში, სადაც მასზე მუდმივად ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი. აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
21 დაწესებულებაში ბრალდებული განთავსებულია სპეციალურ საკანში, სადაც მასზე ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად.
3. დაწესებულებაში მსჯავრდებულები და ბრალდებულები განთავსებული არიან ერთმანეთისგან განცალკევებით.
31. დაწესებულებაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVI თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ეკონომიკური საქმიანობის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVII თავით გათვალისწინებული ფულად-საკრედიტო სისტემაში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXVIII თავით გათვალისწინებული საფინანსო საქმიანობის სფეროში დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXIX თავით გათვალისწინებული სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში სამსახურის ინტერესის წინააღმდეგ დანაშაულის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXV თავით გათვალისწინებული კიბერდანაშაულისა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული სამოხელეო დანაშაულის ჩადენისთვის პატიმრობაში მყოფი ან თავისუფლებააღკვეთილი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია სხვა ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.
32. დაწესებულებაში არამწეველი ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, განთავსებულია თამბაქოს მომხმარებელ ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან განცალკევებით.
4. მსჯავრდებული, დღე-ღამის განმავლობაში, როგორც წესი, მუდმივად იმყოფება საკანში, გარდა დებულებით პირდაპირ განსაზღვრული შემთხვევებისა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 4 მაისის ბრძანება №30 - ვებგვერდი, 05.05.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 14. მსჯავრდებულის საკანში განთავსება
1. მსჯავრდებული, როგორც წესი, თავსდება ერთ ან ორადგილიან საკანში. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება ამ დებულების მე-15 მუხლის 25-ე პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, ამავე პუნქტით დადგენილი წესით.
2. დაწესებულების გადატვირთულობის ან სხვა განსაკუთრებული გარემოების არსებობისას შესაძლებელია არაუმეტეს ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით. ოთხი მსჯავრდებულის ერთად განთავსება შესაძლებელია თუ ცნობილია, რომ მათი ერთ საკანში მოთავსება არ შეუქმნის საფრთხეს მათ სოცოცხლეს, ჯანმრთელობას, დაწესებულების სამართლებრივ რეჟიმსა და უსაფრთხოებას.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2022 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/10/1676 - ვებგვერდი, 23.12.2022 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №900 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.
მუხლი 15. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისა და განთავსების პირობები და პროცედურები
1. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღება ხდება დღე-ღამის ნებისმიერ დროს, დინამიური უსაფრთხოების პრინციპების დაცვის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებას ახორციელებს ოპერატიული მორიგე ან მისი თანაშემწე, უსაფრთხოების და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეებთან ერთად.
2. ბრალდებულის დაწესებულებაში მოსათავსებლად აუცილებელია:
ა) სასამართლოს გადაწყვეტილება პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით;
გ) დაკავების ოქმი, თუ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
3. ბრალდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ფოტოგრაფირება და დაქტილოსკოპირება. ფოტოსურათები და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი და სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, აგრეთვე ცნობა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
4. ბრალდებულის დაქტილოსკოპიურ ბარათს დაწესებულება უგზავნის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ცენტრალურ ან შესაბამის ტერიტორიულ სამსახურს ან განყოფილებას დაქტილოსკოპირების ჩატარებიდან 7 დღის ვადაში.
5. ბრალდებულის განთავსებას დაწესებულებაში ახდენს დაწესებულების დირექტორი.
6. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს დაწესებულება ცალ-ცალკე ათავსებს. დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა იმისათვის, რომ ცალ-ცალკე საკნებში მყოფ პირებს შორის არ იყოს ურთიერთობა.
7. მსჯავრდებულის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია:
ა) მსჯავრდებულის პირადი საქმე;
ბ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე დეპარტამენტის დირექტორის ბრძანება.
8. ბრალდებულის/მჯავრდებულის დაწესებულებაში მიყვანის ფაქტს გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურე ატყობინებს:
ა) ოპერატიულ მორიგეს, რომელიც თავის მხრივ ატყობინებს დაწესებულების დირექტორს. მისი არყოფნის შემთხვევაში - დაწესებულების დირექტორის მოადგილეს;
ბ) დაწესებულების მთავარ ექიმს. მისი არყოფნის შემთხვევაში - ცვლაში მორიგე ექიმს;
გ) სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსს. მისი არყოფნის შემთხვევაში - ცვლაში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეს;
დ) უსაფრთხოების განყოფილების უფროსს. მისი არყოფნის შემთხვევაში - ცვლაში უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურეს.
9. ოპერატიული მორიგის ნებართვით, გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ საბადრაგო სატრანსპორტო საშუალების შეშვებას სატრანსპორტო საშუალებების შემოწმებისათვის გამოყოფილ კარიბჭეთაშორის სივრცეში.
10. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ოპერატიულ მორიგესთან ან მის თანაშემწესთან ერთად ახდენს ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირებას პირადი საქმითა და მასზე დართული „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული ცნობის მიხედვით. 101. დაწესებულებაში ისეთი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების შემთხვევაში, რომელიც პირველად ხვდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ოპერატიული მორიგე ვალდებულია აღნიშნულის შესახებ აცნობოს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 11 თებერვლის №13 ბრძანების საფუძველზე დანიშნულ ადგილობრივ კოორდინატორს. 102. ამ მუხლის 101 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების მიღებისთანავე, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, ადგილობრივი კოორდინატორი ვალდებულია უზრუნველყოს ფსიქოლოგის შეხვედრა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან სუიციდის რისკის მიმოხილვითი შეფასების მიზნით. 11. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, ოპერატიულ მორიგესთან ან მის თანაშემწესთან ერთად გამოკითხავს ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ამოწმებს მისი პასუხების პირად საქმესა და ცნობაში მითითებულ მონაცემებთან შესაბამისობას.
12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირების პროცესის დასრულების შემდეგ, ოპერატიული მორიგე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების თაობაზე ხელს აწერს „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული წესით გათვალისწინებულ ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამყოლ ფურცელს და იტოვებს დაწესებულებისთვის განკუთვნილ ეგზემპლარს. 13. ამ მუხლის მე-10, მე-11 და მე-12 პუნქტებში აღნიშნული მოქმედების განხორციელების შემდეგ, ბრალდებულები/მსჯავრდებულები გონივრული ვადით თავსდებიან მოსაცდელ საკანში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოსაცდელ საკანში შეყვანისა და გამოყვანის ზუსტი დრო აღინიშნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში. ბრალდებულები/მსჯავრდებულები მოსაცდელ საკანში თავსდებიან კუთვნილი ნივთების გარეშე, საიდანაც ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სათითაოდ გამოყვანა მათი სრული და კუთვნილი ნივთების შემოწმების მიზნით.
14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმებას ორგანიზებას უწევს ოპერატიული მორიგე ან მისი თანაშემწე, ხოლო უშუალოდ ახორციელებენ ცვლებში ამ მიზნით გამოყოფილი სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები. შემოწმება აგრეთვე შეიძლება განხორციელდეს სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეების მიერ.
15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების შემოწმება ხორციელდება დებულებით დადგენილი წესით.
16. პირადი საქმე „მსჯავრებულის გამყოლ ფურცელთან“ და „პირადი საქმის მიხედვით ცნობასთან“ ერთად გადაეცემა სპეციალური აღრიცხვის განყოფილებას. „პირადი საქმის მიხედვით ცნობა“ ინახება პირად საქმეში.
17. ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, დოკუმენტები და საკვები პროდუქტები, რომელთა ყიდვა და გამოყენება ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის აკრძალულია (შემდგომში-აკრძალული ნივთები), აგრეთვე, რომლებიც არ არის გათვალისწინებული იმ ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომელთა ქონის, ამანათებით მიღებისა და მაღაზიაში შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ჩამოერთმევა დადგენილი წესით და შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნებართვით პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ პირებს. აღნიშნულის თაობაზე დგება შესაბამისი აქტი, რომელსაც ეცნობა ბრალდებული/მსჯავრდებული და ადასტურებს ხელმოწერით.
18. ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა და მისი კუთვნილი ნივთების შემოწმების შემდეგ, ტარდება მისი სამედიცინო შემოწმება დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიერ. სამედიცინო შემოწმების დროს ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარეგნული დათვალიერება და ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის შევსება დადგენილი წესით. გარეგნული დათვალიერების შესახებ დგება შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების, დეფორმაციების, ნაწიბურების და ნანემსარების შემთხვევაში ხდება მათი აღწერა. აღნიშნული ცნობის ასლი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
19. სამედიცინო შემოწმებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე დაზიანების/დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, სამედიცინო პერსონალი აღნიშნული ფაქტის შესახებ შემოწმების დასრულებისთანავე ვალდებულია ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.
191. თუ ამ მუხლის მე-18 პუნქტით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით დადგენილი წესით. 20. თუ დაწესებულებაში მიღებისას, სამედიცინო შემოწმების დროს დადგინდება, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, მას დაუყოვნებლივ გაეწევა სამედიცინო მომსახურება დაწესებულებაში ხელმისაწვდომ საექიმო-სამედიცინო პუნქტში. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტებში შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობისას, განცალკევებით ათავსებენ არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს. ხოლო ჰაერწვეთოვანი ან კონტაქტური გზით გადამდები საშიში ინფექციით ინფიცირებული პირის დაწესებულებიდან გადაყვანა ხდება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ეპიდზედამხედველობის ქვეშ, იზოლირებულად.
21. დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელსაც დაწესებულების ექიმის დასკვნით ესაჭიროება სასწრაფო ან გადაუდებელი სტაციონარული მკურნალობა და რომლის უზრუნველყოფა შეუძლებელია დაწესებულების საექიმო სამედიცინო პუნქტში, არ განთავსდება დაწესებულებაში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაუყოვნებლივ გადამისამართდება შესაბამის სამედიცინო მომსახურებაზე.
22. ბრალდებული/მსჯავრდებული, რომელმაც გაიარა სამედიცინო შემოწმება და სახეზე არ არის ამ მუხლის მე-20 და 21-ე პუნქტებით გათვალისწინებული გარემოებები, თავსდება შიდა კლასიფიკაციის საკანში არაუმეტეს 3 კალენდარული დღისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შიდა კლასიფიკაციის საკანში შეყვანისა და გამოყვანის ზუსტი დრო აღინიშნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში. შიდა კლასიფიკაციის საკანში ხდება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე დაკვირვება და შესწავლა მისი შესაბამის სპეციალურ საკანში/საკანში განაწილების მიზნით.
23. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებამდე ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაბანა/გასუფთავება. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ შიდა კლასიფიკაციის საკნის მომზადებას/დათვალიერებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის განთავსებამდე.
24. შიდა კლასიფიკაციის საკანში მოთავსებისას სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკი ან მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით გააცნობს სასჯელის მოხდის პირობებს, საკანში განაწილების წესებს, თავის უფლებებს და მისდამი დაწესებულების მოსამსახურეების მოპყრობის წესებს, ინფორმაციის მიღებისა და საჩივრის შეტანის წესებს, დისციპლინურ და სხვა სახის მოთხოვნებს, აგრეთვე ბრალდებული/მსჯავრდებული გაფრთხილდება დებულების დარღვევის გამო პასუხისმგებლობის თაობაზე, რომლის გაცნობასაც ბრალდებული/მსჯავრდებული ადასტურებს ხელმოწერით. ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. ოქმს ხელს აწერს სოციალური მუშაკი ან მისი არყოფნის შემთხვევაში − დაწესებულების სხვა მოსამსახურე. 25. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის საკანში განაწილების შესახებ, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე. მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ გადაწყვეტილებას დაწესებულების დირექტორი იღებს წერილობითი ფორმით, სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ მსჯავრდებულთა თავსებადობის საკითხის შესწავლის შედეგებზე დაყრდნობით შედგენილი პატაკის საფუძველზე, რა დროსაც, დამატებით, მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულის სხვა მსჯავრდებულთან ერთად განთავსებით მათი სიცოცხლისათვის, ჯანმრთელობისთვის, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისთვის და უსაფრთხოებისთვის შესაძლო საფრთხის შექმნა. მსჯავრდებული ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით თავსდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაში მითითებული საფუძვლის/საფრთხის აღმოფხვრამდე.
251. ამ მუხლით განსაზღვრული პროცედურების გავლის შემდეგ, დაწესებულების დირექტორი გადაწყვეტილებას იღებს ბრალდებულის სპეციალურ საკანში განაწილების შესახებ, რა დროსაც მხედველობაში მიიღება ბრალდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ბრალად შერაცხული დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე. 26. სპეციალური აღრიცხვის განყოფილება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს ერთი სამუშაო დღისა აცნობოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, შესაბამისი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში. გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ, გზავნილით, აგრეთვე ინფორმაცია მიმოწერის წესის, გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე.
27. უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში მიღების შესახებ შეტყობინება იგზავნება შესაბამისი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. იმ სახელმწიფოთა მოქალაქე ბრალდებულების/მსჯავრდებულების მიღებისას, რომელთაც საქართველოში დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება არ გააჩნიათ, შეტყობინება იგზავნება იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა ან/და საკონსულო დაწესებულებებში, რომელთაც მინდობილი აქვთ მათი უფლებების დაცვა. გაგზავნილ შეტყობინებაში მიეთითება დაწესებულების საფოსტო მისამართი, იმ საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ჩამონათვალი, რომელთა მიღებაც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ, გზავნილით, აგრეთვე ინფორმაცია მიმოწერის წესის, გზავნილების გაგზავნა-მიღების, შეხვედრების, სატელეფონო საუბრის წესის თაობაზე.
28. დაწესებულებაში მიღებული ბრალდებული/მსჯავრდებული სპეციალური აღრიცხვის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ აღირიცხება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №900 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.
მუხლი 16. დღის განრიგი
1. დაწესებულებაში პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის ორგანიზებისა და სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით დგება დეტალური დღის განრიგი ადგილობრივი პირობების, წელიწადის დროის და სხვა კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით.
2. დღის განრიგი მოიცავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადგომის, დაძინების, კვების და რელიგიურ ღონისძიებებში მონაწილეობის დროს. გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უწყვეტი რვა საათიანი ძილი და მათთვის პირადი თავისუფალი დროის გამოყოფა.
3. დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის დირექტორი.
4. დღის განრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, კვება, პაემანი ან სხვა შეხვედრა, სამედიცინო მომსახურებით სარგებლობა და სხვა) გასვლის დროს ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების მოსამსახურეთა კანონიერ მოთხოვნას.
მუხლი 17. დაწესებულების ტერიტორიაზე ბრალდებულთა გადაადგილების წესი
1. ბრალდებულთა ჯგუფების გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიაზე ხორციელდება მწყობრად დაწესებულების წარმომადგენლის წარმართვით.
2. ბრალდებულის გადაადგილების დროს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს უფლება აქვს უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოსთხოვოს მას ხელების ზურგს უკან დალაგება.
3. სამარტოო საკანში განთავსებული პირის სამარტოო საკანს გარეთ გადაადგილება ხორციელდება მხოლოდ დაწესებულების წარმომადგენლის თანდასწრებით.
4. დღის განრიგით გათვალისწინებულ ვალდებულებებზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა პროცედურებზე (შემოწმება, სამუშაო, პაემანი და სხვ.) გასვლის დროს ბრალდებულს ევალება დაიცვას წესრიგი, დაემორჩილოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერ მოთხოვნას. ასეთი გადაადგილების დროს დაწესებულების წარმომადგენელს კანონმდებლობით დადგენილი ნორმების დარღვევის თავიდან აცილების მიზნით უფლება აქვს მოსთხოვოს ბრალდებულს ხელების ზურგს უკან დალაგება.
მუხლი 18. დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულთა გადაადგილების წესი
1. დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება, როგორც წესი, ხორციელდება ხელბორკილის გამოყენების გარეშე. 11. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, დღის განმავლობაში, დღის განრიგის შესაბამისად, მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულებაში გადაადგილება დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, დასაშვებია ხელბორკილის გამოყენებით, თუ მსჯავრდებული თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას, ასევე, თუ საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება, ცდილობს გაქცევას, ან/და თუ არსებობს ამ პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის გონივრული ეჭვი. 12. ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის მიმართ, მისი საკნიდან გამოყვანისა და დაწესებულებაში გადაადგილებისას დანიშნულების ადგილას მიყვანამდე, ხელბორკილის გამოყენება დასაშვებია იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი გამოყენება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა. 2. ღამის საათებში მსჯავრდებულის გადაადგილება თავისი საკნის ფარგლებს გარეთ აკრძალულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა (მათ შორის, სამედიცინო დახმარების გაწევის აუცილებლობის შემთხვევაში) სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების თანხლებით.
3. მსჯავრდებულის საკნიდან გამოყვანა და დაწესებულების ტერიტორიაზე გადაადგილება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუ მასთან ერთად იმყოფება სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების არანაკლებ ორი უფლებამოსილი მოსამსახურე.
4. დაწესებულების ტერიტორიაზე დღის განრიგით დადგენილი ვალდებულებების შესრულების მიზნით მსჯავრდებულთა გადაადგილება ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ თავიდან იქნეს აცილებული მისი უშუალო კონტაქტი სხვა მსჯავრდებულთან, გარდა თანამესაკნისა (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
მუხლი 19. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება
1. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის შემოწმება ხდება ყოველდღიურად, დილით და საღამოს, დღის განრიგით განსაზღვრულ საათებში. საჭიროების შემთხვევაში არაგეგმური შემოწმება შეიძლება ჩატარდეს დღე-ღამის ნებისმიერ დროს.
2. საკანში მსჯავრდებულის, ხოლო სპეციალურ საკანში – ბრალდებულის, ყოფნის შემოწმება ტარდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დათვლისა და სიის ამოკითხვის გზით. შემოწმების დროს ბრალდებული/მსჯავრდებული მოწესრიგებულ მდგომარეობაში გამოდის საკნიდან და შემოწმებისა და სიის ამოკითხვის შემდეგ ბრუნდება საკანში. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
მუხლი 20. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, მათი ნივთებისა და მოთავსების ადგილის შემოწმება
1. დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით დასაშვებია ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და მისი ნივთების შემოწმება ხდება საგულდაგულოდ იმ ნივთების, ნივთიერებების ან საკვები პროდუქტების აღმოჩენისა და ამოღების მიზნით, რომელთა შენახვა და გამოყენება აკრძალულია, აგრეთვე რომლებიც არ ეკუთვნის ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
3. გამოყენებისათვის და შენახვისათვის აკრძალულს განეკუთვნება ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომლებიც:
ა) წარმოადგენგენ საფრთხეს სიცოცხლისათვის ან/და ჯანმრთელობისათვის;
ბ) შეიძლება გამოყენებულ იქნენ დანაშაულის ჩადენის იარაღად ან სასჯელის მოხდის მიზნის საწინააღმდეგოდ;
გ) არ არის გათვალისწინებული დებულებით განსაზღვრული (დებულების №2 და №3 დანართები) იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალში, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს, კანონიერად გამოიყენოს ან შეიძინოს მაღაზიაში; დ) აჭარბებენ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, სხვა ნივთებისა და იმ დოკუმენტთა ოდენობას, რომელიც დადგენილია ამ დებულების №1 დანართის მე-15 პუნქტითა და №2 დანართით. 4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება შეიძლება იყოს არასრული და სრული.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმება ხორციელდება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურეების მიერ. შემოწმების პროცესში დასაშვებია მხოლოდ იმავე სქესის პირთა მონაწილეობა. დაუშვებელია ამ პროცესს ესწრებოდეს სხვა სქესის პირი.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი არასრული შემოწმება ტარდება:
ა) ფოტოდაქტილოსკოპთან, ექიმთან, გამომძიებელთან წარდგენამდე და წარდგენის შემდეგ;
ბ) ახლო ნათესავებთან ან სხვა პირებთან (მათ შორის რელიგიურ პირებთან) შეხვედრამდე და მის შემდეგ;
გ) სხვა საკანში გადაყვანისას;
გ1) აბაზანაში გაყვანისას; დ) სხვა შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე.
7. არასრული შემოწმებისას ხდება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის შემოწმება და დათვალიერება, მისი გახდის გარეშე.
8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება:
ა) დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით (ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში) დაწესებულების დროებით დატოვებისას/დაბრუნებისას;
გ1. მსჯავრდებულის მიერ ხანგრძლივი პაემნის დაწყებამდე და დამთავრების შემდგომ; გ2) ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამარტოო საკანში მოთავსებისას; გ3) აბაზანაში გაყვანისას (მხოლოდ იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის, რომელიც ჩართულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამაში); დ) სხვა შემთხვევაში დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით. 81. ამ მუხლის მე-8 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სრული შემოწმების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება არაეფექტურია. გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და მიზნის პროპორციული. შესაბამისი ბრძანების გამოცემიდან დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა დირექტორი ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე წერილობით აცნობოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორს. 82. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ამ მუხლის მე-9−102 პუნქტებით დადგენილი წესით. შემოწმების საშუალებას ირჩევს ბრალდებული/მსჯავრდებული. შემოწმების ჩატარების წინ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესთავაზებს აირჩიოს შემოწმების მისაღები საშუალება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება სკანერის გამოყენებით ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხორციელდება. 83. ბრალდებული/მსჯავრდებული ამ მუხლის მე-9−102 პუნქტებით დადგენილი წესით შემოწმებას ექვემდებარება იმ შემთხვევაში, თუ: ა) იგი უარს განაცხადებს სკანერით შემოწმებაზე;
ბ) სკანერით შემოწმებამ დაადასტურა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ნივთის/ნივთიერების ფლობა;
გ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს თან აქვს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ისეთი ნივთი/ნივთიერება, რომლის გარჩევა გართულებულია ან/და სკანერით ფიქსირდება ჩრდილის სახით, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;
დ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულს/მსჯავრდებულს სხეულზე აქვს ისეთი ნიშანი/წარწერა, რომელიც შესაძლოა იყოს დანაშაულის/სამართალდარღვევის ჩადენის ხერხი/საშუალება, – დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ბრძანებით;
ე) არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურა სკანერით შემოწმებისთვის.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და პროთეზის (მისი არსებობის შემთხვევაში) დათვალიერება. პირადი სრული შემოწმებისას ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია, უფლებამოსილი პირის მითითების შემდეგ გაიხადოს ან გაიშიშვლოს სხეულის შესაბამისი ნაწილები. პლასტირი, თაბაშირის და სხვა ნახვევები მოწმდება სამედიცინო პერსონალთან ერთად. ტანსაცმელში ჩაკერებული ნივთების აღმოჩენისას ქსოვილი იჭრება. ფეხსაცმლიდან ამოიღება სუპინატორები და მეტალის დეტალები. პირადი სრული შემოწმებისას დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული გაშიშვლება.
10. სრული შემოწმებისას მოწმდება ფეხისა და ხელის თითებს შორის ადგილები, ტერფის გულები, ხელის მტევანი ორივე მხრიდან, კანის საფარი, ყურის ნიჟარები, იღლიები, პირის ღრუ, ცხვირის ნესტოები და სხვა ადგილები, ივარცხნება თმები თავზე. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის თამბაქოს ნაწარმი, მუშტუკი და სხვა საგნები.
101. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმებისას შინაგან შემოწმებას ატარებს სამედიცინო პერსონალი, სამედიცინო ეთიკის ნორმების დაცვით. შინაგანი შემოწმება ტარდება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, პირის სხეულში აკრძალული ნივთის არსებობის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის წარმოშობისას. შინაგანი შემოწმება ტარდება იზოლირებულ ოთახში. დაუშვებელია შემოწმების პროცესზე ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. გამონაკლის შემთხვევაში, როცა უსაფრთხოების დაცვის ან/და სხვა კანონიერი ინტერესები ამას მოითხოვს, იმ ადგილის ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი, სადაც ხდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის შინაგანი შემოწმება, შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ იმგვარად, რომ ვიდეოკამერის ხედვის არეში არ მოექცეს შესამოწმებელი პირის სხეული. თუ ამგვარი რამ ტექნიკურად შეუძლებელია, შინაგანი შემოწმება უნდა განხორციელდეს სპეციალური ტიხრის (შირმის) მიღმა. 102. ამ მუხლის მე-9−101 პუნქტებით გათვალისწინებული პირადი სრული შემოწმება მიმდინარეობს იზოლირებულ ოთახში, გარეშე პირთა დაუსწრებლად. დაუშვებელია პირად სრულ შემოწმებაზე ელექტრონული მონიტორინგის საშუალებით დაკვირვება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. 11. პირადი შემოწმების შემდეგ დარჩება მხოლოდ ის ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები, რომელთა გამოყენებისა და შენახვის უფლებაც დადგენილი ჩამონათვალის ფარგლებში გააჩნია. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის დატოვებული პირადი ნივთები აღირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში.
12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება ხდება მისი თანდასწრებით:
ა) მისი დაწესებულებაში მიღებისას;
ბ) დაწესებულებიდან გაგზავნისას;
გ) სხვა საკანში გადაყვანისას;
დ) სამედიცინო სტაციონარში გადაყვანისას;
ე) განსაკუთრებულ შემთხვევებში, დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
13. ამ მუხლის მე-12 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ნივთების შემოწმება შეიძლება მოხდეს მისი დასწრების გარეშე.
14. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსების ადგილის შემოწმება ტარდება დაწესებულების დირექტორის ან მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.
15. პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე დგება ოქმი, რომელშიც აისახება ინფორმაცია ამოღებული ნივთების, ნივთიერებებისა და საკვები პროდუქტების თაობაზე, აგრეთვე აისახება ინფორმაცია თუ რა გარემოების საფუძველზე ხდება შემოწმება.
16. სრული პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმების ერთდროული წარმოებისას დგება ოქმი. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული, გარდა ამ მუხლის მე-13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა და შემოწმების მწარმოებელი დაწესებულების მოსამსახურე/მოსამსახურეები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ოქმის ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში ოქმში შენიშვნის სახით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი, შემოწმებაზე უარი და მისი ყველა პრეტენზია აისახება ოქმში. ოქმი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს. სრული პირადი შემოწმების, მოთავსების ადგილის ან ნივთების შემოწმების თაობაზე კეთდება აღნიშვნა ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, თარიღისა და შემოწმების ჩამტარებელი პირის/პირების ვინაობისა და თანამდებობის მითითებით.
17. შემოწმების ჩატარებისას შეიძლება გამოყენებულ იქნეს ტექნიკური საშუალებები. რენტგენის აპარატურის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ ტანსაცმლისა და ნივთიერების შემოწმებისას.
18. შემოწმება არ შეიძლება განხორიცელდეს დამამცირებელი და ღირსების შემლახავი ფორმით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 21. ამანათების მიღება-შემოწმება🔗
მუხლი 21. ამანათის მიღება-შემოწმება
1. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამანათის მომტან პირს განუმარტავს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას.
1. დაწესებულებაში ამანათის მიღება ხორციელდება ამ მუხლითა და დებულების 39-ე მუხლით დადგენილი წესით.
2. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთების შესაბამისობას იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად (დებულების დანართი №2) უზრუნველყოფს ამანათების გადაცემის რიგითობის დაცვას.
2. დაწესებულებაში მიღებული ამანათის შემოწმება ხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
3. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე ახდენს ამანათის მომტანი პირების გამოძახებას რიგითობის მიხედვით და მათი თანდასწრებით ამოწმებს განცხადებაში მითითებული ნივთებისა და საკვები პროდუქტების შესაბამისობას ამანათით წარმოდგენილ ნივთებთან და საკვებ პროდუქტებთან, რის შემდეგაც ახორცილებს ნივთებისა და საკვები პროდუქტების დათვალიერება/შემოწმებას.
ა) ამანათის მიმტანი პირი დაწესებულების საზოგადოებრივ მისაღებში იღებს რიგის ნომერს;
4. ნივთები და საკვები პროდუქტები უნდა შემოწმდეს გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები, რომლებიც მოთავსებულია შუშის ჭურჭელში გადაისხმება პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში.
ბ) სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს №3 განყოფილების (შემდგომ – №3 განყოფილება) შესაბამისი მოსამსახურე ახდენს ამანათის მიმტანი პირის გამოძახებას რიგითობის მიხედვით და ახორციელებს ამანათის მიმტანი და ამანათის მიმღები პირის იდენტიფიცირებას, განუმარტავს ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის გადაცემის შესახებ განცხადების შევსების წესს და გადასცემს განცხადების შესავსებ ფორმას;
5. შემოწმებისას აღმოჩენილი აკრძალული ნივთები ამოიღება და გადაეცემა ამანათის მომტან პირს დაბრუნების მიზეზების მითითებით.
გ) №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ამოწმებს დოკუმენტაციაში მითითებული ნივთების შესაბამისობას დაწესებულების დებულებით განსაზღვრული იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალთან, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს;
6. ამანათებში ისეთი ნივთების, ნაკეთობებისა და ნივთიერებების აღმოჩენისას, რომელთა შენახვა, გამოყენება ეკრძალება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (დებულების დანართი №1), უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ადგენს შესაბამის ოქმს და დაუყოვნებლივ აცნობებს უსაფრთხოების განყოფილების უფროსს.
დ) ამანათი მოწმდება რენტგენული დანადგარის (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) მეშვეობით. რენტგენული დანადგარით შემოწმებისას ამანათში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, ამანათი მოწმდება ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით;
7. შემოწმების შემდეგ ამანათები ილუქება დაწესებულების მოსამსახურის მიერ და ხდება მისი გადატანა შესაბამის დანაყოფში.
ე) თუ დაწესებულებაში არ არის რენტგენული დანადგარი, რენტგენში გამოჩნდა საეჭვო ნივთი ან/და არსებობს ეჭვი ამანათში აკრძალული/არანებადართული ნივთის არსებობის თაობაზე, ამანათი იხსნება და მოწმდება ამანათის მიმტანი პირის (მისი არსებობის შემთხვევაში) სავალდებულო დასწრებით. ნივთები და საკვები პროდუქტები მოწმდება გულდასმით. ტანსაცმლის, ფეხსაცმლის შემოწმებისას საეჭვო ადგილები იჩხვლიტება სადგისით. ჯიბეები, ტანსაცმლის სახელოები, შარვლები, საცვლები, წინდები უკუღმა ბრუნდება. ფეხსაცმელი ექვემდებარება გულდასმით დათვალიერებას შიდა და გარე მხრიდან. დეტალურად უნდა იქნეს დათვალიერებული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის განკუთვნილი საგნები. თხევადი ნივთიერებები მოთავსებული უნდა იყოს პოლიეთილენის ან პლასტმასის ჭურჭელში. პირის მიერ დაწესებულებაში მედიკამენტის გაგზავნის შემთხვევაში, მედიკამენტი უნდა იყოს სააფთიაქო წესით შეფუთული და თან უნდა ახლდეს ექიმის დანიშნულება, რის შემდგომაც მედიკამენტის დაწესებულებაში დაშვების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, დაწესებულების მთავარ ექიმთან წერილობით შეთანხმებით.
8. დანაყოფში ამანათის გადატანის შემდეგ ხდება მისი გახსნა დანაყოფის შესაბამისი მოსამსახურის მიერ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
3. დაწესებულებაში ფოსტის მეშვეობით მიღებული ამანათი მოწმდება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილი წესით.
9. დანაყოფში სამართლებრივ რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას.
4. დაუშვებელია დაწესებულებაში ამანათის მიმტანი პირის ალკოჰოლური ან/და ნარკოტიკული საშუალების/ფსიქოტროპული ნივთიერების (გარდა ექიმის დანიშნულებისა) ზემოქმედების ქვეშ გამოცხადება.
10. დანაყოფში სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურე ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს, ადგენს შესაბამის აქტს, რაზეც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული და ინახავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
5. №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია, ამანათის მიმტანი პირის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ყოფნის შესახებ საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსთხოვოს ამ პირს სპეციალური შემოწმების გავლა. თუ იგი უარს განაცხადებს შემოწმებაზე, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია მას განუმარტოს, რომ უარის შემთხვევაში არ დაიშვება ამანათის გასაგზავნად.
6. ამანათის შემოწმების პროცედურა ხორციელდება სანიტარიულ-ჰიგიენური დამცავი საშუალების, კერძოდ, ერთჯერადი მოხმარების ხელთათმანებისა და თავსაბურავების გამოყენებით. ყოველი მორიგი ამანათის შემოწმების შემდგომ №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე ვალდებულია შეიცვალოს ხელთათმანები.
7. ამანათში არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და აღმოჩენილ არანებადართულ ნივთთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათი უბრუნდება ამანათის მიმტან პირს, ხოლო ამანათის ფოსტის მეშვეობით გამოგზავნისას გამომგზავნ პირს მისივე ხარჯით, დაბრუნების მიზეზის მითითებით. თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია, ამანათი შესანახად გადაეცემა დაწესებულების საწყობს ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
8. ამანათში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება როგორც №3 განყოფილების უფროსს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს უფროსსა და ამავე მთავარი სამმართველოს უფროსს, ისე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
9. საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დაყოვნების შემთხვევაში, №3 განყოფილება ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა ამანათის მიმტანი პირის მიერ დაწესებულების დატოვების თავიდან ასაცილებლად.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ პირს, საჭიროების შემთხვევაში, გაეწევა შესაბამისი სამედიცინო დახმარება სამედიცინო პერსონალის მიერ ან/და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გამოძახების გზით.
11. ამანათში აკრძალული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ ხორციელდება ნივთის ამოღება და დალუქვა.
12. ამანათის შემოწმებისას აკრძალული ან არანებადართული ნივთის აღმოჩენის შემთხვევაში, იწარმოება ამანათის შემოწმების ოქმი (დანართი №13).
13. შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში, რენტგენული დანადგარისა და ნარკოტიკული საშუალებისა და ფეთქებადი ნივთიერების აღმომჩენი დეტექტორის მეშვეობით შემოწმებას ექვემდებარება დაწესებულებაში გაგზავნილი ნებისმიერი ამანათი, მათ შორის, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი კორესპონდენცია.
14. ამანათის შემოწმების შემდეგ ამანათი ილუქება №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურის მიერ და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ხდება მისი გადატანა შესაბამისი სპეციალური საკნის ტერიტორიაზე, ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის გადასაცემად. ამანათი იხსნება დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სავალდებულო დასწრებით.
15. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე განცხადების მიხედვით გადასცემს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათს, რის თაობაზეც ბრალდებული/მსჯავრდებული ხელს აწერს განცხადებას.
16. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ამანათით მიღებულ ნივთებსა და საკვებ პროდუქტებს აღრიცხავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათში, რაზეც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ.
მუხლი 22. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა - ნაგებობების დათვალიერება
1. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერება ხორციელდება თვეში არანაკლებ ოთხჯერ, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში დაწესებულების დირექტორის დავალებით არსებული ვითარებიდან გამომდინარე.
2. ცალკეული სათავსოებისა და ტერიტორიების დათვალიერება შესაძლოა განხორციელდეს სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეების მიერ ერთობლივად.
3. დათვალიერების ჩატარება უნდა იყოს მოულოდნელი და მისი მზადება უნდა მიმდინარეობდეს ფარულად.
4. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერებაში შესაძლოა ჩართული იყოს სამორიგეო ცვლის შემადგენლობა.
5. დაწესებულების ტერიტორიისა და შენობა-ნაგებობების არაგეგმური დათვალიერება განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის მიერ ოპერატიული ვითარებიდან გამომდინარე.
6. დაწესებულების ტერიტორიისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების დათვალიერების დროს შესაძლებელია, გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა ტექნიკური საშუალება.
მუხლი 23. დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების ამოღება
1. ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან დაწესებულებაში გამოყენებისათვის აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ამოღების უფლება აქვთ სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილებების მოსამსახურეებს.
2. ფული, ფასიანი ქაღალდები ან/და სხვა ფასეულობა, რომელიც ამოღებული იქნა ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისაგან ან მისი მოთავსების ადგილიდან, მის გათავისუფლებამდე გადაეცემა დაწესებულებას საწყობში შესანახად და ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა შესაბამისი ქვითარი. დებულებით (დებულების დანართი №1) გათვალისწინებული აკრძალული პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტების ამოღების შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი შემოწმებისას, აგრეთვე მისი მოთავსების ადგილისა და ნივთების შემოწმებისას ამოღებული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები შესანახად გადაეცემა დაწესებულებას ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით გადაეცემა მის ახლო ნათესავს. ამოღებული ნივთების ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავისათვის გადაცემის თაობაზე დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავი.
4. ამოღებული მალფუჭებადი პროდუქტები ნადგურდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, რის თაობაზეც შედგება შესაბამისი აქტი.
5. თუ შენახული ნივთები, ნივთიერებები ბრალდებულს/მსჯავრდებულს დასჭირდება ისინი შეიძლება მფლობელს დაუბრუნდეს, თუ ამით არ დაირღვევა დებულების მოთხოვნები.
6. დაწესებულება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს დაუყოვნებლივ აცნობებს, დაწესებულების ტერიტორიაზე აღმოჩენილი იმ თანხისა და სხვა ფასეულობების შესახებ, რომელთა კუთვნილების დადგენაც შეუძლებელია.
მუხლი 24. უსაფრთხოების ღონისძიებები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;
ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება;
ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა.
2. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელება წყდება დაუყოვნებლივ, იმ საფრთხის აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
3. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ ის მოსამსახურე, რომლის ინიციატივითაც გამოყენებული იქნა უსაფრთხოების ღონისძიება, დაწესებულების სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას. სამედიცინო შემოწმების ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი.
4. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით გამოყენება.
5. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საფრთხის წარმოშობისას, იგი პირადი უსაფრთხოების დაცვის მიზნით უფლებამოსილია მიმართოს დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ზეპირი ან წერილობითი განცხადებით. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გაატაროს განმცხადებლის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფის ღონისძიებები.
6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები გამოიყენება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოების შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეების, მათი შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესის და პირობების, აგრეთვე სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის 2014 წლის 12 სექტემბრის №145 ბრძანებით დადგენილი წესით.
7. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს შექმნა ხორციელდება დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, რა დროსაც დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 25. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან განცალკევება
1. დებულების 24-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას შესაძლებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევების მიზნით მისი სხვა საკანში ან დეესკალაციის ოთახში მოთავსება.
2. დაწესებულების დირექტორი, დებულების 24-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში და ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულების/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე, არაუმეტეს 30 დღისა.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისგან/მსჯავრდებულებისგან განცალკევებით მოთავსების თაობაზე დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
4. დაწესებულების დირექტორის არყოფნის შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული სხვა ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით შეიძლება მოთავსდეს დაწესებულების დირექტორის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით, მაგრამ არაუმეტეს 24 საათისა.
5. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა ბრალდებულებისაგან/მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით მოთავსების ხანგრძლივობა დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს გონივრული ვადით, იმ საფრთხის აღმოფხრამდე, რომლის საფუძველზეც მოხდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევება.
6. თუ უსაფრთხოების ღონისძიებებმა შესაბამისი შედეგები არ გამოიღო, დაწესებულების დირექტორი დეპარტამენტის დირექტორის წინაშე შუამდგომლობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისათვის საშიში პირების თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სხვა დაწესებულებაში დადგენილი წესით გადაყვანის თაობაზე. შესაბამისი საფუძვლების არსებობისას, ასეთი შუამდგომლობის აღსაძრავად აუცილებელი არ არის ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული ვადის ამოწურვა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
მუხლი 26. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში გადაყვანა
1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული საფრთხეს უქმნის საკუთარ ან სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, შესაბამისი ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციისა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის პატაკის საფუძველზე გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იგი შეიძლება განთავსდეს დაწესებულების სათანადოდ აღჭურვილ დეესკალაციის ოთახში სამედიცინო პერსონალის უწყვეტი ხელმისაწვდომობის და დაწესებულებაში უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის 24-საათიანი ვიზუალური საშუალებებით მეთვალყურეობის პირობებში. დეესკალაციის ოთახი აღჭურვილი უნდა იყოს უსაფრთხო ლეიბით, დისტანციურად მართვადი სათვალთვალო კამერით, დაზიანებისადმი მედეგი ღია ტიპის ტუალეტით, ონკანით, განათებით და სათანადო ვენტილაციით.
11. დეესკალაციის ოთახში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა გადაყვანიდან არაუგვიანეს 24 საათის ვადაში ფასდება მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სპეციალური პროგრამის ფარგლებში გადამზადებული სამედიცინო პერსონალი, დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების მოსამსახურეები.
12. საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის 11 პუნქტით გათვალისწინებული სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციის საფუძველზე მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის ვადაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მდგომარეობა დამატებით შეიძლება შეფასდეს შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების მიერ.
13. დაწესებულების დირექტორი მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნისა და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაციის საფუძველზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ამ დოკუმენტაციის მისთვის გადაცემიდან არაუგვიანეს მომდევნო 24 საათის განმავლობაში წყვეტს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკანში/შიდა კლასიფიკაციის საკანში დაბრუნების საკითხს. თუ დასკვნა/რეკომენდაცია ითვალისწინებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანას, შესაბამის გადაწყვეტილებას, დაწესებულების დირექტორის მიმართვის საფუძველზე, ამავე ვადაში იღებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი.
14. თუ მულტიდისციპლინური ჯგუფის დასკვნა ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტის/სპეციალისტების რეკომენდაცია ითვალისწინებს სპეციალური პენიტენციური სამსახურის ფსიქიატრიული კომისიისთვის მიმართვას, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული იმ მსჯავრდებულის ფსიქიკური მდგომარეობის შესასწავლად, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, დაწესებულების დირექტორი ამ მუხლის 13 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში მიმართავს კომისიას. მსჯავრდებულისთვის ფსიქიატრიული დახმარების გაწევის საკითხის განხილვა და გადაწყვეტა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. დეესკალაციის ოთახში პირის მიმართ საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ფიზიკური შეზღუდვის ზომები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური საშუალებები. ფიზიკური შეზღუდვა უნდა მოხდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კრიტერიუმების ამოწურვამდე.
3. დეესკალაციის ოთახში პირის განთავსებისთანავე დგება ოქმი, სადაც უნდა აისახოს დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების ზუსტი დრო. ოქმში გონივრული შუალედებით კეთდება შესაბამისი ჩანაწერი პირის მდგომარეობის შესახებ.
4. ბრალდებული/მსჯავრდებული დეესკალაციის ოთახში შეიძლება განთავსდეს იმ საფრთხის აღმოფხვრამდე, რამაც მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსება განაპირობა, მაგრამ არაუმეტეს 72 საათისა. ამ შემთხვევაში დეესკალაციის ოთახის დატოვება ხდება დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, მათ შორის, ამ მუხლის 11–13 პუნქტების შესაბამისად მიმდინარე ღონისძიებების პროცესში. დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსებისა და შესაბამისი ღონისძიების დასრულების შემდეგ სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უტარებს სამედიცინო შემოწმებას.
5. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფრთხის არსებობისას და ამ მუხლით დადგენილი წესით პირის დეესკალაციის ოთახში მოთავსებ ის რაოდენობა შეზღუდ ული არ არის .
6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში დასჯის მიზნით გადაყვანა.
7. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახიდან გამოყვანა მისი დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძვლების აღმოფხვრამდე, გარდა გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევისა ან/და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრისა. გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის ან/და დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.
8. შესაბამისი მოთხოვნის შემთხვევაში, დეესკალაციის ოთახიდან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გამოყვანა დასაშვებია საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მიღების მიზნით, რის შემდგომ, ბრალდებული/მსჯავრდებული ბრუნდება დეესკალაციის ოთახში, თუ არ აღმოფხვრილა დეესკალაციის ოთახში განთავსების შესაბამისი საფუძველი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
მუხლი 27. განსაკუთრებული პირობები დაწესებულებაში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას, სიცოცხლისათვის საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას და მასობრივი არეულობისას, აგრეთვე თუ დაწესებულება დაზიანდა ან აღარ გამოდგება კანონით გათვალისწინებული მიზნებისათვის, დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა, მინისტრის თანხმობით, შესაძლებელია გაგრძელდეს გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დირექტორს შეუძლია დამოუკიდებლად შემოიღოს განსაკუთრებული პირობები.
4. დაწესებულების დირექტორი ვალდებულია განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების თაობაზე დაუყოვნებლივ შეატყობინოს დეპარტამენტის დირექტორს, რომელიც შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5. თუ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების რეჟიმის დროს სხვა საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური ქვედანაყოფებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 28. დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა
1. დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა, როდესაც ხდება დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი დარღვევა, რომელიც აშკარა საშიშროებას უქმნის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას და რომლის დაწესებულების ძალებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს დაწესებულების დირექტორი. იგი ამ ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს დეპარტამენტის დირექტორს. თუ დეპარტამენტის დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია დაწესებულების ტერიტორიაზე პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ პატიმრობის კოდექსის 571 და 572 მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური ინტერვენციების რაზმების ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრის თანხმობით.
მუხლი 29. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის დროს თავდასხმის, დაწესებულებიდან გაქცევის, სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამინისტროს ძალებით მართვა შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით შეიძლება განისაზღვროს აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 30. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების პერსონალის ურთიერთობა
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, დაწესებულების მოსამსახურეებმა პატივი უნდა სცენ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პატივსა და ღირსებას და დაიცვან მათი უფლებები.
2. დაწესებულების მოსამსახურეები და ბრალდებულები/მსჯავრდებულები ერთმანეთს მიმართავენ თავაზიანად, ეთიკის ნორმების დაცვით (სახელით ან/და გვარით).
მუხლი 31. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე იწარმოება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრებისა და პირადი საქმის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
2. მოსამსახურე პირადი საქმის წარმოებისას ვალდებულია დაიცვას მსჯავრდებულის პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
მუხლი 32. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული ოდენობით.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე თავისუფლების აღკვეთის აღსრულების დაწესებულებისთვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, საქმე განხილული იქნება სასამართლოში, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით დაწესებულების ტერიტორიაზე პირის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებისას გადაუდებელი მკურნალობა ხორციელდება სახელმწიფოს ხარჯით.
მუხლი 33. მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულება
სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №157 ბრძანებით.
თავი IV
ბრალდებულის და მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
მუხლი 34. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობები
1. ბრალდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) ხანმოკლე პაემნით, სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით;
ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;
ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით;
ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით
ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.
გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;
ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ვ) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;
ზ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
თ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;
ი) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;
კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება–მოვალეობების შესახებ;
ლ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება.
მ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათისა სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით);
ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
ო) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) საკნით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, პირადი უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) ხანმოკლე პაემნით, ხანგრძლივი პაემნითაა და სატელეფონო საუბრით;
ა.დ) დამცველთან/ადვოკატთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების და სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ) შეხვედრით;
ა.ე) ამანათის, ფოსტისა და გზავნილის მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით.
გ) მიიღოს ინფორმაცია ჟურნალ-გაზეთების საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
დ) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;
ე) უზრუნველყოფილი იყოს არადისკრიმინაციული მოპყრობით;
ვ) დაცული იყოს ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;
ზ) პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;
თ) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების №2 და №3 დანართებით გათვალისწინებული ნივთები და საგნები;
ი) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;
კ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით (ახლო ნათესავის გარდაცვალების შემთხვევაში) დროებით დატოვოს დაწესებულება;
ლ) ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე ყოფნის უფლებით (გასეირნების უფლებით);
მ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;
ნ) ისარგებლოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის დაცვით და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.
4. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას დებულებით, კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;
გ) თავაზიანად მოეპყროს დაწესებულების მოსამსახურეებს და დაწესებულებაში მყოფ ან შემსვლელ პირებს;
დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საკანი;
ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსოებში.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:
ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას;
ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;
გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;
დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;
ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;
ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;
ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;
თ) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;
ი) ნებართვის გარეშე ფანჯრებზე, კედლებზე, ტუმბოებსა და საწოლებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები;
კ) ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო ან მექანიკური მოწყობილობა;
ლ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
მ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია ერთი საკნიდან მეორეში ან დაწესებულების გარეთ;
ნ) რაიმე ფორმით იერსახე შეუცვალოს ან დააზიანოს დაწესებულების კედლები, იატაკი, ჭერი, შენობის სხვა ნაწილები ან/და იქ განთავსებული ინვენტარი;
ო) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს დღის განრიგს, დებულებას ან/და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 35. საცხოვრებელი პირობები
1. ერთ მსჯავრდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 4 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
2. ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა არ უნდა იყოს 3 კვადრატულ მეტრზე ნაკლები.
3. მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საკანი და ბრალდებულისათვის გამოყოფილი სპეციალური საკანი უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს, უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
4. საკნის პირობები არ უნდა ხელყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივსა და ღირსებას, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას.
5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ძალადობისაგან დაცვის მიზნით დაწესებულების მოსამსახურეთა მიერ უნდა ხორციელდებოდეს საკნის რეგულარული მეთვალყურეობა, განსაკუთრებით ღამის საათებში.
6. სპეციალურ საკანში/საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთები (საწოლი, მაგიდა, სკამი, ტუმბო) უნდა იყოს რკინის, მყარად შეკრული და იატაკზე ან კედელზე დამონტაჟებული კონსტრუქცია, რომლის გადაადგილება სპეციალური იარაღების დახმარების გარეშე შეუძლებელია.
7. სპეციალურ საკანს/საკანს უნდა ჰქონდეს ფანჯარა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. საკანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით. ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფილი უნდა იყოს გათბობით.
8. ბრალდებულებს, ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უნდა ჰქონდეთ სხვა ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შედარებით გაუმჯობესებული საყოფაცხოვრებო პირობები.
9. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს, შესაბამისი განცხადების საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ნებართვით, შეიძლება მიეცეს მაცივრით სარგებლობის უფლება. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა მაცივარი შეიძლება შეიძინოს/შეიძინონ საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. მაცივრის მაქსიმალური მოცულობა შეიძლება იყოს 100სმX60სმX60სმ.
10. მაცივრით სარგებლობის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას დაწესებულების დირექტორი აფასებს, არის თუ არა შესაბამის სპეციალურ საკანში პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით განსაზღვრული მინიმალური საცხოვრებელი ფართობი, ასევე ითვალისწინებს მასში არსებულ ინფრასტრუქტურას (მათ შორის, ელექტროსადენების მდგომარეობას და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ძირითადი საყოფაცხოვრებო ნივთების განლაგებას), ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა) პიროვნულ თვისებებს (მათ შორის, თვითდაზიანებისაკენ მიდრეკილებას, სუიციდის მცდელობის შემთხვევებს და სხვ.) და სხვა ობიექტურ გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინონ დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
11. დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და იგი გადაეცეს მის ახლო ნათესავს ან შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში, თუ:
ა) გამოვლინდა მაცივრით არადანიშნულებისამებრ სარგებლობის ფაქტი;
ბ) მაცივრით სარგებლობისას ბრალდებული/მსჯავრდებული არღვევს სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ან/და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესებს;
გ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მხრიდან საფრთხე ექმნება მის ან სხვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
12. მაცივრით სარგებლობის უფლება ვერ ჩამოერთმევა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მხოლოდ იმიტომ, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი.
13. თუ მაცივარი შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ, ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევის ერთობლივად ჩადენის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და იგი შესანახად მოთავსდეს დაწესებულების საწყობში. თუ მაცივარი შეძენილია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფის მიერ და შესაძლებელია იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის იდენტიფიცირება, რომლის მიერაც ჩადენილია ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული დარღვევა, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დამრღვევს შესაძლებელია ჩამოერთვას მაცივრით სარგებლობის უფლება და ამ მიზნით მოხდეს მისი სხვა სპეციალურ საკანში გადაყვანა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 5 ოქტომბრის ბრძანება №339 - ვებგვერდი, 08.10.2018 წ.
მუხლი 36. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი ჰიგიენა, ტანსაცმელი და თეთრეული
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დაიკმაყოფილოს ბუნებრივი ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. როგორც წესი დაწესებულება უზრუნველყოფს ბრალდებულს/მსჯავრდებულს შხაპის კვირაში ორჯერ მიღების შესაძლებლობით და არანაკლებ თვეში ერთხელ საპარიკმახერო მომსახურებით.
3. მსჯავრდებულეს უფლება აქვს ისარგებლოს პირადი ჰიგიენისათვის საჭირო ნივთებით (სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი) დაწესებულების მოსამსახურის ზედამხედველობითა და კონტროლით არაუმეტეს 30 წუთისა. აღნიშნული ნივთები ინახება საკნის კარზე დამაგრებულ სპეციალურ ყუთში.
4. დაწესებულებას ეკრძალება მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი გადაპარსვა, თუ არ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენური აუცილებლობა.
5. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას ,
6. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული, რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.
8. დაწესებულება უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისცეს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომელიც თავისი ფორმით არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი .
9. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია გაუფრთხილდეს, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი და საკანი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 37. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვება
1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის შემცირება.
2. კვების რაციონი განისაზღვრება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვების ნორმებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 13 აგვისტოს №88-№01-34/ნ ერთობლივი ბრძანებით.
3. ბრალდებული/მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.
4. ავადმყოფებს, მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
5. დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები ამანათის სახით.
6. ბრალდებულები/მსჯავრდებულები იკვებებიან საკნებში, დღის განრიგით დადგენილ საათებში.
7. ბრალდებულებს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 38. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზია
1. დაწესებულების ტერიტორიაზე ფუნქციონირებს მაღაზია, სადაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეიძინოს პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა.
2. მაღაზიაში გასაყიდად დაიშვება დებულების დანართი №3-ით განსაზღვრული ნივთები და ნივთიერებები.
3. პირველადი მოხმარების საგნების შეძენა ხდება მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მაღაზიაში ყოველთვიურად დახარჯოს არაუმეტეს 1000 ლარი. აღნიშნული თანხის ოდენობა შეიძლება გაიზარდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით გამოცემული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების მიღების შემდეგ, დაწესებულების დირექტორი დასაბუთებული პატაკით მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორის თანხმობის შემთხვევაში, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მაღაზიაში ყოველთვიური ხარჯვის ლიმიტის გაზრდის თაობაზე. დეპარტამენტის დირექტორი, მის მიერ თანხის ოდენობის გაზრდის თაობაზე თანხმობის მიცემის შემთხვევაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აღნიშნული აცნობოს მინისტრს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 39. ამანათების, გზავნილების მიღება-გაგზავნის წესი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. ბრალდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით - სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება ბრალდებულის პირად ანგარიშზე.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათები, გზავნილები დებულების დანართი №7-ის მოთხოვნათა დაცვით.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.
4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს, გზავნილს დაწესებულება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.
4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს №3 განყოფილება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები და საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების №2 და №3 დანართებით.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები და საგნები, რაც განსაზღვრულია ამ დებულების №2 და №3 დანართებით.
6. ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი/გზავნილი და ამანათის/გზავნილის მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს.
6. ამანათის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი და მისი მიმტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა №3 განყოფილების შესაბამის მოსამსახურეს.
7. ამანათის/გზავნილის მიღების შემდეგ დაწესებულების მოსამსახურე უბრუნებს ამანათის/გზავნილის მიმტანს პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ინახება დაწესებულებაში. თუ მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
7. ამანათის მიღების შემდეგ №3 განყოფილების შესაბამისი მოსამსახურე უბრუნებს ამანათის მიმტან პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ან/და უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
8. ამანათები, გზავნილები ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მიიღოს დაწესებულებაში მოთავსებისთანავე. თუ ამანათები, გზავნილები მოსულია უკვე გათავისუფლებული ან გარდაცვლილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ისინი უბრუნდება გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით. ამანათები, გზავნილები, რომლებიც მოსულია სხვა დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით და გამომგზავნს ეცნობება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახალი ადგილსამყოფელი.
9. ამანათის/გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) ან ამ დებულებით დადგენილი წესით გადაეცემა დაწესებულების საწყობს შესანახად ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.
10. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სამარტოო საკანში ან დეესკალაციის ოთახში მოთავსებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, ჩაბარდება შესანახად დაწესებულების საწყობში და გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამარტოო საკანში/დეესკალაციის ოთახში ყოფნის ვადის დამთავრების შემდეგ.
11. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის/გზავნილის შემცველობის შენახვას, მაგრამ ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.
12. ამანათი/გზავნილი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს არა უგვიანეს ერთი დღისა მათი მიღების დღიდან, ხოლო ბრალდებულის/მსჯავრდებულის დროებით გასვლის შემთხვევაში - მისი დაბრუნებისთანავე.
13. ამანათის/ზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.
14. ამანათიდან/გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება საგამოძიებო ორგანოებს.
14. (ამოღებულია - 17.12.2025, №1141).
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ.
მუხლი 40. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესითა და დაწესებულების კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, წარადგინოს განცხადებები და მოთხოვნები ზეპირად ან წერილობით, აგრეთვე, წარადგინოს საჩივრები წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. ბრალდებულს, ამ მუხლით დადგენილი წესით მიმოწერის უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
11. სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის კორესპონდენციის გაგზავნა აკრძალულია.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით.
21. პირადი ხასიათის არის ნებისმიერი სახის კორესპონდენცია, მათ შორის საჩივარი, გარდა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გასაგზავნი იმ კორესპონდენციისა, რომლის ადრესატი არის:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ან/და საქართველოს პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) სასამართლო;
ე) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო;
ვ) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე;
ზ) საქართველოს სამინისტრო;
თ) პენიტენციური დეპარტამენტი;
ი) საქართველოს სახალხო დამცველი ან/და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი;
კ) პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი;
ლ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი;
მ) პროკურორი;
ნ) სამინისტროს ადგილობრივი საბჭო;
ო) ის კომერციული ბანკი, რომელიც დაწესებულებაში ახორციელებს საბანკო საქმიანობას;
პ) უცხო ქვეყნის მოქალაქე ბრალდებულის/მსჯავრდებულის შემთხვევაში, მისი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობა ან საკონსულო დაწესებულება ან იმ ქვეყნის უფლებამოსილი დიპლომატიური წარმომადგენელი, რომელიც საქართველოში ითავსებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქვეყნის ინტერესების დაცვას;
ჟ) სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური.
3. დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მოთხოვნის, განცხადებისა და საჩივრის წარდგენა ხდება საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო მისი არცოდნის შემთხვევაში - ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ის ფლობს. აუცილებლობის შემთხვევაში, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.
5. მოთხოვნის, განცხადებისა და საჩივრის თარგმნას უზრუნველყოფს დაწესებულება რა დროსაც მათი გადაცემისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი, გონივრული ვადით.
6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სოციალური განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს.
7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
8. ბრალდებულისაგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების სოციალურ განყოფილებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.
9. დაწესებულება მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მომდევნო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელწერილით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.
10. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მომდევნო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
11. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ.
12. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
13. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთნება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 41. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერის შემოწმება
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე.
2. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი გაფრთხილების შემდეგ. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებაზე.
3. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ან/და სხვა პირის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
4. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
5. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო. ამ პუნქტით გათვალისწინებული პირების მიერ ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება ამავე მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 42. სატელეფონო საუბარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, რომელიც ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და დაწესებულების კონტროლით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“ (199), საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ (1481) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ (0(32)2405599) მეშვეობით ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება დაწესებულების ხარჯით.
2. მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ მის მიერ წინასწარ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, რომლებშიც არ შედის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ და მსჯავრდებულის ადვოკატის სატელეფონო ნომრები. მსჯავრდებულის მიერ წინასწარ მითითებული სატელეფონო ნომრების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.
3. მსჯავრდებულს დაწესებულებაში მიღებისას განემარტება ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესი, რასაც მსჯავრდებული წერილობით ადასტურებს და უთითებს ხუთ სატელეფონო ნომერს და დამატებით ადვოკატის ნომერს, ადრესატების მითითებით. უკვე დასახელებული სატელეფონო ნომრის შეცვლის მიზნით, მსჯავრდებულმა განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობამდე არანაკლებ 10 დღით ადრე.
4. დასაბუთებული ეჭვის არსებობისას დაწესებულებას უფლება აქვს, მოისმინოს და ჩაიწეროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები, რის შესახებაც მას წინასწარ ეცნობება. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაფრთხილების ვალდებულება არ წარმოიშობა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას.
5. აკრძალულია სხვადასხვა დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს, ბრალდებულებს, მსჯავრდებულებსა და ბრალდებულებს შორის, აგრეთვე დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებს და ბრალდებულებს შორის სატელეფონო საუბარი.
6. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 2 სატელეფონო საუბარი მის მიერ მითითებულ სატელეფონო ნომრებზე, თითოეული არაუმეტეს 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი − არაუმეტეს 15 წუთისა.
61. ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობაში შედის ადვოკატთან განხორციელებული სატელეფონო საუბრები.
7. ბრალდებულს უფლება აქვს, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული – არაუმეტეს 15 წუთისა. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სატელეფონო საუბრის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის „ცხელი ხაზის“, საქართველოს სახალხო დამცველის „ცხელი ხაზის“ და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ მეშვეობით განხორციელების შემთხვევაზე. „ცხელი ხაზის“ მეშვეობით სატელეფონო საუბრის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, 08:00 საათიდან 18:00 საათამდე, მათ შორის, დასვენებისა და უქმე დღეებშიც.
9. გამომძიებლის ან პროკურორის მიერ ბრალდებულისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების შემთხვევებზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 43. ხანმოკლე პაემანი
1. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრული იზოლაცია.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს მის ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ პირებთან შეხვედრაზე დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
3. დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობით და დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით ბრალდებულს/მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც გათვალისწინებული არ არის ამ მუხლის მე-2 პუნქტით.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
5. ბრალდებული სარგებლობს 1 თვის განმავლობაში არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით. აღნიშნული უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებში აღნიშნული რაოდენობის პაემნების გარდა, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 44. ხანმოკლე პაემნის განხორციელების წესი
1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, დებულების 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.
2. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოვალეობის შემსრულებელი პირი.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული, სოციალური განყოფილების მოსამსახურის დახმარებით, უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
4. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესაძლებელია მინის გამყოფი ბარიერი დამატებით აღიჭურვოს მეტალის ბადით, იმგვარად, რომ მინის გამყოფი ბარიერის ორივე მხარეს მყოფი პირები ხედავდნენ ერთმანეთს.
5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების უფლებამოსილი პირის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. დებულების 43-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
7. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთ თვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება:
ა) მსჯავრდებულის მიმართ - გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან;
ბ) ბრალდებულის მიმართ - აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღკვეთის აღსრულების დაწყების დღიდან;
გ) პატიმრობის კოდექსის 551 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსების დღიდან.
8. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი მოსაცდელ ან შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას ან სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობის შემთხვევაში.
9. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც, ხოლო მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს ან 1 სრულწლოვან პირს, რომელსაც შეიძლება ახლდეს ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე 2 არასრულწლოვანი. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულება, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
10. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
11. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.
12. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი წარმომადგენელი განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულებას.
13. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
მუხლი 45. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა, შეწყვეტა და შეჩერება
1. ხანმოკლე პაემნის უფლების შეზღუდვა დაიშვება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან/და დაწესებულებაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
2. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, პაემანზე მოსული პირების, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას ხანმოკლე პაემნები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 46. ხანმოკლე პაემნის შეცვლა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე ხანმოკლე პაემნის უფლება შეიძლება შეეცვალოს სატელეფონო საუბრით.
2. ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების დამატებითი სატელეფონო საუბრით შეცვლის თაობაზე ბრალდებული/მსჯავრდებული განცხადებით მიმართავს დირექტორს. სატელეფონო საუბრის უფლება ხორციელდება დადგენილი საერთო წესით.
მუხლი 461. მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი🔗
მსჯავრდებულის ხანგრძლივი პაემანი ხორციელდება „მსჯავრდებულთა ხანგრძლივი პაემნის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2014 წლის 22 ივლისის №132 ბრძანებით დადგენილი წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 47. დაწესებულების დროებით დატოვება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დროებით დატოვების წესი და პირობები განისაზღვრება პატიმრობის კოდექსითა და „პენიტენციური დაწესებულების დროებითი დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესის განსაზღვრის თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 48. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გასეირნება
1. ბრალდებულს აქვს ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება;
2. მსჯავრდებულს აქვს ყოველდღიურად, არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება;
3. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გასეირნების რიგითობა ისე უნდა იქნეს ორგანიზებული, რომ გამოირიცხოს მსჯავრდებულებს და ბრალდებულებსა და მსჯავრდებულებს შორის კონტაქტი. საკანში ორი მსჯავრდებულის ერთად განთავსების შემთხვევაში დასაშვებია მათი ერთად გასეირნება.
4. გასეირნება ხდება დღის საათებში, დაწესებულებაში საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნით ან მის მიერ დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში.
5. გასეირნების უფლება შეიძლება შეიზღუდოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დეესკალაციის ოთახში ყოფნისას ან/და განსაკუთრებული პირობების არსებობისას, რაც დაკავშირებულია მასობრივ არეულობებთან, სტიქიურ უბედურებებთან, ოპერატიულ ღონისძიებებთან ან შემთხვევებთან, როდესაც შემოღებულია დაწესებულების განსაკუთრებული პირობები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
მუხლი 49. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რწმენისა და აღმსარებლობის თავისუფლების განხორციელება
1. დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის სასულიერო პირებთან შეხვედრის მიზნით გამოყოს ოთახი.
2. რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და სასულიერო პირებთან შეხვედრის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობისა და სასულიერო პირებთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ ბრძანებით დადგენილი წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
მუხლი 50. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის შესაძლებლობა. მას შეუძლია გონივრული ოდენობით ბიბლიოთეკიდან გამოიწეროს ჟურნალ-გაზეთები, სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს დაწესებულების დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს პირადი რადიომიმღებით ან/და ტელევიზორით სარგებლობის უფლება, თუ მისი/მათი გამოყენებით არ ირღვევა დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა ჯგუფმა აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს თავისი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
3. დებულების მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჩამოართვას ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 501. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება🔗
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ინდივიდუალური საქმიანობის განხორციელება, როგორც წესი, ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილას, რის თაობაზეც დაწესებულების დირექტორი გამოსცემს შესაბამის ბრძანებას.
3. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია ხორციელდება „ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 14 ივლისის №91 ბრძანების შესაბამისად.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური საქმიანობა შეიძლება იყოს:
ა) ხატწერა/ხატის შექმნა;
ბ) ფსკვნილისა და სხვა საეკლესიო ნაკეთობების დამზადება;
გ) ხატვა;
დ) პურის გულზე, პლასტელინსა და პოლიეთილენზე მუშაობა.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საქმიანობის უფლება მიეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელიც არ შეიცავს მეტალს და რომელთა შექმნაც არ საჭიროებს ბასრი და მჩხვლეტავი საგნების გამოყენებას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
მუხლი 51. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დამცველთან/ადვოკატთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის გარეშე შეხვედრის უფლება. დაწესებულების თანამშრომლებს შეუძლიათ დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრას დააკვირდნენ ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს ადვოკატის მომსახურებით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ პაემნებში.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.
5. დეპარტამენტმა და დაწესებულებამ კანონმდებლობის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელება.
6. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უსაფრთხოების განუხრელი დაცვა, მიიღოს და გაატაროს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომები და ღონისძიებები.
7. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
8. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების ფარული მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის სრულ შემოწმებას.
9. შეხვედრაზე მოსული დამცველი/ადვოკატი დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, ადვოკატის/დამცველის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას, შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
11. დამცველის/ადვოკატის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრის რიგითობის წესი განისაზღვრება „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების შესახებ“ მინისტრის 2015 წლის 2 ნოემბრის №157 ბრძანებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
მუხლი 52. სხვა ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულის/მსჯავრდებულის დიპლომატიური წარმომადგენლობის ან საკონსულო დაწესებულების წარმომადგენელთან შეხვედრა და ურთიერთობა
1. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰქონდეს ურთიერთობები თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ წარმომადგენელს.
2. იმ სახელმწიფოთა მოქალაქეებს, რომლებსაც საქართველოში არ გააჩნიათ დიპლომატიური ან საკონსულო დაწესებულებები, უფლება აქვთ ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებსაც მინდობილი აქვთ მათი ინტერესების დაცვა ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.
3. დაწესებულება, შესაბამისი კონტროლის თანხლებით, ხელს უწყობს ბრალდებულს/მსჯავრდებულს ურთიერთობა ჰქონდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ პირებთან.
4. შეხვედრა მიმდინარეობს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. კონტროლი უნდა განხორციელდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პატივისა და ღირსების შეულახავად.
5. დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე შეხვედრაზე მოსულ პირს განუმარტავს შეხვედრის ჩატარების წესს. იგი ფულს, ასევე საგნებსა და ფასეულობებს, რომელთა გამოყენება დაწესებულებაში აკრძალულია, შესანახად, ხელწერილით აბარებს დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.
6. ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრაზე უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
7. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული შეხვედრის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გაივლის შესაბამის შემოწმებას.
8. შეხვედრა ხორციელდება სპეციალურ ოთახებში.
9. შეხვედრის უფლება შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ გარკვეული დროით, თუ არსებობს შეხვედრის უზრუნველყოფისათვის დამაბრკოლებელი ობიექტური გარემოებები, რაც დაკავშირებულია თავად საკონსულოს ან სხვა დიპლომატური წარმომადგენლის უსაფრთხოებასთან. შეხვედრა შედგება ასეთი გარემოებების აღმოფხვრისთანავე.
10. ეპიდემიათა საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარებისას, სტიქიური უბედურებებისა და სხვა განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას, მნახველის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ სარეჟიმო მოთხოვნების დარღვევის ან დანაშაულის ჩადენის ნიშნების გამოვლენისას შეხვედრები შეიძლება შეწყდეს ან დროებით შეჩერდეს.
მუხლი 521. დაწესებულებაში გარეშე პირების შეხვედრა ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან🔗
1. დაწესებულებაში, ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით სამუშაო დღეებში დილის 1000 საათიდან საღამოს 1800 საათამდე, გარდა პატიმრობის კოდექსის 172 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა.
2. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მართლმსაჯულების განხორციელებას ან სხვა სამართლებრივ სიკეთეებს, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით, დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან გარეშე პირის შესახვედრად შესვლა შესაძლებელია ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დროის პერიოდის დაუცველად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დეპარტამენტის დირექტორს პატაკით მიაწოდოს ინფორმაცია განხორცილებული ვიზიტის შესახებ. დეპარტამენტის დირექტორი მიღებულ ინფორმაციას აწვდის მინისტრს მომდევნო სამუშაო დღეს.
4. ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება პატიმრობის კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებზე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ბრიგადის წევრებსა და დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიებისათვის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარებისათვის შესულ პირებზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
მუხლი 53. განათლება
1. დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები, რათა ბრალდებულებმა მიიღონ ზოგადი და პროფესიული განათლება.
2. დაწესებულებაში ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა, რომელშიც განთავსებულია, როგორც საგანმანათლებლო ლიტერატურა (მათ შორის მხატვრული), ისე ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გასაგებ ენაზე პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს და საერთაშორისო კანონმდებლობა.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ბიბლიოთეკით სარგებლობაში ეხმარება/ხელს უწყობს სოციალური მუშაკი.
4. ბრალდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
5. დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, დაწესებულებამ ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს სახელმწიფო ენის დაუფლების მიზნით.
7. დაწესებულებაში ბრალდებულთათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები. ბრალდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ პროფესიებს, რომელთა შესწავლაც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.
8. (ამოღებულია - 21.08.17, №99).
9. დაწესებულება ხელს უწყობს ბრალდებულს ექსტერნის, საატესტატო და ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 54. ბრალდებულის შრომა და სამუშაოზე განაწილება
1. ბრალდებულის შრომითი საქმიანობა ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობით და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულის შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ლახავს მის პატივსა და ღირსებას.
2. ბრალდებული შეიძლება დაწესებულების ტერიტორიაზე დასაქმდეს საწარმოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მას არ გააჩნია შესაბამისი კვალიფიკაცია და მოკლე დროში შეუძლებელია ასეთი კვალიფიკაციის მიღება ან/და სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა. ამ შემთხვევებში შესაძლებელია საწარმოში შრომითი კონტრაქტით მოიწვიონ გარეშე პირი (არაბრალდებული, არამსჯავრდებული).
4. საწარმოსა და დაწესებულებას შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულს, რაც აისახება ბრალდებულს და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.
5. ბრალდებულს უფლება აქვს ამოირჩიოს დაწესებულების მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო.
6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან ბრალდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.
7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, ბრალდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს შრომით გასამრჯელოს.
8. ბრალდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა ან/და სხვა პირებს.
9. შრომის პირობების გათვალისწინებით დაწესებულების დირექტორი ადგენს ბრალდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა.
10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულთა მუშაობა განისაზღვრება დებულების დანართი №6-ის შესაბამისად.
თავი V
მსჯავრდებულის რეაბილიტაცია
მუხლი 55. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების მიზნები
1. დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულისათვის კანონის, ადამიანების და საზოგადოებაში დამკვიდრებული წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება/დაბრუნება;
ბ) დაწესებულებაში ნორმალური ფსიქოლოგიური ატმოსფეროს (არაძალადობრივი გარემოს) შექმნა;
გ) საშიშროების რისკის შემცირება
დ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისა და საზოგადოებაში დაბრუნებისათვის მომზადება;
ე) სხვადასხვა მავნე დამოკიდებულებისაგან გათავისუფლება;
2. მსჯავრდებულის სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა მხედველობაში მიიღება მისი საშიშროების რისკის შეფასებისას/გადაფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმების გამოყენებისას.
მუხლი 56. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება
1. დაწესებულებაში სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებას უზრუნველყოფს დაწესებულების დირექტორის მოადგილე სოციალურ დარგში საგუშაგოების ჯგუფების უფროსებთან ერთად.
2. დღის განრიგი უნდა ითვალისწინებდეს სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.
3. სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულის ჩართვა ხდება მხოლოდ მისი თანხმობით.
4. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებების, ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და ქცევის გათვალისწინებით.
5. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის დაწესებულებაში იქმნება შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საჭიროების შემთხვევაში, მოიწვევა სპეციალისტები.
თავი VI
სამედიცინო მომსახურების ორგანიზება
მუხლი 57. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. სამედიცინო მომსახურება ხორციელდება „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის 2015 წლის 22 აპრილის №31 ბრძანებით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები.
3. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.
4. მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ.
5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე, რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის დაუსწრებლად, გამონაკლისია როდესაც ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ითხოვს ასეთი პირის დასწრებას კონსულტაციის მიმდინარეობისას;
6. ექიმი ვალდებულია დადგენილ ვადებში მოახდინოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დირექტორს.
61. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, სამედიცინო პერსონალი ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს პაციენტის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სქესობრივი ძალადობის ჩათვლით, სამედიცინო პერსონალი ვალდებულია იხელმძღვანელოს „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის № 131 ბრძანებით დადგენილი წესით.
7. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება აღმოეჩინება, როგორც წესი, საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში საკნებში. რისკების გათვალისწინებით, ექიმის თანხმობით, კონსულტაციას შეიძლება დაესწროს რეჟიმის განყოფილების მოსამსახურე. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება უსაფრთხოების თანამშრომლის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის საჭიროების შემთხვევაში ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის ან/და სხვა გზით მიღების უფლება.
11. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო- სამედიცინო პუნქტის პირობებში.
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის, ბრალდებული/მსჯავრდებული, შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით, მიმართავს დეპარტამენტის დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის სამედიცინო მოსამსახურის აზრი.
13. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.
14. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.
15. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 58. სანიტარიულ-პროფილაქტიკური დახმარების ორგანიზება
1. დაწესებულებაში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდსაწინააღმდეგო ნორმებისა და მოთხოვნების შესრულება. დაწესებულებაში მიყვანილი ყველა ბრალდებული/მსჯავრდებული გადის კომპლექსურ სანიტარიულ პროცედურებს, რომელიც მოიცავს სადეზინფექციო საკანში ტანსაცმლის გარეცხვას და დამუშავებას.
2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმი ვალდებულია რეგულარულად შეამოწმოს:
ა) სასმელი წყლის და საკვების ხარისხი და ოდენობა, საკვების მომზადების სანიტარიულ- ჰიგიენური პირობები;
ბ) დაწესებულების ტერიტორიისა და ნაგებობის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა ყოველდღე;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლის/ფეხსაცმლის და საწოლის თეთრეულის მდგომარეობა სეზონის პირობებთან შესაბამისად.
3. ამ მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული შემოწმებებისას დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში წერილობით ეცნობება დაწესებულებას.
4. თუ დაწესებულების დირექტორი ჩათვლის, რომ ექიმის მიერ გამოვლენილ დარღვევათა აღმოფხვრა დაწესებულების შესაძლებლობებს აღემატება, იგი ვალდებულია მიმართოს დეპარტამენტს. მიმართვას უნდა დაერთოს დაწესებულების ექიმის წერილი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 59. მსჯავრდებულის ფსიქიატრიული დახმარება
1. თუ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამინისტროს ფსიქიატრიული კომისია მიზანშეწონილად მიიჩნევს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევას, დაწესებულების დირექტორი სამინისტროს ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი ვალდებულია უფლებამოსილი საექსპერტო დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, თუ დადასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის აუცილებლობა, 48 საათში მიმართოს სასამართლოს არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის შესახებ.
თავი VII
დაწესებულებაში შესვლა
მუხლი 60. დაწესებულებაში შესვლის უფლება
1. დაწესებულების მოსამსახურეები დაწესებულებაში შედიან სამსახურებრივი მოწმობის მეშვეობით.
2. სამინისტროს მოსამსახურეები დაწესებულების ტერიტორიაზე შედიან:
ა) მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის ან დეპარტამენტის დირექტორის პირველი მოადგილის მიერ გაცემული ერთჯერადი ნებართვით;
ბ) მინისტრის ან დეპარტამენტის დირექტორის მიერ გაცემული მრავალჯერადი ნებართვით.
3. ნებისმიერი პირი, გარდა დაწესებულების მოსამსახურეებისა და ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა, დაწესებულებაში შესასვლელად საჭიროებს სპეციალურ საშვს, რომელსაც ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის გასცემს დაწესებულების დირექტორი ან მისი მოადგილე.
4. დაწესებულების ინტერესებიდან გამომდინარე, შესაძლებელია კონკრეტული პირისთვის გაიცეს მრავალჯერადი ვადიანი სპეციალური საშვი. მრავალჯერად საშვს გასცემს დაწესებულების დირექტორი.
5. დაწესებულებაში შემსვლელი ყველა პირი ექვემდებარება შემოწმება/დათვალიერებას. აღნიშნულზე უარის თქმის შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია პირი არ შეუშვას დაწესებულებაში.
6. დაუშვებელია დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიოვიდეოტექნიკისა და ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა. სპეციალურ ნებართვას გასცემს დეპარტამენტის დირექტორი მინისტრთან წინასწარ შეთანხმებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-კინო-ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეიძლება მხოლოდ მისი წერილობითი თანხმობით.
7. დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისას დეპარტამენტის დირექტორი უფლებამოსილია მინისტრის მიერ დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 61. დაწესებულებაში შესვლის წესი
1. პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე (შემდგომში-გუშაგი) საზოგადოებრივი მისაღებიდან საკონტროლო-გამშვებ პუნქტის მიმართულებით გაატარებს:
ა) სამინისტროს, პენიტენციური დეპარტამენტისა და დაწესებულების მომსახურეებს – სამსახურებრივი მოწმობით;
ბ) გამომძიებელებს – სამსახურებრივი მოწმობითა და შესაბამისი საშვით;
გ) პაემანზე მისულ პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირებს - დაწესებულების თანამშრომლის თანხლებით, თუ მათ გააჩნიათ დაწესებულების; დირექტორის წერილობითი ნებართვა, აგრეთვე მის საფუძველზე დაწესებულების დირექტორის მიერ გაცემული საშვი;
დ) სხვა პირებს, რომლებიც თავისი სამუშაოს ხასიათიდან გამომდინარე უნდა შევიდნენ დაწესებულებაში – ერთჯერადი ან დროებითი საშვითა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტით.
2. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ხდება დაწესებულებაში შემსვლელ პირთა, მათი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმება-დათვალიერება, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილო ოთახებში. ქალები და მამაკაცები მოწმდებიან ცალ-ცალკე, იმავე სქესის წარმომადგენელთა მიერ, პატივისა და ღირსების შეულახავად.
3. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, დაწესებულებაში შემსვლელი პირები მოწმდებიან მეტალო-დეტექტორის მეშვეობით, ტანსაცმლის გაუხდელად, თუმცა ფეხსაცმლის გახდით და მისი საფუძვლიანი დათვალიერებით.
4. შემოწმების ჩამტარებელი პირი გამოკითხავს პირს აქვს თუ არა მას იარაღი, თუ პირს იარაღი გააჩნია, შემოწმების ჩამტარებელი პირი მოახსენებს გუშაგს, რომელიც ამის შესახებ ატყობინებს უშუალო უფროსს და მისი ბრძანებით ინახავს იარაღს შესაბამის დაცულ ადგილას, სანაცვლოდ კი პირს აძლევს შესაბამის ნომერს.
5. შემოწმების ჩამტარებელი პირი სთავზობს შესამოწმებელ პირს, დატოვოს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე ჩანთა, პორტფელი, ფული, მობილური ტელეფონი, და სხვა ნივთები.
6. აკრძალული ნივთებისა და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს და დგება ოქმი.
7. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შემოწმება-დათვალიერების შემდეგ დაწესებულებაში შემსვლელი პირი შედის საკონტროლო-გამშვებ დერეფანში.
8. საკონტროლო-გამშვებ დერეფანში პირების გაშვებისას გუშაგი იცავს შემდეგ თანმიმდევრობას:
ა) აღებს პირველ შემსვლელ კარს, შეუშვებს საკონტროლო-გამშვებ დერეფანში პირს და დაკეტავს კარს;
ბ) ამოწმებს საშვს და პირადობის დამადასტურებელ საბუთს, დარწმუნდება მათ სისწორესა და კუთვნილებაში წარმდგენი პირის მიმართ;
გ) უკან უბრუნებს საშვს, ხოლო პირადობის დამადასტურებელ საბუთს იტოვებს;
დ) გააღებს მეორე შემსვლელ კარს, გაატარებს მოსულ პირს და დაკეტავს კარს (იმ შემთხვევაში, თუ გაშვების სისწორეში ეჭვი შეეპარება, საშვის (დოკუმენტის) დაბრუნების გარეშე მოახსენებს უშუალო უფროსს და შემდეგ იმოქმედებს მისი მითითებით);
ე) არ დაუშვებს საკონტროლო-გამშვებ დერეფანში 3 პირზე მეტის ყოფნას, დაწესებულებიდან გამომსვლელი და დაწესებულებაში შემსვლელი პირების ერთად ყოფნას, აგრეთვე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და სხვა პირების ერთდროულ გაშვებას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბრალდებულს/მსჯავრდებულს ახლავს დაწესებულების წარმომადგენელი.
9.პირს, რომელმაც დაწესებულებიდან გამოსვლის დროს გადაამეტა, გუშაგი შეაჩერებს დროის გადამეტების მიზეზის გამორკვევამდე.
10. დაწესებულებაში ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრაზე შემსვლელი პირისათვის აკრძალულია დებულების დანართი №5-ით გათვალისწინებული ნივთების, ნივთიერებების და საკვები პროდუქტების შეტანა.
11. საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე პირის შეჩერების შესახებ ყარაულის უფროსი აკეთებს ჩანაწერს პუნქტის ჟურნალში და მიუთითებს როდის, ვინ და რა მიზეზით იქნა შეჩერებული შესამოწმებლად, ვინ ატარებს შემოწმებას და შემოწმების შედეგები.
12. დაწესებულებაში ქალები (სტუმრები) შეიშვებიან მხოლოდ დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოსამსახურეთა (კაცების) თანხლებით.
13. დაწესებულებაში იქმნება დაწესებულებაში შემსვლელ/გამომსვლელ პირთა სარეგისტრაციო ჟურნალი, რომელსაც აწარმოებს პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვის სამსახურის შესაბამისი განყოფილების უფროსის მიერ უფლებამოსილი პირი.
მუხლი 62. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის წესი🔗
1. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის წევრი;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები;
2. დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლების მქონე პირს გუშაგი საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე შეუმოწმებს უფლების დამადასტურებელ დოკუმენტს. თუ დოკუმენტი წესრიგშია გუშაგი მას გადასცემს დაწესებულებაში შესასვლელ საშვს და გაატარებს.
თავი VIII
მოთხოვნა და საჩივარი
მუხლი 63. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის საფუძველზე ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები, რომელთა მინიჭებაც დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მოთხოვნის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება იყოს კონფიდენციალური.
3. მოთხოვნა რეგისტრირდება დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებაში, ხოლო რეგისტრაციის ნომერი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნით მიმართოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს და შეიცავდეს გასაჩივრების წესს.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №900 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.
მუხლი 64. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და დებულებით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად ან ჯგუფურად.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;
ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად შეიტანოს საჩივარი.
მუხლი 65. საჩივრის ადრესატი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს დაწესებულების დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის საქმიანობა, დაწესებულების დირექტორის უარი საჩივრის დაკმაყოფილებაზე, აგრეთვე დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილება, მათ შორის, მსჯავრდებულის ერთადგილიან ან ორადგილიან საკანში განცალკევებით მოთავსების შესახებ, გაასაჩივროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურ დირექტორთან.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს საქართველოს იუსტიციის მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის განხილვაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება ან/და დებულებით გათვალისწინებული უფლებათა სხვაგვარი ხელყოფაც საჩივრდება.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
6. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის/საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ საჩივრის განხილვის შედეგები შესაძლებელია ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2023 წლის 27 აპრილის ბრძანება №900 - ვებგვერდი, 27.04.2023 წ.
მუხლი 66. საჩივრის შეტანის წესი
1. საჩივრის ადრესატის განსაზღვრის ან სხვა ტექნიკური საკითხის მოგვარების მიზნით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს სოციალური მუშაკის კონსულტაცია.
2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით გათვალისწინებული წესით.
3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.
მუხლი 67. საჩივრის შეტანის ხელშეწყობა
1. დაწესებულებამ მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა უზრუნველყოს საჩივრის შესატანად საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის, ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.
2. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.
3. დაწესებულებამ უნდა უზრუნველყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პრობლემების ადგილზე გადაჭრა. არაკონფიდენციალური საჩივარი, რომელიც დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოს და პირის მიერ მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.
მუხლი 68. საჩივრების ყუთი
1. საჩივრების ყუთი განთავსებულია დაწესებულების თითოეულ სართულზე, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. ბრალდებული/მსჯავრდებული საჩივრის ყუთით სარგებლობს დამოუკიდებლად.
2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.
3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
4. დაწესებულების სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის ბოლოს დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
5. (ამოღებულია - 28.04.16 №57).
6. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის ნომრის რეგისტრაცია.
7. სოციალური მუშაკი ვალდებულია დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას წარუდგინოს საჩივრების ყუთიდან ამოღებული საჩივრები არა უგვიანეს ყუთის გახსნის მომდევნო სამუშაო დღის 12 საათისა. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს საჩივრების რეგისტრაციას და დანიშნულებისამებრ გაგზავნას.
8. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში, უნდა მოხდეს მისი შეკეთება ან ახალი ყუთის განთავსება დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 69. კონფიდენციალური საჩივარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც მითითებულია ადრესატი.
3. დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. იმ შემთხვევაში, თუ კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის, მასზე მითითებული ადრესატის იდენტიფიცირება შეუძლებელია ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ, დადგენილი წესით, არ არის გადახდილი პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნის საფასური, დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე გამოაკრავს. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს 2 კვირის ვადაში დაიბრუნოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი. დაწესებულება ვალდებულია შეინახოს პირადი სახის კორესპონდენცია/საჩივარი არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.
31. თუ ადრესანტმა 2 კვირის ვადაში მოითხოვა პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის უკან დაბრუნება, დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის ვინაობის გადამოწმების მიზნით, პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტის თანდასწრებით ხსნის მას. აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი, რაზეც ხელს აწერს ოქმის შემდგენი და ადრესანტი. ოქმი ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის (ადრესანტის) პირად საქმეში.
32. თუ 2 კვირის ვადაში პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის ადრესანტმა არ უზრუნველყო პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების დაფარვა ან არ მოითხოვა მისი უკან დაბრუნება, დაწესებულება უზრუნველყოფს პირადი სახის კორესპონდენციის/საჩივრის განადგურებას მის გაუხსნელად, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი.
4. სოციალური მუშაკი უზრუნველყოფს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კონფიდენციალური საჩივრების აღრიცხვას, რის შემდგომაც მოქმედებს დებულების 68-ე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 70. საჩივრის გადაგზავნის წესი
1. ადმინისტრაციული განყოფილების შესაბამისი დანაყოფი ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.
2. დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის განკუთვნილი საჩივარი მიეწოდება შეუფერხებლად. აღნიშნული მოვალეობის შესრულება ეკისრება ადმინისტრაციული განყოფილების უფროსს.
3. საჩივრის გადაგზავნიდან არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.
4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 71. საჩივრის განხილვის ვადები
1. დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, საჩივარი განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 72. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.
2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს ან/და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს არაუგვიანეს 24 საათისა.
მუხლი 73. საჩივრის განხილვის შედეგები
1. საჩივრის განხილვის შედეგად დაწესებულების დირექტორი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
2. საჩივრის განხილვის შედეგებს ბრალდებული/მსჯავრდებული ეცნობა გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა, რის შესახებაც დგება ხელწერილი და ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში.
3. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
მუხლი 74. გადაწყვეტილების გასაჩივრება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს საჩივრის განხილვის შედეგები გაასაჩივროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
თავი IX
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
მუხლი 75. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინა არის მის მიერ საქართველოს კონსტიტუციის, პატიმრობის კოდექსის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების, მათ შორის, დებულების, მინისტრის, დეპარტამენტის დირექტორის, დაწესებულების დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, მითითებების შესრულება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დისციპლინის მოთხოვნათა დარღვევა გამოიწვევს მის დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
მუხლი 76. ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისების ფორმები
1. მსჯავრდებულის სანიმუშო ყოფაქცევისა და საქმიანობისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულების შემთხვევაში დაწესებულება უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
დ) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ე) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
ზ) დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, დეპარტამენტის დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც გათვალისწინებული არ არის პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით.
2. შესაბამისი ორგანოს თანხმობით, ბრალდებულის მიმართ დაწესებულებამ შესაძლებელია გამოიყენოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების ფორმები.
მუხლი 77. დისციპლინური დარღვევა
1. დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;
დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური მხარის ცვლილებით;
ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ გადაკვეთა;
ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებულ მოწყობილობათა/სისტემების ფუნქციონირებაში დაწესებულების ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
თ) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
ი) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;
კ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან სხვა საკანში ან დაწესებულების გარეთ;
ლ) დებულების, დღის განრიგისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
2. დარღვევის აღმოჩენის დროს დაწესებულების დანაყოფის სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი შესაბამისი მოსამსახურე ადგენს ოქმს დისციპლინური დარღვევის შესახებ (დებულების დანართი №8), რომელშიც მითითებული უნდა იყოს დარღვევის დრო, ადგილი, მნიშვნელოვანი გარემოებები, დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დარღვევის მოწმე, დაზარალებული და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. ოქმის შედგენისას დარღვევის მოწმედ არ შეიძლება განიხილებოდეს ოქმის შემდგენი მოსამსახურე.
3. ოქმის შედგენის დროს, აგრეთვე საქმისწარმოების შემდგომ ეტაპებზე, მკიცებულებების შეგროვების მიზნით, დაწესებულებას შეუძლია გამოიყენოს ფოტო-ვიდეო და აუდიო მასალა/ტექნიკა.
4. თუ არსებობს ნივთიერი მტკიცებულებები, ისინი ამოიღება, შეიფუთება, დაილუქება, მიეთითება რომელ საქმეზე და როდის არის დალუქული და შეინახება ერთი თვე ან დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების შემთხვევაში სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
5. თუ ამოღებული ნივთიერი მტკიცებულება წარმოადგენს აკრძალულ ნივთს, ის განადგურდება შენახვის ვადის გასვლიდან ერთი კვირის განმავლობაში ან გადაეცემა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავს, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხოლო, თუ ის არ წარმოადგენს დაწესებულებაში აკრძალულ ნივთს, იგი დაუბრუნდება შესაბამის პირს.
6. დარღვევის ოქმის შედგენის შემდგომ, შემდგენი პირებიდან თანამდებობით ან/და წოდებით უფროსი მოსამსახურე უზრუნველყოფს ოქმის ადმინისტრაციულ განყოფილებაში რეგისტრაციას და პატაკით დაწესებულების დირექტორისთვის წარდგენას.
მუხლი 78. ბრალდებულის დისციპლინური სახდელის სახეები
1. დაწესებულება უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის ბრალდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
გ1) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ;
ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
3. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში ბრალდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 9 აგვისტოს ბრძანება №107 - ვებგვერდი, 11.08.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 79. მსჯავრდებულის დისციპლინური სახდელის სახეები
1. დაწესებულება უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევისათვის მსჯავრდებულის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური სახდელის შემდეგი სახეები:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
ზ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
თ) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ი) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
კ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ლ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არაუმეტეს წელიწადში 6-ჯერ;
მ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის ვადით.
2. 65 წელს გადაცილებული მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახდელი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ - „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
4. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“, „თ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის მოქმედების პერიოდში მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
შენიშვნა: დისციპლინური გადაცდომისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, პენიტენციური დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი, სამინისტროს ადგილობრივი საბჭო.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 80. დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება, მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.
2. დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ზეპირი მოსმენის გარეშე სხდომის გამართვამდე განემარტება უფლება (დებულების დანართი №9), მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჩამოერთვას ახსნა-განმარტება მის მიერ ჩადენილ დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში დაწესებულების მიერ დგება ოქმი.
5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების გაკეთების საშუალება.
7. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენებისას გაითვალისწინება მისი პიროვნება და ქცევა, აგრეთვე გარემოებები, რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა. ბრალდებულს/მსჯავრდებულის განმარტება დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.
8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ადვოკატის მიერ იყოს წარმოდგენილი დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი თანხმობით დაენიშნება საზოგადოებრივი ადვოკატი. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
10. ზეპირი სხდომისას იწარმოება სხდომის ოქმი (დებულების დანართი №10).
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
მუხლი 81. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება აქვს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. დაწესებულების დირექტორის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უფლებამოსილების სხვა პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.
2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის დღიდან არაუგვიანეს 10 დღისა.
3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება (დებულების დანართი №11) უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და სხვა);
ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ვ) მონაცემებს მოწმის, დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებაში უნდა აღინიშნოს თარჯიმნის მოწვევის ფაქტის შესახებ.
5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული, სამართლიანი და უნდა ემსახურებოდეს კანონიერ მიზანს. დაკისრებული დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის სიმძიმესა და ხასიათს. განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების 1 ასლი გამოცემისთანავე გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.
7. დისციპლინური პასუხისმგებლობის საქმის მასალები უნდა დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 82. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური სახდელის აღსრულებას, იწვევს დისციპლინური სახდელის აღსრულების გადავადებას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაბრუნებამდე ან აღსრულების შემაფერხებელი გარემოების აღმოფხვრამდე.
მუხლი 83. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარანტიები დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას
1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ ამ დისციპლინური დარღვევის ჩადენიდან გასულია 1 წელი.
4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.
5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.
6. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
მუხლი 84. ბრალდებულის საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა
1. საკნის ტიპის საცხოვრებელი წარმოადგენს სპეციალურ საცხოვრებელს, სადაც დისციპლინურსახდელდადებული პირი როგორც წესი მოთავსებულია სხვა ბრალდებულებთან ერთად.
2. დაუშვებელია ბრალდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
3. საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანილი ბრალდებული სარგებლობს ყველა უფლებით გარდა დღის განმავლობაში თავისუფლად გადაადგილების უფლებისა.
4. საკნის ტიპის საცხოვრებელში მოთავსებულ ბრალდებულს აქვს სუფთა ჰაერზე გასეირნების უფლება, დღეში არანაკლებ ერთი საათისა.
5. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს დისციპლინურსახდელდადებული ბრალდებულისათვის განათლების უფლების შეუფერხებელი განხორციელება.
მუხლი 85. სამარტოო საკანში მოთავსება
1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.
2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე პაემანი, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა. მას აქვს ყოველდღიურად 1-საათიანი გასეირნების უფლება.
21. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის, საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
3. სამარტოო საკანში უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოთავსებული ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს პატიმრობის კოდექსითა და დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
4. სამარტოო საკანი უნდა იყოს განათებული და ვენტილაციით უზრუნველყოფილი. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში მიიღოს საკითხავი მასალა.
5. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის პირობებში.
6. დაწესებულება ვალდებულია სამედიცინო პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში პირი უნდა იყოს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური, განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ. აუცილებლობის შემთხვევაში სამარტოო საკანში ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს ექიმის დასკვნის საფუძველზე.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
მუხლი 86. დისციპლინური პატიმრობა
1. მსჯავრდებულს შეიძლება შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა, თუ მან დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა დებულებით გათვალისწინებული დისციპლინური დარღვევა.
2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისა და მოხდის წესი, დისციპლინური პატიმრობის ვადა, დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა განსაზღვრულია პატიმრობის კოდექსის XV თავითა და „მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესის, მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმისა და მსჯავრდებულის მოძრაობის ბარათის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ მინისტრის ბრძანებით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
მუხლი 87. დისციპლინური დარღვევების პრევენცია
1. დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევების პრევენციის და მათი თავიდან აცილების მიზნით.
2. დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი.
თავი X
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლება
მუხლი 88. გათავისუფლების საერთო წესი
1. გათავისუფლებული მსჯავრდებული პატიმრობის კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის დამთავრების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
2. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლებიც ინახებოდა დაწესებულებაში.
3. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არა აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ შეეფერება სეზონს, მას შესაფერის ტანსაცმელს/ფეხსაცმელს უსასყიდლოდ გადასცემს დაწესებულება.
4. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა გათავისუფლებისას.
5. თუ მსჯავრდებული თავისუფლდება სასჯელის სრულად მოხდის შემდეგ, მაშინ მისი ოჯახის წევრებს გათავისუფლების შესახებ სპეციალური აღრიცხვის განყოფილების მიერ ეცნობება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი თავისებურების გათვალისწინებით, გათავისუფლებამდე არანაკლებ 1 სამუშაო დღით ადრე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მსჯავრდებული წინასწარ, განაცხადებს უარს აღნიშნულზე.
51. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა, დაწესებულება მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს აცნობებს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.
52. დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
53. დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული პირის დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, პატიმრობის კოდექსის 27-ე მუხლით დადგენილი წესით დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ.
6. ბრალდებულის გათავისუფლება ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 21 აგვისტოს ბრძანება №100 - ვებგვერდი, 23.08.2017 წ.
თავი XI
სამართლებრივი რეჟიმის განხორციელება
მუხლი 89. სამართლებრივი რეჟიმი
1. სამართლებრივი რეჟიმი გულისხმობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის, დღის წესრიგის დაცვისა და დებულებით დადგენილი მოთხოვნების შესრულების კონტროლსა და ზედამხედველობას.
2. სამართლებრივი რეჟიმის დაცვას საგუშაგოებზე უზრუნველყოფენ ერთი მთავარი ინსპექტორისა და ორი ინსპექტორ-კონტროლიორისაგან შემდგარი ჯგუფები, რომლებიც ანგარიშვალდებულნი არიან ოპერატიულ მორიგის წინაშე.
მუხლი 90. სამორიგეო ცვლა
1. დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვის მიზნით, იქმნება სამორიგეო ცვლა. სამორიგეო ცვლა არის, ოპერატიული მორიგის თანაშემწისა და საგუშაგოებზე სამართლებრივი რეჟიმის დაცვაზე პასუხისმგებელი მოსამსახურეებისაგან ჩამოყალიბებული სადღეღამისო (24-საათიან) ჯგუფების ერთობლიობა.
2. სამორიგეო ცვლას ხელმძღვანელობს სამორიგეო ცვლის უფროსი - ოპერატიული მორიგე. ოპერატიული მორიგის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ოპერატიული მორიგის თანაშემწე.
3. სამორიგეო ცვლაში შემავალი მოსამსახურეები უზრუნველყოფენ:
ა) დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნათა დაცვას;
ბ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დღის განრიგის შესრულებასა და დარღვევებზე დროულ რეაგირებას;
გ) შემოწმება-დათვალიერების ჩატარების ორგანიზებას;
დ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შეხვედრების მიმდინარეობის ზედამხედველობას;
ე) გადაღობვის მოწყობილობების, საკონტროლო-საკვალე ზოლის, მიწისქვეშა კომუნიკაციების და სხვა ადგილების მდგომარეობის რეგულარულ შემოწმებას;
ვ) აკრძალული ნივთების ამოღებას და შესაბამის რეაგირებას;
ზ) საკნის ტექნიკურ დათვალიერებას, სატელეფონო და სხვა კავშირგაბმულობის საშუალებების, მეთვალყურეობის ტექნიკური საშუალებების ფუნქციონირების შემოწმებას;
თ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელებას.
4. სამორიგეო ცვლის შემადგენლობა სტაბილური უნდა იყოს. კონკრეტულ სამორიგეო ცვლაში მოსამსახურეთა განწესება ხდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, მათი სახელებისა და გვარების მითითებით. სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა ერთი სამორიგეო ცვლიდან მეორეში გადაყვანა დასაშვებია დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
5. სამორიგეო ცვლის ჯგუფები, ნაწილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საგუშაგოებზე. საჭიროების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას დროებითი საგუშაგოები დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
6. საჭიროების შემთხვევაში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დაწესებულების დირექტორი გამოსცემს ბრძანებას, რომლითაც სამორიგეო ცვლის ჯგუფებს მიეცემათ მითითება საგუშაგოებზე დაცვის გაძლიერების შესახებ. ამ ბრძანებაში აღინიშნება არსებული დანაყოფი/დანაყოფები და საგუშაგო/საგუშაგოები, რომლებშიც უნდა ჩატარდეს ტექნიკური დათვალიერებები და ღონისძიებები დაცვის გაძლიერებისათვის.
7. დაწესებულების დირექტორის ბრძანებით მტკიცდება საგუშაგო ტაბელი, რომელშიც აღინიშნება საგუშაგოთა ჩამონათვალი, ასახულია მათი სქემობრივი განლაგება დანაყოფების მიხედვით, საგუშაგოში არსებული ყველა დოკუმენტისა და საგნის ჩამონათვალი და სამორიგეო ცვლის მოსამსახურეთა უფლება-მოვალეობები, აგრეთვე საგუშაგოს დაცვის ქვეშ მყოფი კონკრეტული ობიექტის დასახელება.
8. საგუშაგოს ტაბელი დგება 3 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი ეგზავნება პენიტენვიურ დეპარტამენტს, მეორე ინახება დაწესებულების სამორიგეოში, ხოლო მესამე – დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებაში.
9. საგუშაგოზე მყოფი სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები და შესაბამისი ოპერატიული მორიგე ყოველდღე უნდა იყვნენ ინფორმირებული დაწესებულებაში არსებული ვითარების თაობაზე, საგუშაგოებზე სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე.
10. სამორიგეო ცვლების გრაფიკი განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით.
11. თავისი ფუნქციების განხორციელების დროს, ინფორმაციის ოპერატიულად მიწოდების მიზნით, დაწესებულების ოპერატიულ მორიგეს უშუალო კონტაქტი აქვს პენიტენციური დეპარტამენტის სამორიგეოსთან.
მუხლი 91. საგუშაგოსა და სამორიგეო ცვლის მიღება-გადაბარება
1. ახალი სამორიგეო ცვლა დილით დაწესებულებაში ცხადდება მოწესრიგებული, ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით). სამორიგეო ცვლის წარმომადგენლები ესწრებიან საგუშაგოებზე განაწილების თაობაზე ახალი ცვლის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ჩატარებულ შეკრებას. ოპერატიული მორიგე ეცნობა დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, სამორიგეო ცვლის წარმომადგენლებს ოპერატიული მორიგე უტარებს ინსტრუქტაჟს და აძლევს მითითებებს/დავალებებს.
2. ახალი ცვლის ოპერატიული მორიგე და ოპერატიული მორიგის თანაშემწე ცხადდებიან შეკრების დაწყებამდე 30 წუთით ადრე და წინა ოპერატიული მორიგისა და ოპერატიული მორიგის თანაშემწისაგან ეცნობიან დაწესებულებაში არსებულ ვითარებას, ამასთან, ამოწმებენ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებულ სამორიგეო გრაფიკს.
3. სამორიგეო ცვლას განაწილებისთვის ამზადებს სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე, რომელიც უზრუნველყოფს ცვლის მოწყობას საგუშაგოების მიხედვით.
4. სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით დამტკიცებული სამორიგეო გრაფიკის მიხედვით, ამოწმებს სამორიგეო ცვლის შემადგენლობის სამსახურში გამოცხადებას, მათ ვიზუალურ მხარეს, ფორმის ტანსაცმელს (უნიფორმას) და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის მზადყოფნას.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მომზადების პროცესის დასრულების შემდეგ სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგის თანაშემწე მოახსენებს ცვლის ოპერატიულ მორიგეს ახალი სამორიგეო ცვლის განაწილებისათვის მზადყოფნის შესახებ და იმ მოსამსახურეთა თაობაზე, რომლებიც არ გამოცხადდნენ ცვლაში.
6. ცვლის ოპერატიული მორიგე ან მისი თანაშემწე ანაწილებს მოსამსახურეებს საგუშაგოებზე (ჯგუფებად), ჯგუფის მთავარ ინსპექტორს გადასცემს საგუშაგო უწყისებს და აცხადებს განაწილებას დასრულებულად.
7. მოსამსახურის გამოუცხადებლობის შემთხვევაში ცვლის ოპერატიული მორიგე უზრუნველყოფს მის ჩანაცვლებას დაწესებულების სარეზერვო ჯგუფიდან, დაწესებულების მოსამსახურეებიდან, ან ავალებს სხვა მოსამსახურეს არმყოფი მოსამსახურის მოვალეობების შესრულებას.
8. განაწილების დასრულების შემდეგ ჯგუფი გადადის დანაყოფის შესაბამის საგუშაგოზე და დღის განრიგით გათვალისწინებული დროის შესაბამისად იწყებს დილის შემოწმებას წინა სამორიგეო ცვლასთან (გრაფიკის მიხედვით) ერთად.
9. საგუშაგოების მიღება-ჩაბარების დროს და მის დაწყებამდე 30 წუთით ადრე, წყდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველგვარი გადაადგილება, გარდა განსაკუთრებული აუცილებლობით გამოწვეული შემთხვევებისა.
10. დილის შემოწმება ცვლის ოპერატიული მორიგის ხელმძღვანელობით ხორციელდება წინა და ახალი ცვლის საგუშაგოების ჯგუფების მიერ.
11. თავდაპირველად ხორციელდება საგუშაგოების შემოწმება/გადაბარება, ახალი ცვლის ჯგუფის მთავარი ინსპექტორის, ჯგუფის წევრებისა და წინა ცვლის ჯგუფის მთავარი ინსპექტორის, ჯგუფის წევრის მიერ, რა დროსაც წინა ცვლის ჯგუფის ერთი წევრი განაგრძობს საგუშაგოზე საქმიანობას.
12. დაწესებულების ტერიტორიის შემოწმება ხორციელდება შემდეგნაირად:
ა) მოწმდება ეზოს ინვენტარი, ფანჩატურები, გრძელი სკამები, ტელეფონები ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კომუნიკაციისათვის, კორპუსის კედელზე გამავალი ხილული კომუნიკაციები, ეზოში სანიაღვრეები და ჭები, ეზოს კარები, ეზოს გამწვანება, ეზოს სარწყავი სისტემები, შადრევნები, სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.
ბ) მოწმდება ჰოლები, დერეფნები, განათება, ტელეფონები, საკომუნიკაციო შახტები, დერეფნისა და სახანძრო კიბეზე გამავალი კარები, კიბეების უჯრედების ცხაურები, ჰოლისა და დერეფნის ფანჯრები და ფანჯრის ცხაურები;
გ) ამ მუხლის მე-11 პუნქტში მითითებული მოსამსახურეები:
გ.ა) შედიან გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებენ სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
გ.ბ) შედიან სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებენ დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
დ) მოწმდება საგუშაგოს შეუმოწმებელი ტერიტორიები.
13. საკომუნიკაციო შახტის კარები იღება მხოლოდ შემოწმების ან მომსახურების გაწევისათვის საჭირო საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, აგრეთვე, სანიტარიულ-ჰიგიენური სივრცეების (საშხაპეები, სამრეცხაო, საშრობი) კარები იღება მხოლოდ ექსპლუატაციის პერიოდში.
14. წინა და ახალი სამორიგეო ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრები ერთობლივად ახორციელებენ საკნებისა და ბრალდებულების/მსჯავრდებულების შემოწმება/გადაბარებას, კერძოდ:
ა) საკნის კარების გაღებამდე წინა ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი მოუწოდებს ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოემზადოს შემოწმებისთვის;
ბ) წინა ცვლის საგუშაგო ჯგუფის წევრი აღებს საკნის კარებს, ბრალდებული/მსჯავრდებული, ამ ბრძანების მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, გამოდის საკნიდან, საკანში შედიან წინა და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები და ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის წევრები, რა დროსაც ჯგუფის წევრები:
ბ.ა) ამოწმებენ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, მათ ვიზუალურ მდგომარეობას, კომპეტენციის ფარგლებში გამოკითხავენ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ეცნობიან მათ პრობლემებსა და საჭიროების შემთხვევაში, ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მისი ნივთების იდენტიფიცირებისათვის იყენებენ ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათებს ან/და კარტოთეკას;
ბ.ბ) ამოწმებენ სველი წერტილების მდგომარეობას, განათებას, კედლებს, ფანჯრებს და ფანჯრის გარე ცხაურებს, მაგიდას, სკამებს, საწოლებს, ტუმბოებს, იატაკს, ჭერს, განათებას, ელქტროტექნიკას (არსებობის შემთხვევაში), სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას.
15. საკნიდან გამოსვლის შემდეგ წინა ცვლის ჯგუფის წევრი კეტავს ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს სპეციალურ საკანში/საკანში.
16. საკნისა და მსაჯვრდებულების შემოწმების დასრულების შემდეგ ხდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობის შედარება წინა ცვლის საგუშაგო უწყისში აღნიშნულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რაოდენობასთან.
17. რომელიმე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში/საკანში არყოფნის შემთხვევაში, მოწმდება მისი არყოფნის მიზეზები და საფუძვლიანობა და აისახება საგუშაგო უწყისსა და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. წინა სამორიგეო ცვლის ოპერატიული მორიგე ახალი სამორიგეო ცვლის ოპერატიულ მორიგეს გადასცემს გამომძიებელთან, ადვოკატთან, პაემანზე, სასამართლო პროცესზე მყოფ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გამოძახებაზე მოთხოვნის ბარათებს.
18. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სპეციალურ საკანში/საკანში არყოფნის მიზეზების გაურკვევლობისას ტარდება ხელახალი შემოწმება. აღნიშნული და სხვა ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ ეცნობება ოპერატიულ მორიგეს.
19. შემოწმების შედეგები აისახება, შესაბამისად, საგუშაგო უწყისში და დანაყოფის სამორიგეო ჟურნალში. იმ შემთხვევაში, თუ გამოიკვეთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დებულების დარღვევა ან სხვა ხარვეზი/დაზიანება, აღნიშნულის თაობაზე დგება ოქმი და შესაბამისი რეაგირებისათვის წარედგინება ოპერატიულ მორიგეს.
20. ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი წინა ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორისაგან იბარებს ბრალდებულის/მსჯავრდებულის საკნის ბარათებს, საკომუნიკაციო საშუალებებს და მასზე განპიროვნებულ სხვა ნივთებს, რა მომენტიდანაც მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
21. ახალი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორი ძველი ცვლის საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორისგან იბარებს საკნისა გასაღებებს და შესაბამისად, ამ მომენტიდან მათ შორის სამორიგეო ცვლა გადაბარებულად ითვლება.
22. წინა და ახალი საგუშაგოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები იკრიბებიან შესაბამის წინა და ახალ ოპერატიულ მორიგეებთან და მოახსენებენ სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ვითარების, პრობლემების და საქმიანობის შედეგების თაობაზე.
23. საგუშაგოს მიღება-გადაბარების თაობაზე წინა და ახალი ცვლის ოპერატიული მორიგეები ხელს აწერენ სამორიგეო ჟურნალში, ხოლო წინა და ახალი ცვლის სამორიგეოს ჯგუფის მთავარი ინსპექტორები - წინა ცვლის საგუშაგო უწყისში. მიღება-გადაბარების შედეგების შესახებ ახალი ცვლის ოპერატიულ მორიგე, მოახსენებს დაწესებულების დირექტორს ან/და დაწესებულების დირექტორის მოადგილეს და აცნობებს პენიტენციური დეპარტამენტის შტაბს.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
მუხლი 92. საღამოს შემოწმება
1. საღამოს შემოწმება ჯგუფის ხელმძღვანელობით მიმდინარეობს, შემოწმებას უშუალოდ ახორციელებს სამორიგეო ცვლა (ჯგუფი).
2. საღამოს შემოწმება ხორციელდება დებულების შესაბამისად.
3. საკნების ვიზუალური დათვალიერების დროს ჯგუფის წევრი ამოწმებს სპეციალურ საკანში/საკანში ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ფაქტს, მოუწოდებს მას/მათ დღის განრიგით განსაზღვრული დროის გათვალისწინებით მოემზადონ დასაძინებლად და კეტავს მათ საკნებში, რის შემდეგაც სამორიგეო ცვლა იწყებს დარჩენილი ტერიტორიების შემოწმებას, კერძოდ:
ა) შედის გასახდელსა და საშხაპეებში, სადაც ამოწმებს სველი წერტილების გამართულობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს;
ბ) შედის სამრეცხაოსა და საშრობში, სადაც ამოწმებს დანადგარების ტექნიკურ მდგომარეობას, ფანჯრებს და ფანჯრის ცხაურებს, განათებას, ვიზუალური კონტროლის საშუალებებს, ჭერს, იატაკს, სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს.
4. საღამოს შემოწმების დასრულებისას სამორიგეო ცვლა ხელმძღვანელობს დებულების შესაბამისად, დილის შემოწმების ანალოგიურად.
მუხლი 93. სარეზერვო ჯგუფი
1. საჭიროებიდან გამომდინარე, სამორიგეო ცვლაში, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით, იქმნება სარეზერვო ჯგუფი. სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურეები.
2. სარეზერვო ჯგუფის მთავარი ინსპექტორი ექვემდებარება ოპერატიულ მორიგეს და მოქმედებს მისი მითითებით.
3. სარეზერვო ჯგუფის მთავარი ინსპექტორი:
ა) ხელმძღვანელობს სარეზერვო ჯგუფს;
ბ) იმყოფება დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში;
გ) კომპეტენციის ფარგლებში, თვალყურს ადევნებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ დაწესებულების დებულების და დღის განრიგის შესრულებას;
4. სარეზერვო ჯგუფის მოსამსახურეები ვალდებულნი არიან:
ა) შეტყობინების მიღებისას დახმარება აღმოუჩინონ საგუშაგოზე მდგომ სამორიგეო ცვლის მოსამსახურეებს;
ბ) ოპერატიული მორიგის ან მისი თანაშემწის მითითებით მონაწილეობა მიიღონ საკნების დათვალიერებაში;
გ) განახორციელონ ხელმძღვანელობის სხვა მითითებები.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
მუხლი 94. დაწესებულების მოსამსახურეთა გამოძახება სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის
1. დაწესებულების მოსამსახურეები შეიძლება გამოძახებულ იქნენ სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად, დაწესებულების დირექტორის დავალებით.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯგუფის უფროსი, რომელსაც განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებულ დაწესებულების მოსამსახურეთა ჯგუფი ახორციელებს იმავე უფლება-მოვალეობებს, რასაც სამორიგეო ცვლის მოსამსახურეები.
4. საჭიროების შემთხვევაში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებული დაწესებულების ინსპექტორ-კონტროლიორები შეიძლება გამოყენებულ იქნენ სარეზერვო ჯგუფის შემადგენლობაში.
5. განსაკუთრებული პირობების შემოღების შემთხვევაში (საგანგებო მდგომარეობა, დაუმორჩილებლობა, სტიქიური უბედურება და სხვა) დაცვის გაძლიერების მიზნით, დაწესებულების მოსამსახურეთა შემადგენლობიდან შეიძლება ჩამოყალიბდეს სპეციალური ჯგუფი, რომლის შემადგენლობა, მოქმედების ვადა და საქმიანობა განისაზღვრება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
თავი XII
გარდამავალი დებულება
მუხლი 95. გარდამავალი დებულება
დაწესებულებაში განთავსებული ის მსჯავრდებულები, რომელთა საშიშროების რისკის სახეც რისკების შეფასების გუნდის მიერ არაა დადგენილი, რჩებიან დაწესებულებაში სხვა მსჯავრდებულებისაგან განცალკევებით და მათზე ვრცელდება დეპარტამენტის დირექტორის მიერ განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტიპის შესაბამისი სასჯელის მოხდის პირობები, დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
+
+
დანართი №1ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და ამ საგნით სარგებლობა ეკრძალებათ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის ყველა სახეობა, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.
3. სატრანსპორტო საშუალებები.
4. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
5. ფული, ფასეული ნივთები, ფასიანი ქაღალდები.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. საკვები პროდუქტები, რომლებიც საჭიროებს სითბურ დამუშავებას (ყავა-ჩაის გარდა), საფუარი, შაქარი.
8. ალკოჰოლური სასმელების ყველა სახეობა, ლუდი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
101. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი.
11. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
12. ბანქო.
13. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
14. მობილური ტელეფონები.
15. ნებისმიერი დოკუმენტი, გარდა სასამართლოს განაჩენების და გადაწყვეტილებების ასლებისა, ფულის, ნივთებისა და ფასეულობების შესანახად ჩაბარების დამადასტურებელი ქვითრისა (ერთ ეგზემპლარად), ასევე ბრალდებულის/მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით – სხვა ოფიციალური დოკუმენტებისა.
16. კომპასები.
17. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი, ქუდები და ფეხსაცმელი.
18. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
შენიშვნა: ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების დირექტორის ნებართვითა და კონტროლით, შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში იყენებდეს აკრძალულ ნივთს ან/და ნივთიერებას.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 28 აპრილის ბრძანება №57 - ვებგვერდი, 04.05.2016 წ.
დანართი №2
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები (ხილი): ვაშლი, მსხალი, ატამი, ვაშლატამა, მანდარინი და ფორთოხალი (ერთდროულად, ერთობლიობაში არაუმეტეს 5 კილოგრამისა).
2. სეზონური ტანსაცმელი: გრძელი შარვალი („ბრიჯის“ და „შორტის“ გარდა) არაუმეტეს 3 ცალისა, ქურთუკი სარჩულის გარეშე (ყველა სახის ქურქის, „დუტის" და ტყავის გარდა) არაუმეტეს 1 ცალისა, სეზონური მაისური და სვიტრი (თავსაფრის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 4 ცალისა, ნაქსოვი ქუდი (კეპის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, პერანგი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა, სეზონური თხელძირიანი ფეხსაცმელი ზონარის გარეშე („ჩუსტი“, „კედი“, „ბოტასი“) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
3. სპორტული ტანსაცმელი (თავსაფრისა და სარჩულის გარეშე) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
4. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის შესაბამისი ნიმუშის საწოლის ნივთები (ლოგინის ღია ფერის მოთეთრო თეთრეული – საბნის პირი, ბალიშის პირი, ზეწარი) ერთდროულად არაუმეტეს 1 კომპლექტაციისა.
5. საცვალი („ტრუსი“) და წინდა (სეზონური) ერთდროულად არაუმეტეს 8 ცალისა.
6. პირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ღია ფერის მოთეთრო, ზომით არაუმეტეს 70/40 სმ-ისა) და ცხვირსახოცი ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
7. კბილის ჯაგრისი, ბამბა და არამეტალის სავარცხელი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
8. სათვალე (ოპტიკური არაძვირფასი მეტალის ან პლასტმასის ჩარჩოთი) ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა (ექიმის ნებართვით).
9. წიგნი (ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ერთდროულად შეიძლება იქონიოს არაუმეტეს 3 წიგნისა, გარდა იმ წიგნებისა, რომლებიც შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოებას და დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას).
10. ფოტოსურათი, ერთდროულად არაუმეტეს 10 ცალისა, ზომით არაუმეტეს 9/13 სმ-ისა.
11. ხისგან დამზადებული ჯვარი და არამეტალის საკულტო საგანი, ერთდროულად არაუმეტეს 2 ცალისა.
12. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროთეზები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ეტლები (ექიმის ნებართვით).
შენიშვნები:
1. ამ დანართით გათვალისწინებული პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტებისა და სხვა ნივთებისა და საგნების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია თვეში ორჯერ.
2. ამ დანართის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ნივთების ამანათის სახით მიღება ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია ფოსტის მეშვეობითაც.
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
დანართი №3
ჩამონათვალი იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა დასაგნებისა, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მაღაზიაში შეიძინოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად
1. კვების პროდუქტები.
2. სასმელები (მინერალური წყალი და უალკოჰოლო სასმელი).
3. თამბაქო და ასანთი.
4. ტანსაცმელი, ქუდი, ფეხსაცმელი და დადგენილი ნიმუშის საწოლის ნივთები.
5. საცვლები (თბილი და უბრალო).
6. წინდები, ოთახის „ჩუსტები“, სპორტული ფეხსაცმელი, ძაფები, მოსასხამები, პირსახოცები.
7. ტუალეტის ნივთები (ტუალეტის და საყოფაცხოვრებო საპონი, კბილის ჯაგრისი, კბილის ფხვნილი, კბილის პასტა, ნელსაცხებელი, სავარცხელი.
8. რეიტუზები, ქამრები, ვაზელინი, ბამბა, შამპუნი.
9. სარკე, ერთჯერადი სამართებელი (ქარხნულ მდგომარეობაში), საპარსი ქაფი, ფრჩხილის მკვნეტარა, მაკრატელი, ნემსი და ძაფი დებულებით დადგენილი წესით.
10. პლასტმასისაგან დამზადებული სათვალის, საპნისა და კბილის ჯაგრისის ბუდეები, ჭურჭელი, ჭიქები და კოვზები.
11. სახელმძღვანელოები, რვეულები, საფოსტო კონვერტები, ღია ბარათები, საფოსტო მარკები, ფანქრები, ავტოკალმები, მელანი და შავი, ცისფერი და იისფერი ავტოკალმის ღერები.
12. ლიტერატურა.
13. ჟურნალ-გაზეთები.
14. სპორტული ტანსაცმელი.
15. ქარხნული წარმოების ელექტრომადუღარები.
16. არაძვირფასი ლითონებისაგან დამზადებული ჯვრები და საკულტო საგნები.
17. ყავარჯნები, ხის ტროსტები, პროტეზები, ინვალიდის ეტლები (ექიმის ნებართვით).
18. ტელევიზორი, რადიომიმღები.
19. წამლები (ექიმის ნებართვით და მეთვალყურეობით).
დანართი №4 (ამოღებულია)
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2017 წლის 25 იანვრის ბრძანება №2 - ვებგვერდი, 26.01.2017 წ.
დანართი №5
ჩამონათვალი იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებების და დოკუმენტებისა, რომელთათავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეტანა აკრძალულია ბრალდებულებთან/მსჯავრდებულებთან შეხვედრაზე შემსვლელი პირებისათვის
1. სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული საგნები, ნივთები და ნივთიერებები.
2. ცივი იარაღის ყველა სახეობა.
3. ქიმიკატები, ფეთქებადი, მომწამლავი და ცეცხლსაშიში ნივთიერებები.
4. ფული (ნებისმიერი სახის ფულადი ვალუტა), ფასიანი ქაღალდები და საკრედიტო ბარათები.
5. ფასეული ნივთები, ნებისმიერი სახის ოქროს, ძვირფასი და არაძვირფასი მეტალისგან დამზადებული ნივთები, სამკაულები, მათ შორის „ბიჟუტერია“, ყველა სახეობის საათი.
6. ოპტიკური ხელსაწყოები.
7. სათვალეები (გარდა ოპტიკურისა).
8. საკვები და ყველა სახეობის სასმელი პროდუქტი.
9. სუნამოები, ოდეკოლონები და სხვა სპირტზე დამზადებული ნივთიერებები.
10. გადასამრავლებელი აპარატები.
11. დანები, სხვა ბასრი და მჩხვლეტავი საგნები, მათ შორის, კუსტარულად დამზადებული ან/და დაშლილი ან/და გადაკეთებული ერთჯერადი სამართებელი, მინისაგან დამზადებული ნივთები.
12. ნაჯახები, ჩაქუჩები და სხვა ინსტრუმენტები.
13. ხელჯოხები (გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა).
14. ბანქო.
15. ფოტოაპარატები, აუდიო-ვიდეო და ფიქსაციის სხვა საშუალებები.
16. მობილური ტელეფონები (მათ შორის, მობილური ტელეფონის დამტენი, სიმ-ბარათი და აქსესუარები).
17. კომპასები.
18. დაუდგენელი ნიმუშის სამხედრო და სხვა ფორმის ტანსაცმელი და ამ სახეობის ტანსაცმელს მიკუთვნებული ზედა სამოსი და ფეხსაცმელი, ქუდები, თავსაბურავები, ხელთათმანები.
19. საღებავები და კოპირების ქაღალდები.
დანართი №6
იმ სამუშაოების და თანამდებობების ჩამონათვალი, რომელზედაც აკრძალულია ბრალდებულთა მუშაობა
1. მუშაობა ნებისმიერ საჯარო სამსახურში.
2. მუშაობა იმ შენობებში, სადაც განლაგებულია გარე დაცვის სამსახურისა და დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების პირადი შემადგენლობა, ინახება იარაღი, სამსახურებრივი დოკუმენტაცია, სპეციალური ტექნიკური საშუალებები.
3. დაცვის ტექნიკური საშუალებების მომსახურება და რემონტი.
4. შიდა აკრძალულ ზონაში განლაგებული დაცვის საინჟინრო საშუალებების მომსახურება და რემონტი.
5. მუშაობა გადასამრავლებელ, რადიოსატელეგრაფო, სატელეფონო, ფაქსის ტექნიკასთან.
6. მედიკამენტების, ასაფეთქებელი და მომწავლელი ნივთიერებების აღრიცხვა, შენახვა და გაცემა.
7. მუშაობა დაქირავებული მუშების დაქვემდებარებით.
8. ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალების მართვა.
9. მუშაობა გამყიდველებად, ბუღალტრებად, მოლარეებად, საწყობების უფროსებად.
დანართი №7
განცხადება
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ამანათის/გზავნილის გადაცემის შესახებ
დაწესებულების დირექტორს
ბატონ/ქალბატონ _________________________________________
განმცხადებლის გვარი, სახელი _____________________________
დაბადების წელი __________________________________________
(განმცხადებელი უნდა იყოს 18 წელს მიღწეული)
პირადობის მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი ___________________________________
ვის მიერ არის გაცემული პირადობის მოწმობა ან პასპორტი ______________________________
საცხოვრებელი ადგილის იურიდიული ან ფაქტობრივი მისამართი
________________________________________________________________________________
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
მოგახსენებთ, რომ თქვენდამი რწმუნებულ დაწესებულებაში განთავსებულია (ბრალდებული/მსჯავრდებული) ___________________________, რომელიც არის ჩემი __________________________. გთხოვთ, მიიღოთ ამანათი ზემოაღნიშნული ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემად. მოგახსენებთ, რომ ზემოაღნიშნული ამანათის შეფუთვა ჩემ მიერ ან/და ჩემი თანდასწრებით (ხაზი გაესმება ერთ-ერთს) _____________________
(მიეთითება სახელი და გვარი) არის განხორციელებული.
ჩემთვის ცნობილია ყველა ის ნივთი და საკვები პროდუქტი, რომელსაც შეიცავს ეს ამანათი/გზავნილი და ვადასტურებ, რომ გავეცანი დაწესებულების დებულების პირველი და მეორე დანართებით დადგენილი ნივთების ჩამონათვალს და ვაცხადებ, რომ მათში აღნიშნული აკრძალული ნივთები, ნაკეთობები, ნივთიერებები, საკვები პროდუქტები და დოკუმენტები (მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული ან ძლიერმოქმედი ნივთიერება და სხვა) არ დევს.
გაფრთხილებული ვარ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ დაწესებულებაში მოთავსებული პირებისათვის აკრძალული საგნების გადაცემისათვის.
_______________________________________________
განმცხადებლის ხელმოწერა
„–––“ „ ––––––“ 20 წ.
გთხოვთ, მიიღოთ ამანათი/გზავნილი მასში მოთავსებული შემდეგი ნივთებითა და საკვები პროდუქტებით:
1
9
2
10
3
11
4
12
5
13
6
14
7
15
8
16
განცხადება შესრულებულია ჩემ მიერ, რასაც ხელმოწერით ვადასტურებ
_________________________________________
განმცხადებლის ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
ამანათი/გზავნილი შემოწმებულია ჩემს მიერ და შეესაბამება დებულების დანართი №2-ით განსაზღვრულ იმ პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებების, კვების პროდუქტების, სხვა ნივთებისა და საგნების ჩამონათვალს, რომლებიც ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამანათის/გზავნილის სახით მიიღოს, შეინახოს და გამოიყენოს კანონიერად და ამ განცხადებაში აღნიშნულ ამანათში/გზავნილში მოთავსებული ნივთებისა და კვების პროდუქტების ჩამონათვალს, რასაც ვადასტურებ ხელმოწერით.
________________________________________________________
ამანათის/გზავნილის შემოწმებაზე უფლებამოსილი მოსამსახურის ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
განცხადება ჩავიბარე
__________________________________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი, სახელი და ხელმოწერა
„––“ „––––––––“ 20 წ.
დანართი №8
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დისციპლინური დარღვევის ოქმი
„ ––––––– “„––––––––––––––“ 20 წ. ქ. ბათუმი
ამ/წლის „––––––“„––––––––––––––“ –––––––––– (საათი) ოქმს ვადგენთ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურეები შემდეგი შემადგენლობით (სახელი, გვარი, თანამდებობა):
1.______________________________________________________________________________
2.______________________________________________________________________________
3.______________________________________________________________________________
4.______________________________________________________________________________
5.______________________________________________________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, მამის სახელი
__________________________________________________________
დარღვევის ადგილი, თარიღი, დრო ____________________________________________________
დარღვევის შინაარსი:
ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის ––––––––– პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რომელიც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________
დაზარალებული ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
დარღვევის მოწმე ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
1.______________________________________________________________________________
2.______________________________________________________________________________
3.______________________________________________________________________________
4.______________________________________________________________________________
დამატებითი ინფორმაცია დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების შესახებ:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
____________________________________________________________
სხვა ინფორმაცია:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________
ოქმი შევადგინეთ და ვადასტურებთ ხელმოწერით :
1.______________________________________________________________________________
2.______________________________________________________________________________
3.______________________________________________________________________________
4.______________________________________________________________________________
5.______________________________________________________________________________
დანართი №9
დისციპლინური დარღვევის შემდეგ ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების გაცნობის ოქმი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულება
„ ––––––– “ „–––––––––––––––––––––––––––––––“ სთ. 20 წ. ქ. ბათუმი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულება ----------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა, სახელი და გვარი)
ბრალდებული/მსჯავრდებულ--------------------------(სახელი, გვარი,მამის სახელი) დისციპლინური დარღვევის ჩადენის შემდეგ გავაცანი პატიმრობის კოდექსითა და დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უფლებები: უფლება აქვს მისცეს ახსნა–განმარტება, წარადგინოს მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, წერილობით წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით, დისციპლინურ დარღვევის საქმის განხილვისას წარმოდგენილი იყოს საკუთარი ან საზოგადოებრივი ადვოკატის მიერ. აგრეთვე, აქვს ზეპირი მოსმენის დროს დაჯდომის და ჩანაწერების გაკეთების, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გასაჩივრების უფლება.
მსურს მოვიწვიო ადვოკატი _________ დიახ/არა
მსურს მოვიწვიო თარჯიმანი _________ დიახ/არა
მსურს მივცე ახსნა-განმარტება _________ დიახ/არა
ზეპირი მოსმენის შემთხვევაში
მსურს დავესწრო სხდომას _________ დიახ/არა
გავეცანი და ვადასტურებ ხელისმოწერით:
_______________________________________________________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი, გვარი, ხელმოწერა და დრო
უფლებები გავაცანი და ოქმი შევადგინე:
________________________________________________________________________________
დაწესებულების მოსამსახურის თანამდებობა და ხელმოწერა
შენიშვნა: დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახსნა-განმარტება დაერთვის ოქმს.
დანართი №10
დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმი
„ ––––––– “„–––––––––––––––––––––––––“ 20 წ. ქ. ბათუმი
სხდომა დაიწყო ––––––––– სთ. დამთავრდა –––––––– სთ.
სხდომის მდივანი (შემდგენი) –––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
ტარდება ზეპირი მოსმენის სხდომა ბრალდებულის/მსჯავრდებულის ––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი მამის სახელი) მიმართ დისციპლინური სახდელის გამოყენების თაობაზე.
სხდომას ატარებს: ____________________________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
სხდომაზე გამოცხადდნენ:
ბრალდებული/მსჯავრდებული _______________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
ადვოკატი ___________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
მოწმე _______________________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
დაზარალებული _____________________________________________________________________
(სახელი, გვარი, მამის სახელი)
ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––––––––––– მიერ ჩადენილ იქნა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების ________ მუხლის ___________ პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული დაწესებულების დებულების დარღვევა, რაც გამოიხატა შემდეგში:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________
დაინტერესებული მხარის პოზიცია:
_______________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
__________________________________________________
ბრალდებული/მსჯავრდებული:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________
დამცველი:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
______________________________________________________
მოწმე:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________
დაზარალებული:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________
შენიშვნა:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________
ოქმი შევადგინე
_________________________ / ________/
ოქმის შემდგენი პირის ხელმოწერა
დანართი №11
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს
№3 პენიტენციური დაწესებულება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ დირექტორის განკარგულება №
„ ––––––– “„–––––––––––––––––––––––––“ სთ. 20 წ. №_____________________ (გამოცემის დრო) (ქ. ბათუმი)
№3 პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა ––––––––––––––––––– ზეპირი მოსმენით/ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქმე ბრალდებულის/მსჯავრდებულის –––––––––––––––––––––––– (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენების თაობაზე და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ––––––––––––––––––––––––––– ჩაიდინა პატიმრობის კოდექსის მე-80 მუხლის –––––– ქვეპუნქტით, დაწესებულების დებულების –––––– მუხლის __________პუნქტით/ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედება, რომლითაც ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, რაც გამოიხატა შემდეგში:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
დარღვევის ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––დარღვევის
გამოვლენის დრო (წელი, საათი, წუთი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––
დაზარალებული _____________________________________________________________________
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის მოწმე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი)
დარღვევის ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებანი:
1.______________________________________________________________________________
2. ________________________________________________________________________________
3. ________________________________________________________________________________
4.______________________________________________________________________________
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, აგრეთვე მოწმეს და დაზარალებულს (ასეთის არსებობის შემთვევაში) განემარტება პატიმრობის კოდექსის 84-ე მუხლითა და დებულებით გათვალისწინებული უფლებები .
დაწესებულების დირექტორმა (ან მის მიერ უფლებამოსილმა პირმა) იხელმძღვანელა პატიმრობის კოდექსითა და №3 პენიტენციური დაწესებულების დებულებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. პატიმრობის კოდექსის 82-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდებულ/მსჯავრდებულ ____________________(სახელი, გვარი, დაბადების თარიღი) მიმართ გამოყენებულ იქნას დისციპლინური სახდელის სახე –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
2. ეს განკარგულება შედგენილია 2 ეგზემპლარად, რომლის ერთი ეგზემპლარი გადაეცემა მსჯავდებულს ან მის ადვოკატს, რასაც ადასუტურებს ხელმოწერით, ხოლო მეორე ეგზემპლარი დაერთვება მსჯავდებულის პირად საქმეს.
3. განკარგულება, დისციპლინური წარმოების საქმის მასალებთან ერთად, დაერთოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
4. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
5. განკარგულება შესაძლოა ერთჯერადად გასაჩივრდეს გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ადმინისტრაციული წესით, ქ. ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ________________________ _______). გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
დაწესებულების დირექტორი ___________________________
დანართი №12
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხანმოკლე პაემნების აღრიცხვის
ბარათი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის გვარი ___________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელი __________________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მამის სახელი _____________________________
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დაბადების თარიღი _______________________
გასამართლებულია: ____________________________________________________
____________________________________________________________________
სასჯელის ვადა _______________________________________________________
სასჯელის დასაწყისი _______________________________________
სასჯელის დასასრული ______________________________________
განაჩენის აღსრულების დასაწყისი ____________________________
ტიპი/საშიშროების რისკი ____________________________________
ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე პირები
№
სახელი და გვარი
ნათესაური კავშირი
პირადი № და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №
განხორციელებული პაემნების აღრიცხვა
№
პაემნის განხორციელების თარიღი
პაემნის სახე
(კუთვნილი, წახალისებით)
გვარი, სახელი, მამის სახელი
ნათესაური კავშირი
პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის №
დაწესებულების მოსამსახურის ხელმოწერა
შენიშვნა
№3 პენიტენციური დაწესებულების
სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების
უფლებამოსილი მოსამსახურის
სახელი, გვარი, თანამდებობა და ხელმოწერა
_____________________________________
_____________________________________
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2018 წლის 24 მაისის ბრძანება №102 - ვებგვერდი, 25.05.2018 წ.
დანართი №13
№3 პენიტენციური დაწესებულება
ამანათის შემოწმების ოქმი
„___“ _____________ 20__ წ.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს №3 განყოფილების მოსამსახურეებმა:
(თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________
(თანამდებობა, სახელი, გვარი) ________________________________________________________
შევადგინეთ აღნიშნული ოქმი მასზედ, რომ ჩავატარეთ __________________________________
(სახელი, გვარი)
მიერ გამოგზავნილი/მოტანილი ამანათის შემოწმება.
ამანათის ადრესატი (მიმღები) __________________________________________
(სახელი, გვარი)
შემოწმების ჩატარებისას გამოყენებულ იქნა რენტგენული დანადგარი დიახ□ არა□
შემოწმების შედეგი:
1. შემოწმებისას არ აღმოჩენილა და ამოღებულა ის ნივთი, ნივთიერება ან კვების პროდუქტი, რომლის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ შენახვა და გამოყენება აკრძალულია/არანებადართულია.
2. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთი, ნივთიერება ან კვების პროდუქტი, რომლის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ შენახვა და გამოყენება არანებადართულია, კერძოდ:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
3. შემოწმებისას აღმოჩნდა და ამოღებულია ის ნივთი ან ნივთიერება, რომლის დაწესებულებაში
შეტანაც იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, კერძოდ:
_______________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ რაიმე პრეტენზია არ გამაჩნია,
რასაც ვადასტურებ ხელმოწერით:
ამანათის მიმტანი/გამომგზავნი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა
_______________________________________________________________________________
შემოწმებასთან დაკავშირებით, შემოწმების ჩამტარებელი პირების მიმართ გამაჩნია შენიშვნა:
________________________________________________________________________________
________________________________________________________________________________
_______________________________________________________________________________
ამანათის მიმტანი/გამომგზავნი პირის სახელი, გვარი და ხელმოწერა
________________________________________________________________________________
სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის დასავლეთის სამმართველოს №3 განყოფილების მოსამსახურის სახელი, გვარი და ხელმოწერა:
____________________________ /______________ /
სახელი და გვარი ხელმოწერა
____________________________ /______________ /
სახელი და გვარი ხელმოწერა
____________________________ /______________ /
სახელი და გვარი ხელმოწერა
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2025 წლის 17 დეკემბრის ბრძანება №1141 - ვებგვერდი, 17.12.2025 წ.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს №3 პენიტენციური დაწესებულების დებულების დამტკიცების შესახებ“, №109, 27.08.2015, სარეგისტრაციო კოდი 100020020.22.038.016524 (კონსოლიდირებული რედაქცია 17.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2961928-17/